თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე
მიღების თარიღი 24.06.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ნომერი №3/5/1341, 1660
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016712
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/06/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.06.2022 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
კანონი (1)
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
- საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი საქართველოს კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება №3/5/1341,1660 – ვებგვერდი, 28.06.2022წ."
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიხეილ ხაინდრავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე ლევან ყანდორელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტექსტი
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის
გადაწყვეტილება №3/5/1341, 1660
2022 წლის 24 ივნისი
ქ. ბათუმი
პლენუმის
შემადგენლობა
:
მერაბ
ტურავა
– სხდომის
თავმჯდომარე
;
ევა
გოცირიძე
– წევრი
;
გიორგი
თევდორაშვილი
– წევრი
;
ირინე
იმერლიშვილი
– წევრი
;
გიორგი
კვერენჩხილაძე
– წევრი
;
ხვიჩა
კიკილაშვილი
– წევრი
;
მანანა
კობახიძე
– წევრი
;
ვასილ
როინიშვილი
– წევრი
, მომხსენებელი
მოსამართლე
;
თეიმურაზ
ტუღუში
– წევრი
.
სხდომის
მდივანი
: დარეჯან
ჩალიგავა
.
საქმის
დასახელება
: თეთრიწყაროს
რაიონული
სასამართლოს
კონსტიტუციური
წარდგინებები
საქართველოს
სისხლის
სამართლის
საპროცესო
კოდექსის
მე
-200 მუხლის
მე
-6 ნაწილის
პირველი
წინადადების
კონსტიტუციურობის
თაობაზე
.
დავის
საგანი
: საქართველოს
სისხლის
სამართლის
საპროცესო
კოდექსის
მე
-200 მუხლის
მე
-6 ნაწილის
პირველი
წინადადების
კონსტიტუციურობა
საქართველოს
კონსტიტუციის
მე
-13 მუხლის
პირველ
პუნქტთან
მიმართებით
.
I
აღწერილობითი
ნაწილი
1. საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
2018 წლის
15 აგვისტოს
(რეგისტრაციის
№1341) და
2021 წლის
24 ნოემბერს
(რეგისტრაციის
№1660) კონსტიტუციური
წარდგინებით
მომართა
თეთრიწყაროს
რაიონულმა
სასამართლომ
(მოსამართლე
− ბადრი
ნიპარიშვილი
). №1341 კონსტიტუციური
წარდგინება
, არსებითად
განსახილველად
მიღების
საკითხის
გადასაწყვეტად
, საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
პლენუმს
გადმოეცა
2018 წლის
17 აგვისტოს
, ხოლო
№1660 კონსტიტუციური
წარდგინება
კი
2021 წლის
26 ნოემბერს
. №1341 კონსტიტუციური
წარდგინების
არსებითად
განსახილველად
მიღების
საკითხის
გადასაწყვეტად
, საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
პლენუმის
განმწესრიგებელი
სხდომა
, ზეპირი
მოსმენის
გარეშე
, გაიმართა
2020 წლის
14 თებერვალს
, ხოლო
№1660 კონსტიტუციური
წარდგინების
არსებითად
განსახილველად
მიღების
საკითხის
გადასაწყვეტად
, განმწესრიგებელი
სხდომა
, ზეპირი
მოსმენის
გარეშე
, გაიმართა
2022 წლის
23 თებერვალს
.
2. №1341 და
№1660 კონსტიტუციური
წარდგინებები
, საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
2020 წლის
14 თებერვლის
№3/3/1341 და
2022 წლის
23 თებერვლის
№3/4/1660 საოქმო
ჩანაწერებით
, ნაწილობრივ
იქნა
მიღებული
არსებითად
განსახილველად
. საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
2022 წლის
23 თებერვლის
№3/4/1660 საოქმო
ჩანაწერით
, დასახელებული
ორი
კონსტიტუციური
წარდგინება
გაერთიანდა
ერთ
საქმედ
.
3. №1341 და
№1660 კონსტიტუციურ
წარდგინებებში
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოსათვის
მომართვის
სამართლებრივ
საფუძვლად
მითითებულია
: „საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
შესახებ
“ საქართველოს
ორგანული
კანონის
მე
-19 მუხლის
მე
-2 პუნქტი
; „საერთო
სასამართლოების
შესახებ
“ საქართველოს
ორგანული
კანონის
მე
-7 მუხლის
მე
-3 პუნქტი
.
4. საქართველოს
სისხლის
სამართლის
საპროცესო
კოდექსის
მე
-200 მუხლის
მე
-6 ნაწილის
პირველი
წინადადების
თანახმად
, სასამართლო
, პროკურორის
შუამდგომლობით
ან
საკუთარი
ინიციატივით
, გირაოს
გამოყენების
უზრუნველყოფის
მიზნით
, პატიმრობას
უფარდებს
ბრალდებულს
, რომლის
მიმართაც
გამოყენებულია
დაკავება
სისხლის
საპროცესო
სამართლებრივი
იძულების
ღონისძიების
სახით
, მის
მიერ
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს
მმართველობის
სფეროში
შემავალი
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის
– აღსრულების
ეროვნული
ბიუროს
სადეპოზიტო
ანგარიშზე
გირაოს
სრულად
ან
ნაწილობრივ
(მაგრამ
არანაკლებ
50%-ისა
) შეტანამდე
.
5. საქართველოს
კონსტიტუციის
მე
-13 მუხლის
პირველი
პუნქტი
იცავს
ადამიანის
თავისუფლებას
.
6. №1341 და
№1660 კონსტიტუციური
წარდგინებების
მიხედვით
, თეთრიწყაროს
რაიონული
სასამართლო
განიხილავდა
საქმეებს
, რომელშიც
ბრალდების
მხარე
, სადავო
ნორმის
საფუძველზე
, შუამდგომლობდა
გირაოს
გამოყენების
შემთხვევაში
დაკავებული
ბრალდებულისათვის
პატიმრობის
შეფარდებაზე
. კონსტიტუციურ
წარდგინებათა
თანახმად
, საქართველოს
სისხლის
სამართლის
საპროცესო
კოდექსის
მე
-200 მუხლის
მე
-6 ნაწილის
პირველი
წინადადება
ადგენს
არა
სასამართლოს
უფლებამოსილებას
, არამედ
ვალდებულებას
, დაკავების
ფაქტის
გამო
, გირაოს
უზრუნველსაყოფად
გამოიყენოს
პატიმრობა
. სადავო
ნორმით
, მოსამართლე
ვალდებულია
, პირს
პატიმრობა
შეუფარდოს
ყველა
შემთხვევაში
და
არა
მხოლოდ
მაშინ
, როდესაც
ამას
, საქმის
ინდივიდუალური
გარემოებებიდან
გამომდინარე
, სასამართლო
მიზანშეწონილად
მიიჩნევს
. გარდა
ამისა
, სასამართლოს
იმ
შემთხვევაშიც
არ
რჩება
შეფასების
თავისუფლება
, როდესაც
პროკურორი
არ
ითხოვს
, გირაოს
გამოყენების
უზრუნველყოფის
მიზნით
, პატიმრობის
შეფარდებას
, ვინაიდან
დაკავების
ფაქტი
, თავისთავად
, მისი
გამოყენების
წინაპირობაა
. აღნიშნულის
გათვალისწინებით
კი
, პატიმრობის
შეფარდებისას
გადამწყვეტი
არ
არის
მოსამართლის
პოზიცია
. ამასთან
, კონსტიტუციური
წარდგინებების
ავტორის
აზრით
, მოქმედი
ჩანაწერი
არ
ითვალისწინებს
პატიმრობის
შეფარდების
მართლზომიერების
შეფასების
შესაძლებლობას
.
7. კონსტიტუციური
წარდგინებების
ავტორის
მტკიცებით
, „საპატიმრო
გირაოს
“ გამოყენების
პრაქტიკაში
ნაკლოვანებას
წარმოადგენს
გადაწყვეტილების
დასაბუთების
სტანდარტიც
, რაც
სადავო
ნორმიდან
გამომდინარეობს
. კონსტიტუციური
წარდგინებების
თანახმად
, დაკავების
ფაქტი
ერთადერთი
და
გადამწყვეტი
ფაქტორია
გირაოს
გამოყენებისას
პირისათვის
პატიმრობის
შესაფარდებლად
. კონსტიტუციურ
წარდგინებებში
მითითებულია
, რომ
, საერთო
სასამართლოთა
პრაქტიკით
, დასაბუთებას
ექვემდებარება
მხოლოდ
გირაოს
შეფარდება
, ხოლო
პატიმრობის
შეფარდების
საკითხი
, დასაბუთების
გარეშე
, განჩინების
სარეზოლუციო
ნაწილით
წყდება
. კონსტიტუციურ
წარდგინებათა
ავტორის
მითითებით
, სასამართლო
ე
. წ
. „საპატიმრო
გირაოს
“ შეფარდებისას
ასაბუთებს
გირაოს
გამოყენების
მიზანშეწონილობას
, რაც
იმას
გულისხმობს
, რომ
აღკვეთის
ღონისძიების
ძირითადი
სახე
სწორედ
გირაოა
და
, შესაბამისად
, პირის
დაპატიმრება
აუცილებელი
აღარ
არის
. თუმცა
, ვინაიდან
პირი
ფაქტობრივად
პატიმრობაში
რჩება
, მის
მიმართ
პარალელურად
გამოყენებულია
მეორე
აღკვეთის
ღონისძიება
– პატიმრობა
.
8. კონსტიტუციური
წარდგინებების
ავტორის
აზრით
, დაკავება
, როგორც
პატიმრობის
გამოყენების
უპირობო
საფუძველი
, პრობლემურია
იმ
თვალსაზრისითაც
, რომ
გამორიცხული
არ
არის
, დაკავების
განჩინება
არასწორად
გაიცეს
, მოსამართლე
კი
აღკვეთის
ღონისძიების
საკითხის
განხილვისას
ვერ
გადასინჯავს
დაკავების
განჩინების
საფუძვლიანობას
. შესაბამისად
, ასეთი
დაკავების
გამო
, შესაძლოა
, პირს
შეეფარდოს
განგრძობადი
პატიმრობა
.
9. №1341 და
№1660 კონსტიტუციურ
წარდგინებებში
აღნიშნულია
, რომ
დაკავებული
პირის
მიმართ
გირაოს
შეფარდებისას
პატიმრობა
ავტომატურად
გამოიყენება
, ხოლო
სხვა
აღკვეთის
ღონისძიებების
(მაგალითად
: პირადი
თავდებობა
, შეთანხმება
გაუსვლელობისა
და
სათანადო
ქცევის
შესახებ
) შეფარდების
შემთხვევაში
, პირი
დაუყოვნებლივ
თავისუფლდება
დაკავებიდან
. იმავდროულად
, რთულია
კატეგორიულად
იმის
თქმა
, რომ
გირაო
უფრო
მძიმე
აღკვეთის
ღონისძიებაა
, ვიდრე
სხვა
დასახელებული
აღკვეთის
ღონისძიებები
. წარდგინებებში
ხაზგასმულია
, რომ
საპატიმრო
გირაო
განეკუთვნება
საქართველოს
კონსტიტუციითა
და
სისხლის
სამართლის
საპროცესო
კოდექსით
დადგენილ
პატიმრობას
და
მისი
განმარტება
არ
უნდა
მოხდეს
სხვაგვარად
.
10. დამატებით
, №1341 და
№1660 კონსტიტუციურ
წარდგინებებში
თეთრიწყაროს
რაიონული
სასამართლო
მიუთითებს
, რომ
სადავო
ნორმა
წინააღმდეგობრივია
ისეთ
შემთხვევებში
, როდესაც
პატიმრობის
გამოყენება
მიიჩნევა
დაუშვებლად
და
სრულიად
არასაჭირო
ზომად
, რადგან
გირაო
უზრუნველყოფს
აღკვეთის
ღონისძიების
მიზნებს
, თუმცა
აღნიშნული
დასკვნის
მიუხედავად
, პირს
შეეფარდება
პატიმრობა
. ამასთან
, გირაოს
გადაუხდელობის
შემთხვევაში
, შესაძლოა
, ბრალდებულს
გაუგრძელდეს
პატიმრობა
. გარდა
ამისა
, კონსტიტუციურ
წარდგინებათა
ავტორის
მოსაზრებით
, სადავო
ნორმა
პატიმრობის
ინსტიტუტის
თვითნებურად
გამოყენების
შესაძლებლობას
ქმნის
. კერძოდ
, თუ
ბრალდების
მხარე
ვერ
შეძლებს
წარმოადგინოს
დაპატიმრებისათვის
საკმარისი
გარემოებები
, მას
აქვს
საშუალება
, დააკავოს
პირი
, მოითხოვოს
გირაო
და
ამ
გზით
მოხდეს
პირისათვის
პატიმრობის
შეფარდება
. გირაოს
გადაუხდელობის
შემთხვევაში
კი
(მისი
გადაჭარბებული
ოდენობით
შეფარდების
შემთხვევაში
), პატიმრობის
ვადა
შესაძლოა
, ხანგრძლივი
აღმოჩნდეს
. შესაბამისად
, ამ
თვალსაზრისითაც
ნიშანდობლივია
, რომ
დაკავების
ფაქტი
არ
არის
ადეკვატური
სათანადო
კრიტერიუმი
, რომელიც
საფუძვლად
უნდა
დაედოს
ბრალდებულის
განგრძობით
პატიმრობას
.
11. ზემოაღნიშნულ
არგუმენტაციაზე
დაყრდნობით
, №1341 და
№1660 კონსტიტუციურ
წარდგინებათა
ავტორის
აზრით
, საქართველოს
სისხლის
სამართლის
საპროცესო
კოდექსის
მე
-200 მუხლის
მე
-6 ნაწილი
ეწინააღმდეგება
საქართველოს
კონსტიტუციით
გარანტირებულ
თავისუფლების
უფლებას
და
სასამართლოს
გადაწყვეტილების
გარეშე
თავისუფლების
აღკვეთის
ან
პირადი
თავისუფლების
სხვაგვარი
შეზღუდვის
დაუშვებლობას
.
12. საკუთარი
არგუმენტაციის
გასამყარებლად
თეთრიწყაროს
რაიონული
სასამართლოს
მოსამართლე
მიუთითებს
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოსა
და
ადამიანის
უფლებათა
ევროპული
სასამართლოს
პრაქტიკაზე
.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. სადავო ნორმებით მოწესრიგებული სფეროსა და შესაფასებელი მოცემულობის იდენტიფიცირება
1. №1341 და
№1660 კონსტიტუციური
წარდგინებებით
სადავოდ
არის
გამხდარი
სისხლის
სამართლის
საპროცესო
კოდექსის
ნორმა
, რომელიც
განსაზღვრავს
დაკავებული
ბრალდებულის
მიმართ
გირაოს
გამოყენების
წესს
. კერძოდ
, სადავო
ნორმის
თანახმად
, სასამართლო
, პროკურორის
შუამდგომლობით
ან
საკუთარი
ინიციატივით
, გირაოს
გამოყენების
უზრუნველყოფის
მიზნით
, პატიმრობას
უფარდებს
ბრალდებულს
, რომლის
მიმართაც
გამოყენებულია
დაკავება
სისხლის
საპროცესო
სამართლებრივი
იძულების
ღონისძიების
სახით
, მის
მიერ
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს
მმართველობის
სფეროში
შემავალი
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის
– აღსრულების
ეროვნული
ბიუროს
სადეპოზიტო
ანგარიშზე
გირაოს
სრულად
ან
ნაწილობრივ
(მაგრამ
არანაკლებ
50%-ისა
) შეტანამდე
.
2. კონსტიტუციური
წარდგინებების
თანახმად
, მოქმედი
საპროცესო
წესრიგის
ფარგლებში
, ბრალდებულ
პირს
, რომელიც
დაკავებულია
და
რომლის
მიმართაც
აღკვეთი
ღონისძიების
სახით
გამოიყენება
გირაო
, მოსამართლე
პატიმრობას
უფარდებს
ყველა
შემთხვევაში
. მოსამართლე
არ
არის
უფლებამოსილი
, საქმის
ფაქტობრივი
გარემოებებიდან
გამომდინარე
, ინდივიდუალური
შეფასების
შესაბამისად
მიიღოს
გადაწყვეტილება
პატიმრობის
გამოყენების
შესახებ
, როდესაც
ამას
იგი
მიზანშეწონილად
მიიჩნევს
. იმავდროულად
, სადავო
ნორმა
არ
ითვალისწინებს
პატიმრობის
შეფარდების
მართლზომიერების
შეფასების
შესაძლებლობას
. აღნიშნული
კი
ეწინააღმდეგება
საქართველოს
კონსტიტუციის
მე
-13 მუხლის
პირველი
პუნქტით
განმტკიცებულ
თავისუფლების
უფლებას
. ამგვარად
, კონსტიტუციური
წარდგინებების
ავტორი
მიიჩნევს
, რომ
სასამართლოს
უნდა
შეეძლოს
, ყოველ
ინდივიდუალურ
შემთხვევაში
გადაწყვიტოს
, საჭიროა
თუ
არა
პირის
მიმართ
გირაოს
უზრუნველყოფის
მიზნით
პატიმრობის
ღონისძიების
გამოყენება
.
3. ზემოხსენებულიდან
გამომდინარე
, განსახილველ
საქმეზე
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლომ
უნდა
შეაფასოს
, გირაოს
გამოყენების
უზრუნველყოფის
მიზნით
პატიმრობის
a priori შეფარდება
ბრალდებულისათვის
, რომლის
მიმართაც
სისხლის
საპროცესო
სამართლებრივი
იძულების
ღონისძიების
სახით
გამოყენებულია
დაკავება
, რამდენად
შეესაბამება
საქართველოს
კონსტიტუციის
მე
-13 მუხლის
პირველი
პუნქტით
დაცულ
ფიზიკური
თავისუფლების
უფლებას
.
2. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული უფლებით დაცული სფერო
4. საქართველოს
კონსტიტუციის
მე
-13 მუხლის
პირველი
პუნქტის
თანახმად
, დაცულია
ადამიანის
თავისუფლება
. საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
განმარტებით
, აღნიშნული
კონსტიტუციური
დებულება
განამტკიცებს
ადამიანის
ფიზიკური
ხელშეუხებლობისა
და
პირადი
თავისუფლების
უფლებას
. აღნიშნული
გარანტია
ფუნდამენტური
უფლებების
ერთ
-ერთ
ძირითად
საყრდენს
წარმოადგენს
და
, საქართველოს
კონსტიტუციის
თანახმად
, საგანგებო
დაცვას
ექვემდებარება
(იხ
., საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
2013 წლის
11 აპრილის
№1/2/503,513 გადაწყვეტილება
საქმეზე
„საქართველოს
მოქალაქეები
‒ ლევან
იზორია
და
დავით
-მიხეილი
შუბლაძე
საქართველოს
პარლამენტის
წინააღმდეგ
“, II-2). უფრო
კონკრეტულად
, საქართველოს
კონსტიტუციის
მე
-13 მუხლის
პირველი
პუნქტი
გულისხმობს
პირის
„ფიზიკურ
თავისუფლებას
, მის
უფლებას
, თავისუფლად
გადაადგილდებოდეს
ფიზიკურად
, თავისი
ნების
შესაბამისად
, იმყოფებოდეს
ან
არ
იმყოფებოდეს
რომელიმე
ადგილზე
“ (საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
2009 წლის
6 აპრილის
№2/1/415 გადაწყვეტილება
საქმეზე
„საქართველოს
სახალხო
დამცველი
საქართველოს
პარლამენტის
წინააღმდეგ
“, II-2).
5. საქართველოს
კონსტიტუციის
აღნიშნული
დანაწესის
მიზანია
, არ
დაუშვას
თავისუფლების
უკანონოდ
, დაუსაბუთებლად
და
თვითნებურად
შეზღუდვა
(საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
2015 წლის
15 სექტემბრის
№3/2/654 გადაწყვეტილება
საქმეზე
„საქართველოს
მოქალაქე
გიორგი
უგულავა
საქართველოს
პარლამენტის
წინააღმდეგ
“, II-1).
6. საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
მითითებით
, „ფიზიკური
თავისუფლებისა
და
პირადი
ხელშეუხებლობის
უფლება
უმნიშვნელოვანესია
ზოგადად
ადამიანის
თავისუფლებისთვის
, ფართო
გაგებით
‒ ადამიანის
თავისუფალი
განვითარებისთვის
, უფლებებით
ეფექტურად
და
სრულყოფილად
სარგებლობისთვის
. პირადი
ხელშეუხებლობის
უფლების
შეზღუდვა
კანონზომიერად
, თავისთავად
, ჯაჭვურად
იწვევს
ფუნდამენტური
უფლებების
უმრავლესობით
შეზღუდულ
სარგებლობას
ან
/და
ზოგიერთი
მათგანით
სარგებლობის
შეუძლებლობას
“ (საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
2015 წლის
24 ოქტომბრის
№1/4/592 გადაწყვეტილება
საქმეზე
„საქართველოს
მოქალაქე
ბექა
წიქარიშვილი
საქართველოს
პარლამენტის
წინააღმდეგ
“, II-28). პირი
, ფიზიკური
თავისუფლების
შეზღუდვით
, ექცევა
ბუნებრივი
ყოფისაგან
განსხვავებულ
, ადამიანის
ბუნებისათვის
სრულიად
არათავსებად
მდგომარეობაში
, რომელშიც
მისი
თავისუფლება
და
ძირითადი
უფლებებით
სარგებლობა
დამოკიდებული
ხდება
ცალკეულ
გარემოებებსა
თუ
პიროვნებებზე
. თავისუფლების
შეზღუდვის
პირობებში
, პირი
მოკლებულია
საქმიანობის
განხორციელების
, აზრის
სხვადასხვა
ფორმით
გამოხატვის
, თავისუფლად
გადაადგილების
, პირადი
ცხოვრების
და
სხვა
უფლებებით
სათანადოდ
დაცვის
და
სარგებლობის
შესაძლებლობას
. ასე
მაგალითად
, თავისუფლების
აღკვეთის
სახით
სასჯელის
გამოყენებას
, თავისთავად
, თან
სდევს
ოჯახის
წევრებთან
და
გარე
სამყაროსთან
კავშირის
შესაძლებლობის
შეზღუდვა
. შესაბამისად
, პირადი
და
ოჯახური
ცხოვრების
უფლებით
დაცული
არ
არის
თავისუფლებააღკვეთილი
პირის
შესაძლებლობა
, რომ
შეუზღუდავი
კავშირი
ჰქონდეს
ოჯახის
წევრებთან
(იხ
., საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
2019 წლის
28 მაისის
№2/1/704 გადაწყვეტილება
საქმეზე
„გიორგი
ქართველიშვილი
საქართველოს
პარლამენტის
წინააღმდეგ
“, II-16). ამასთანავე
, თავისუფლების
შეზღუდვის
ხასიათის
გათვალისწინებით
, პირი
იზოლირდება
საზოგადოებისგან
, სრულად
იცვლება
მისი
ყოველდღიური
ცხოვრება
და
ფაქტობრივად
არ
რჩება
არანაირი
სივრცე
, უფლება
, რომელთა
განხორციელება
, სრულყოფილად
სარგებლობაც
სათუო
არ
ხდება
. სწორედ
ამიტომ
, თავისუფლებას
არ
აქვს
თანაბარი
ეკვივალენტი
, არ
არსებობს
საზომი
, რომლითაც
შეიძლება
აიწონოს
თავისუფლება
და
არ
არსებობს
სხვა
ფასეულობა
, რომელიც
სრულად
ჩაანაცვლებდა
მას
(იხ
. საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
2015 წლის
24 ოქტომბრის
№1/4/592 გადაწყვეტილება
საქმეზე
„საქართველოს
მოქალაქე
ბექა
წიქარიშვილი
საქართველოს
პარლამენტის
წინააღმდეგ
“, II-28).
7. აღნიშნულის
გათვალისწინებით
, „ადამიანის
თავისუფლება
იმდენად
წონადი
ძირითადი
უფლებაა
, რომ
მასში
ჩარევა
სახელმწიფო
ხელისუფლების
მხრიდან
უნდა
განიხილებოდეს
როგორც
ultima ratio. თავისუფლების
აღკვეთის
ნებისმიერი
ფორმა
ექვემდებარება
უმკაცრეს
კონტროლს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
მხრიდან
ჩარევის
პროპორციულობის
კუთხით
. ამასთან
, რაც
უფრო
განგრძობადი
და
ინტენსიურია
ჩარევა
, მით
უფრო
იზრდება
შეფასების
სიმკაცრე
მისი
კონსტიტუციურობის
განხილვისას
“ (საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
2009 წლის
6 აპრილის
№2/1/415 გადაწყვეტილება
საქმეზე
„საქართველოს
სახალხო
დამცველი
საქართველოს
პარლამენტის
წინააღმდეგ
“, II-15).
8. საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
განმარტებით
, „საქართველოს
კონსტიტუციამ
სახელმწიფოს
სამოქმედო
არეალი
მკაცრად
შემოფარგლა
, მისი
ძალაუფლების
საპირწონედ
კი
ინდივიდი
ისეთი
პროცესუალური
უფლებებით
აღჭურა
, რომლებიც
სახელმწიფოს
მიერ
თავისუფლების
უფლებას
გაუმართლებელი
ან
/და
გადაჭარბებული
ჩარევისაგან
დაიცავს
“ (საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
2013 წლის
11 აპრილის
№1/2/503,513 გადაწყვეტილება
საქმეზე
„საქართველოს
მოქალაქეები
‒ ლევან
იზორია
და
დავით
-მიხეილი
შუბლაძე
საქართველოს
პარლამენტის
წინააღმდეგ
“, II-4). საქართველოს
კონსტიტუციის
მე
-13 მუხლის
პირველი
პუნქტის
მოთხოვნაა
, სახელმწიფოს
მხრიდან
იმგვარი
საპროცესოსამართლებრივი
წესრიგის
შექმნა
, რომელიც
გამორიცხავს
ინდივიდისათვის
თავისუფლების
თვითნებურ
შეზღუდვას
/აღკვეთას
. ფიზიკური
თავისუფლებისა
და
ხელშეუვალობის
უფლების
კონტექსტში
თვითნებობისაგან
დაცვის
პრინციპის
შინაარსი
სცდება
მარტოოდენ
ინდივიდის
ფიზიკური
თავისუფლების
შეზღუდვის
კანონიერებას
, თავისუფლების
შეზღუდვის
/აღკვეთის
ფორმალურსამართლებრივი
საფუძვლების
არსებობას
და
მათ
თანმიმდევრულ
დაცვას
. საქართველოს
კონსტიტუციის
მიზნებისათვის
თვითნებობისაგან
დაცვის
პრინციპი
გულისხმობს
, მათ
შორის
, იმგვარი
საპროცესოსამართლებრივი
სივრცის
არსებობას
, რომლის
პირობებშიც
, გამოირიცხება
პირისათვის
ფიზიკური
თავისუფლების
შეზღუდვა
/აღკვეთა
, როდესაც
არ
არსებობს
თავისუფლების
შეზღუდვის
/აღკვეთის
წონადი
და
კონსტიტუციურსამართლებრივად
გამართლებადი
ლეგიტიმური
მიზანი
, ისევე
, როგორც
აღნიშნული
ღონისძიების
გამოყენების
რეალური
და
ობიექტური
საჭიროება
.
3. სადავო ნორმების შინაარსისა და უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირება
9. როგორც
უკვე
აღინიშნა
, საქართველოს
სისხლის
სამართლის
საპროცესო
კოდექსის
მე
-200 მუხლის
მე
-6 ნაწილის
პირველი
წინადადება
განსაზღვრავს
დაკავებული
პირისათვის
გირაოს
შეფარდების
წესს
. კერძოდ
, სასამართლო
, პროკურორის
შუამდგომლობით
ან
საკუთარი
ინიციატივით
, გირაოს
გამოყენების
უზრუნველყოფის
მიზნით
, პატიმრობას
უფარდებს
ბრალდებულს
, რომლის
მიმართაც
გამოყენებულია
დაკავება
სისხლის
საპროცესო
სამართლებრივი
იძულების
ღონისძიების
სახით
, მის
მიერ
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს
მმართველობის
სფეროში
შემავალი
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის
– აღსრულების
ეროვნული
ბიუროს
სადეპოზიტო
ანგარიშზე
გირაოს
სრულად
ან
ნაწილობრივ
(მაგრამ
არანაკლებ
50%-ისა
) შეტანამდე
.
10. ამდენად
, სადავო
ნორმიდან
გამომდინარე
, დაკავებული
პირის
მიმართ
აღკვეთის
ღონისძიების
სახით
გირაოს
შეფარდება
გირაოს
უზრუნველყოფამდე
ყველა
შემთხვევაში
იწვევს
მის
პატიმრობაში
ყოფნას
. ამასთან
, სადავო
რეგულირება
აბსოლუტური
ხასიათისაა
და
გამოირიცხება
მოსამართლის
შესაძლებლობა
, აღკვეთის
ღონისძიების
სახით
პირის
მიმართ
გირაოს
გამოყენების
შემთხვევაში
, ბრალდებული
იქამდე
გაათავისუფლოს
პატიმრობიდან
, ვიდრე
იგი
სათანადო
წესით
უზრუნველყოფს
გირაოს
შეტანას
.
11. საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
განმარტებით
, საქართველოს
კონსტიტუციის
მე
-13 მუხლით
დაცული
უფლების
შეზღუდვის
ინტენსიურობის
დადგენისას
ყურადღება
უნდა
მიექცეს
მრავალ
ფაქტორს
, მათ
შორის
იმას
, თუ
რა
მიზნით
ხდება
პირისთვის
კონკრეტული
ადგილის
დატოვების
აკრძალვა
, როგორია
მის
ნებაზე
ზემოქმედების
ფარგლები
, რამდენად
ეზღუდება
ამა
თუ
იმ
სივრცეში
განთავსებისას
მოქმედების
თავისუფლება
, როგორია
უფლებაშეზღუდული
პირის
სამართლებრივი
სტატუსი
, რა
შედეგის
დადგომას
ისახავს
მიზნად
ამგვარი
შეზღუდვა
და
სხვა
. შემზღუდველი
ღონისძიების
საქართველოს
კონსტიტუციის
მე
-13 მუხლის
რეგულირების
ქვეშ
მოქცევას
, უმთავრესად
, ადამიანის
თავისუფლებაში
ჩარევის
, მის
ნებაზე
ზემოქმედების
ხარისხი
განაპირობებს
. ამასთან
, მხოლოდ
ის
გარემოება
, თუ
რა
ვადით
ხდება
კონკრეტული
ადგილის
დატოვების
აკრძალვა
, ვერ
გამოდგება
პირის
ფიზიკური
თავისუფლების
აღკვეთის
წარმოსაჩენ
თვითკმარ
არგუმენტად
. ის
, თუ
რა
ვადით
ეკრძალება
პირს
განსაზღვრული
ადგილის
დატოვება
, მნიშვნელოვანი
, თუმცა
არა
გადამწყვეტი
ფაქტორია
(საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
2021 წლის
11 თებერვლის
№1/1/1505,1515,1516,1529 გადაწყვეტილება
საქმეზე
„პაატა
დიასამიძე
, გიორგი
ჩიტიძე
, ედუარდ
მარიკაშვილი
და
ლიკა
საჯაია
საქართველოს
პარლამენტისა
და
საქართველოს
მთავრობის
წინააღმდეგ
“, II-16).
12. თავისუფლების
უფლების
შეზღუდვის
ერთ
-ერთი
ძირითადი
სახე
პირის
დაკავება
ან
/და
დაპატიმრებაა
. დაპატიმრება
წარმოადგენს
ადამიანის
უფლებებსა
და
თავისუფლებებში
ერთ
-ერთ
ყველაზე
მკაცრ
(ინტენსიურ
) ჩარევას
. ზოგადად
, სისხლის
სამართლებრივი
დევნა
, განსაკუთრებით
, თუ
აღკვეთის
ღონისძიების
სახით
პატიმრობაა
გამოყენებული
, ბრალდებულისათვის
მძიმე
ტვირთს
წარმოადგენს
(საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
2015 წლის
15 სექტემბრის
№3/2/654 გადაწყვეტილება
საქმეზე
„საქართველოს
მოქალაქე
გიორგი
უგულავა
საქართველოს
პარლამენტის
წინააღმდეგ
“ II-4).
13. ამგვარად
, საქართველოს
კონსტიტუციის
მე
-13 მუხლის
პირველი
პუნქტით
აღიარებულ
თავისუფლების
უფლებაში
ჩარევა
ხდება
იმ
შემთხვევაში
, როდესაც
იზღუდება
ინდივიდის
ფიზიკური
თავისუფლება
, მათ
შორის
, მისი
პატიმრობაში
ყოფნით
. განსახილველ
შემთხვევაში
, სადავო
ნორმა
წარმოადგენს
სისხლის
სამართლის
საპროცესო
წესრიგის
ერთ
-ერთ
ელემენტს
. ინდივიდი
საპატიმრო
დაწესებულებაში
რჩება
ბრალდებულის
სტატუსით
, მისთვის
ფიზიკური
თავისუფლების
აღკვეთის
მიზნით
და
მასზე
ვრცელდება
ის
ორდინალური
სამართლებრივი
რეჟიმი
, რომელიც
დაპატიმრებული
პირების
მიმართ
გამოიყენება
.
14. ყოველივე
აღნიშნულიდან
გამომდინარე
, საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლო
მიიჩნევს
, რომ
გასაჩივრებული
რეგულაცია
იწვევს
საქართველოს
კონსტიტუციის
მე
-13 მუხლის
პირველი
პუნქტით
დაცულ
თავისუფლების
კონსტიტუციურ
უფლებაში
ჩარევას
.
4. უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურსამართლებრივი გამართლება
4.1. შეფასების ტესტი
15. საქართველოს
კონსტიტუციის
მე
-13 მუხლის
პირველი
პუნქტით
გარანტირებული
ადამიანის
თავისუფლების
უფლება
, მიუხედავად
მისი
მაღალი
კონსტიტუციური
მნიშვნელობისა
, „არ
არის
აბსოლუტური
და
მასში
ჩარევა
შესაძლებელია
, მკაცრი
კონსტიტუციურსამართლებრივი
მოთხოვნების
გათვალისწინებით
, რომელიც
იცავს
ნებისმიერ
ადამიანს
შესაძლო
სახელისუფლებლო
თვითნებობისაგან
. კონსტიტუციურსამართლებრივი
შემოწმების
სიმკაცრის
ხარისხს
ზრდის
ის
გარემოებაც
, რომ
ფიზიკური
თავისუფლების
შეზღუდვა
და
განსაკუთრებით
კი
მისი
ყველაზე
ინტენსიური
ფორმა
‒ თავისუფლების
აღკვეთა
აფერხებს
და
ზოგჯერ
სრულიადაც
გამორიცხავს
ადამიანის
მიერ
სხვა
უფლებებისა
და
თავისუფლებების
რეალიზაციას
“ (საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
2009 წლის
6 აპრილის
№2/1/415 გადაწყვეტილება
საქმეზე
„საქართველოს
სახალხო
დამცველი
საქართველოს
პარლამენტის
წინააღმდეგ
“, II-6). სწორედ
ამიტომ
, კანონმდებელი
ვალდებულია
, შექმნას
ისეთი
სამართლებრივი
სისტემა
, რომელიც
, ერთი
მხრივ
, გამორიცხავს
პირის
თავისუფლების
მყარი
, კონსტიტუციურად
ლეგიტიმური
საფუძვლის
არსებობის
გარეშე
შეზღუდვას
, ხოლო
, მეორე
მხრივ
, უზრუნველყოფს
კონსტიტუციის
მე
-13 მუხლით
გათვალისწინებული
პროცესუალური
უფლებების
გარანტირებას
(საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
2015 წლის
15 სექტემბრის
№3/2/654 გადაწყვეტილება
საქმეზე
„საქართველოს
მოქალაქე
გიორგი
უგულავა
საქართველოს
პარლამენტის
წინააღმდეგ
“, II-1).
16. ამასთანავე
, კონსტიტუციური
უფლებების
, მათ
შორის
, ფიზიკური
თავისუფლების
შეზღუდვის
შეფასების
საზომი
თანაზომიერების
პრინციპია
. „აღნიშნული
პრინციპი
წარმოადგენს
ადამიანის
უფლების
შეზღუდვისას
კანონმდებლის
შებოჭვის
მექანიზმს
და
, შესაბამისად
, კონსტიტუციური
კონტროლის
ელემენტს
. თანაზომიერების
პრინციპის
მოთხოვნაა
, რომ
უფლების
მზღუდავი
საკანონმდებლო
რეგულირება
უნდა
წარმოადგენდეს
ღირებული
საჯარო
(ლეგიტიმური
) მიზნის
მიღწევის
გამოსადეგ
და
აუცილებელ
საშუალებას
. ამავე
დროს
, უფლების
შეზღუდვის
ინტენსივობა
მისაღწევი
საჯარო
მიზნის
პროპორციული
, მისი
თანაზომიერი
უნდა
იყოს
. დაუშვებელია
ლეგიტიმური
მიზნის
მიღწევა
განხორციელდეს
ადამიანის
უფლების
მომეტებული
შეზღუდვის
ხარჯზე
“ (საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
2012 წლის
26 ივნისის
№3/1/512 გადაწყვეტილება
საქმეზე
„დანიის
მოქალაქე
ჰეიკე
ქრონქვისტი
საქართველოს
პარლამენტის
წინააღმდეგ
“, II-60).
17. შესაბამისად
, განსახილველ
შემთხვევაში
, საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლომ
, თავდაპირველ
ეტაპზე
, უნდა
შეაფასოს
, რა
ლეგიტიმურ
მიზანს
ემსახურება
საქმის
განმხილველი
სასამართლოს
მხრიდან
პირის
მიმართ
, აღკვეთის
ღონისძიების
სახით
, გირაოს
გამოყენების
შესახებ
გადაწყვეტილების
მიღების
შემდგომ
, ინდივიდის
a priori პატიმრობაში
დატოვება
; შემდგომში
კი
, რამდენად
პასუხობს
აღნიშნული
მიდგომა
თანაზომიერების
კონსტიტუციური
პრინციპის
სხვა
ისეთ
მოთხოვნებს
, როგორებიც
არის
გამოსადეგობა
, აუცილებლობა
ან
/და
პროპორციულობა
(ვიწრო
გაგებით
).
4.2. უფლების სასამართლოს მიერ შეზღუდვის მოთხოვნა
18. თავისუფლების
უფლების
მნიშვნელობიდან
გამომდინარე
, საქართველოს
კონსტიტუციის
მე
-13 მუხლის
მე
-2 პუნქტი
expressis verbis მიუთითებს
, რომ
თავისუფლების
აღკვეთის
ან
თავისუფლების
სხვაგვარი
შეზღუდვის
შეფარდება
დასაშვებია
მხოლოდ
სასამართლოს
გადაწყვეტილებით
. საქართველოს
კონსტიტუციის
თანახმად
, სასამართლო
, ერთი
მხრივ
, მოქმედებს
როგორც
ადამიანის
ფიზიკური
თავისუფლების
დაცვის
გარანტი
, ხოლო
, მეორე
მხრივ
, მისი
შეზღუდვის
უფლებამოსილებით
აღჭურვილი
ლეგიტიმური
ორგანო
(საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
2013 წლის
11 აპრილის
№1/1/503, 513 გადაწყვეტილება
საქმეზე
„საქართველოს
მოქალაქეები
– ლევან
იზორია
და
დავით
-მიხეილი
შუბლაძე
საქართველოს
პარლამენტის
წინააღმდეგ
“, II-2).
19. სადავო
ნორმის
თანახმად
, აღკვეთის
ღონისძიების
სახით
გირაოს
გამოყენების
უზრუნველყოფის
მიზნით
, პირს
, რომლის
მიმართაც
გამოყენებულია
დაკავება
სისხლის
საპროცესო
სამართლებრივი
იძულების
ღონისძიების
სახით
, პატიმრობას
უფარდებს
სასამართლო
. შესაბამისად
, სადავო
ნორმა
აკმაყოფილებს
საქართველოს
კონსტიტუციის
მე
-13 მუხლის
მე
-2 პუნქტის
მოთხოვნას
, თავისუფლების
უფლების
სასამართლოს
გზით
შეზღუდვის
თაობაზე
.
4.3. ლეგიტიმური მიზანი
20. წინამდებარე
კონსტიტუციური
დავის
გადაწყვეტისას
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლო
, უპირველეს
ყოვლისა
, აუცილებლად
მიიჩნევს
, დაადგინოს
, რა
ლეგიტიმურ
მიზანს
ემსახურება
სადავო
რეგულირებიდან
მომდინარე
შეზღუდვა
, რადგანაც
„ლეგიტიმური
მიზნის
არარსებობის
პირობებში
, ადამიანის
უფლებაში
ნებისმიერი
ჩარევა
თვითნებურ
ხასიათს
ატარებს
და
უფლების
შეზღუდვა
საფუძველშივე
გაუმართლებელი
, არაკონსტიტუციურია
“ (საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
2013 წლის
5 ნოემბრის
№3/1/531 გადაწყვეტილება
„ისრაელის
მოქალაქეები
‒ თამაზ
ჯანაშვილი
, ნანა
ჯანაშვილი
და
ირმა
ჯანაშვილი
საქართველოს
პარლამენტის
წინააღმდეგ
“ , II-15).
21. საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლომ
წერილობით
მიმართა
მოპასუხე
მხარეს
‒ საქართველოს
პარლამენტს
განსახილველ
საქმეზე
სადავოდ
გამხდარ
საკითხებთან
დაკავშირებით
სამართლებრივი
პოზიციის
დაფიქსირების
მოთხოვნით
. საქართველოს
პარლამენტს
არ
წარმოუდგენია
მოსაზრება
აღნიშნული
საკითხების
თაობაზე
. შესაბამისად
, საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოსთვის
ცნობილი
არ
არის
საქართველოს
პარლამენტის
პოზიცია
, მათ
შორის
, არც
სადავო
ნორმის
ლეგიტიმურ
მიზანთან
დაკავშირებით
.
22. საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
დადგენილი
პრაქტიკით
, საკონსტიტუციო
კონტროლის
განხორციელების
პროცესში
სადავო
ნორმის
კონსტიტუციურობის
შეფასებისას
, საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლო
არ
არის
შებოჭილი
მოპასუხის
მიერ
დასახელებული
ლეგიტიმური
მიზნით
, ისევე
, როგორც
მოპასუხე
მხარის
მიერ
მისი
დასახელებისგან
თავის
შეკავება
, თავისთავად
, ნორმის
არაკონსტიტუციურად
ცნობას
ვერ
განაპირობებს
. აღნიშნულის
გათვალისწინებით
, საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლო
თავად
დაადგენს
გასაჩივრებული
ნორმიდან
მომდინარე
ლეგიტიმურ
მიზანს
(იხ
., საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
2021 წლის
28 დეკემბრის
№3/2/1478 გადაწყვეტილება
საქმეზე
"თეთრიწყაროს
რაიონული
სასამართლოს
კონსტიტუციური
წარდგინება
საქართველოს
სისხლის
სამართლის
საპროცესო
კოდექსის
მე
-3 მუხლის
მე
-20 ნაწილის
მე
-2 წინადადების
, 25-ე
მუხლის
მე
-2 ნაწილის
მე
-3 წინადადების
, 48-ე
მუხლის
პირველი
და
მე
-2 ნაწილების
, მე
-5 ნაწილის
პირველი
წინადადებისა
და
მე
-7 ნაწილის
პირველი
წინადადების
კონსტიტუციურობის
თაობაზე
" II-55, 56; საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
2021 წლის
15 ივლისის
№2/2/1428 გადაწყვეტილება
საქმეზე
„კობა
თოდუა
საქართველოს
პარლამენტის
წინააღმდეგ
“, II-24).
23. საქართველოს
სისხლის
სამართლის
საპროცესო
კოდექსის
198-ე
მუხლის
პირველი
ნაწილი
განსაზღვრავს
, იმ
მიზნებს
, რომელთა
უზრუნველსაყოფადაც
გამოიყენება
აღკვეთის
ღონისძიებები
, მათ
შორის
, პატიმრობა
. კერძოდ
, ხსენებული
მუხლის
პირველი
ნაწილის
მიხედვით
, აღკვეთის
ღონისძიება
გამოიყენება
იმ
მიზნით
, რომ
ბრალდებულმა
თავი
არ
აარიდოს
სასამართლოში
გამოცხადებას
, აღიკვეთოს
მისი
შემდგომი
დანაშაულებრივი
საქმიანობა
, უზრუნველყოფილ
იქნეს
განაჩენის
აღსრულება
. დასახელებული
მუხლის
მე
-2 ნაწილის
შესაბამისად
კი
, აღკვეთის
ღონისძიების
გამოყენების
საფუძველია
დასაბუთებული
ვარაუდი
, რომ
ბრალდებული
მიიმალება
ან
არ
გამოცხადდება
სასამართლოში
, გაანადგურებს
საქმისათვის
მნიშვნელოვან
ინფორმაციას
ან
ჩაიდენს
ახალ
დანაშაულს
.
24. საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
დადგენილი
პრაქტიკის
თანახმად
, „დანაშაულთან
ეფექტური
ბრძოლა
და
მართლმსაჯულების
ჯეროვანი
განხორციელების
ხელშეწყობა
სახელმწიფოს
ერთ
-ერთი
ძირითადი
ამოცანაა
. სისხლის
სამართლის
საქმეთა
გამოძიების
შეუფერხებელი
განხორციელება
, ... და
დანაშაულებრივი
საქმიანობის
აღკვეთა
უმნიშვნელოვანესი
საჯარო
ინტერესებია
“ (საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
2014 წლის
23 მაისის
№3/2/574 გადაწყვეტილება
საქმეზე
„საქართველოს
მოქალაქე
გიორგი
უგულავა
საქართველოს
პარლამენტის
წინააღმდეგ
“, II-26). უდავოა
, რომ
ბრალდებულის
სასამართლოში
გამოცხადების
გარანტირება
, მისი
მხრიდან
შემდგომი
დანაშაულებრივი
ქმედების
აღკვეთა
, ისევე
, როგორც
საქმისათვის
მნიშვნელოვანი
მტკიცებულებების
დაცვა
და
განაჩენის
აღსრულება
ჯეროვანი
მართლმსაჯულების
განხორციელების
აუცილებელი
წინაპირობებია
.
25. დანაშაულის
პრევენცია
, ისევე
, როგორც
შესაძლო
დამნაშავის
გამოვლენა
და
მის
მიმართ
მართლმსაჯულების
განხორციელება
, მნიშვნელოვან
კონსტიტუციურ
სიკეთეს
წარმოადგენს
, რომლის
დასაცავადაც
, გარკვეულ
შემთხვევაში
, შესაძლებელია
ადამიანის
ფიზიკური
თავისუფლება
შეიზღუდოს
. ეს
ცალსახად
გამომდინარეობს
საქართველოს
კონსტიტუციის
მე
-13 მუხლის
სულისკვეთებიდან
, ვინაიდან
იგი
თავადვე
ადგენს
ბრალდებულის
დაპატიმრების
შესაძლებლობას
და
გარკვეული
ვადით
შემოფარგლავს
მას
(საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
2015 წლის
15 სექტემბრის
№3/2/654 გადაწყვეტილება
საქმეზე
„საქართველოს
მოქალაქე
გიორგი
უგულავა
საქართველოს
პარლამენტის
წინააღმდეგ
“, II-50). ამდენად
, საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლო
მიიჩნევს
, რომ
ის
მიზნები
, რომელთა
დაცვასა
და
უზრუნველყოფასაც
ემსახურება
თითოეული
აღკვეთის
ღონისძიება
, წარმოადგენს
მნიშვნელოვან
ლეგიტიმურ
ინტერესს
და
მათ
მისაღწევად
დასაშვებია
პირის
ფიზიკური
თავისუფლების
შეზღუდვა
.
4.4. შეზღუდვის გამოსადეგობა
26. საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
დამკვიდრებული
პრაქტიკის
მიხედვით
, კონსტიტუციური
უფლების
შეზღუდვის
გამართლებისათვის
მარტოოდენ
ლეგიტიმურ
მიზანზე
მითითება
საკმარისი
არ
არის
. სხვა
პირობებთან
ერთად
, ასევე
აუცილებელია
, დაკმაყოფილებული
იყოს
გამოსადეგობის
მოთხოვნაც
. თავის
მხრივ
, ღონისძიების
გამოსადეგობაზე
მსჯელობისას
„საკონსტიტუციო
სასამართლომ
უნდა
დაადგინოს
, რამდენად
არსებობს
ლოგიკური
კავშირი
საქართველოს
პარლამენტის
მიერ
დასახელებულ
ლეგიტიმურ
მიზანსა
და
სადავო
ნორმებით
დადგენილ
უფლების
შეზღუდვის
ფორმას
შორის
– რამდენად
იძლევა
სადავო
ნორმები
დასახელებული
ლეგიტიმური
მიზნის
მიღწევის
შესაძლებლობას
“ (საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
2017 წლის
17 მაისის
№3/3/600 გადაწყვეტილება
საქმეზე
„საქართველოს
მოქალაქე
კახა
კუკავა
საქართველოს
პარლამენტის
წინააღმდეგ
“, II-48).
27. გირაოს
უზრუნველყოფამდე
პირის
პატიმრობაში
დატოვება
ფაქტობრივად
გამორიცხავს
ბრალდებულის
სასამართლოში
გამოუცხადებლობას
, არსებითად
აზღვევს
, მისი
მხრიდან
, საქმისათვის
მნიშვნელოვანი
მტკიცებულებების
განადგურებას
, ისევე
, როგორც
ხელახალი
დანაშაულის
ჩადენას
და
მართლმსაჯულების
განხორციელებისათვის
ხელის
შეშლას
; ხოლო
მოგვიანებით
, გირაოს
უზრუნველყოფა
ქმნის
გარანტიებს
, რომ
ბრალდებული
, ქონებრივი
ინტერესის
გათვალისწინებით
იმოქმედებს
მისთვის
კანონით
დადგენილი
ვალდებულებების
ფარგლებში
. შესაბამისად
, განსახილველ
შემთხვევაში
, სადავო
ნორმით
გათვალისწინებული
ღონისძიება
გამოძიებისთვის
ხელშეშლის
თავიდან
აცილებისა
და
მართლმსაჯულების
ჯეროვანი
განხორციელებისათვის
პირობების
შექმნის
გამოსადეგი
საშუალებაა
.
4.5 აუცილებლობა
28. საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლო
განმარტავს
, რომ
„გამოსადეგობასთან
ერთად
შემზღუდველი
ღონისძიება
უნდა
წარმოადგენდეს
შეზღუდვის
აუცილებელ
(ყველაზე
ნაკლებად
მზღუდველ
) საშუალებას
“ (საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
2017 წლის
17 ოქტომბრის
№3/4/550 გადაწყვეტილება
საქმეზე
„საქართველოს
მოქალაქე
ნოდარ
დვალი
საქართველოს
პარლამენტის
წინააღმდეგ
“, II-26). თანაზომიერების
პრინციპის
საწინააღმდეგოა
ნებისმიერი
ნორმატიული
აქტი
, რომელიც
იმაზე
მეტად
ზღუდავს
უფლებას
, ვიდრე
ეს
ლეგიტიმური
მიზნის
მისაღწევად
არის
საჭირო
.
29. საქართველოს
სისხლის
სამართლის
საპროცესო
კოდექსის
199-ე
მუხლის
პირველი
ნაწილი
განსაზღვრავს
აღკვეთის
ღონისძიების
სახეებს
. კერძოდ
, აღკვეთის
ღონისძიების
სახეებია
: გირაო
, შეთანხმება
გაუსვლელობისა
და
სათანადო
ქცევის
შესახებ
, პირადი
თავდებობა
, სამხედრო
მოსამსახურის
ქცევისადმი
სარდლობის
მეთვალყურეობა
და
პატიმრობა
. აღნიშნული
კოდექსის
198-ე
მუხლით
გათვალისწინებული
თითოეული
აღკვეთის
ღონისძიება
, დასაბუთებული
ვარაუდის
არსებობისას
, გამოიყენება
იმ
მიზნით
, რომ
ბრალდებულმა
თავი
არ
აარიდოს
სასამართლოში
გამოცხადებას
, აღიკვეთოს
მისი
შემდგომი
დანაშაულებრივი
საქმიანობა
და
უზრუნველყოფილ
იქნეს
საქმეზე
განაჩენის
აღსრულება
. იმავდროულად
, მოქმედი
სისხლის
სამართლის
საპროცესო
წესრიგის
შესაბამისად
, ბრალდებულს
პატიმრობა
ან
სხვა
აღკვეთის
ღონისძიება
არ
შეიძლება
შეეფარდოს
, თუ
ზემოხსენებული
მიზნების
მიღწევა
შესაძლებელია
სხვა
, ნაკლებად
მკაცრი
აღკვეთის
ღონისძიების
გამოყენებით
. უფრო
მეტიც
, საქართველოს
სისხლის
სამართლის
საპროცესო
კოდექსის
198-ე
მუხლის
მე
-4 ნაწილი
და
205-ე
მუხლის
პირველი
ნაწილი
სპეციალურ
მითითებას
აკეთებს
იმ
გარემოებაზე
, რომ
დაუშვებელია
, სასამართლომ
ბრალდებულს
აღკვეთის
ღონისძიების
სახით
პატიმრობა
შეუფარდოს
იმ
შემთხვევაში
, როდესაც
აღკვეთის
ღონისძიების
გამოყენების
მიზნების
მიღწევა
შეუძლებელია
სხვა
, ნაკლებად
მკაცრი
აღკვეთის
ღონისძიების
გამოყენებით
. პატიმრობა
, როგორც
აღკვეთის
ღონისძიება
, გამოიყენება
მხოლოდ
მაშინ
, თუ
ეს
ერთადერთი
საშუალებაა
, რათა
თავიდან
იქნეს
აცილებული
ბრალდებულის
მიმალვა
, მის
მიერ
მართლმსაჯულების
განხორციელებისათვის
და
მტკიცებულებათა
მოპოვებისათვის
ხელის
შეშლა
ანდა
ახალი
დანაშაულის
ჩადენა
. შესაბამისად
, სისხლის
სამართლის
საპროცესო
კანონმდებლობის
მიხედვით
, ჩამოთვლილთაგან
ყველაზე
მძიმე
აღკვეთის
ღონისძიების
სახედ
მიიჩნევა
პატიმრობა
და
მისი
გამოყენება
უნდა
მოხდეს
როგორც
უკიდურესი
საშუალება
.
30. ამასთანავე
, სისხლის
სამართლის
საპროცესო
კოდექსი
, სასამართლოს
აკისრებს
ვალდებულებას
, აღკვეთის
ღონისძიების
შესახებ
გადაწყვეტილების
მიღებისას
, ისევე
, როგორც
მისი
თითოეული
ფორმის
შერჩევისას
, მხედველობაში
მიიღოს
და
გაითვალისწინოს
ბრალდებულის
პიროვნება
, მისი
საქმიანობა
, ასაკი
, ჯანმრთელობა
, ოჯახური
და
ქონებრივი
მდგომარეობა
, მიყენებული
ქონებრივი
ზიანის
ანაზღაურება
, ადრე
შეფარდებული
რომელიმე
აღკვეთის
ღონისძიების
დარღვევის
ფაქტი
და
სხვა
გარემოებები
.
31. ამდენად
, აღკვეთის
ღონისძიება
სასამართლოსა
და
ბრალდების
მხარის
ხელთ
არსებული
მექანიზმია
, რომლითაც
, ცალკეული
უფლებების
შეზღუდვის
შედეგად
, შესაძლებელი
ხდება
ბრალდებულის
მხრიდან
მომდინარე
რისკების
პრევენცია
. თავის
მხრივ
, აღნიშნული
რისკები
, გამოძიებისთვის
ხელის
შეშლისა
თუ
სხვა
სახის
საფრთხეები
განსხვავებული
მასშტაბის
და
სიმწვავისაა
, რაც
ლოგიკურად
მოითხოვს
სასამართლოს
მხრიდან
ყოველი
კონკრეტული
შემთხვევის
შეფასებას
და
ინდივიდუალიზებული
გადაწყვეტილების
მიღებას
. იმავდროულად
, როგორც
გირაო
, ისე
პატიმრობა
და
სხვა
აღკვეთის
ღონისძიებები
არსებითად
ემსახურება
ერთი
და
იმავე
მიზნის
მიღწევას
. შესაბამისად
, იმისათვის
, რომ
მათი
გამოყენება
პასუხობდეს
აუცილებლობის
მოთხოვნას
, ყოველ
კონკრეტულ
შემთხვევაში
, საფრთხის
ბუნებისა
და
ხარისხის
გათვალისწინებით
უნდა
ხდებოდეს
აღკვეთის
ღონისძიებებიდან
ბრალდებული
პირის
უფლებების
ყველაზე
ნაკლებად
მზღუდავი
საშუალებების
შერჩევა
.
32. აღნიშნული
წესისაგან
განსხვავებით
, სადავო
ნორმა
, გამონაკლისის
სახით
, დაკავებული
ბრალდებულისათვის
ერთი
აღკვეთი
ღონისძიების
, კერძოდ
გირაოს
შეფარდების
შემთხვევაში
იმავდროულად
გულისხმობს
მეორე
, ყველაზე
მძიმე
აღკვეთის
ღონისძიების
‒ პატიმრობის
შეფარდებას
. კერძოდ
, დაკავებული
პირი
, რომელსაც
ეფარდება
გირაო
, იქამდე
რჩება
პატიმრობაში
, ვიდრე
არ
უზრუნველყოფს
გირაოს
თანხის
სრულად
ან
ნაწილობრივ
შეტანას
. თავისთავად
ის
გარემოება
, რომ
პირი
დაკავებულია
, a priori ვერ
გახდება
პატიმრობის
გამართლების
საფუძველი
ან
წინაპირობა
. საქართველოს
კონსტიტუციის
მე
-13 მუხლის
მე
-3 პუნქტის
თანახმად
, ადამიანის
დაკავება
დასაშვებია
კანონით
განსაზღვრულ
შემთხვევაში
კანონით
უფლებამოსილი
პირის
მიერ
. დაკავებული
პირი
უნდა
წარედგინოს
სასამართლოს
განსჯადობის
მიხედვით
არა
უგვიანეს
48 საათისა
. თუ
მომდევნო
24 საათის
განმავლობაში
სასამართლო
არ
მიიღებს
გადაწყვეტილებას
დაპატიმრების
ან
თავისუფლების
სხვაგვარი
შეზღუდვის
შესახებ
, პირი
დაუყოვნებლივ
უნდა
გათავისუფლდეს
. ამდენად
, პირის
დაკავება
უკავშირდება
ხანმოკლე
, მაქსიმუმ
, 72 საათიან
პროცესს
, აღნიშნული
პერიოდის
შემდეგ
პატიმრობის
გამოყენების
საკითხის
დამოუკიდებლად
გადაწყვეტის
პირობით
. საქართველოს
სისხლის
სამართლის
მოქმედი
საპროცესო
კოდექსი
, კონსტიტუციის
მსგავსად
, ერთმანეთისგან
მიჯნავს
დაკავებასა
და
პატიმრობას
. პატიმრობის
საკითხს
, მის
საჭიროებასა
და
აუცილებლობას
მოსამართლე
დაკავების
ფაქტისგან
დამოუკიდებლად
განიხილავს
.
33. სამართლებრივ
და
დემოკრატიულ
სახელმწიფოში
მოქმედებს
პრინციპი
ინდივიდის
თავისუფლების
სასარგებლოდ
. აღნიშნული
გულისხმობს
, რომ
პატიმრობის
გზით
პირის
თავისუფლების
შეზღუდვა
არის
არა
წესი
, არამედ
გამონაკლისი
. პირის
თავისუფლების
შეზღუდვა
წარმოადგენს
უკიდურეს
ღონისძიებას
, რომელიც
გამოყენებული
უნდა
იქნეს
მხოლოდ
გამონაკლის
შემთხვევასა
და
ვითარებაში
, მაშინ
, როდესაც
აღნიშნული
ღონისძიება
არის
აბსოლუტურად
აუცილებელი
და
ლეგიტიმური
მიზნის
მისაღწევად
არ
არსებობს
სხვა
ალტერნატივა
.
34. ინდივიდის
ფიზიკური
თავისუფლებისა
და
ხელშეუვალობის
უფლება
თვითნებურად
იზღუდება
მაშინ
, როდესაც
პირი
თავისუფლების
აღკვეთის
/საპატიმრო
დაწესებულებაში
განაგრძობს
ყოფნას
იმ
შემთხვევაში
, როდესაც
აღარ
არსებობს
თავად
თავისუფლების
შეზღუდვის
აუცილებელი
, საგამონაკლისო
საფუძველი
. როგორც
აღინიშნა
, აღკვეთის
ღონისძიების
სახით
პატიმრობის
გამოყენებისას
, პირის
მიერ
შესაძლო
დანაშაულის
ჩადენის
ეჭვის
არსებობასთან
ერთად
, აუცილებელია
, დასაბუთებული
ვარაუდი
, რომ
ბრალდებული
მიიმალება
ან
არ
გამოცხადდება
სასამართლოში
, გაანადგურებს
საქმისათვის
მნიშვნელოვან
ინფორმაციას
ან
ჩაიდენს
ახალ
დანაშაულს
. სწორედ
ამ
გარემოებების
არსებობის
დასაბუთებული
ვარაუდი
წარმოშობს
პირის
დაპატიმრების
ფორმალურ
საფუძველს
იმ
დათქმით
, რომ
შეუძლებელი
უნდა
იყოს
დასახელებული
მიზნების
უზრუნველყოფა
სხვა
, უფლების
უფრო
ნაკლებად
შემზღუდველი
საშუალებით
. იმ
შემთხვევაში
, როდესაც
სასამართლო
აღკვეთის
ღონისძიების
სახით
, გირაოს
გამოყენების
შესახებ
იღებს
გადაწყვეტილებას
, იგი
, ერთი
მხრივ
, დადასტურებულად
მიიჩნევს
საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსის
198-ე
მუხლის
პირველი
ნაწილით
გათვალისწინებული
ერთ
-ერთი
საფრთხის
არსებობას
, ხოლო
, მეორე
მხრივ
, ადგენს
, რომ
საქმის
ფაქტობრივი
გარემოებებიდან
გამომდინარე
, აღკვეთის
ღონისძიების
მიზნების
მიღწევის
ყველაზე
ოპტიმალური
, შესაფერისი
და
საკმარისი
სახე
სწორედ
დასახელებული
ღონისძიებაა
.
35. მიუხედავად
ზემოაღნიშნულისა
, საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლო
არ
გამორიცხავს
, რომ
პრაქტიკაში
შესაძლებელია
, არსებობდეს
, აღკვეთის
ღონისძიების
სახით
, გირაოს
გამოყენების
შესახებ
გადაწყვეტილების
მიღების
შემდგომაც
, გარკვეული
პერიოდი
ბრალდებულის
მიერ
სასამართლოს
მხრიდან
განსაზღვრული
გირაოს
გადახდის
უზრუნველსაყოფად
, ცალკეულ
გამონაკლის
შემთხვევაში
, პირის
პატიმრობაში
დატოვების
ობიექტური
საჭიროება
. მაგალითად
, მოსამართლე
შეიძლება
მიიჩნევდეს
, რომ
გირაოს
გადახდამდე
ბრალდებულის
გათავისუფლება
ქმნის
მიმალვის
დაუყოვნებელ
საფრთხეს
. აღნიშნულის
საპირისპიროდ
, მოსამართლე
ასევე
შეიძლება
თვლიდეს
, რომ
მიმალვის
მყისიერი
საფრთხე
არ
არსებობს
, თუმცა
არის
რისკები
, რომ
ბრალდებული
არ
გამოცხადდება
გარკვეული
პერიოდის
შემდეგ
ჩანიშნულ
სასამართლო
სხდომაზე
. ბუნებრივია
, საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
მხრიდან
შემთხვევათა
მრავალფეროვნების
გათვალისწინებით
, შეუძლებელია
წინასწარ
აღნიშნული
შემთხვევების
ამომწურავად
განსაზღვრა
, რამდენადაც
ამგვარი
ვითარების
არსებობა
საქმის
ინდივიდუალურ
გარემოებებზე
და
სხვადასხვა
გარემო
-ფაქტორებზეა
დამოკიდებული
. თუმცა
ასევე
ბუნებრივია
, რომ
სხვადასხვა
გარემოებების
გათვალისწინებით
, მოსამართლე
შეიძლება
მივიდეს
დასკვნამდე
, რომ
არსებობს
გირაოს
გამოყენების
საფუძველი
, მაგრამ
აუცილებელი
არ
არის
ბრალდებულის
მიერ
მისი
დაუყოვნებლივ
უზრუნველყოფა
, ანდა
, გირაოს
უზუნველყოფისათვის
, აუცილებელი
არ
არის
ბრალდებულის
პატიმრობაში
დატოვება
. ამგვარ
ვითარებაში
, გირაოს
(ან
მისი
ნაწილის
) გადახდამდე
ბრალდებულის
პატიმრობაში
დატოვების
აუცილებლობა
არ
არსებობს
. ამდენად
, აშკარაა
, რომ
სწორედ
საქმის
ინდივიდუალური
გარემოებებიდან
გამომდინარე
და
არსებული
საფრთხეების
გათვალისწინებით
უნდა
შეაფასოს
მოსამართლემ
, თუ
გირაოს
დაუყოვნებლივ
გადახდის
უზრუნველსაყოფად
, რამდენად
არსებობსს
პირის
პატიმრობაში
დატოვების
აუცილებლობა
.
36. აღსანიშნავია
, რომ
მოქმედი
სისხლის
სამართლის
საპროცესო
კოდექსი
მოსამართლეს
შესაძლებლობას
აძლევს
, აღკვეთის
ღონისძიება
შეარჩიოს
მხოლოდ
199-ე
მუხლის
პირველი
ნაწილით
გათვალისწინებული
სახეებიდან
. ხოლო
199-ე
მუხლის
მე
-2 ნაწილით
, აღკვეთის
ღონისძიებასთან
ერთად
, გათვალისწინებულია
ბრალდებულის
მიმართ
გამოსაყენებელი
დამატებითი
ღონისძიებები
. ამდენად
, თუ
მოსამართლე
მიჩნევს
, რომ
საფრთხეების
უზრუნველსაყოფად
საჭიროა
ბრალდებულის
მიერ
ფინანსური
უზრუნველყოფის
წარდგენა
, იგი
იძულებულია
, გამოიყენოს
გირაო
(ყველა
მასთან
დაკავშირებული
შედეგით
), რადგან
სწორედ
ეს
ღონისძიებაა
ამ
მიზნის
მისაღწევად
კანონით
განსაზღვრული
. სადავო
ნორმის
მოქმედების
შედეგად
კი
მოსამართლე
მოკლებულია
შესაძლებლობას
, დაკავებული
პირი
გაათავისუფლოს
და
, ამავე
დროს
, განუსაზღვროს
მას
სხდომაზე
გამოცხადების
უზრუნველყოფის
ფინანსური
გარანტია
. შესაბამისად
, სადავო
ნორმა
არ
აძლევს
მოსამართლეს
შესაძლებლობას
, შეაფასოს
, ერთი
მხრივ
, რამდენად
არსებობს
პირის
გათავისუფლებამდე
გირაოს
გადახდის
აუცილებლობა
, ხოლო
, მეორე
მხრივ
, რამდენად
არის
საჭირო
გადახდის
უზრუნველსაყოფად
პატიმრობის
გამოყენება
. როგორც
აღინიშნა
, შესაძლებელია
, ცალკეულ
შემთხვევაში
მართლაც
არსებობდეს
ვითარება
და
გარემოებები
, რომელთა
გათვალისწინებითაც
სასამართლო
მიზანშეწონილად
მიიჩნევდა
გირაოს
თანხის
უზრუნველყოფამდე
პირის
პატიმრობაში
დატოვებას
, თუმცა
, ბუნებრივია
, მსგავსი
საჭიროება
ყოველთვის
არ
იარსებებს
. სწორედ
ამგვარი
შემთხვევების
საკუთარ
პრაქტიკაში
არსებობაზე
მიუთითებს
№1341 და
№1660 კონსტიტუციური
წარდგინების
ავტორიც
. ამავე
ლოგიკით
, კანონმდებელი
, მოქმედი
სისხლის
სამართლის
კოდექსით
, გირაოს
გამოყენებისათვის
დადგენილი
წესით
მიიჩნევს
, რომ
აღკვეთი
ღონისძიების
სახით
გირაოს
გამოყენებისას
შესაძლებელია
ლეგიტიმური
მიზნების
მიღწევა
და
, დამატებით
, გირაოს
შეტანამდე
არ
ხდება
მისი
(ბრალდებულის
) ქცევის
სხვა
მექანიზმებით
გარანტირება
.
37. ამგვარად
, მართლმსაჯულების
ჯეროვანი
განხორციელების
(ბრალდებულმა
თავი
არ
აარიდოს
სასამართლოში
გამოცხადებას
, აღიკვეთოს
მისი
შემდგომი
დანაშაულებრივი
საქმიანობა
, უზრუნველყოფილ
იქნეს
განაჩენის
აღსრულება
) ლეგიტიმური
მიზნის
მიღწევის
სხვა
, ნაკლებად
მზღუდავი
საშუალება
იქნებოდა
, მოსამართლის
მიერ
ყოველ
კონკრეტულ
შემთხვევაში
, პირისათვის
პატიმრობის
შეფარდების
აუცილებლობის
შემოწმება
. შესაბამისად
, სადავო
ნორმით
გათვალისწინებული
შეზღუდვა
იმაზე
ფართოა
, ვიდრე
ეს
ლეგიტიმური
მიზნის
მისაღწევად
არის
ობიექტურად
საჭირო
. ამდენად
, სადავო
რეგულირება
არ
აკმაყოფილებს
აუცილებლობის
მოთხოვნებს
.
38. ყოველივე
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე
, საქართველოს
სისხლის
სამართლის
საპროცესო
კოდექსის
მე
-200 მუხლის
მე
-6 ნაწილის
პირველი
წინადადების
ის
ნორმატიული
შინაარსი
, რომელიც
გამორიცხავს
მოსამართლის
მიერ
ბრალდებულის
გირაოს
შეტანამდე
გათავისუფლებას
, არ
პასუხობს
თანაზომიერების
პრინციპის
მოთხოვნებს
და
ეწინააღმდეგება
საქართველოს
კონსტიტუციის
მე
-13 მუხლის
პირველ
პუნქტს
.
III
სარეზოლუციო
ნაწილი
საქართველოს
კონსტიტუციის
მე
-60 მუხლის
მე
-4 პუნქტის
„გ
“ ქვეპუნქტისა
და
მე
-5 პუნქტის
, „საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
შესახებ
“ საქართველოს
ორგანული
კანონის
მე
-19 მუხლის
მე
-2 პუნქტის
, 21-ე
მუხლის
პირველი
, მე
-5 და
მე
-11 პუნქტების
, 23-ე
მუხლის
პირველი
პუნქტის
, 25-ე
მუხლის
პირველი
, მე
-2, მე
-3 და
მე
-6 პუნქტების
, 27-ე
მუხლის
მე
-5 პუნქტის
, 273 მუხლის
მე
-2 პუნქტის
, 42-ე
მუხლის
პირველი
პუნქტის
, 43-ე
მუხლის
, 44-ე
მუხლის
პირველი
და
მე
-3 პუნქტების
საფუძველზე
,
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლო
ა
დ
გ
ე
ნ
ს
:
1. არაკონსტიტუციურად
იქნეს
ცნობილი
საქართველოს
სისხლის
სამართლის
საპროცესო
კოდექსის
მე
-200 მუხლის
მე
-6 ნაწილის
პირველი
წინადადების
ის
ნორმატიული
შინაარსი
, რომელიც
გამორიცხავს
მოსამართლის
მიერ
ბრალდებულის
გირაოს
შეტანამდე
გათავისუფლებას
საქართველოს
კონსტიტუციის
მე
-13 მუხლის
პირველ
პუნქტთან
მიმართებით
.
2. არაკონსტიტუციური
ნორმა
ძალადაკარგულად
იქნეს
ცნობილი
ამ
გადაწყვეტილების
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
ვებგვერდზე
გამოქვეყნების
მომენტიდან
.
3. გადაწყვეტილება
ძალაშია
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
ვებგვერდზე
გამოქვეყნების
მომენტიდან
.
4. გადაწყვეტილება
საბოლოოა
და
გასაჩივრებას
ან
გადასინჯვას
არ
ექვემდებარება
.
5. გადაწყვეტილების
ასლი
გაეგზავნოს
საქართველოს
პარლამენტს
, საქართველოს
პრეზიდენტს
, საქართველოს
მთავრობას
და
საქართველოს
უზენაეს
სასამართლოს
.
6. გადაწყვეტილება
დაუყოვნებლივ
გამოქვეყნდეს
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
ვებგვერდზე
და
გაეგზავნოს
„საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნეს
“.
პლენუმის
შემადგენლობა
:
მერაბ
ტურავა
ევა
გოცირიძე
გიორგი
თევდორაშვილი
ირინე
იმერლიშვილი
გიორგი
კვერენჩხილაძე
ხვიჩა
კიკილაშვილი
მანანა
კობახიძე
ვასილ
როინიშვილი
თეიმურაზ
ტუღუში