აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობაში შიდა სტაჟირების წესის, პირობების და სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.07.2022
ძალის დაკარგვა 17.01.2024
გამომცემი ორგანო აჟარის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.102.016201
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/07/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სპარტაკ გურჩიანი | აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობაში შიდა სტაჟირების წესის, პირობების და სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 01 ივლისის N9 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 16.01.2024
დოკუმენტის ტექსტი
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობაში შიდა სტაჟირების წესის, პირობების და სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9
2022 წლის 1 ივლისი
ქ.თბილისი
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობაში შიდა სტაჟირების წესის, პირობების და სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი-მე-2 ნაწილის საფუძველზე, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოებში შიდა
სტაჟირების გავლის წესი და პირობები დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოებში სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნიმუში დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესპარტაკ გურჩიანი
დანართი #1
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობაში შიდა სტაჟირების წესის, პირობების და სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულება
1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს აჟარის (ზემო აფხაზეთის)
მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესს და პირობებს, „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილებისაგან დამოუკიდებლად.
2. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის მიზანია უზრუნველყოს თვითმმართველობის ორგანოთა პოტენციური კადრების გამოვლენა, პრაქტიკული სწავლება, და მათი უნარ-ჩვევების გამომუშავება.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სტაჟირება – აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობა;
ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად გადის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობაში
გ) კანდიდატი – პირი, რომელიც აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის გამგებლის სახელზე წარმოადგენს განცხადებას აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის სურვილის შესახებ;
დ) უშუალო ხელმძღვანელი – აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ განსაზღვრული პირი, რომელიც სტაჟირების მთელ პერიოდში ხელმძღვანელობს სტაჟიორის საქმიანობას.
მუხლი 3🔗.
სტაჟირების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება
1. სტაჟიორთა შერჩევისთვის განაცხადი ქვეყნდება აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალური ვებგვერდის (http://zemoapkhazeti.ge/) მეშვეობით. სტაჟიორთა შერჩევისთვის განაცხადი დამატებით შესაძლებელია გამოქვეყნდეს სოციალურ ქსელში.
2. სტაჟიორთა შერჩევის შესახებ განაცხადი უნდა მოიცავდეს:
ა) გამგეობის იმ სტრუქტურული ერთეულის დასახელებას, სადაც ცხადდება სტაჟიორთა შერჩევა;
ბ)სტაჟირების ვადას;
გ) სტაჟიორისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
გ) კანდიდატის მიერ წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალს;
დ) სხვა საჭირო ინფორმაციას სტაჟიორთა შერჩევის თაობაზე.
მუხლი 4🔗.
სტაჟირების გავლის
საერთო წესი
1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟიორად მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) სრულყოფილად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას;
ბ) არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტი;
გ) ფლობს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს.
2. კანდიდატმა სტაჟირების გავლისათვის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებული ელექტრონული ფოსტის, ასევე განაცხადის სოციალურ ქსელში გამოქვეყნების შემთხვევაში, მასში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
დ) ავტობიოგრაფია (CV);
ე) სამოტივაციო წერილი, არაუმეტეს 150 სიტყვისა;
3. განცხადების წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში კანდიდატი გასაუბრებას გადის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით-ბრძანებით სტაჟიორთა შერჩევის მიზნით შექმნილ კომისიასთან (შემდეგში -კომისია).
4. კანდიდატი, რომელმაც კომისიის გადაწყვეტილებით წარმატებით გაიარა სტაჟიორთა შერჩევის პროცესი, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით-ბრძანებით მიიღება სტაჟიორად, არაუგვიანეს გასაუბრების ჩატარებიდან 10 დღისა. ამავე ბრძანებით სტაჟიორს სტაჟირების ვადით განესაზღვრება უშუალო ხელმძღვანელი.
5. სტაჟირება ტარდება სასწავლო/პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით, ანაზღაურების გარეშე.
მუხლი 5🔗.
სტაჟიორთა კვოტა და სტაჟირების ვადა
1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით - ბრძანებით განსაზღვრავს სტაჟიორთა რაოდენობას და მუნიციპალიტეტის იმ სტრუქტურულ ერთეულებს, სადაც უნდა მოხდეს სტაჟიორთა მიღება.
2. სტაჟირების ვადა განისაზღვრება 3 თვით. სტაჟიორს, მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია გაუგრძელდეს სტაჟირების ვადა, რომელიც საერთო ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.
მუხლი 6🔗.
სტაჟიორის უფლება-მოვალეობები
1. სტაჟიორს სტაჟირების ხელმძღვანელის თანხმობით უფლება აქვს:
ა) გაეცნოს აჟარის (ზემო აფხაზეთის) გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის სპეციფიკას;
ბ) გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს გამგეობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;
დ) სტაჟირების ხელმძღვანელის მითითებით შეასრულოს კონკრეტული დავალებები;
ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებები.
2. სტაჟიორი ვალდებულია:
ა) დადგენილ ვადაში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ და გამომდინარეობს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის სპეციფიკიდან;
ბ) დაიცვას გამგეობის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები, სტაჟირების თავისებურებათა გათვალისწინებით;
მუხლი 7🔗.
სტაჟირების ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობები
1.სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია შეუქმნას სტაჟიორს სათანადო პირობები პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
2. სტაჟირების ხელმძღვანელი პირადად აკონტროლებს სტაჟიორის მიერ გაწეულ მუშაობას, პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს, კოორდინაციას უწევს სტაჟიორის საქმიანობას.
3. სტაჟირების ხელმძღვანელი უფლებამოსილია დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე მოითხოვოს სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტა.
4. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟირების შედეგების შესახებ ანგარიში წარუდგინოს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგებელს;
მუხლი 8🔗.
სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტა
1. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს:
ა) სტაჟიორის პირადი განცხადება;
ბ) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით
ზედიზედ 7 სამუშაო დღის განმავლობაში სტაჟირების გავლის ადგილზე გამოუცხადებლობა;
გ) დავალების არაერთგზის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, რაც დასტურდება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ დასაბუთებული დასკვნით.
2. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგებელი შესაბამისი სტაჟირების ხელმძღვანელის დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე.
მუხლი 9🔗.
სტაჟირების დასრულება
1. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგებელი სტაჟირების უშუალო ხელმძღვანელის დასაბუთებული რეკომენდაციით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შესახებ;
ბ) სტაჟირების შედეგების დამაკმაყოფილებელად შეფასების შესახებ;
გ) სტაჟირების შედეგების უარყოფითად შეფასების შესახებ.
2. სტაჟირების შედეგების დამაკმაყოფილებლად შეფასების შემთხვევაში აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობა გასცემს ცნობას სტაჟირების გავლის შესახებ, ხოლო შედეგების დადებითად შეფასებისას სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.