⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.07.1995)
გაუქმებულია:

საქართველოს რესპუბლიკაში ფულად-საკრედიტო რეგულირების შესახებ

მიღების თარიღი 02.08.1991
ძალის დაკარგვა 01.07.1995
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 8, 02/08/1991
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 883 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.08.1991 მიღება
01.07.1995 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკაში ფულად-საკრედიტო რეგულირების შესახებ (ძალადაკარგულია - 23.06.1995, პარლამენტის დადგენილება №764) საქართველოს რესპუბლიკის კანონი საქართველოს რესპუბლიკაში ფულად-საკრედიტო რეგულირების შესახებ კარი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. ქვეყანაში ერთიან სახელმწიფო ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი ხელისუფლება. მუხლი 2🔗. საქართველოს რესპუბლიკაში ფულად - საკრედიტო და სავალუტო რეგულირების ორგანოა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკი, რომელიც ერთიანი სახელმწიფო ფულად - საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად ახორციელებს ფულის მიმოქცევის მართვას მიმოქცევაში ფულადი მასის მოცულობისა და სტრუქტურის ცვლილებების გზით. მუხლი 3🔗. მიმოქცევაში ფულადი მასის რეგულირების ძირითადი ეკონომიკური მეთოდებია: ა) ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის გასაცემი კრედიტების მოცულობის განსაზღვრა; ბ) ფასიანი ქაღალდებისა და უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვა; გ) ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკების მიერ გადასარიცხი აუცილებელი რეზერვების ნორმების დადგენა; დ) ეროვნულ ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის გასაცემ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთების, აგრეთვე სადისკონტო და სალომბარდო განაკვეთების განსაზღვრა. მუხლი  4🔗. ერთიანი სახელმწიფო ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს ყოველწლიურად ადგენს ეროვნული ბანკი რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმებით და რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტთან ერთად ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო. მუხლი  5🔗. ერთიანი სახელმწიფო ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები მოიცავს: ა) რესპუბლიკის ეკონომიური მდგომარეობის ანალიზს და სოციალურ-ეკონომიური განვითარების პროგნოზს სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლებთან კავშირში; ბ) მიმოქცევაში მყოფი ფულადი მასის მაქსიმალური საზღვრების ეკონომიურ დასაბუთებას; გ) საპროცენტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს; დ) ფულად-საკრედიტო რეგულირების ძირითად მეთოდებს. მუხლი  6🔗. ფულად-საკრედიტო პოლიტიკას უნდა ჰქონდეს ანტიინფლაციური ხასიათი. ხელს უწყობდეს ეკონომიკის შეწონასწორებულ განვითარებასა და მეურნეობრიობის გააქტიურების სტიმულირებას. მუხლი  7🔗. საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულ ბანკს უფლება აქვს დაუწესოს ბანკებს ეკონომიური ნორმატივები, მოახდინოს ბანკებისა და სხვა საფინანსო-საკრედიტო დაწესებულებების სასესხო და სადეპოზიტო საქმიანობის რეგულირება, შეასრულოს სხვადასხვა ოპერაციები და ქმედებანი, რომლებიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განხორციელებას. მუხლი  8🔗. ფულადი მასის მაქსიმალური საზღვრების გამუდმებული გადამეტებისა და ფასების ინფლაციური ზრდის შემთხვევებში, როდესაც შეუძლებელი ხდება რეგულირება ამ კანონის მე-2 მუხლში გათვალისწინებული ეკონომიური მეთოდებით, ეროვნულ ბანკს შეუძლია გაატაროს დამატებითი ღონისძიებანი კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდებათა შეზღუდვის, მათ აქტიურ-პასიურ ოპერაციებზე საპროცენტო განაკვეთების ცვლილებებისა და მათთვის საკომისიო ანაზღაურების საზღვრების დაწესებებით. ეს ზომები შეიძლება გატარდეს დიფერენცირებულად ბანკის ტიპის, კრედიტის სახის დარგისა და რეგიონის თავისებურებათა გათვალისწინებით. დროებითი ღონისძიებები ტარდება ეროვნული ბანკის მიერ. ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების საფუძველზე ან დამოუკიდებლად. ამ შემთხვევაში მათი მოქმედების ვადა შეზღუდულია ერთ თვემდე და მისი გაგრძელება შეუძლია მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს. მუხლი  9🔗. საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკი ადგენს და არეგულირებს ფულის ერთეულის კურსს სხვა ქვეყნების ფულად ერთეულებთან. მუხლი  10🔗. ეროვნული ბანკი განსაზღვრავს კომერციული ბანკების მოგებიდან სადაზღვევო და სარეზერვო ფონდების შექმნის წესს მოსალოდნელი ზარალის ასანაზღაურებლად. ფულადი თანხები, რომლებიც ირიცხება სარეზერვო ანგარიშებზე, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს კომერციული ბანკების საკრედიტო ოპერაციების განხორციელებისათვის. მუხლი  11🔗. საგანგებო შემთხვევებში ეროვნულ ბანკს, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ნებართვით, უფლება აქვს დააწესოს დაკრედიტებისა და მანეთებსა და უცხოურ ვალუტაზე შეძენილი ობლიგაციების მატების თანხის 100%-მდე სპეციალურ ანგარიშზე დეპონირების ნორმატივი. მუხლი  12🔗. ეროვნულ ბანკს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ნებართვით შეუძლია დაუწესოს ბანკებს, სადაზღვევო ორგანიზაციებს, საპენსიო ფონდებს, სხვა საფინანსო-საკრედიტო დაწესებულებებს სახელმწიფოს მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში სავალდებულო ინვესტიციების ნორმატივი. კარი  II კრედიტისა და გარანტიების პირდაპირი რეგულირება მუხლი  13🔗. საგანგებო შემთხვევებში ეროვნულ ბანკს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ნებართვით უფლება აქვს დააწესოს ბანკებისა და სხვა საფინანსო-საკრედიტო დაწესებულებების დაკრედიტების ოპერაციებისა და გარანტიების მოცულობითი პირდაპირი შეზღუდვები. მუხლი  14🔗. ეროვნული ბანკის პირდაპირ შეზღუდვებს დაკრედიტებისა და გარანტიების მოცულობებზე ბანკის ტიპის, კრედიტის სახის, დარგისა და რეგიონის თავისებურების გათვალისწინებით შეიძლება ჰქონდეს შერჩევითი ხასიათი. მუხლი  15🔗. ცალკეული დარგების დაკრედიტების სტიმულირების მიზნით ეროვნულ ბანკს შეუძლია გასცეს საკრედიტო გარანტიები. კარი  III საპროცენტო განაკვეთების რეგულირება მუხლი  16🔗. ეროვნული ბანკი ახორციელებს რესპუბლიკაში ბანკების საპროცენტო განაკვეთების რეგულირებას კომერციული ბანკებისათვის გასაცემ კრედიტებზე განაკვეთებზე ცვლილებების საშუალებით. მუხლი  17🔗. ეროვნული ბანკი განსაზღვრავს განაკვეთებს თავის სადისკონტო და სალომბარდო ოპერაციებზე. მუხლი  18🔗. აკრძალულია საპროცენტო განაკვეთებისა და საკომისიო გასამრჯელოს ფიქსაციის მიზნით ბანკების გაერთიანებათა შექმნა. კარი  IV რეფინანსირების სისტემა მუხლი  19🔗. საბანკო სისტემის ლიკვიდურობაზე ზემოქმედების მიზნით ეროვნული ბანკი ახორციელებს ბანკების რეფინანსირებას ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული საპროცენტო განაკვეთებით მათთვის მოკლევადიანი კრედიტების გამოყოფის გზით. მუხლი  20🔗. ეროვნულ ბანკში, ბალანსის მოცულობის მიუხედავად, კრედიტის მიღების უფლება აქვს ყველა ბანკს. მუხლი  21🔗. ეროვნულ ბანკს შეუძლია მისცეს ბანკებს კრედიტი სამ თვემდე ვადით ოქროსა და სხვა ძვირფასი ლითონების, უცხოური ვალუტის, ობლიგაციების, თამასუქებისა და ფასიანი ქაღალდების გირაოს (უზრუნველყოფის) ქვეშ. სხვადასხვა აქტივების გირაოთი გასაცემი კრედიტების პირობებს დამოუკიდებლად განსაზღვრავს ეროვნული ბანკი. კარი  V ფულადი მასის ზრდის მიზნობრივი საზღვრები მუხლი  22🔗. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებში ყოველწლიურად დაწესდება მიმოქცევაში ერთობლივი ფულადი მასის სხვადასხვა მაჩვენებლების ზრდის საზღვრები. მუხლი  23🔗. საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის საკითხებში თავის საქმიანობას წარმართავს მიმოქცევაში ერთობლივი ფულადი მასის სხვადასხვა მაჩვენებლების დამტკიცებული ზრდის საზღვრების შესაბამისად. კარი VI საზღვარგარეთის აქტივებისა და პასივების რეგულირება მუხლი  24🔗. ეროვნულ ბანკს შეუძლია ნორმატიული მოთხოვნები დააწესოს ბანკების საზღვარგარეთის აქტივებისა და პასივების (მთლიანად ან ცალკეულ სახეობებზე) მოცულობის მიმართ, მათი მთლიანობაში შეფარდებისა ან ცალკეული ელემენტების მიხედვით. კარი  VII სავალუტო პოლიტიკა მუხლი  25🔗. ეროვნული ბანკი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დავალებით და საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით უფლებამოსილია მართოს საქართველოს რესპუბლიკის ვალუტისა და ოქროს ფონდი. მუხლი  26🔗. მოქმედი ფულადი ერთეულის ოფიციალური კურსი უცხოურ ვალუტაში ეროვნული ბანკის მიერ დაწესდება ქვეყნის ეკონომიკისა და საგადასახადო ბალანსის მდგომარეობის გათვალისწინებით. მუხლი  27🔗. ეროვნული ბანკის გამგეობა მოქმედი ფულადი ერთეულის საბაზრო კურსის რეგულირებას ახდენს საქართველოს რესპუბლიკის სავალუტო ფონდიდან უცხოური ვალუტის ყიდვისა და გაყიდვის საშუალებით. მუხლი  28🔗. საქართველოს რესპუბლიკაში სავალუტო ოპერაციებზე კონტროლს აწესებს ეროვნული ბანკი. მუხლი  29🔗. ეროვნული ბანკი ურთიერთობებს ამყარებს სხვა სახელმწიფოების ცენტრალურ ბანკებთან და მონაწილეობს საერთაშორისო სავალუტო-ფინანსური ორგანიზაციების მუშაობაში. კარი  VIII კონტროლი მუხლი  30🔗. საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკი „საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონის შესაბამისად უფლებამოსილია დააწესოს კონტროლი ამ კანონისა და მისი განხორციელების უზრუნველსაყოფად მიღებული გადაწყვეტილების შესრულებაზე. კარი  IX ურთიერთობა სხვა სახელმწიფოებთან მუხლი  31🔗. იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს რესპუბლიკა ეკონომიურ კავშირებს დაამყარებს სხვა სახელმწიფოებთან, ეროვნული ბანკი და საქართველოს რესპუბლიკის სხვა სახელმწიფო ორგანოები ამ კანონით განსაზღვრულ ფუნქციებს შეასრულებენ საქართველოს რესპუბლიკის შესაბამისი კანონების საფუძველზე. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი                             ზვიად გამსახურდია. თბილისი, 1991 წლის 2 აგვისტო.