ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 აპრილის N11 დადგენილებაში ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 |
|
2022 წლის 28 ივნისი ქ. ქობულეთი |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 აპრილის №11 დადგენილებაში „ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,
მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 აპრილის №11 დადგენილებაში ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ და დადგენილების მე-7 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 7. ტურიზმისა და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი.“
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|