,,ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორსა და ემიტენტს შორის წერილობითი შეთანხმების პირობებისადმი მოთხოვნების დაწესების შესახებ“ წესის დამტკიცების თაობაზე”
მიღების თარიღი 03.02.2003
ძალის დაკარგვა 15.03.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 040.230.000.17.014.005.672
გამოქვეყნების წყარო სსმ, 11, 12/02/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზირების, ფინანსური ანგარიშგების წარდგენის, კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის საქმიანობის შეწყვეტის წესის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება 09.03.2010
დოკუმენტის ტექსტი
,,ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორსა და ემიტენტს შორის წერილობითი შეთანხმების პირობებისადმი მოთხოვნების დაწესების შესახებ“ წესის დამტკიცების თაობაზე”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPAcademi;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPGrigolia;} @font-face {font-family:"SPGrigolia MT";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:24.0pt; font-family:"SPGrigolia MT"; letter-spacing:10.0pt; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:SPGrigolia; font-weight:normal;} h3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:SPGrigolia; font-weight:normal;} h4 {margin-top:0in; margin-right:-.55pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:SPAcademi;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:24.0pt; font-family:"SPGrigolia MT";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:297.75pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:SPGrigolia;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin-top:0in; margin-right:-.55pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:56.7pt 49.7pt 56.7pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.230.000.17.014.005.661
საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის
დადგენილება №29
2003 წლის 3 თებერვალი
ქ. თბილისი
„ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორსა და ემიტენტს შორის წერილობითი შეთანხმების პირობებისადმი მოთხოვნების დაწესების შესახებ” წესის დამტკიცების თაობაზე”
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტისა და „მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებს შორის ჯანსაღი კონკურენციისა და მათი მომხმარებლების კანონიერი უფლებების დაცვის, ასევე ამ სფეროში საჯარო ინტერესების განხორციელების მიზნით, კომისია ადგენს:
1. დამტკიცდეს თანდართული წესი „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორსა და ემიტენტს შორის წერილობითი შეთანხმების პირობებისადმი მოთხოვნების დაწესების შესახებ”.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. ჯიბუტი
წესი
ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორსა და ემიტენტს შორის წერილობითი შეთანხმების პირობებისადმი მოთხოვნების დაწესების შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი მომზადებულია „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონის (შემდეგში – „კანონი“) მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე და შეესაბამება „მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და „დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მოთხოვნებს.
2. წესი ემსახურება ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებს (შემდგომში – „რეგისტრატორი”) შორის ჯანსაღი კონკურენციისა და მათი მომხმარებლების კანონიერი უფლებების დაცვას, ასევე ამ სფეროში საჯარო ინტერესების განხორციელებას და ამ მიზნით ადგენს გარკვეულ მოთხოვნებს რეგისტრატორსა და ემიტენტს შორის გასაფორმებელი წერილობითი შეთანხმების პირობებისადმი.
მუხლი 2🔗. განმარტებები
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნია კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა. გარდა ამისა, ამ წესის მიზნებისათვის, გამოყენებულია ტერმინები შემდეგი მნიშვნელობებით:
ა) „კონკურენციის შემზღუდავი ქმედება” – ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებით რეგისტრატორის მიერ განხორციელებული ქმედება, რომელიც იწვევს ან შეუძლია გამოიწვიოს რეგისტრატორებს შორის კონკურენციის არსებითად შეზღუდვა ან შეწყვეტა;
ბ) „მომსახურების ხელშეკრულება” – წერილობითი შეთანხმება ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორსა და ემიტენტს შორის, რომელიც ადგენს მხარეთა (რეგისტრატორი და ემიტენტი) უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელ პირობებს და შემუშავებულია წინამდებარე წესით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით;
გ) „ხელშეკრულების შეწყვეტის პირობა” – მომსახურების ხელშეკრულების ყველა ის პირობა, რომლის საფუძველზე ემიტენტს ან რეგისტრატორს შეუძლია მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტა;
დ) შეთანხმება – წერილობითი ფორმით დაფიქსირებული კოორდინირებული საქმიანობა, რომელიც ითვალისწინებს მხარეთა ურთიერთვალდებულებების შესრულებას ერთმანეთთან მიმართებაში და/ან გარკვეული ქმედებების განხორციელებას მესამე პირებთან მიმართებაში.
ე) შეთანხმებული ქმედებები – ზეპირ მოლაპარაკებებზე დამყარებული კოორდინირებული საქმიანობა, რომელიც ითვალისწინებს მხარეთა ურთიერთვალდებულებების შესრულებას ერთმანეთთან მიმართებაში და/ან გარკვეული ქმედებების განხორციელებას მესამე პირებთან მიმართებაში.
მუხლი 3🔗. აკრძალული შეთანხმებები და ქმედებები
1. რეგისტრატორებს ეკრძალებათ ისეთი შეთანხმებები ან შეთანხმებული ქმედებები, რომელთა მიზანია მომსახურების სფეროს დაყოფა ტერიტორიული ნიშნით, ფასების (ტარიფების) ერთობლივად დაწესება და სხვა, რომელთაც შედეგად მოსდევს რეგისტრატორებს შორის კონკურენციის შეზღუდვა ან /და კლიენტის კანონიერი უფლებების შელახვა;
2. რეგისტრატორს ეკრძალება ემიტენტთან ხელშეკრულების გაფორმება თუ რეგისტრატორი ან/და მისი მმართველი ორგანოს წევრები ამ ემიტენტის ფასიანი ქაღალდების ბენეფიციარი მესაკუთრეები არიან, თუ კომისიის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი;
3. რეგისტრატორს ეკრძალება ემიტენტთან ხელშეკრულების გაფორმება თუ თავად ემიტენტი და მასთან დაკავშირებული პირები ფლობენ რეგისტრატორის წილის 10 %-ზე მეტს;
4. რეგისტრატორს ეკრძალება ხელშეკრულებაში მომსახურების შეწყვეტის ისეთი პირობების გამოყენება, რომელიც დამატებითი სარგებლის მიღებისკენაა მიმართული, წარმოადგენს დამაბრკოლებელ გარემოებას ხელშეკრულებიდან გასვლისათვის, იწვევს ან/და შეუძლია გამოიწვიოს ემიტენტის თავისუფალი არჩევანისა და კონკურენციის შეზღუდვა. ბათილია მათ შორის ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი სახელშეკრულებო პირობა, იმის მიუხედავად, განხორციელდა თუ არა იგი:
ა) ხელშეკრულების შეწყვეტის ნებისმიერი პირობა, რომელიც ხელშეკრულების გაუქმების და შემცვლელი რეგისტრატორისათვის დოკუმენტაციის გადაცემასთან დაკავშირებით წინასწარ გასაფრთხილებლად 30 დღეზე მეტ ვადას ითვალისწინებს;
ბ) ხელშეკრულების შეწყვეტის ნებისმიერი პირობა, რომელიც ჩანაწერების შეგროვებასა და შემცვლელი რეგისტრატორისათვის გადაცემასთან დაუკავშირებელ ხარჯთა ანაზღაურებას ითვალისწინებს;
გ) ხელშეკრულების ნებისმიერი პირობა, რომელიც დაადგენს ამ წესის ამოქმედებამდე გაწეული ჩანაწერების შეგროვებისა და შემცვლელი რეგისტრატორისათვის გადაცემის მომსახურების ანაზღაურებას.
მუხლი 4🔗. მოთხოვნები მხარეთა ვალდებულებებისადმი
ემიტენტს მოეთხოვება:
ისარგებლოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურებით,
ბ) რეგისტრატორის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისას შეწყვიტოს ხელშეკრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე, ოღონდ წინასწარი შეტყობინებით და მოითხოვოს წინასწარ გადახდილი თანხის უკან დაბრუნება.
გ) ჰყავდეს მხოლოდ ერთი რეგისტრატორი.
დ) ხელშეკრულების დადებიდან 15 დღის განმავლობაში რეგისტრატორს გადასცეს ფასიანი ქაღალდების რეესტრის საწარმოებლად ყველა საჭირო დოკუმენტი და კომისიის წესებით განსაზღვრული ინფორმაცია.
ე) ხელშეკრულების გაფორმებამდე წერილობით დაუდასტუროს რეგისტრატორს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობებში არ იმყოფება სხვა რეგისტრატორთან;
ვ) 7 დღის განმავლობაში შეატყობინოს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს და კომისიას (თუ ემიტენტი ანგარიშვალდებული საწარმოა) მათთვის ადრე წარდგენილ ნებისმიერ ინფორმაციაში ცვლილების შესახებ;
ზ) წინასწარი შეტყობინების გარეშე ხელშეკრულების გაწყვეტისას გადაიხადოს დამატებით ერთი თვის მომსახურების ფასი (ტარიფი);
თ) არ გავიდეს ხელშეკრულებიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო;
ი) ხელშეკრულებიდან გასვლამდე შეასრულოს ყველა ვალდებულება.
2. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს მოეთხოვება:
დროულად უზრუნველყოს ემიტენტი ყოველი ემისიის რეგისტრირებულ მფლობელთა მიმდინარე აკურატული სიით, რომელიც გამიზნულია ყოველწლიური და რიგგარეშე კრებებისათვის, დივიდენდების განაწილების, პროცენტების გადახდისა და სესხის ძირითადი ნაწილის დაბრუნების, აგრეთვე „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და მე-17 მუხლების მიზნებისა და სხვა ნებადართული კორპორაციული ქმედებებისათვის.
აწარმოოს ემიტენტის რეესტრი, რეგისტრირებულ პირთა პიროვნულ ანგარიშებზე მომხდარი ყველა ცვლილების აღრიცხვა, მოთხოვნის შემთხვევაში ამონაწერის გაცემა, მატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების დოკუმენტების გაცემა (თუ აქციები მატერიალიზებული ფორმითაა გამოშვებული); ყველა ტიპის ბლოკირების ოპერაციების ჩატარება, დივიდენდების გაცემისათვის და აქციონერთა საერთო კრებისათვის სიების მომზადება ყოველი რეგისტრაციის თარიღისათვის.
თვეში ერთხელ მაინც მოახდინოს ემიტენტის მიერ გამოშვებული აქციების რაოდენობის შედარება რეგისტრირებულ პირთა პიროვნულ ანგარიშებზე არსებული ამავე ემიტენტის აქციების რაოდენობასთან.
დ) უფასოდ განახორციელოს შემდეგი მომსახურება:
დ.ა) რეგისტრირებული მფლობელის თხოვნის საფუძველზე წელიწადში ერთხელ მისი უზრუნველყოფა რეესტრიდან ამონაწერით;
დ.ბ) რეესტრიდან ამონაწერის გაცემა რეგისტრირებული მფლობელის ანგარიშზე ჩანაწერის შეცვლის შემთხვევაში;
რეესტრიდან ამონაწერის წელიწადში ორჯერ და მეტ შემთხვევაში მიწოდება შეიძლება იყოს ფასიანი;
გარდა მომსახურების სავალდებულო პირობებისა, მომსახურების ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს შემდეგი სახის დამატებით მომსახურებას:
ა) ემიტენტის აქციონერთა სიით უზრუნველყოფას პერიოდულად, ან მოთხოვნის თანახმად,;
ბ) ემიტენტისათვის დახმარების გაწევას აქციონერთა საერთო კრების გამართვასთან დაკავშირებით (როგორიცაა შეტყობინებების დარიგება, კრების მონაწილეთა ხმების რაოდენობის დათვლა და სხვა); გ) დივიდენდების გამოანგარიშებას და თითოეული აქციონერისთვის გასაცემი თანხის გამოთვლას; დ) აქციონერებისათვის დივიდენდების გაცემაში დახმარების გაწევას; ე) დასარიცხი დივიდენდების გამოანგარიშებას;
ვ) ემიტენტის მიერ გლობალური ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში ყველა საჭირო მონაცემების რეესტრში შესაბამის პიროვნულ ანგარიშებზე შეტანას.
5. ხელშეკრულებიდან გასვლამდე წარმოშობილი ვალდებულებები მხარეებმა უნდა შეასრულონ თანადროულად.
მუხლი 5🔗. მომსახურების ტარიფი
რეგისტრატორის მომსახურებისათვის დაწესებული ტარიფი უნდა იყოს სამართლიანი, ზომიერი, არადისკრიმინაციული და გამომდინარეობდეს მომსახურებაზე გაწეული რეალური დანახარჯებიდან და ამ სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტებიდან. ტარიფში შესაძლებელია აგრეთვე ცალკე კომპონენტად აისახოს რეგულირების საფასურიც, კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. რეგულირების საფასური გადაირიცხება კომისიის სპეცანგარიშზე „დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად.
2. რეგისტრატორების მიერ გაწეული მომსახურების ტარიფი უნდა შეესაბამებოდეს კომისიის მიერ დადგენილ რენტაბელობის ზღვრულ ნორმას ან თუ ასეთი არ არსებობს რეგისტრატორის მიერ დაწესებული მომსახურების ტარიფი, ისევე როგორც მისი ნებისმიერი ცვლილება, ექვემდებარება წინასწარ შეთანხმებას კომისიასთან;
3. რეგისტრატორის მიერ შემუშავებული მომსახურების ტარიფების (მომსახურების სახეობების მიხედვით) პროექტი შესაბამის განმარტებით ბარათთან და ხარჯთაღრიცხვასთან ერთად შესათანხმებლად წარედგინება კომისიას. პროექტის წარმოდგენიდან არაუგვიანეს ერთი თვისა კომისია იღებს გადაწყვეტილებას (შეითანხმების ან უარყოფს) ტარიფის მიზანშეწონილობის თაობაზე. ერთი თვის ვადაში პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში პროექტი შეთანხმებულად ითვლება.
4. დაუშვებელია რეგისტრატორის მომსახურების ტარიფის განსაზღვრა ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულების საფუძველზე;
5. მომსახურების ხელშეკრულება არ უნდა ითვალისწინებდეს ემიტენტის მიერ ტარიფის წინასწარ გადახდის ვალდებულებას ექვს თვეზე მეტი პერიოდისათვის. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში რეგისტრატორმა ემიტენტს უკან უნდა დაუბრუნოს წინასწარ გადახდილი ტარიფის გამოუმუშავებელი ნაწილი.
6. რეგისტრატორმა ყველა სახეობის მომსახურებაზე დაწესებულ ტარიფთა სია უნდა გამოაკრას მისი იურიდიული ადგილმდებარეობის მიხედვით, კლიენტებისათვის თვალსაჩინო ადგილას.
მუხლი 6🔗. ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები:
1. ხელშეკრულება შესაძლებელია შეწყდეს:
ა) თვით ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში;
ბ) რეგისტრატორის ლიცენზიის გაუქმებისას ემიტენტს, მარეგულირებელი ორგანოსაგან ან რეგისტრატორისაგან ლიცენზიის მოქმედების გაუქმების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, შეუძლია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ხელშეკრულება. ამასთან, ამ შემთხვევაში ემიტენტი არ არის ვალდებული ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის გამო, რეგისტრატორს გადაუხადოს რაიმე თანხა კომპენსაციის სახით;
გ) მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისას.
2. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში რეგისტრატორი ვალდებულია 30 დღის ვადაში მიღება-ჩაბარების აქტით გადასცეს ემიტენტს, აქციათა რეესტრი და ყველა სახის ჩანაწერი, რომელიც გადაცემის დღემდე შეიქმნა. შეტყობინება ამ ფაქტის შესახებ სამი დღის ვადაში უნდა გაეგზავნოს კომისიას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევაში შემცვლელ რეგისტრატორსა და ემიტენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის დღიდან.
მუხლი 7🔗. დავების გადაწყვეტა
მხარეთა შორის სადავო საკითხები წყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 8🔗. გარდამავალი დებულებები
ამ წესის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ყველა რეგისტრატორმა კომისიას უნდა წარუდგინოს ინფორმაცია მის მიერ შეთავაზებულ მომსახურებაზე (სახეობების მიხედვით) დაწესებული ტარიფების შესახებ;
2. თუ რეგისტრატორი წარმოადგენს ისეთი მომსახურების ხელშეკრულების მხარეს, რომელიც არ შეესაბამება წინამდებარე წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მაშინ მან ამ წესის ამოქმედებიდან:
ა) ერთი თვის ვადაში კომისიას წერილობითი ფორმით წარუდგინოს შეტყობინება მისთვის ცნობილი ამ წესთან შეუსაბამო ხელშეკრულებისა და მათთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ, აგრეთვე მათი დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
ბ) ორი თვის ვადაში ემიტენტთან გაფორმებული მოქმედი ხელშეკრულებები მოიყვანოს შესაბამისობაში წინამდებარე წესის მოთხოვნებთან;
გ) წინამდებარე წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნის შესრულებიდან არაუგვიანეს 10 კალენდრული დღის ვადაში კომისიას, მის მიერ განსაზღვრული წერილობითი ფორმით მიაწოდოს ინფორმაცია ამ მოთხოვნათა შესრულების შესახებ.