„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№63
სარეგისტრაციო კოდი
020080160.22.034.017250
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/06/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №63

2022 წლის 29 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 20/08/2014, 020080160.22.034.016347) დამტკიცებული წესის:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ2“ ქვეპუნქტი:

„ვ2) სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეები;“.

2. მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ოქმებს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ანაწილებს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილ მოსამსახურეებზე, აგრეთვე უზრუნველყოფს სამინისტროს გენერალური ინსპექციის, სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის, სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტისა და საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს სხვა დანაყოფების ოქმებით მომარაგებას. აღნიშნული ოქმებით მომარაგების თაობაზე სამინისტროს გენერალური ინსპექცია, სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტი, სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი და საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს სხვა დანაყოფი წერილობით მიმართავს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, რომელიც ვალდებულია გასცეს მოთხოვნილი რაოდენობის ოქმი მიმართვიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღის ვადაში (გავრცელდეს 2016 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე).“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური