,,სამართალშემოქმედებითი საქმიანობის სრულყოფის ხელშემწყობი სახელმწიფო კომისიის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე”

მიღების თარიღი 13.02.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №91
სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.11.106.005.682
გამოქვეყნების წყარო სსმ, 13, 18/02/2003
matsne.gov.ge 1,112 სიტყვა · ~6 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

,,სამართალშემოქმედებითი საქმიანობის სრულყოფის ხელშემწყობი სახელმწიფო კომისიის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე” /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:1.0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-.5in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-style:italic; text-decoration:underline;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:3.0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; text-indent:.5in; font-size:11.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:.5in 46.35pt .5in 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.230.000.11.106.005.675 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №91 2003 წლის 13 თებერვალი ქ. თბილისი სამართალშემოქმედებითი საქმიანობის სრულყოფის ხელშემწყობი სახელმწიფო კომისიის საქმიანობის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე „სამართალშემოქმედებითი საქმიანობის შემდგომი განვითარებისა და სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 17 მაისის №241 ბრძანებულების მე-6 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს დებულება სამართალშემოქმედებითი საქმიანობის სრულყოფის ხელშემწყობი სახელმწიფო კომისიის საქმიანობის წესის შესახებ. რ. გილიგაშვილი დ ე ბ უ ლ ე ბ ა სამართალშემოქმედებითი საქმიანობის სრულყოფის ხელშემწყობი სახელმწიფო კომისიის საქმიანობის წესის შესახებ     მუხლი 1🔗 1. ეს დებულება „სამართალშემოქმედებითი საქმიანობის შემდგომი განვითარებისა და სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 17 მაისის №241 ბრძანებულების შესაბამისად განსაზღვრავს სამართალშემოქმედებითი საქმიანობის სრულყოფის ხელშემწყობი სახელმწიფო კომისიის (შემდგომ ტექსტში – კომისიის) საქმიანობის წესს. 2. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად. 3. კომისიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს საქართველოს საკანონმდებლო აქტების სრულყოფის თაობაზე წინადადებების შემუშავება, კანონმდებლობის შემდგომი განვითარების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა, სამართალშემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა, ქართული იურიდიული ტერმინოლოგიის დადგენა, ქართული იურიდიული ლექსიკონისა და საქართველოს კანონთა წიგნისათვის შესაბამისი მასალების მომზადება.     მუხლი 2🔗 კომისია მასზე დაკისრებული ფუნქციების შესაბამისად უზრუნველყოფს: ა) საქართველოს საკანონმდებლო აქტების პროექტების განხილვას, მათ თაობაზე დასკვნების, შენიშვნებისა და წინადადებების შემუშავებასა და წარდგენას; ბ) მოქმედი საკანონმდებლო ბაზის ანალიზსა და მისი სრულყოფის თაობაზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; გ) საერთაშორისო სამართლის, საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ანალიზისა და შეფასების საფუძველზე კანონმდებლობის შემდგომი განვითარების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრას; დ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების სამართალშემოქმედებითი საქმიანობის პრობლემატიკის ანალიზსა და უფლებამოსილების ფარგლებში მათი სამართალშემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობას; ე) სამართალშემოქმედებითი მეთოდიკისა და იურიდიული ტექნიკის ზოგად პრინციპების თაობაზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; ვ) ქართული იურიდიული ტერმინოლოგიის დადგენას; ზ) ქართული იურიდიული ლექსიკონისა და საქართველოს კანონთა წიგნისათვის მასალების მომზადებას; თ) კანონმდებლობის შესაბამისად, კომისიის კომპეტენციაში შემავალი სხვა საკითხების განხილვასა და მათზე გადაწყვეტილების მიღებას.     მუხლი 3🔗 1. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე – საქართველოს იუსტიციის მინისტრი. მისი არყოფნის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის ფუნქციებს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა)” ქვეპუნქტისა, ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე, მისივე დავალებით. 2. კომისიის თავმჯდომარე: ა) დადგენილი წესით ამტკიცებს კომისიის საქმიანობის წესის შესახებ დებულებას, ცვლილებები და დამატებები შეაქვს მასში; ბ) წარმართავს კომისიის მუშაობას; გ) იწვევს კომისიის სხდომებს, განსაზღვრავს კომისიის სხდომის დღის წესრიგსა და დროს; დ) ქვეკომისიის ხელმძღვანელთან შეთანხმებით იწვევს ქვეკომისიის სხდომებს, განსაზღვრავს ქვეკომისიის სხდომის დღის წესრიგსა და დროს; ე) თავმჯდომარეობს კომისიის (ქვეკომისიის) სხდომებს; ვ) კომისიის სახელით წარადგენს კომისიის დასკვნებსა და წინადადებებს; ზ) ანგარიშვალდებულია კომისიის მიერ გაწეული საქმიანობაზე; თ) კომისიის საქმიანობის ეფექტურად წარმართვის უზრუნველყოფისათვის საჭიროების შემთხვევაში კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს შესაბამისი სფეროს ქართველ და უცხოელ ექსპერტებს; ი) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 4🔗 1. კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს ქვეკომისიების მიხედვით. ქვეკომისიები იქმნება კომისიის საქმიანობის სფეროს, სამართლის დარგებისა და ინსტიტუტების გათვალისწინებით. 2. ქვეკომისიების შექმნის, დასახელების, მასში კომისიის წევრთა გაერთიანებისა და ქვეკომისიის ხელმძღვანელის არჩევის საკითხს წყვეტს კომისია ან საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 3. კომისიაში შეიძლება შეიქმნას შემდეგი ქვეკომისიები: ა) საქართველოს საკანონმდებლო აქტების სრულყოფისა და კანონმდებლობის შემდგომი განვითარების ძირითადი მიმართულებების განმსაზღვრელი ქვეკომისია; ბ) ქართული იურიდიული ტერმინოლოგიის დადგენისა და ქართული იურიდიული ლექსიკონის მომზადების ქვეკომისია; გ) სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის ქვეკომისია; დ) სამოქალაქო სამართლის, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ქვეკომისია; ე) ადმინისტრაციული სამართლის, ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობის ქვეკომისია; ვ) კონსტიტუციური ცვლილებების, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა უფლებებისა და კომპეტენციის საკითხთა ქვეკომისია; ზ) ანტიკორუფციული კანონმდებლობის სრულყოფის ქვეკომისია; თ) ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათი სამართლებრივი გარანტიების საკითხთა ქვეკომისია.       მუხლი 5🔗 1. ქვეკომისიები, თავიანთი სფეროს შესაბამისად, ქვეკომისიის სხდომაზე განიხილავენ კომისიისათვის მიკუთვნებულ საკითხებს. 2. ქვეკომისიის სხდომის დღის წესრიგი სხდომამდე ხუთი დღით ადრე ეგზავნება კომისიის ყველა წევრს. კომისიის ის წევრები, რომლებიც არ არიან შესაბამისი ქვეკომისიის წევრები, უფლებამოსილნი არიან სხდომამდე 3 დღით ადრე განაცხადონ ქვეკომისიის სხდომაში მონაწილების თაობაზე და მიიღონ ქვეკომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხების სრული მასალა.     მუხლი 6🔗 1. კომისიის სახელით შესაბამისი ქვეკომისიის სხდომებზე განხილვას შეიძლება დაექვემდებაროს ისეთი საკანონმდებლო აქტების პროექტები, რომლებიც დაკავშირებულია: ა) სახელმწიფო მოწყობასთან; ბ) სახელმწიფო უმაღლესი ორგანოების უფლებებისა და კომპეტენციების განსაზღვრასთან; გ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობასთან; დ) ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვასთან ან სამართლებრივ გარანტიებთან; ე) კონსტიტუციურ ცვლილებებთან; ვ) ანტიკორუფციულ ღონისძიებებთან; ზ) სისხლის სამართლის კოდექსთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან;  თ) სამოქალაქო სამართლის კოდექსთან, სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსთან; ი) ზოგად ადმინისტრაციულ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან, ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსთან.     მუხლი 7🔗 1. კომისიის, ქვეკომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის, შესაბამისი ქვეკომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 2. კომისიის, ქვეკომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა უმრავლესობით, ღია ან ფარული კენჭისყრით. ქვეკომისიის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღება სხდომაზე დამსწრე ქვეკომისიის არაწევრ კომისიის წევრთა ხმა. 3. კომისიის (ქვეკომისიის) წევრთა განსხვავებული მოსაზრებები აისახება კომისიის (ქვეკომისიის) სხდომის ოქმში და თან დაერთვის განსახილველ საკითხს.     მუხლი 8🔗 1. ქვეკომისიის სხდომას თავმჯდომარეობს კომისიის თავმჯდომარე ან შესაბამისი ქვეკომისიის ხელმძღვანელი. 2. ქვეკომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხის მომხსენებელი შეიძლება იყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ან იმ უწყების წარმომადგენელი, რომლის მიერაც არის მომზადებული განსახილველი საკითხი. 3. იმ უწყების წარმომადგენელს, რომლის მიერ მომზადებული საკითხი განიხილება კომისიის (ქვეკომისიის) სხდომაზე უფლება აქვს სათათბირო ხმის უფლებით დაესწროს კომისიის (ქვეკომისიის) სხდომას. 4. ქვეკომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიღებიდან 2 დღის ვადაში ეგზავნება კომისიის ყველა წევრს. კომისიის წევრთა მიერ 7 დღის ვადაში ქვეკომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე შენიშვნების წარუდგენლობის შემთხვევაში გადაწყვეტილება კომისიის სახელით მიღებულად ჩაითვლება. 5. ქვეკომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე კომისიის წევრთა შენიშვნების არსებობის შემთხვევაში შეიძლება მოწვეული იქნეს კომისიის სხდომა.     მუხლი 9🔗 1. კომისიის (ქვეკომისიის) სხდომის შედეგები აისახება კომისიის (ქვეკომისიის) სხდომის ოქმში, რომლის წარმოებასაც უზრუნველყოფს კომისიის სამდივნო. 2. კომისიის (ქვეკომისიის) სხდომის ოქმს ხელს აწერენ და მის შედგენაზე პასუხისმგებელნი არიან კომისიის (ქვეკომისიის) სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.     მუხლი 10🔗 კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ და საინფორმაციო-ანალიტიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს კომისიის სამდივნო.