ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის გაცემის წესისა და საგრანტო განაცხადის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.06.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №120
სარეგისტრაციო კოდი 00000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 78, 26/06/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,203 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (7)
1. მეცნიერის კვალიფიკაცია და შესაბამისობა პროექტით გათვალისწინებულ კვლევასთან
2. საკონკურსოდ წარდგენილი სამეცნიერო კვლევის აქტუალობა
3. დაგეგმილი კვლევის მოცულობის შესაბამისობა სტაჟირების ვადებთან
4. კვლევის მოსალოდნელი შედეგების ღირებულება საქართველოსათვის
5. რამდენად საფუძვლიანად არის დასაბუთებული სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირების გავლის აუცილებლობა უცხოეთში
6. რამდენად დაეხმარება სტაჟირების პროგრამა ახალგაზრდა მეცნიერის პროფესიულ განვითარებას
7. სტაჟირების ადგილის პრესტიჟულობა, რეიტინგი.
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის გაცემის წესისა და საგრანტო განაცხადის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPDumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.a, li.a, div.a {mso-style-name:"Абзац списка"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.aCxSpFirst, li.aCxSpFirst, div.aCxSpFirst {mso-style-name:"Абзац спискаCxSpFirst"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.aCxSpMiddle, li.aCxSpMiddle, div.aCxSpMiddle {mso-style-name:"Абзац спискаCxSpMiddle"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.aCxSpLast, li.aCxSpLast, div.aCxSpLast {mso-style-name:"Абзац спискаCxSpLast"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} span.CharChar1 {mso-style-name:" Char Char1"; font-family:"Calibri","sans-serif";} span.CharChar {mso-style-name:" Char Char"; font-family:"Calibri","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.satauri, li.satauri, div.satauri {mso-style-name:satauri; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 27.0pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის  დადგენილება №120 2009 წლის 23 ივნისი  ქ. თბილისი ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის გაცემის წესისა და საგრანტო განაცხადის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ     მუხლი 1🔗 საქართველოში სამეცნიერო პოტენციალის განვითარების ხელშეწყობის მიზნით „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 131 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს: 1. „ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის გაცემის წესი“ (დანართი №1). 2. „ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის გაცემის მიზნით საგრანტო განაცხადის შეფასების კრიტერიუმები“ (დანართი №2).     მუხლი 2🔗    დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი            ნ. გილაური   დანართი №1 ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის გაცემის წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის განვითარების აუცილებელი პირობაა მსოფლიოს წამყვან კვლევით ცენტრებთან მჭიდრო კონტაქტების არსებობა და სამეცნიერო კადრების უწყვეტი შევსება საერთაშორისო სტანდარტების კვალიფიკაციის მქონე ახალგაზრდა მკვლევარებით. 2. ეს წესი არეგულირებს ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის (შემდგომში – გრანტი) მისაღებად კონკურსის გამართვის, საგრანტო განაცხადის შეფასების, გრანტის გაცემისა და შესრულების ანგარიშგების, მონიტორინგის, საგრანტო პროექტის დაფინანსების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხებს.     მუხლი 2🔗. გრანტის მიზნები 1. გრანტის გაცემა მიზნად ისახავს ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობას დაფინანსების გზით. 2. გრანტი ითვალისწინებს კონკრეტული პროექტის ფარგლებში ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სტაჟირების დაფინანსებას. 3. გრანტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეცნიერებს, აიმაღლონ პროფესიული კვალიფიკაცია, დაამყარონ საერთაშორისო სამეცნიერო კონტაქტები, გაიღრმავონ გამოცდილება და აითვისონ კვლევის უახლესი ტექნოლოგიები უცხოეთის წამყვან სამეცნიერო ცენტრებში.     მუხლი 3🔗. გრანტის გამცემი უფლებამოსილი  ორგანო 1. გრანტის გაცემას ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტე-მაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (შემდგომში – ფონდი). 2. გრანტის მისაღებად დაინტერესებული პირი ფონდში წარადგენს საგრანტო განაცხადს. 3. ფონდი შეიმუშავებს და ფონდის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს: ა) საგრანტო პროექტის დაფინანსების გაცემის მიზნით გასამართი კონკურსის პროგრამასა და მასში მონაწილეობის პირობებს; ბ) საგრანტო განაცხადების წარდგენის, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადებს; გ) საგრანტო განაცხადის სააპლიკაციო ფორმებს; დ) გრანტით დაფინანსებული პროექტების შესრულების ანგარიშგების ფორმებსა და მონიტორინგის პროცედურას.  4. ფონდის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის საკონ-კურსო კომისიას და ადგენს მისი საქმიანობის წესს. 5. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე ფონდის სამეცნიერო საბჭო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს დასაფინანსებლად შერჩეულ საგრანტო პროექტებს. 6. ფონდი ახორციელებს გამარჯვებული პროექტების გრანტით დაფინანსებასა და პროექტის განხორციელების შესრულების კონტროლს.     მუხლი 4🔗. გრანტით დაფინანსების ძირითადი პრინციპები 1. გამარჯვებული საგრანტო პროექტი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებით. 2. დაფინანსების მოსაპოვებლად საგრანტო განაცხადის წარდგენა შეუძლია საქართველოში მუდმივად მცხოვრებ არა უმეტეს 40 წლის საქართველოს მოქალაქეს, რომელიც კარგად ფლობს ინგლისურ ან იმ ქვეყნის სახელმწიფო ენას, სადაც ახალგაზრდა მეცნიერი გეგმავს სტაჟირების გავლას, აქვს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, ან არის დამამთავრებელი კურსის დოქტორანტი და ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას საქართველოს იმ სამეცნიერო-კვლევით, აკრედიტებულ ან „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ჩამოყალიბებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით. 3. გრანტის ფარგლებში ახალგაზრდა მეცნიერს აუნაზღაურდება საერთაშორისო მგზავრობის, დაზღვევისა და ვიზის ხარჯები, მიეცემა ყოველთვიური ფიქსირებული სტიპენდია, რომელიც დაფარავს საცხოვრებელი ბინის, შიდა ტრანსპორტირებისა და კვების ხარჯებს. 4. დაფინანსება განხორციელდება ხელშეკრულების საფუძველზე, რომელსაც ფონდი გააფორმებს კონკურსში გამარჯვებული პროექტის წარმდგენ ახალგაზრდა მეცნიერთან.     მუხლი 5🔗. გრანტის გაცემის მიზნით გასამართი კონკურსის ეტაპები და პროექტების შეფასება 1. კონკურსის ეტაპებია: ა) კონკურსის გამოცხადება; ბ) საგრანტო განაცხადების ფონდში წარდგენა; გ) საგრანტო განაცხადების წინასწარი შერჩევა საკონკურსო პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; დ) შერჩეული საგრანტო განაცხადების ორსაფეხურიანი შეფასება; ე) გამარჯვებული პროექტების გამოვლენა და ხელშეკრულებების გაფორმება. 2. შერჩეული საგრანტო განაცხადი შეფასდება ორ საფეხურად: ა) პირველ საფეხურზე – ამ დადგენილების №2 დანართით გათვალისწინებული საგრანტო განაცხადების შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ; ბ) მეორე საფეხურზე – კონკურსანტის პრეზენტაცია-გასაუბრების გზით, ფონდის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისიის მიერ. 3. მეორე საფეხურზე დაიშვებიან ის კონკურსანტები, რომლებიც პირველ საფეხურზე ამ დადგენილების №2 დანართით გათვალისწინებული საგრანტო განაცხადების შეფასების კრიტერიუმების მიხედვით მიიღებენ არანაკლებ 75 ქულას (მაქსიმალური შეფასება – 100 ქულა). 4. მეორე საფეხურზე პრეზენტაცია-გასაუბრების გამართვის მიზანია წარდგენილი საგრანტო განაცხადით გათვალისწინებული კვლევის ჩასატარებლად საჭირო შესაბამისი უცხო ენის ცოდნის, სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირების უცხოეთში გავლის აუცილებლობისა და წარდგენილი საგრანტო განაცხადის დასაბუთებულობის მიხედვით კონკურსანტების შეფასება. 5. დასაფინანსებლად შერჩეული საგრანტო განაცხადები შეირჩევა პირველი და მეორე საფეხურების შედეგების მიხედვით.     მუხლი 6🔗. გრანტის შესრულების ანგარიშგება, მონიტორინგი, დაფინანსების შეჩერება და შეწყვეტა 1. ფონდი ახორციელებს დაფინანსებული პროექტების შესრულების მონიტორინგს, რაც ითვალის-წინებს გრანტით დაფინანსებული პროექტის შესრულების კონტროლს როგორც ფინანსური, ისე პროგ-რამული თვალსაზრისით. 2. კონკურსში გამარჯვებული პროექტის წარმდგენი ახალგაზრდა მეცნიერი ვალდებულია ფონდს წარუდგინოს პროგრამული და ფინანსური ანგარიშები ფონდის მიერ დადგენილი ფორმების მიხედვით. 3. ფონდი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეაჩეროს ან შეწყვიტოს კონკურსში გამარჯვებული ახალგაზრდა მეცნიერის დაფინანსება პროექტის ამოცანების შეუსრულებლობის, ყალბი მონაცემების აღმოჩენის, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. დანართი №2  ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის გაცემის მიზნით საგრანტო განაცხადის შეფასების კრიტერიუმები პროექტის დაფინანსების მიზანშეწონილობა განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმებისა და შეფასებების გათვალისწინებით: კრიტერიუმი დიაპაზონი ქულა კომენტარი 1. მეცნიერის კვალიფიკაცია და შესაბამისობა პროექტით გათვალისწინებულ კვლევასთან 0-20 2. საკონკურსოდ წარდგენილი სამეცნიერო კვლევის აქტუალობა 0-15 3. დაგეგმილი კვლევის მოცულობის შესაბამისობა სტაჟირების ვადებთან 0-10 4. კვლევის მოსალოდნელი შედეგების ღირებულება საქართველოსათვის 0-15 5. რამდენად საფუძვლიანად არის დასაბუთებული სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირების გავლის აუცილებლობა უცხოეთში 0-10 6. რამდენად დაეხმარება სტაჟირების პროგრამა ახალგაზრდა მეცნიერის პროფესიულ განვითარებას 0-15 7. სტაჟირების ადგილის პრესტიჟულობა, რეიტინგი. 0-15