📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.06.2022
ძალის დაკარგვა 02.07.2024
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.154.016471
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/07/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 761 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.06.2022 მიღება
02.07.2024 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სოსო მამულაშვილი თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 2022 წლის 30 ივნისი დაბა თიანეთი თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  ორგანული კანონის   25-ე   მუხლის    პირველი   პუნქტის „ბ“    ქვეპუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗. დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი     მოწყობის,    არქიტექტურისა   და    მშენებლობის     სამსახურის     დებულება თანდართული რედაქციით. მუხლი 2🔗. ძალადაკარგულად გამოცხადდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის №23 დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (ვებგვერდი 27/02/2018, სარეგისტრაციო კოდი  010260020.35.154.016354). მუხლი 3🔗. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესოსო მამულაშვილი დანართი თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის,  არქიტექტურისა  და  მშენებლობის  სამსახურის  დებულება მუხლი 1🔗. მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახური 1. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებას. 2. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფის – ინფრასტრუქტურისა  და კეთილმოწყობის  განყოფილებისა  და საჯარო მოხელის - სივრცითი მოწყობის,   არქიტექტურისა   და    მშენებლობის    საკითხებში    მეორე    კატეგორიის უფროსი სპეციალისტისგან.  2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. 4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლებამოვალეობებს ახორციელებს სამსახურის განყოფილების უფროსი. 5. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.  6. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში,  მერის ბრძანებით, მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 7. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 8. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და კარიერული განვითარების წესი და პირობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) არქიტექტურულ მშენებლობითი პროცესების მართვას  თიანეთის  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით დადგენილ ტერიტორიაზე; ბ) მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული განვითარების პრიორიტეტების   შესაბამისად, დასახლებათა (დაბის, სოფლის) მშენებლობის დაგეგმვას – მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის და განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავებას, სივრცითი მოწყობასა და მშენებლობასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას;    გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე; დ) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმების და წესების შემუშავების მიზნით საკრებულოს შესაბამისი დადგენილების პროექტების მომზადებას; ე) საქმისწარმოებას მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ გამოყენების პირობების განსაზღვრის, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვების დასკვნების შემუშავებას, კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე, ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას. ვ)მუნიციპალური  ინფრასტრუქტურის  – ადგილობრივი  მნიშვნელობის  გზების,  ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა  და განვითარების  დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადების განხორციელების კოორდინაციას; ზ)სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ადგილობრივი  მნიშვნელობის  გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, ასევე, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული სხვა კომუნიკაციებისათვის მიყენებული ზარალის სავარაუდო ოდენობის განსაზღვრას და მის სალიკვიდაციოდ  წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; თ) მუნიციპალიტეტის დასახლებებში ელექტროფიკაციის, გაზმომარაგების, წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების სამუშაოთა დაგეგმვას; ი) წინადადებების,  დასკვნებისა   და   რეკომენდაციების   შემუშავების უზრუნველყოფას  მუნიციპალიტეტის   ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების საკითხებზე; კ) მუნიციპალიტეტის  დასახლებათა  ტერიტორიების კეთილმოწყობის  დაგეგმვას,  წინადადების, დასკვნების და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის  დასახლებულ ტერიტორიებზე, მწვანე ზონის, სკვერების, პარკების,  სპორტულ გამაჯანსაღებელი მოედნების  მოწყობის საკითხებზე. ლ) შემოსულ განცხადებებსა და წერილებზე, შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხების მომზადება და ადრესატამდე დანიშნულებისამებრ გადაგზავნა. მ) წინადადებების შემუშავებას გარე ვაჭრობის რეგულირების სფეროში; ნ) წინადადებების შემუშავებას გარე რეკლამის განთავსების საკითხებზე; ო) მოქმედი კანონმდებლობითა   და   მუნიციპალიტეტის   სამართლებრივი   აქტებით  განსაზღვრუ-ლი   სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის განყოფილების ფუნქციები ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალური  ინფრასტრუქტურის  – ადგილობრივი  მნიშვნელობის  გზების,  ხიდების,გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა  და განვითარების  დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადების განხორციელების კოორდინაციას; ბ) სტიქიური  მოვლენების  შედეგად   დაზიანებული  ადგილობრივი  მნიშვნელობის  გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, ასევე, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული სხვა კომუნიკაციებისათვის მიყენებული ზარალის სავარაუდო ოდენობის განსაზღვრას და მის სალიკვიდაციოდ  წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; გ) მუნიციპალიტეტის დასახლებებში ელექტროფიკაციის, გაზმომარაგების, წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების სამუშაოთა დაგეგმვას; დ) წინადადებების,  დასკვნებისა   და   რეკომენდაციების   შემუშავების უზრუნველყოფას  მუნიციპალიტეტის   ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების საკითხებზე; ე) მუნიციპალიტეტის  დასახლებათა  ტერიტორიების კეთილმოწყობის  დაგეგმვას,  წინადადების, დასკვნების და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის  დასახლებულ ტერიტორიებზე, მწვანე ზონის, სკვერების, პარკების,  სპორტულ გამაჯანსაღებელი მოედნების  მოწყობის საკითხებზე. ვ) შემოსულ განცხადებებსა და წერილებზე, შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხების მომზადება და ადრესატამდე დანიშნულებისამებრ გადაგზავნა. ზ) წინადადებების შემუშავებას გარე ვაჭრობის რეგულირების სფეროში; თ) წინადადებების შემუშავებას გარე რეკლამის განთავსების საკითხებზე; ი)  მოქმედი   კანონმდებლობითა   და   მუნიციპალიტეტის   სამართლებრივი აქტებით   განსაზღვრული   სხვა ფუნქციების განხორციელებას.