“პირველადი ჯანდაცვის საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ”
მიღების თარიღი 24.02.2003
ძალის დაკარგვა 13.06.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №35/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.697
გამოქვეყნების წყარო სსმ, 17, 07/03/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
“პირველადი ჯანდაცვის საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Wingdings; panose-1:5 0 0 0 0 0 0 0 0 0;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:LitNusx;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";}
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";}
p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:177.65pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 56.7pt 56.7pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო
სარეგიტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.697
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №35/ნ
2003 წლის 24 თებერვალი
ქ. თბილისი
„
პირველადი ჯანდაცვის საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“
„
აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლისა და „
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 17 ოქტომბრის №411 ბრძანებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქის „
ლ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
შეიქმნას პირველადი ჯანდაცვის საკოორდინაციო საბჭო და დამტკიცდეს თანდართული დებულება.
2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ა. გამყრელიძე
პირველადი ჯანდაცვის საკოორდინაციო საბჭოს დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. დებულება განსაზღვრავს პირველადი ჯანდაცვის საკოორდინაციო საბჭოს (შემდგომში საბჭო) კომპეტენციასა და საქმიანობის წესს.
2. საბჭოს შექმნა მიზნად ისახავს პირველადი ჯანდაცვის სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების ორგანიზებას და მასთან დაკავშირებული საკითხების კოლეგიალურ განხილვას, სამართლებრივად სწორი და ოპტიმალური გადაწვეტილებების მისაღებად.
მუხლი 2🔗. საბჭოს ფუნქციები და კომპეტენცია
1. საბჭოს ფუნქციებსა და კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) პირველადი ჯანდაცვის სტრატეგიის დანერგვა-განხორციელების ხელშეწყობა.
ბ) ქვეყნის მოსახლეობისათვის მისაღები პირველადი ჯანდაცვის მომსახურების პაკეტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
გ) პირველადი ჯანდაცვის სფეროში სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების კოორდინირების მიზნით სათანადო წინადადებების შემუშავება.
დ) პირველადი ჯანდაცვის ქსელის ჩამოყალიბებასა და მართვასთან დაკავშირებული მიზნების, სტრატეგიების, რესურსების საერთო მოთხოვნების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება.
ე) პირველად ჯანდაცვაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების სხვადასხვა ასპექტების ურთიერთკავშირისა და კოორდინირების უზრუნველყოფა და ეტაპობრივი ამოცანების განსაზღვრა.
ვ) პირველადი ჯანდაცვის სფეროში ინტერსექტორული თანამშრომლობის ხელშეწყობა;
ზ) პირველად ჯანდაცვასთან დაკავშირებული ინიციატივების/საკითხების განხილვა და გადაწყვეტის ხელშეწყობა.
2. საბჭო, ფუნქციების შესაბამისად, იხილავს პირველადი ჯანდაცვის მართვის კომიტეტის მიერ მომზადებულ საკითხებს.
3. საბჭო მჭიდროდ თანამშრომლობს როგორც დონორ ორგანიზაცეიბთან, აგრეთვე სხვა სახელმწიფო და არასამთავრობო სტრუქტურებთან და აწყობს მოსმენებს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ.
4. საბჭოს საქმიანობა პერიოდულად შუქდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.
მუხლი 3🔗. საბჭოს შემადგენლობა
1. საბჭოს პერსონალური შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით.
2. საბჭოს მუშაობის ორგანიზებულად უზრუნველსაყოფდად საბჭოში იქმება პირველადი ჯანდაცვის მართვის კომიტეტი, რომლის ფუნქციებია:
ა) საბჭოს გადაწყვეტილებების განხორციელება და მონიტორინგი.
ბ) პირველადი ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებში მონაწილე მხარეების საქმიანობათა კოორდინაციის ხელშეწყობა. საერთაშორისო, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციათა მუშაობის წარმართვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება ურთიერთშეთანხმებული ფორმატით.
გ) პირველადი ჯანდაცვის სისტემის დანერგვისათვის საჭიროებათა შეფასება და შესაბამისი რესურსების მოძიება.
დ) პირველადი ჯანდაცვის სისტემის დანერგვის ღონისძიებების შეთანხმება და მათ საფუძველზე პირველადი ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების კონსოლიდირებული გეგმისა და ბიუჯეტთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება.
ე) პირველადი ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროექტების განხორციელების პროცესის განხილვა და ანალიზი. დაგეგმვის პროცესის პრაქტიკული ეფექტურობის შეფასება, რესურსების კოორდინაციის გაუმჯობესებისათვის წინადადებებისბ მომზადება.
ვ) პირველადი ჯანდაცვის პროგრამის საკვანძო, პრიორიტეტული პროცესების განსაზღვრა. პირველად ჯანდაცვასთან დაკავშირებით საჭირო რესურსების გამოყენების მონიტორინგი და ეფექტურობის შეფასება.
ზ) საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა.
მუხლი 4🔗. საბჭოს სხდომის მოწვევისა და გადაწყვეტილების მიღების წესი
1. საბჭოს სხდომა მოიწვევა თვეში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მოწვეული იქნას რიგგარეშე სხდომა.
2. სხდომის მოწვევის დროსა და დღის წესრიგს განსაზღვრავს საბჭოს თავმჯდომარე.
3. საბჭოს სხდომებს ხელმძღანელობს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში საბჭოს ერთ-ერთი წევრი საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.
4. საბჭო უფლებამოსილია თუ საბჭოს სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა.
5. საბჭოს ყველა წევრი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით.
6. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
7. საბჭოს ყავს მდივანი, რომელიც ამავდროულად არის საბჭოს წევრი.
8. საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, სადაც აღინიშნება მისი მიღების თარიღი, რიგითი ნომერი (სხდომის რიგითობის მიხედვით) და გადაწყვეტილების შინაარსი.
9. საბჭოს ოქმს ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.
10. საბჭოს სხდომა შეიძლება გადაიდოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით