1. საკრებულოს თავმჯდომარის შვებულების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო .

2. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ შვებულების მოთხოვნა შესაძლებელია გახდეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის საფუძველი .

3. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეების მიერ შვებულების მოთხოვნის შესახებ წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილებაზე გადაწყვეტილება მიიღება საკრებულოს თავმჯდომარის მიერ , ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით , რაც უახლოეს სხდომაზე უნდა ეცნობოს საკრებულოს