1. საკრებულოს მორიგი სხდომები, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც. საკრებულოს მორიგი სხდომა ტარდება, როგორც წესი, ყოველი თვის პირველ პარასკევს (თუ პარასკევი არასამუშაო დღეა, მომდევნო სამუშაო დღეს).
2. საკრებულოს მორიგი სხდომა მოიცავს მორიგი სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით ჩატარებული საკრებულოს სხდომების ერთობლიობას.
3. მორიგ სხდომაში საკრებულოს სხდომების რაოდენობა დაკავშირებულია საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგის საკითხთა რაოდენობასთან.საკრებულოს სხდომებზე დაწყებული საკითხის/საკითხების განხილვა შეიძლება გაგრძელდეს ამავე მორიგი სხდომით გათვალისწინებულ საკრებულოს შემდგომ სხდომებზე.
4. საკრებულოს მორიგი სხდომა იხურება (სრულდება), როდესაც საკრებულოს მიერ მორიგი სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა საკითხზე მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება (მათ შორის შეიძლება იყოს გადაწყვეტილება დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის (საკითხების) განხილვის გადადების შესახებ).
5. საკრებულოს საქმიანობა მოიცავს საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფებისა და ფრაქციების სხდომებს.
6. საკრებულო უფლებამოსილია მიიღოს საკრებულოს სამართლებრივი აქტი (საკრებულოს დადგენილება, საკრებულოს განკარგულება) ასევე სხვა გადაწყვეტილება(მიმართვა, შუამდგომლობა, განცხადება, დავალება, რეკომენდაცია, ცნობა და სხვა), მოისმინოს და ცნობად მიიღოს ინფორმაცია, შეიმუშაოს რეკომენდაციები მხოლოდ საკრებულოს სხდომაზე.
7. საკრებულო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუკი საკრებულოს სხდომას ესწრება საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
8. მუნიციპალიტეტის საკრებულო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს იღებს საკრებულოს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ რეგლამენტით სხვა რამ არ არის დადგენილი.
9. საკრებულოს სხვა გადაწყვეტილებები მიიღება საკრებულოს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, თუ საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ რეგლამენტით სხვა რამ არ არის დადგენილი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ · რედაქცია 06.03.2026
მუხლი 8. საკრებულოს მუშაობის საერთო წესი
თავი I — ზოგადი დებულებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. საკრებულო
- მუხლი 2. საკრებულოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
- მუხლი 3. საკრებულოს უფლებამოსილება
- მუხლი 4. საკრებულოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები
- მუხლი 6. საკრებულოს საქმისწარმოება
- მუხლი 7. საკრებულოს ადგილსამყოფელი
- მუხლი 9. საკრებულოს სხდომათა დარბაზი
- მუხლი 10. საკრებულოს სხდომაზე დასწრების წესი
- მუხლი 11. საკრებულოს სხდომების ტრანსლაცია
- მუხლი 12. საკრებულოს დარბაზში ღონისძიებების ჩატარების წესი
- მუხლი 13. საკრებულოს წევრის სტატუსი
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“, მუხლი 8, №16, 01.07.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.167.016539 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5512652/muxli-8/