„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
Ordinance of the Government of Georgia (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №342 |
|
2022 წლის 1 ივლისი ქ. თბილისი |
„7. ერთიან ეროვნულ/საერთო სამაგისტრო/საგნის/პროფესიული უნარების/უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდებსა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე მონაწილეობისთვის რეგისტრირებული პირი (შემდგომში – გამოსაცდელი), რომელსაც დადასტურებული აქვს COVID-19-ის ინფექცია, უფლებამოსილი არ არის, გამოცდაზე გავიდეს დიაგნოზის დადასტურებიდან 7-დღიანი ვადის გასვლამდე.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ პირთათვის დამატებითი გამოცდების ჩატარების მიზნით, სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია, ელექტრონულად, დაცული დოკუმენტის სახით, სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს მიაწოდოს იმ გამოსაცდელების თაობაზე ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, გამოცდის თარიღი და დრო), რომლებიც არ გამოცხადდნენ შესაბამის გამოცდაზე. სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია, სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისაგან ელექტრონული ფორმით მიიღოს ინფორმაცია იმ გამოსაცდელების შესახებ, რომელთაც დაუდასტურდათ COVID-19-ის ინფექცია შესაბამის გამოცდამდე 7 დღის განმავლობაში. სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრსა და სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება სსიპ – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს ინფრასტრუქტურის მეშვეობით. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლებისათვის. სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოსაცდელისათვის COVID-19-ის ინფექციის დადასტურების შესახებ მიღებული ინფორმაცია სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ინახება ერთი წლის ვადით, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ ნადგურდება.“.
|