“მყარი საყოფაცხოვრებო გადანაყარების პოლიგონების მოწყობისა და ექსპლუატაციის სანიტარული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ”
მიღების თარიღი 24.02.2003
ძალის დაკარგვა 10.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №36/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.698
გამოქვეყნების წყარო სსმ, 17, 07/03/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| სამრეწველო ნარჩენების ნარჩენების 1 | 2 |
| 1.24.01 | ალუმოსილიკატური შლამი |
| 1.36.02.1 | აზბესტოცემენტის ნამსხვრევები |
| 1.36.02.2 | მარცვლოვანი აზბესტი |
| 1.39.01 | ბენტონიტის ნარჩენები |
| 1.31.01 | კალციუმის კარბიდის საწარმოს ნარჩენი გრაფიტი |
| 1.39.02 | B6 ვიტამინის წარმოების თაბაშირის შემცველი ნარჩენები |
| 1.39.03 | დუღა კირი,კირქვა, კირის ჩაქრობის შემდგომი შლამები |
| 1.39.04 | ქიმიურად დანალექი ცარცის მკვრივი ნარჩენი |
| 1.39.05 | ალუმინის ოქსიდის ნარჩენები დამუშავებული ბრიკეტებად (AlCl3 –ის წარმოებაში) |
| 1.39.06 | კაჟმიწა |
| 1.39.07 | პარანიტის ნარჩენები |
| 1.39.08 | ნატრიუმის სულფატის მარილების ნადნობი |
| 1.39.09 | სილიკაგელი (არატოქსიკური აირების გამომშრობი ადსორბერიდან) |
| 1.24.02 | სილიკაგელის წარმოების ფილტრ-პრესის შლამი (შეიცავს თიხასა და კაჟმიწას) |
დოკუმენტის ტექსტი
“მყარი საყოფაცხოვრებო გადანაყარების პოლიგონების მოწყობისა და ექსპლუატაციის სანიტარული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ”
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; }
h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; }
h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-weight:normal;}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; }
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.25in; font-size:14.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
span.msoIns { text-decoration:underline; color:teal;}
span.msoDel { text-decoration:line-through; color:red;}
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:42.55pt 49.6pt 49.6pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო
სარეგიტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.698
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №36/ნ
2003 წლის 24 თებერვალი
ქ. თბილისი
მყარი საყოფაცხოვრებო გადანაყრების პოლიგონების მოწყობისა და ექსპლუატაციის სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ
ნიადაგის სანიტარიული დაცვის, ნიადაგის დაბინძურებით ადამიანის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის აღკვეთისა და მყარი საყოფაცხოვრებო გადანაყრების პოლიგონების მოწყობისა და ექსპლუატაციის სანიტარიული წესების დადგენის მიზნით, „
ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1
. დამტკიცდეს თანდართული „
ჰიგიენური მოთხოვნები მყარი საყოფაცხოვრებო გადანაყრების პოლიგონების მოწყობისა და ექსპლუატაციისადმი” – სანიტარიული წესები და ნორმები;
2
. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. გამყრელიძე
ჰიგიენური მოთხოვნები მყარი საყოფაცხოვრებო გადანაყრების პოლიგონების მოწყობისა და ექსპლოატაციისადმი
სანიტარიული წესები და ნორმები
სანწ-
დან 2.1.7. 005 – 02
თავი I
გამოყენების სფერო
მუხლი 1🔗
1. წინამდებარე სანიტარიული წესები და ნორმები შემუშავებულია საქართველოს კანონების „
ჯანმრთელობის დაცვის შესახებ”, „
ნიადაგია დაცვის შესახებ” და „
გარემოს დაცვის შესახებ” შესაბამისად.
2. მოცემული სანიტარიული წესების და ნორმების მოთხოვნები განკუთვნილია სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის, აგრეთვე კომუნალური მომსახურების იმ კერძო ორგანოებისათვის, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია მყარი საყოფაცხოვრებო გადანაყრების პოლიგონების დაპროექტებასა და ექსპლუატაციასთან.
3. წინამდებარე სანიტარიულ წესებსა და ნორმებში მოცემულია მყარი საყოფაცხოვრებო გადანაყრების პოლიგონებისათვის მიწის ნაკვეთის შერჩევის წესები რელიეფის, ტერიტორიის ფართობის, კლიმატური და სხვა თავისებურებების გათვალისწინებით. შესაბამისად,
ჩამოყალიბებულია პოლიგონების ტიპის შერჩევის პირობები და ექსპლუატაციის, კონსერვაციის, ტექნოლოგიური კონტროლისა და მომუშავეთა ავადობის თავიდან აცილების ღონისძიებანი. მოცემულია აგრეთვე სამრეწველო საწარმოთა იმ ტოქსიკური ნარჩენების ზღვრული რაოდენობა, რომელთა განთავსება დასაშვებია აღნიშნულ პოლიგონებში – ჩამონათვალის, საშიშროების კლასის მითითებისა და ყველა განსაკუთრებული შემთხვევის გათვალისწინებით.
მუხლი 2🔗
1. მყარი საყოფაცხოვრებო გადანაყრების პოლიგონებისათვის მიწის ნაკვეთის შერჩევის, მისი მოწყობისა და ექსპლუატაციის სანიტარიული წესები და ნორმები შემუშავებულია ტექნიკური შესაძლებლობების, ეკონომიკური მოთხოვნების, ჰიგიენური მეცნიერების თანამედროვე მიღწევებისა და სანიტარიული პრაქტიკის არსებული დონის გათვალისწინებით.
2. აღნიშნული სანიტარიული წესებისა და ნორმების შემუშავების აუცილებლობა გამოწვეულია საყოფაცხოვრებო ნარჩენების გაუვნებლების და გადამუშავების ინდუსტრიული მეთოდების (ბიოთერმული კომპოსტირება, დაწვა, პიროლიზი, მექანიკური დახარისხების ქარხნები) დანერგვასთან ერთად გაუვნებლების ნიადაგური მეთოდების შენარჩუნებით, კერძოდ, მაღალ დატვირთვისუნარიანი პოლიგონების შექმნით, რომელთაც დიდი უპირატესობა გააჩნიათ ჩვეულებრივ პოლიგონებსა ან გაუმჯობესებულ ნაგავსაყრელებთან შედარებით.
3. საყოფაცხოვრებო გადანაყრების გასაუვნებელი პოლიგონები უზრუნველყოფენ ნარჩენების იზოლაციასა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით საიმედო მდგომარეობას.
4. მოცემული სანიტარიული წესებისა და ნორმების შემუშავებისას გამოყენებულია სხვადასხვა ქვეყნის ქალაქების გამოცდილება ამ სფეროში და მისადაგებულია საქართველოს გეოგრაფიულ, კლიმატურ, რელიეფურ და ეკონომიკურ პირობებთან.
5. წინამდებარე სანიტარიული წესებისა და ნორმების მოთხოვნათა დაცვაზე სახელმწიფო სანიტარიულ კონტროლს ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახური.
თავი II
ზოგადი დებულებები
მუხლი 3🔗
1. მყარი საყოფაცხოვრებო გადანაყრების (შემდგომ – მსგ) პოლიგონი წარმოადგენს სპეციალურ ნაგებობებს, რომელიც გამიზნულია გადანაყრების იზოლაციისა და გაუვნებლებისათვის, ამავე დროს, უზრუნველყოფს გარემოს სანიტარიული მდგომარეობისა და მოსახლეობის ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების დაცვას. პოლიგონზე უზრუნველყოფილ უნდა იქნეს მყარი საყოფაცხოვრებო გადანაყრების სტატიკური მდგრადობა იმის გათვალისწინებით, რომ დინამიკურად განხორციელდება პოლიგონის შემჭიდროება, მინერალიზეცია, აირგამოყოფა და მაქსიმალური დატვირთვა ფართობის ერთეულზე, ხოლო პოლიგონის დახურვის შემდეგ შესაძლებელი იქნება ნაკვეთის რაციონალური გამოყენება. პოლიგონი შეიძლება შეიქმნას ყველა სიდიდის დასახლებული პუნქტისათვის. ამ პუნქტების ჯგუფებისათვის რეკომენდებულია ცენტრალიზებული პოლიგონის შექმნა.
2. მსგ ექვემდებარება ადგილობრივი ხელისუფლების გამგებლობას, რომელიც უზრუნველყოფს მიწის ნაკვეთის გამოყოფას, მის მოწყობას, ტექნიკურ აღჭურვას, ახორციელებს ობიექტის ექსპლუატაციის კონტროლს.
3. პოლიგონის მოსაწყობად მიწის ნაკვეთის შერჩევა თანხმდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურთან, მის მიერ გაცემული ჰიგიენური დასკვნის საფუძველზე.
4. პოლიგონის ექსპლოატაციის განმახორციელებელი ორგანიზაციები შეიმუშავებენ პოლიგონების მუშაობის რეგლამენტსა და რეჟიმს, საყოფაცხოვრებო გადანაყრების მიღების, ტექნიკური უსაფრთხოებისა და საწარმოო სანიტარიის ინსტრუქციებს პოლიგონზე მომუშავეთათვის. ამასთან, ახორციელებენ კონტროლს მისაღებ გადანაყარზე; აწარმოებენ მის სადღეღამისო აღრიცხვას; აკონტროლებენ მის გადანაწილებას პოლიგონის მოქმედ ნაწილებში; უზრუნველყოფენ იზოლაციის ტექნოლოგიურ ციკლს.
5. მსგ პოლიგონები ღებულობენ ნაგავს საცხოვრებელი სახლებიდან, საზოგადოებრივი შენობებიდან და დაწესებულებებიდან, ვაჭრობისა და საზოგადოებრივი კვების ობიექტებიდან, ქუჩიდან, ბაღებიდან და პარკებიდან. ასევე სამშენებლო ნაგავსა და ზოგიერთი სახის მყარ ინერტულ სამრეწველო გადანაყარს, რომელთაც არ გააჩნიათ ტოქსიური ან რადიაქტიური თვისებები. ასეთი გადანაყრების სია უნდა შეთანხმდეს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურთან.
მუხლი 4🔗
1. მსგ პოლიგონზე აკრძალულია ქიმიურად და ეპიდემიოლოგიურად საშიში გადანაყრების მიღება, ისინი უნდა დაიმარხოს სპეციალურ სამარხებში.
2. რადიაქტიური ნივთიერებების შემცველი მყარი, თხევადი და პასტისებრი გადანაყრების გაუვნებლება ხდება სპეციალურ პოლიგონზე.
3. სამრეწველო საწარმოების იმ მყარი და პასტისებრი გადანაყრების ჩამარხვა და გაუვნებლება, რომლებიც შეიცავენ ტოქსიკურ ნივთიერებებს, მძიმე ლითონებს (საშიშროების I-II კლასი), საწვავ და ფეთქებადსაშიშ ინგრედიენტებს, ხორციელდება სპეციალურ პოლიგონებზე.
4. ცხოველების ლეშის, ხორცკომბინატის, სასაკლაოს კონფისკატების გაუვნებლება ხდება საქონლის სასაფლაოზე.
5. სამედიცინო დაწესებულებების (ქირურგიული საავადმყოფოები და განყოფილებები, სამშობიარო სახლები, ინფექციური და ფთიზიატრიული საავადმყოფოები და სხვ.) გადანაყარების გაუვნებლება რეგლამენტირდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს 300/ნ ბრძანებით დამტკიცებული სანიტარიული წესებისა და ნორმების „
სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების ნარჩენების შეგროვების, შენახვისა და გაუვნებლების სანიტარიული წესების” შესაბამისად.
6. მსგ პოლიგონზე აკრძალულია მეორადი ნედლეულის შეგროვება უშუალოდ ნაგავგადამტანი ტრანსპორტიდან. ნარჩენების დახარისხება და სელექციური შეგროვება დასაშვებია სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების გათვალისწინებით.
7. სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს ზედამხედველობას მსგ პოლიგონის მოწყობასა და ექსპლოატაციაზე წინასწარი და მიმდინარე ზედამხედველობის ყველა ეტაპზე მუშაობის ყოველწლიური გრაფიკის შესაბამისად და ხელმძღვანელობს წინამდებარე წესებით, აგრეთვე ნიადაგში ქიმიური ნივთიერებების ჰიგიენური ნორმატივებით (ზდკ) და ნიადაგის სანიტარიული მდგომარეობის შესაფასებილი მაჩვენებლებით.
თავი III
ჰიგიენური მოთხოვნები მყარი საყოფაცხოვრებო გადანაყრების პოლიგონის მიწის ნაკვეთის შერჩევისადმი
მუხლი 5🔗
1. მსგ პოლიგონისათვის მიწის ნაკვეთის შერჩევისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ტერიტორიის კლიმატურ-გეოგრაფიული და ნიადაგური თავისებურებანი, ასევე გეოლოგიური და ჰიდროლოგიური პირობები. აკრძალულია პოლიგონების განლაგება: წყალსატევებისა და მინერალური წყაროების სანიტარიული დაცვის I და II სარტყლის ზონაში; კურორტების სანიტარიული დაცვის სამივე სარტყლის ზონაში; დამსკდარ ქანებიან ადგილებში; მოსახლეობის მასობრივი დასვენებისა და ბავშვთა გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა ადგილებში.
2. მსგ პოლიგონისათვის გამოსაყოფ ნაკვეთში ტარდება სანიტარიული, გეოლოგიური და ჰიდროლოგიური საკვლევი სამუშაოები. პერსპექტიულად ითვლება ის ადგილები, სადაც გამოვლინდება თიხა ან მძიმე თიხნარი, ხოლო გრუნტის წყლის დგომის დონე 2 მეტრზე ქვემოთაა. გამორიცხულია პოლიგონად 1 მეტრზე უფრო ღრმა ჭაობისა და ისეთი ნაკვეთის გამოყენება, სადაც გრუნტის წყალი წყაროდ მოედინება. მიზანშეწონილია, რომ მსგ პოლიგონებისათვის ნაკვეთი არ შეირჩეს მწვანე ნარგავებიან და მიწაყრილიან სანიტარიულ-დაცვით ზონებში.
3. მსგ პოლიგონისათვის მიწის ნაკვეთის ვარგისიანობის შესახებ ჩატარებული საკვლევი სამუშაოების შედეგების მიხედვით საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული გეოლოგიური (ლითოლოგიური) დასკვნის საფუძველზე და მასში მითითებული მონაცემების შეჯერებით, სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაიცემა ჰიგიენური დასკვნა.
4. მსგ პოლიგონის მოსაწყობი მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა გათვალისწინებულ უნდა იქნეს ქალაქისა და მის მიმდებარე ზონის გენერალურ გეგმაში ან ქალაქის დაგეგმარებისა და განაშენიანების პროექტში. მსგ პოლიგონი სასურველია მოეწყოს სწორ ადგილზე, სადაც გამორიცხულ იქნება ატმოსფერული ნალექებით გადანაყარის ჩამორეცხვა და ამით მიმდებარე მიწის, ღია წყალსატევებისა და დასახლებული პუნქტების ნიადაგების დაბინძურება.
5. მსგ პოლიგონისათვის დასაშვებია ხრამიანი მიწის ნაკვეთის გამოყენება – დაწყებული მდინარის ზემო წელიდან. ეს საშუალებას იძლევა მთის წყალშემკრები არხების მოწყობის გზით უზრუნველყოფილ იქნეს ნადნობი თოვლისა და კოკისპირული წვიმის წყლის შეგროვება და ღია წყალსატევებში ჩაშვება. ხრამის მონაკვეთი სიგრძეში იყოფა ნაწილებად,
დაწყებული ზემო წელიდან ათვისების რიგის მიხედვით. მოწყობილობის თითოეული რიგი დამრეც მხარეს ექვემდებარება ვერტიკალურ დაგეგმარებას და კაშხალის მოწყობის გზით უზრუნველყოფს მდინარის ნაპირებიდან გადმოსვლისა და ჩამოზვავების აცილებას.
6. მსგ პოლიგონისათვის მიწის ნაკვეთის ფართობი შეირჩევა 15-20-
წლიანი ექსპლუატაციის ანგარიშით.
7. მსგ პოლიგონები უნდა განლაგდეს ქალაქის ფარგლებს გარეთ. მანძილი საცხოვრებელი სახლებიდან პოლიგონის საზღვრამდე, სანიტარიული დაცვითი ზონის სახით უნდა იყოს არა-
ნაკლებ 500 მ-ის. გარდა ამისა,
სანიტარიულ-დაცვითი ზონის ზომა უნდა დაზუსტდეს ატმოსფეროში გაზისებრი გამონაბოლქვების გაანგარიშებით. ზონის საზღვრები დგინდება 1 ზდკ-ს იზოხაზით, თუ ის ნორმატიული ზონის ფარგლებს სცილდება. სანიტარიულ-დაცვითი ზონის შემცირება ხდება დადგენილი წესით.
8. მსგ პოლიგონი შედგება ორი ურთიერთდაკავშირებული ნაწილისაგან: ტერიტორია მყარი საყოფაცხოვრებო გადანაყარების და საყოფაცხოვრებო-სამეურნეო ობიექტებისათვის. მსგ პოლიგონის მოსაწყობად შერჩეული ნაკვეთის ჰიგიენური მოთხოვნების შესაბამისობაზე დასკვნას იძლევა სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახური.
თავი IV
ჰიგიენური მოთხოვნები მყარი საყოფაცხოვრებო გადანაყარების პოლიგონის მოწყობისადმი
მუხლი 6🔗
1. მძლავრი მსგ პოლიგონის მოწყობისათვის რეკომენდებულია მიწის ნაკვეთის ეფექტური გამოყენება. პოლიგონი, რომლის საერთო სიმაღლე 20 მ-ს აღემატება და გამოყენებულ ფართობზე დატვირთვა შეადგენს 10 ტ/მ2 ან 100000 ტ/ჰა, განეკუთვნება მაღალ დატვირთვისუნარიან კატეგორიას.
2. პოლიგონის ძირითადი ნაწილია გადანაყარის ჩასატვირთი მონაკვეთი (მოქმედი ნაწილი), რომლის მთელ ფართობზე გათვალისწინებულია ქვაბულის მოწყობა გასქელებული გრუნტის მისაღებად გადანაყარის შუალედური და საბოლოო იზოლაციისათვის. ქვაბულების გრუნტი ნაყარში ლაგდება პოლიგონის პერმეტრზე.
3. წლიური ატმოსფერული ნალექების მოცულობის, ნიადაგის აორთქლების უნარისა და დასაწყობი მყარი საყოფაცხოვრებო გადანაყარის ტენიანობის გათვალისწინებით განისაზღვრება მათ სისქეში თხიერი ფაზის-ფილტრატის წარმოქმნის შესაძლებლობა.
4. ფილტრატი ჩნდება, როცა დასაწყობი მყარი საყოფაცხოვრებო გადანაყარის ტენიანობაა 55% და ატმოსფერული ნალექი მნიშვნელოვნად აღემატება პოლიგონის ზედაპირიდან აორთქლებული ტენის რაოდენობას.
5. ქვაბულის წყალგაუმტარი ფსკერი ასეთ კლიმატურ პირობებში მკაცრად ჰორიზონტალური უნდა იყოს, რაც უზრუნველყოფს ფილტრატის თანაბარ განაწილებას მთელ ტერიტორიაზე.
6. მსგ განსათავსებელი ქვაბულის საფუძველს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 0,5 მ სისქის შებოჭილი გრუნტის ფენა, რომლის ფილტრაციის კოეფიციენტი იქნება არა უმეტეს 10-5 სმ/წთ (0.0086 მ/დღე-ღამე). იმ გრუნტისათვის, რომლის ფილტრაციის კოეფიციენტი 30-50%-ით მეტია 10-5 სმ/წთ ნორმაზე (1,3X10-5 – 1,5X10-5 სმ/წთ), სავარაუდოა გამკვრივება.
7. წვრილმარცვლოვანი გრუნტებისათვის, რომელთა ფილტრაციის კოეფიციენტია 10-3 – 3X10-5 სმ/წთ აუცილებელია:
ა) ფენების დაკავშირება 5-10 მმ-ის ნავთობგადამამუშავებელი წარმოების ნარჩენებით (არა უმეტეს 18% გოგირდმჟავას შემცველი მჟავე გუდრონის სახეობებით);
ბ) ხელოვნური საფუძველის მოწყობა, რომელიც შედგება 0,5 მ სისქის შესაქმნელი ხელოვნური ფილტრაციის საწინააღმდეგო ეკრანის, ან 0,2 მმ სისქის მურით სტაბილიზებული პოლიეთილენის აფსკის ორი ფენისაგან.
8. იმ მსგ პოლიგონებისათვის, რომლებიც წელიწადში იღებენ 120000 მ3 მყარ საყოფაცხოვრებო გადანაყარს, რეკომენდებულია გადანაყარის განთავსების ტრანშული სქემა.
9. გადანაყარის განთავსების უბანში სქემა ითვალისწინებს 3-6 მ-ის სიღრმისა და 6-12 მ სიგანის ტრანშეების მოწყობას. ტრანშეები განლაგებულ უნდა იქნეს გაბატონებული ქარების მიმართულების პერპენდიკულარულად, რაც ხელს შეუშლის მყარი საყოფაცხოვრებო გადანაყარის გაფანტვას.
10. ტრანშეების ამოთხრის შედეგად მიღებული მიწის გრუნტი გამოიყენება მსგ პოლიგონის ნაწილების ავსების შემდეგ ზედ გადასაყრელად.
11. ტრანშეის ფსკერი იმ კლიმატურ ზონაში, სადაც შეიძლება წარმოიქმნას ფილტრატი, უნდა იყოს არანაკლებ 0,5 მ-ით ჩაშვებული თიხოვან გრუნტში.
12. ტრანშეის სიგრძე უნდა შეესაბამებოდეს მისი შევსების დროის ხანგრძლივობას, რაც დამოკიდებულია ტემპერატურის მერყეობაზე:
ა) როცა ტემპერატურა 00С
-ზე დაბალია, ივსება გრუნტის გაყინვის მთელ პერიოდში.
ბ) როცა ტემპერატურა 00С
-ზე მაღალია, ივსება 1-2 თვის განმავლობაში;
მუხლი 7🔗
1. დაუშვებელია მყარი საყოფაცხოვრებო გადანაყარის უშუალოდ წყალში, ჭაობიან ან წყალმოვარდნილ ნაკვეთებზე განთავსება. ასეთ ნაკვეთებზე მოწყობილი პოლიგონის გამოყენების წინ საჭიროა ინერტული მასალის მოყრა ისე, რომ სიმაღლეში 1 მ-ით აღემატებოდეს წყალმოვარდნილი ან ზედაპირული წყლების მაქსიმალურ დონეს. ამისათვის საჭიროა წყალგაუმტარი ეკრანის შექმნა. როცა გრუნტის წყლების დგომის დონე 1 მ-ზე ნაკლებია, ზედაპირზე იყრება საიზოლაციო ფენა, რისთვისაც საჭიროა გრუნტის წინასწარ გაშრობა.
თავი V
ჰიგიენური მოთხოვნები მყარი საყოფაცხოვრებო გადანაყარების პოლიგონის სამეურნეო ზონის მოწყობისადმი
მუხლი 8🔗
1. მსგ პოლიგონის სამეურნეო ზონა ეწყობა მომუშავე პერსონალისათვის საწარმოო-საყოფაცხოვრებო შენობის, გარაჟის ან მანქანებისა და მექანიზმების ფარდულის განსალაგებლად. მომუშავე პერსონალისათვის უნდა მოეწყოს ტუალეტი, სასადილო ოთახი, უნდა გათვალისწინებულ იქნეს საჭირო რაოდენობის საყოფაცხოვრებო-სამეურნეო წყლით უზრუნველყოფა.
2. სამეურნეო ზონის ტერიტორიაზე უნდა დაისხას ბეტონი ან ასფალტი, მოეწყოს განათება და მსუბუქი შეღობვა.
3. მსგ კონტეინერების გასარეცხად უნდა მოეწყოს მოედანი სამეურნეო ზონის გარეთ. მასზე განლაგდება სარეცხი განყოფილება ცივი წყლით. აუცილებელია სარეცხ მოედანზე მისული და გარეცხვის შემდეგ გამოსული მანქანების სატრანსპორტო ნაკადის გამიჯვნა.
4. იმ შემთხვევაში, თუ არ არის წყალგაყვანილობა, მსგ კონტეინერების გარეცხვა +50С
-ზე მაღალი ტემპერატურის პირობებში დასაშვებია სპეციალური სარეცხი მანქანებით. დიდ პოლიგონებზე, რომლებიც იღებენ 360000 მ3/წ გადანაყარს და გათვალისწინებულია 15 წელზე მეტი ხანგრძლივობით ექსპლუატაციისათვის, აუცილებელია წყლის გაყვანილობის მიყვანა არტეზიული ჭებიდან ან სხვა წყაროებიდან, რომლებიც განლაგებულია პოლიგონს გარეთ, რისთვისაც საჭიროა შეთანხმება სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურთან.
5. მსგ კონტეინერის ნარეცხი ჩამდინარე წყლები რეკომენდებულია მიეწოდოს შუალედური იზოლაციით გადახურული პოლიგონის ზედაპირს. ამ ჩამდინარე წყლის 92-99% ორთქლდება ზედაპირიდან ან ანოტივებს მყარ საყოფაცხოვრებო გადანაყარს. კონტეინერების ნარეცხი ჩამდინარე წყლების 1-8% ფილტრატი და ატმოსფერული ნალექები დრენაჟული სისტემით გროვდება და კვლავ გადაიდენება პოლიგონის ზედაპირზე. ეს უზრუნველყოფს მის გაუჟონავ ექსპლუატაციას.
მუხლი 9🔗
1. სანიტარიული მოთხოვნების მიხედვით, თხიერი გადანაყარის გამყოფის ყველაზე საიმედო მეთოდია ობიექტის კანალიზაცია, რომელიც მიერთებულია საქალაქო გამწმენდ ნაგებობასთან, საასენიზაციო მანქანებით გამოიტანება ქალაქის წყალსაღვრელ სადგურებსა და გამწმენდ ნაგებობებში.
2. სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის მოთხოვნის თანახმად, ნაგავგადამტანი მანქანისათვის პოლიგონიდან გამოსვლისას გათვალისწინებული უნდა იქნეს საკონტროლო-სადეზინ
ფექციო აბაზანის მოწყობა ეფექტური სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით. აბაზანის ზომები უნდა უზრუნველყოფდეს ნაგავგადამტანი მანქანების დამუშავებას.
3. მსგ პოლიგონის ტერიტორიის მთელ პერიმეტრზე უნდა მოეწყოს მსუბუქი შეღობვა. იგი შეიძლება შეცვალოს 2 მ სიღრმის გასაშრობმა ტრანშეებმა ან არა უმეტეს 2 მ სიმაღლის მიწაყრილებმა. შემოღობილ პოლიგონში საწარმოო-საყოფაცხოვრებო შენობასთან ეწყობა შლაგბაუმი.
4. პირველი რიგის სამუშაო რუქების მინიმალურ განათებად მიღებულია 5 ლუქსი.
5. ჰიდროგეოლოგიურ და სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურებთან შეთანხმებით მსგ პოლიგონის მწვანე ზონაში მოეწყობა საკონტროლო ჭაბურღილები. ერთი საკონტროლო ჭაბურღილი კეთდება პოლიგონს ზემოთ გრუნტის წყლის (კონტროლი) დინების მიხედვით, 1-2 ჭაბურღილი – პოლიგონს ქვემოთ, რათა აღირიცხოს მყარი საყოფაცხოვრებო გადანაყარის გავლენა გრუნტის წყალზე.
6. გრუნტისა და ზედაპირული წყლების ხარისხის საკონტროლო ნაგებობასთან კეთდება მისასვლელები ავტოტრანსპორტისათვის და სათავსო წყალსაქცევისათვის ან წყლის ამოსატუმბად სინჯის აღებამდე.
თავი VI
ჰიგიენური მოთხოვნები მყარი საყოფაცხოვრებო გადანაყარების პოლიგონების ექსპლუატაციისა და კონსერვაციისადმი
მუხლი 10🔗
1. მსგ პოლიგონებზე ჩამოსაცლელად ან ინერტული საიზოლაციო მასალების სახით შეიძლება მიიღონ არატოქსიკური და არარადიაქტიური სამრეწველო გადანაყარები სიის მიხედვით, რომელიც შეთანხმებულია სახელმწიფო სანიტარიული ზედმხედველობის სამსახურთან და დამტკიცებულია კომუნალური სამსახურის მიერ გარკვეული რეკომენდაციების სახით. თხიერი და პასტისებრი გადანაყარები მსგ პოლიგონზე არ მიიღება.
2. პოლიგონზე მიტანილი მსგ რაოდენობის აღრიცხვა ხორცელდება მოცულობის მიხედვით სპეციალურ ჟურნალში, რომელიც პოლიგონის ადმინისტრაციაში ინახება.
მუხლი 11🔗
1. მსგ ჩამოცლა-განთავსება დასაშვებია მხოლოდ პოლიგონის მოქმედ ნაწილში, სადაც დაიწნეხება 0,2-0,5 მ სისქის ფენებად (ბულდოზერით ან დამტკეპნი მანქანით). მსგ 0,2 მ სისქის დაწნეხილი ფენის შუალედური ან საბოლოო იზოლაცია ხდება გრუნტით ან სხვა ინერტული მასალით. ბრტყელ პოლიგონზე მსგ იზოლაცია ხორციელდება ზაფხულობით ყოვედღე, +50С
-ზე დაბალი ტემპერატურის პირობებში კი არა უგვიანეს 3 დღე-ღამისა.
2. ბულდოზერით დაწნეხის შემდეგ მსგ შუალედური საიზოლაციო ფენის სისქე უნდა შეადგენდეს 0,25 მ-ს, ხოლო 750 კგ/მ3 სიმკვრივემდე დამტკეპნი მანქანებით დამუშავების შემდეგ კი – 0,15მ-ს.
3. ზამთარში, გრუნტის დამუშავების გართულებასთან დაკავშირებით, საიზოლაციო მასალად შეიძლება გამოვიყენოთ წიდა, საწარმოთა სამშენებლო გადანაყარები: კირი, ცარცი, თაბაშირი, გრაფიტი, ასფალტობეტონი, შიფერი და სხვ. იგივე მასალა შეიძლება გამოყენებულ იქნეს ზაფხულის პერიოდშიც.
4. იმის გათვალისწინებით, რომ ტრანშეებში მსგ იზოლირებულია ჩამოცლის პროცესში პერიმეტრის მიხედვით და დაწნეხილიცაა, დასაშვებია მისი იზოლაცია ზემოდან (მიწაყრილი ტრანშეაზე) 5 დღე-ღამეში ერთხელ.
5. მსგ ჩამოცლისა და პოლიგონზე ჩატვირთვის ადგილთან რაც შეიძლება ახლოს, გაბატონებული ქარების მიმართულების პერპენდიკულარულად უნდა გაკეთდეს გადასატანი ბადურა ღობეები, გადანაყარის იმ მსუბუქი ფრაქციების შესაკავებლად, რომელბიც იყრება ნაგვის მანქანის გადმოცლის დროს და ბულდოზერების სამუშაო რუკ
ისაკენ გადაადგილებისას.
6. რეგულარულად, ცვლაში არანაკლებ 1-ჯერ გადასატან ფარებში შეკავებულ გადანაყარს აგროვებენ და ათავსებენ პოლიგონის მოქმედი ნაწილის ზედაპირზე და ზემოდან დაწნეხენ გრუნტის საიზოლაციო ფენით.
7. რეგულარულად უნდა გაიწმინდოს ნაგვისაგან მთის წყალშემკრები არხები, რომლებითაც გრუნტისა და ზედაპირული წყლები ჩაედინება ღია წყალსატევებში.
მუხლი 12🔗
1. ყოველ 10 დღეში ერთხელ პოლიგონისა და სპეცავტომეურნეობის მომსახურე პერსონალის ძალებით ტარდება სანიტარიული დამცველი ზონების ტერიტორიისა და მისასვლელი გზების მიმდებარე მიწების დათვალიერება; დაბინძურების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს გულმოდგინე დალაგება და შეგროვილი ნაგვის გადატანა პოლიგონის მოქმედ ნაწილში.
2. მსგ პოლიგონის ტერიტორიაზე კატეგორიულად აკრძალულია მსგ დაწვა, ხოლო მისი თვითაალების შემთხვევაში მიღებულ უნდა იქნეს ხანძარსაწინააღმდეგო ზომები (დანამვა, გრუნტის იზოლაცია ინერტული ფენით, დაწნეხა საგზაო მექანიკური დამტკეპნი მანქანებით).
მუხლი 13🔗
1. მსგ პოლიგონის დახურვა ხდება წინსწარ გათვლილი სიმაღლის მიღწევის შემდეგ. იმ პოლიგონებზე, რომელთა ექსპლუატაციის ვადა 5 წელზე ნაკლებია, დასაშვებია ვერტიკალური ნიშნულის გადამეტება 10%-ით შემდგომი აღნიშვნის გათვალისწინებით.
2. პოლიგონის დახურვის წინ გადანაყარის უკანასკნელი ფენა საბოლოოდ იფარება საიზოლაციო გრუნტის გარე ფენით.
მუხლი 14🔗
1. გარე საიზოლაციო ფენის საბოლოო დაგეგმარების დროს აუცილებელია ყურადღების გამახვილება მის დაქანებაზე პოლიგონის გვერდებისაკენ და ღრმულების არარსებობაზე წყლის დაგუბების თავიდან ასაცილებლად.
2. მსგ პოლიგონის გარე ზედაპირის გამაგრების სამუშაოები რეგულარულად უნდა ტარდებოდეს პოლიგონის ექსპლუატაციის დაწყებისთანავე. გასამაგრებელ მასალად შეიძლება გამოყენებულ იქნეს პოლიგონის მოწყობისას აღებული მცენარეული გრუნტი.
3. პოლიგონის დახურვისას, მისი ზემო საიზოლაციო ფენის მოწყობას განსაზღვრავს შემდგომი გამოყენების მიზანი.
4. მსგ იმ ზონების ტერიტორიას, რომლებიც გამოიყენება საგარეუბნო სოფლის მეურნეობის სისტემის, ტყეპარკის კომპლექსის შესაქმნელად, სათხილამურო სპორტის ტრასების ან ადგილის დასათვალიერებელი მოედნების მოსაწყობად უნდა ჰქონდეს არა ნაკლებ 0,6 მ სისქის გარე საიზოლაციო ფენა.
5. მსგ პოლიგონის განიავებისა ან გრუნტის ჩამორეცხვისაგან დასაცავად აუცილებელია მათი გამწვანება ტერასების მოწყობით, უშუალოდ გარე საიზოლაციო ფენის დაგების შემდგომ. ხეებისა და ბუჩქების ჯიშების შერჩევა განისაზღვრება ადგილობრივი პირობების მიხედვით. რეკომენდებულია, როგორც წესი, ამ პირობებს შეგუებული ისეთი ხეები, რომლებიც ხელს უწყობენ ნიადაგის რეკულტივაციასა და ნორმალური ტყის საფარის შექმნას.
6. როცა მსგ ყოფილი პოლიგონი გამოიყენება არასაკვები დანიშნულების ღია საწყობებად, ზემოთა საიზოლაციო ფენის სისქე უნდა იყოს არა ნაკლებ 1,5 მ-ს. გადანაყარის ზემოთა ზედაპირის ფენა, სანამ დაიფარებოდეს საიზოლაციო ფენით, განსაკუთრებული გულმოდგინებით უნდა მოსწორდეს და დაიწნეხოს.
7. დაუშვებელია მსგ რეკულტივირებული პოლიგონის ტერიტორიის გამოყენება კაპიტალური მშენებლობისათვის.
თავი VII
მყარი საყოფაცხოვრებო გადანაყრების პოლიგონის ექსპლუატაციის სანიტარიულ-ტექნოლოგიური კონტროლი
მუხლი 15🔗
1. პოლიგონებზე მყარი საყოფაცხოვრებო გადანაყარის მიღებისას კონტროლს დამტკიცებული ინსტრუქციების შესაბამისად ახორციელებენ იმ ორგანიზაციების ლაბორატორიები, რომლებიც ემსახურებიან პოლიგონს.
2. ლაბორატორიული სამსახური დამტკიცებული გრაფიკის თანახმად სისტემატურად აკონტროლებს პოლიგონზე შესული გადანაყარის ფრაქციულ, მორფოლოგიურ და ქიმიურ შედგენილობას, კონტეინერების რეცხვის რეჟიმის დაცვას, ატმოსფერული ჰაერის, ღია წყალსატევების წყლის დაბინძურების მდგომარეობას, პოლიგონის მუშა ზონაში და სანიტარიულ დამცავი ზონის ფარგლებში მიწისქვეშა წყლის დაბინძურების დინამიკას საკონტროლოსთან შედარებით.
მუხლი 16🔗
1. ორგანიზაცია, რომლის დაქვემდებარებაშიც შედის პოლიგონი,
წინამდებარე სანიტარიული წესების საფუძველზე,
შეიმუშავებს:
ა) ინსტრუქციას პოლიგონებზე მსგ და ზოგიერთი არატოქსიკური სამრეწველო ნარჩენის მიღებაზე;
ბ) ინსტრუქციას უსაფრთხოების ტექნიკის, ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკისა და საწარმოო სანიტარიის შესახებ მომუშავე პერსონალისათვის.
2. აღნიშნული ინსტრუქციები, დადასტურებული ხელმძღვანელის ბეჭდითა და ხელის მოწერით, უნდა შეუთანხმდეს ადგილობრივ სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურებს.
თავი VIII
მყარი საყოფაცხოვრებო გადანაყარების პოლიგონის ექსპლუატაციის სანიტარიულ-ჰიგიენური კონტროლი და სამედიცინო ღონისძიებები მუშათა ავადობის პროფილაქტიკისათვის
მუხლი 17🔗
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ადგილობრივი სამსახური უზრუნველყოფს მიმდინარე სანიტარიულ ზედამხედველობას მსგ პოლიგონის ექსპლუატაციაზე წელიწადში არანაკლებ ორჯერ. ახორციელებს ლაბორატორიულ კონტროლს გრუნტის წყლებისა (პოლიგონის საკონტროლო ჭაბურღილიდან) და ღია წყალსატევების წყლის სინჯების ქიმიურ და ბაქტერიოლოგიურ დაბინძურებაზე, მსგ პოლიგონის შესაძლო გავლენის ზონაში. უზრუნველყოფს კონტროლს მომსახურე პერსონალის, საყოფაცხოვრებო ნაგებობის სანიტარიულ რეჟიმზე, აგრეთვე ინდივიდუალური და შრომის უსაფრთხოების დაცვაზე.
2. პოლიგონის მომსახურე პერსონალი პერიოდული სამედიცინო შემოწმებისათვის მიმაგრებულ უნდა იქნეს პოლიკლინიკებთან პოლიგონის ადგილმდებარეობის მიხედვით და სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურთან შეთანხმებით უზრუნველყოფდეს:
ა) მუშათა ღრმა სამედიცინო შემოწმებას წელიწადში ერთხელ;
ბ) პროფილაქტიკური და ტეტანუსის საწინააღმდეგო აცრების ჩატარებას პოლიგონის მუშებისათვის;
გ) ადგენს დაზარალებულთათვის პირველად სამედიცინო დახმარებამდე გამოსაყენებელი აუცილებელი აფთიაქის შესავსები მედიკამენტების სიას;
დ) უტარებს ინსტრუქტაჟს პერსონალს თვითდახმარებისა და ურთიერთდახმარების შესახებ. სწავლებაგავლილთაგან გამოყოფს ამ სამუშაოს შესრულებისათვის პასუხისმგებელ პირებს.
3. წინამდებარე სანიტარიული წესების დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ორგანიზაციას, რომლის დაქვემდებარებაშიც შედის მსგ პოლიგონები. მსგ პოლიგონების ექსპლუატაციაზე სანიტარიული დაცვის კონტროლი ეკისრება პოლიგონის მფლობელ ორგანიზაციებს და სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურს.
თავი IX
მონიტორინგის სისტემა
მუხლი 18🔗
1. მსგ პოლიგონისათვის შემუშავებულ უნდა იქნეს მონიტორინგის სპეციალური პროექტი, რომელიც ითვალისწინებს პოლიგონის შესაძლო არასასურველი ზემოქმედების ზონაში კონტროლს მიწისქვეშა და ზედაპირული წყლის ობიექტების, ატმოსფერული ჰაერისა და ნიადაგების მდგომარეობაზე, აგრეთვე ხმაურის დონეზე.
2. ტექნოლოგიური პროცესები უნდა უზრუნველყოფდნენ გრუნტისა და ზედაპირული წყლების, ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის დაბინძურების, აგრეთვე ჰიგიენური ნორმატივებით დადგენილი ხმაურის დასაშვები დონის ზღვრის გადაჭარბების თავიდან აცილებას. მსგ პოლიგონის მონიტორინგის პროექტის შემუშავება ხორციელდება პოლიგონის მფლობელის ტექნიკური დავალების მიხედვით და უთანხმდება მაკონტროლებელ ორგანოებს.
3. მონიტორინგის სისტემაში უნდა იყოს ჩართული მოწყობილობა და ნაგებობები მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგების მდგომარეობისა და ხმაურის დონის გასაკონტროლებლად პოლიგონის შესაძლო არასასურველი ზემოქმედების ზონაში.
მუხლი 19🔗
1. სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ტერიტორიულ და სხვა მაკონტროლებელ ორგანოებთან შეთანხმებით უნდა წარმოებდეს გრუნტის წყლების კონტროლი დგომის დონის შესაბამისად, შერფებისა და ჭაბურღილების დაპროექტება პოლიგონის როგორც მწვანე, აგრეთვე სანიტარიული დაცვის ზონის ფარგლებს გარეთ. საკონტროლო ნაგებობა საჭიროა მოეწყოს პოლიგონის ზემოთ, გრუნტის წყლების დინების მიმართულებით იმ წყლის სინჯების ასაღებად, რომელზეც არ მოქმედებს პოლიგონის ფილტრატი.
2. ზედაპირული წყლების სინჯების აღების ადგილები უნდა დაპროექტდეს პოლიგონის ზემოთ, ზედაპირული წყლების წყაროებზე, აგრეთვე პოლიგონის ქვემოთ – წყალგამტარ არხებზე.
3. გრუნტისა და ზედაპირული წყლების აღებულ სინჯებში საზღვრავენ ამიაკის, ნიტრატების, ნიტრიტების, ჰიდროკარბონატების, კალციუმის, ქლორიდების, რკინის, სულფატების, ლითიუმის, ორგანული ნახშირბადის, მაგნიუმის, კადმიუმის, ქრომის, ციანიდების, ტყვიის, ვერცხლისწყლის, დარიშხანის, სპილენძის, ბარიუმისა და მშრალი ნაშთის შემცველობა. გარდა ამისა, ისაზღვრება
PH, ჟქმ, ჟბმ, აგრეთვე ბაქტერიოლოგიური და ჰელმინთოლოგიური მაჩვენებლები. თუ დინების მიმართულების ქვემოთ აღებულ სინჯებში აღინიშნება განსაზღვრული მაჩვენებლების კონცენტრაციის მნიშვნელოვანი მატება საკონტროლო სინჯებთან შედარებით, საჭიროა გაფართოვდეს განსაზღვრათა მოცულობა, მაკონტროლებელ ორგანოებთან შეთანხმებით, ხოლო თუ განსაზღვრულ ნივთიერებათა კონცენტრაციამ გადააჭარბა ზდკ-ს, უნდა მიღებულ იქნეს ზომები, რათა შეიზღუდოს დამაბინძურებელი ნივთიერებების მოხვედრა გრუნტის წყლებში ზდკ-ის დონემდე.
მუხლი 20🔗
1. მონიტორინგის სისტემაში უნდა იქნეს ჩართული სისტემატური კონტროლი ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობაზე. ამ მიზნით აუცილებელია ყოველ კვარტალურად ჩატარდეს ჰაერის სინჯების ანალიზი პოლიგონის მუშაობადასრულებულ უბნებსა და სანიტარიულ-დაცვითი ზონის საზღვარზე. უნდა განისაზღვროს იმ ნაერთთა შემცველობა, რომლებიც დამახასიათებელია მსგ-ს ბიოქიმიური ხრწნის პროცესისათვის და წარმოადგენს უმთავრეს საშიშროებას. განსასაზღვრი მაჩვენებლების მოცულობისა და პერიოდულობის დადგენა ხდება პოლიგონის მონიტორინგის პროექტში და უთანხმდება მაკონტროლებელ ორგანოებს. ჩვეულებრივ, ატმოსფერული ჰაერის სინჯების ანალიზის დროს საზღვრავენ მეთანს, გოგირდწყალბადს, ამიაკს, ნახშირბადის (IV) ოქსიდი, ბენზოლს, ტრიქლორ მეთანს, ტეტრაქლორ მეთანს და ქლორბენზოლს.
2. ატმოსფერული ჰაერისათვის ზდკ-ების გადაჭარბების შემთხვევაში სანიტარიულ-დაცვით და სამუშაო ზონაში უნდა გატარდეს ღონისძიებები დაბინძურების დონის და ხასიათის შესაბამისად.
მუხლი 21🔗
1. მონიტორინგის სისტემა უნდა ითვალისწინებდეს მუდმივ კონტროლს ნიადაგის მდგომარეობაზე პოლიგონის შესაძლო ზემოქმედების ზონაში. ამ მიზნით ნიადაგი კონტროლდება ქიმიურ, მიკრობიოლოგიურ და რადიოლოგიურ მაჩვენებლებზე. ქიმიური მაჩვენებლებიდან იკვლევენ: მძიმე მეტალების, ნიტრატების, ნიტრიტების, ჰიდროკარბონატების, ორგანული ნახშირბადის, ციანიდების, ტყვიის, ვერცხლისწყლისა და დარიშხანის შემცველობას, აგრეთვე
PH-ს. მიკრობიოლოგიური მაჩვენებლებიდან იკვლევენ: ბაქტერიების საერთო რიცხვს, კოლი-ტიტრს, პროტეუსის ტიტრსა და ჰელმინთების კვერცხებს. ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებზე კვლევის რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის მოთხოვნით.
თავი X
კარიერების რეკულტივაციის სანიტარიული წესები
მუხლი 22🔗
1. მუშაობადასრულებული კარიერები და ხელოვნურად შექმნილი ღრმულები წარმოადგენენ დაბინძურებული ნიაღვრებისა და ჩამდინარე წყლების შემკრებებს. არსებული ტერიტორიის რეაბილიტაციისათვის, რათა შესაძლებელ იქნეს მისი გამოყენება სამეურნეო თვალსაზრისით, საჭიროა ჩატარდეს რეკულტივაცია. იგი ხორციელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ, სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურთან შეთანხმებით. კარიერების რეკულტივაცია ტარდება არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში.
2. რეკულტივაცია ხორციელდება დაგების ან დაწნეხის მეთოდით. მსგ-ის პოლიგონის როგორც კარიერების, ასევე სხვა ხელოვნურად შექმნილი ღრუების ამოვსება დასაშვებია ინერტული, მსგ და საშიშროების III-IV კლასის სამრეწველო ნარჩენების გამოყენებით. ნებისმიერი გადანაყარის გამოყენებისას უნდა განისაზღვროს მისი მორფოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური შედგენილობა. საკვები ნარჩენების საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 15%-ს.
3. დაწნეხილი გადანაყრების ქვეშ არსებული ფუძე უნდა აკმაყოფილებდეს „მსგ პოლიგონების დაპროექტების, ექსპლუატაციისა და რეკულტივაციის ინსტრუქციების” მოთხოვნებს. მსხვილი ქალაქების წყალგაყვენილობის (წყალმომარაგების წყაროების) სანიტარიული დაცვითი ზონის მე-2 სარტყელში დასაშვებია კარიერების რეკულტივაცია მყარი საყოფაცხოვრებო გადანაყრების გამოყენებით, სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურთან შეთანხმებით.
4. რეკულტივირებული კარიერის სანიტარიულ-დაცვითი ზონის ზომები უთანაბრდება მსგ ნაგავგადამტანი სადგურების სანიტარიულ-დაცვითი ზონის ზომებს და შეადგენს არა ნაკლებ 100მ-ს ახლომდებარე დასახლებული ადგილიდან. სამუშაოების შესრულების უზრუნველსაყოფად რეკულტივირებულ კარიერს უნდა ჰქონდეს მსუბუქი შემოღობვა და დროებითი სამეურნეო საყოფაცხოვრებო ობიექტები.
5. სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს კონტროლს კარიერების რეკულტივაციის სამუშაოების ჩატარებაზე წინამდებარე სანიტარიული წესების შესაბამისად.
თავი XI
მყარი საყოფაცხოვრებო გადანაყარების პოლიგონებზე სამრეწველო საწარმოთა ნარჩენების მიღების სანიტარიულ-ტექნოლოგიური პირობები და ზღვრულად დასაშვები რაოდენობები
მუხლი 23🔗
1. მსგ პოლიგონებზე სამრეწველო ნარჩენების შესაძლებელი მიღების ძირითად პირობას წარმოადგენს სანიტარიულ-ჰიგიენური და გარემოს დაცვის (ატმოსფერული ჰაერი, ნიადაგი გრუნტისა და ზედაპირული წყლები) მოთხოვნათა შესრულება.
2. სამრეწველო საწარმოთა ნარჩენები, რომლებიც დაიშვება მსგ პოლიგონებზე, უნდა პასუხობდეს შემდეგ ტექნოლოგიურ მოთხოვნებს: ტენიანობა არა უმეტეს 85%-ისა, არ უნდა იყოს ფეთქებადსაშიში და თვითაალებადი.
3. ძირითადი პირობაა აგრეთვე ისიც, რომ სამრეწველო საწარმოთა ნარჩენებისა და საყოფაცხოვრებო გადანაყარების ნარევის ტოქსიკურობა არ უნდა აღემატებოდეს თვით საყოფაცხოვრებო გადანაყარების წყლის გამონაწვლილის ტოქსიკურობის დონეს.
მუხლი 24🔗
1. საშიშროების IV კლასის სამრეწველო ნარჩენები, რომლებიც პოლიგონზე მიიღება შეუზღუდავი რაოდენობით და გამოიყენება საიზოლაციო მასალად, ხასიათდება წყლის გამონაწვლილში (1კგ ნარჩენებზე 1ლ წყალი) მყარი საყოფაცხოვრებო გადანაყრების ფილტრატის ტოქსიკურობის თანაბარი დონით. მაინტეგრირებელი მაჩვენებლები ჟბმ (სრული) და ჟქმ (ჟანგბადის ბიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები) არ უნდა აღემატებოდეს 300 მგ/ლ ჟანგბადს 02, უნდა ჰქონდეთ ერთგვაროვანი სტრუქტურა ფრაქციის ზომით 250მმ-ზე ნაკლები. ამგვარი ნარჩენების ნუსხა მოცემულია ცხრილში №1.
2. სამრეწველო საწარმოთა საშიშროების III და IV კლასის ნარჩენები, რომლებიც პოლიგონზე შეზღუდული რაოდენობით მიიღება (მსგ-ი
ს მასის არა უმეტეს 30%-ისა) და იყრება საყოფაცხოვრებოსთან ერთად, ხასიათდება წყლის გამონაწვლილში საყოფაცხოვრებო გადანაყარის ფილტრატის ტოქსიკურობის თანაბარი დონით. ჟბმ 20 და ჟქმ – 3400-5000 მგ/ლ 02 შემცველობით (უნდა უახლოვდებოდეს მსგ-ი
ს მაჩვენებლებს). შესაბამისი ნარჩენების ნუსხა მოცემულია ცხრილში №2 და №3.
ცხრილი 1
სამრეწველო
ნარჩენების
ნარჩენების
1
2
1.24.01
ალუმოსილიკატური შლამი
1.36.02.1
აზბესტოცემენტის ნამსხვრევები
1.36.02.2
მარცვლოვანი აზბესტი
1.39.01
ბენტონიტის ნარჩენები
1.31.01
კალციუმის კარბიდის საწარმოს ნარჩენი გრაფიტი
1.39.02
B6 ვიტამინის წარმოების თაბაშირის შემცველი ნარჩენები
1.39.03
დუღა კირი,კირქვა, კირის ჩაქრობის შემდგომი შლამები
1.39.04
ქიმიურად დანალექი ცარცის მკვრივი ნარჩენი
1.39.05
ალუმინის ოქსიდის ნარჩენები დამუშავებული ბრიკეტებად (AlCl3 –ის წარმოებაში)
1.39.06
კაჟმიწა
1.39.07
პარანიტის ნარჩენები
1.39.08
ნატრიუმის სულფატის მარილების ნადნობი
1.39.09
სილიკაგელი (არატოქსიკური აირების გამომშრობი ადსორბერიდან)
1.24.02
სილიკაგელის წარმოების ფილტრ-პრესის შლამი (შეიცავს თიხასა და კაჟმიწას)
1.24.03
გრანულირებული სოდის შლამი
1.24.04
სოდაცემენტის წარმოების ნარჩენები CaSO4-ის დისტილატის სახით
1.29.00
საყალიბე-ღეროვანი ნარევი, რომელიც არ შეიცავს მძიმე ლითონებს
1.24.05
წყლის ქიმიურად გასაწმენდი და დასარბილებელი შლამები
1.27.01
ლაქებისა და ეპოქსიდების ფისების წარმოების ნახმარი წყლების ნატრიუმის ქლორიდის ნალექი
1.39.10
არასტანდარტული ქლორიანი კირი
1.36.02.3
შიფერის წარმოების მკვრივი ნარჩენები
1.39.11
ქვანახშირზე, ტორფსა ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებზე მომუშავე სათბობების შლაკები
1.39.12
გასაშალაშინებელი მასალები
ცხრილი 2
სამრეწველო საწარმოთა საშიშროების III და IV კლასის იმ ნარჩენების ნუსხა, რომლებიც დაიშვება მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონებზე შეზღუდული რაოდენობით და იტვირთება ადგილობრივ ნარჩენებთან ერთად
ნარჩენების
ნარჩენების
სამრეწველო
1.24.06
ძმარმჟავა ანჰიდრიდის წარმოების კუბური ნარჩენები
3
1.39.13
რეზიტის ნარჩენები (გამყარებული ფორმალდეჰიდის ფისი)
3
1.39.14
ასაქაფებელი პოლისტიროლის ფირფიტების წარმოების მყარი ნარჩენები
10
ელექტროსაიზოლაციო
1.39.15
ფურცლოვანი ელექტროტექნიკური გეტინაქარი Ш-8,0
10
1.39.16
წებოვანი ლენტი ЛСНПЛ – 0,17
3
1.39.17
პოლიეთილენის მილი ПНП
10
1.39.18
მინალაქის ქსოვილი ЛСЭ – 0,15
3
1.39.19
მინისებური ქსოვილი Э2 – 62
3
1.39.20
ფურცლოვანი ელექროტექნიკური ტექსტოლიტი Б-16,0
10
1.39.21
ფენოპლასტი 03-010-02
10
სუსპენზიური
1.39.22
სტიროლის თანაპოლიმერები აკრონიტრილთა ან მეთილ მეთაკრილით
3
1.39.23
პოლისტიროლის ფირფიტები
3
1.39.24
აკრილონიტრილბუთადიენსტიროლის ფირფიტები
10
1.39.25
პოლისტიროლები
3
ცხრილი 3
სამრეწველო ნარჩენების საწარმოო სამრეწველო 1.39.26
გააქტივებული ნახშირი Б6 ვიტამინის წარმოებისათვის
3
ჩალაგება არა უმეტეს 0,2მ სისქის ფენებად
1.39.27
აცეტობუთილატცელულოზის ნარჩენები
3
დაპრესვა 0,3X0,3X0,3 ზომის კუბებად დანამულ მდგომარეობაში
1.39.28
ხისა და ნახერხის ნარჩენები
10
არ უნდა შეიცავდეს იატაკზე მოსაყრელ ნახერხს
1.21.06
ქრომის ნამსხვრევები
3
ჩალაგება არა უმეტეს 0,2მ სისქის ფენებად
1.39.29
ხისა და ქაღალდის ტარა, რომლებიც ჩაბარებას არ ექვემდებარებიან
10
არ უნდა შეიცავდეს ცხიმიან ქაღალდს
1.39.30
ტყავის შემცველი ნაჭრები
3
ჩალაგება არა უმეტეს 0,2მ სისქის ფენებად
1.39.32
ფაოლიტის მტვერი
3
დანამულ მდგომარეობაში ტომრებში მოთავსება
ზღვრული ჯამური დატვირთვა №2,3 ცხრილებისათვის
100
შენიშვნა:
რეზინის ნარჩენები მიიღება რაოდენობრივი შეზღუდვის გარეშე მათთვის სპეციალურად გათვალისწინებულ ტრანშეებში – შესაბამისი ჩანაწერით.
თავი XII
მყარი საყოფაცხოვრებო გადანაყრების პოლიგონებზე სამრეწველო საწარმოთა ნარჩენების მიღების ორგანიზება
მუხლი 25🔗
1. საშიშროების II და IV კლასის, არაუტილიზირებადი ტოქსიკური ნარჩენების მქონე სამრეწველო საწარმოები მსგ პოლიგონზე გამოძახების ნებართვას ღებულობენ სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურსა და სახანძრო თავდაცვის ინსპექციებში.
2. პოლიგონზე მისაღები ნარჩენების რაოდენობის საკითხი წყდება კომუნალური სამსახურის მიერ ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით, მანქანებით უზრუნველყოფისა და დასატვირთი მოედნების სახის მიხედვით.
3. პოლიგონს გადაეცემა კომუნალური სამსახურის მიერ დამტკიცებული საწარმოთა ჩამონათვალი ნარჩენების ხასიათისა და შესაძლებელი მისაღები რაოდენობის მითითებით.
4. საწარმოდან გამოტანილი ნარჩენების შედგენილობის და სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურიდან წარმოდგენილი საბუთის შესაბამისობაზე პასუხს აგებს თვით საწარმოთა ხელმძღვანელობა.
5. საწარმოდან გამოტანილი ნარჩენების ყველა პარტიაზე შედგენილ უნდა იქნეს ცნობა, რომელსაც ხელს მოაწერს საწარმოს ხელმძღვანელი და პოლიგონის პასუხისმგებელი პირი. ცნობები უნდა ინახებოდეს პოლიგონის საქმეებში.
6. ცნობას უნდა ერთვოდეს საკონტროლო ტალონი, რომელსაც ხელს აწერს პოლიგონის პასუხისმგებელი პირი. იგი ინახება სამრეწველო საწარმოებში.
7. პოლიგონზე ნარჩენების მიღება უნდა აღირიცხოს სპეციალურ ჟურნალში. ცნობის, საკონტროლო ტალონისა და ჟურნალში აღრიცხვის ფორმა მოცემულია დანართში.
8. ზემდგომი ორგანიზაცია, რომლის დაქვემდებარებაშიც შედის პოლიგონი, გამოყოფს საშტატო ერთეულს და ბრძანებით ნიშნავს მუშაკს, რომელიც ვალდებული იქნება უზრუნველყოს პოლიგონის მართებული ექსპლუატაცია სანიტარიულ-ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდ
ეგო თვალსაზრისით.
9. იმ საწარმოთა შესახებ, რომლებიც დაარღვევენ ნორმატივებით დადგენილ წესებს, პოლიგონის ხელმძღვანელობა ატყობინებს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურსა და სახანძრო ინსპექციას, რის საფუძველზეც ჩამოერთმევათ მსგ პოლიგონებზე სამრეწველო ნარჩენების გატანის უფლება.
დანართი 1
მყარი
ცნობა
მკვრივი საყოფაცხოვრებო გადანაყრების პოლიგონებზე გასაგზავნ სამრეწველო საწარმოთა ნარჩენების შესახებ
სარეგისტრაციო №
ნარჩენების ჩამბარებელი საწარმოს (ორგანიზაციის) დასახელება
გაგზავნის თარიღი –––––––––––ავტომანქანის № ––––––––-
სპეც. ავტომეურნეობის ან პოლიგონის შეთანხმების № –––––––––––––––––––––––––––––––––––
ნარჩენების სახეობის დასახელება ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
რაოდენობა ტ-ში –––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მ3-ში ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ხელმოწერა:
გადმოტვირთა ნარჩენები –––––––––––––––––––––––––––(სახელი, გვარი)
ხელმოწერა
ჩააბარა ნარჩენები პოლიგონზე –––––––––––––„–––––”–––––”
მიიღო ნარჩენები ––––––––––––––––––––––––––”–––––”–––––”
მოღების თარიღი ––––––––––––––––––––––––––––––
არ იქნა მიღებული ––––––––––––––––––––––––––––––––––––
(მიზეზის მითითებით)
დანართი 2
საკონტროლო
პოლიგონზე
რიცხვი
სარეგისტრაციო ნომერი. საწარმოოს ცნობები
ნარჩენების ჩამბარებელი საწარმოოს დასახელება
ნარჩენების სახეობა
ნარჩენების რაოდენობა
პოლიგონის ჩასატვირთი ნაწილის ნომერი
ტ
მ3