1. მუნიციპალიტეტის დამტკიცებული ბიუჯეტი ქვეყნდება საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე - www.matsne.gov.ge. გამარვებული პროექტ(ებ)ი, მისი შინაარსის და მოცულობის გათვალისწინებით დამტკიცებულ ბიუჯეტში შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს როგორც ცალკე პროგრამად ან ქვეპროგრამად, ასევე პროგრამის ან ქვეპროგრამის შემადგენელ ერთ-ერთ ღონისძიებად.

2. ბიუჯეტში ასახვის შემდგომ გამარჯვებული პროექტ(ებ)ი უნდა აისახოს მუნიციპალიტეტის შესყიდვების გეგმაში, რომელიც ასევე ქვეყნდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე www.spa.gov.ge.

3. თუ სხვა წყაროდან არ მოიპოვება ინფორმაცია გამარჯვებული პროექტ(ებ)ის განხორციელების ვადების შესახებ, შესყიდვების გეგმის და საბიუჯეტო განწერის მეშვეობით შესაძლებელია განისაზღვროს პროექტ(ებ)ის შესრულების პერიოდი.

4. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე www.spa.gov.ge ასევე შესაძლებელია ინახოს, თუ როდის გამოცხადდება ტენდერი გამარჯვებული პროექტ(ებ)ის შესრულებაზე, ვინ გაიმარჯვა ტენდერში და შეასრულებს პროექტ(ებ)ს, რა ღირებულებით და რა ვადებში  და სხვ