# “ბირთვული ობიექტების სანიტარულ-ჰიგიენური პასპორტების შესახებ”

- ტიპი: საქართველოს მინისტრის ბრძანება
- მიმღები ორგანო: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
- დოკუმენტის ნომერი: №37/ნ
- მიღების თარიღი: 24.02.2003
- კონსოლიდირებული რედაქცია: 24.02.2003
- სარეგისტრაციო კოდი: 470.230.000.11.119.005.699
- სტატუსი: ძალაშია
- ოფიციალური წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/55138/0
- წყარო: https://legali.ge/law/55138/

> ეს არის 24.02.2003 მდგომარეობით მოქმედი კონსოლიდირებული ტექსტი.
> ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

---

## მუხლი 1. 1. წინამდებარე დოკუმენტი შემუშავებულია საქართველოს კანონების „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ”, „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ” და „გარემოს დაცვის შესახებ” შესაბამისად და ადგენს ბირთვული ობი

_თავი I — გამოყენების სფერო_

2. ბირთვული ობიექტების სანიტარიულ-ჰიგიენური პასპორტი წარმოადგენს ჰიგიენური დასკვნის გაცემისა და შემდგომი ლიცენზირებისათვის აუცილებელ დოკუმენტს.
თავი II
ტერმინები და განსაზღვრებებ

[https://legali.ge/law/55138/muxli-1/](https://legali.ge/law/55138/muxli-1/)

---

## მუხლი 2. 1. დასკვნა ჰიგიენური – დადგენილ სანიტარიულ წესებთან და ნორმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული დადგენილი წესით

_თავი II — ტერმინები და განსაზღვრებები_

2. დეზაქტივაცია – რაიმე ზედაპირიდან ან გარემოდან, მათ შორის, ადამიანის ორგანიზმიდან რადიოაქტიური ნივთიერებების მოშორება ან შემცირება.
3. დონე საკონტროლო – კონტროლს დაქვემდებარებული დოზის, დოზის სიმძლავრის, რადიოაქტიური დაბინძურებისა და სხვა სიდიდეების მნიშვნელობები, რომლებიც დადგენილია ოპერატიული რადიაციული კონტროლისათვის, მიღწეული რადიაციული უსაფრთხოების დონის განსამტკიცებლად პერსონალისა და მოსახლეობის დასხივებისა და გარემოს რადიოაქტიური დაბინძურების შემდგომი შემცირების უზრუნველსაყოფად.
4. რადიოპროტექტორი – სხვადასხვა ბუნების (ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური) მქონე ნივთიერება, რომელსაც გააჩნია მაიონებელი გამოსხივების მავნე ბიოლოგიური მოქმედებისაგან ორგანიზმის დაცვის უნარი. განიყოფება ორ ჯგუფად – ხანმოკლე და გახანგრძლივებული (ე.წ. ადაპტოგენები) მოქმედების.
თავი III
ზოგადი დებულებებ

[https://legali.ge/law/55138/muxli-2/](https://legali.ge/law/55138/muxli-2/)

---

## მუხლი 4. 1. ბირთვული ობიექტების სანიტარიულ-ჰიგიენური პასპორტი სრულდება ხუთ ეგზემპლარად:

_თავი III — ზოგადი დებულებები_

ა) ბირთვული ობიექტისათვის;
ბ) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურისათვის;
გ) შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის მთავარი სამმართველოსათვის;
დ) ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურისათვის;
ე) საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის შესაბამისი სამსახურისათვის

[https://legali.ge/law/55138/muxli-4/](https://legali.ge/law/55138/muxli-4/)

---

## მუხლი 5. 1. სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის მიზნით ჩატარებული ბირთვული ობიექტის გამოკვლევებისას არადამაკმაყოფილებელი შედეგების მიღების შემთხვევაში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ს

_თავი III — ზოგადი დებულებები_

2. გადაწყვეტილება პასპორტის მოქმედების შეჩერების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს წერილობით როგორც ბირთვული ობიექტის მფლობელს, ასევე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურს, შსს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის მთავარ სამმართველოსა და საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის შესაბამის სამსახურს.
3. პასპორტის მოქმედების შეჩერება ხდება სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის მიერ აღმოჩენილი დარღვევების აღმოფხვრამდე. აღნიშნული მოთხოვნების შესრულების შემდეგ პასპორტის მოქმედება განახლდება დამატებითი გადაწყვეტილებით

[https://legali.ge/law/55138/muxli-5/](https://legali.ge/law/55138/muxli-5/)

---

## მუხლი 6. 1. პასპორტის მოქმედების გაუქმება ხდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის მიერ შემდეგ საფუძველზე:

_თავი III — ზოგადი დებულებები_

ა) პასპორტის შეჩერების ვადის გასვლა;
ბ) სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის მიერ ობიექტში აღმოჩენილი სისტემატური დარღვევები.
2. ბირთვული ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენური პასპორტის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახური, რომელიც ვალდებულია აღნიშნული გადაწყვეტილება საფუძვლის მითითებით აცნობოს წერილობით როგორც ობიექტის მფლობელს, ასევე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურს, შსს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის მთავარ სამმართველოსა და საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის შესაბამის სამსახურს

[https://legali.ge/law/55138/muxli-6/](https://legali.ge/law/55138/muxli-6/)

---

## მუხლი 8. 1. ზოგადი ნაწილი უნდა მოიცავდეს მონაცემებს ობიექტის დასახელების, მისი უწყებრივი დაქვემდებარებისა და ქონებრივი კუთვნილების მითითებით, აგრეთვე ამ უწყებათა მისამართსა და რეკვიზიტს, ინფორმაციას ობიექტის მ

_თავი IV — ბირთვული ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენური პასპორტის შედგენილობა_

2. ობიექტის მონაცემებში უნდა აისახოს ობიექტის პროფილი (საწარმოო, საცდელ-საკვლევი, სამედიცინო, სასოფლო-სამეურნეო და ა.შ.), ობიექტის კატეგორია, მუშაობის კლასი.
3. სიტუაციური გეგმა უნდა მოიცავდეს სანიტარიულ-დაცვითი და დაკვირვების ზონების, სანიტარიულ-დაცვის ზონაში საცხოვრებელი სახლების, საბავშვო დაწესებულებების, სამრეწველო შენობებისა და სხვათა არსებობის შესახებ მონაცემებს და თან უნდა ერთვოდეს სათანადო უწყების მიერ დამოწმებული პროექტი.
4. ობიექტის განთავსების სანიტარიულ-ჰიგიენური შეფასება საჭიროებს ობიექტის კლიმატური, მეტეოროლოგიური და ჰიდროგეოლოგიური პირობების სრულ აღწერას.
5. მაიონებელი გამოსხივების სხვადასხვა წყაროებთან მუშაობა უნდა მოიცავდეს მონაცემებს: ღია წყაროებთან მუშაობის (რადიონუკლიდის სახეობა, შენაერთები, აგრეგატული მდგომარეობა, ტოქსიკურობის ჯგუფი, მუშაობის კლასი, მუშაობის სახე და ხასიათი, ერთჯერადი აქტივობა სამუშაო ადგილზე, წლიური მოხმარება, წყაროს შენობებში განთავსება, შენახვის პირობები, შემზღუდავი პირობები); დახურულ წყაროებთან მუშაობის (რადიონუკლიდის სახეობა, წყაროს სახეობა, მუშაობის სახე და ხასიათი, წყაროს მაქსიმალური აქტივობა, წყაროს ერთჯერადად დასაშვები მაქსიმალური რაოდენობა სამუშაო ადგილზე, წყაროს ჯამური აქტივობა, წლიური მოხმარება, შემზღუდავი ღონისძიებები); მაიონებელი გამოსხივების მაგენერირებელ მოწყობილობებთან (არაიზოტოპური წყაროები) მუშაობის (მოწყობილობის ტიპი, სახეობა, გენერირებული მაიონებელი გამოსხივების ენერგია და ინტენსივობა, ერთდროულად მომუშავე მოწყობილობათა მაქსიმალურად დასაშვები რაოდენობა, მოწყობილობათა განთავსება შენობაში, მუშაობის სახე და ხასიათი, მუშაობის კლასი, შემზღუდავი ღონისძიებები); მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან მუშაობის (მუშაობა ბირთვულ რეაქტორთან, რადიონუკლიდების გენერატორებთან, რადიოაქტიურ ნარჩენებთან ან სხვა შერეული, აგრეთვე არამკაცრად განსაზღვრული არარადიაციული ბუნების წყაროებთან. წყაროს სახე, მისი რადიაციული დახასიათება, ნუკლიდური შედგენილობა, სიმძლავრე, სახეობა, ენერგია, გამოსხივების ინტენსივობა და ა. შ., მუშაობის სახე და ხასიათი, მუშაობის კლასი, შემზღუდავი ღონისძიებები) შესახებ.
6. ბირთვული ობიექტზე მომუშავე პერსონალის კვალიფიკაცია მოიცავს თანამშრომელთა წინასწარ და მიმდინარე ინსტრუქტაჟს რადიაციულ, ტექნიკურ, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებაზე, სამრეწველო სანიტარიისა და შრომის დაცვის წესების შესახებ. ინსტრუქტაჟი უნდა ტარდებოდეს წელიწადში არანაკლებ 2-ჯერ. შედეგები უნდა რეგისტრირდებოდეს სპეციალურ ჟურნალში.
7. მომუშავე პერსონალის წინასწარი და მიმდინარე სამედიცინო შემოწმების შესახებ სამედიცინო დასკვნა უნდა მოიცავდეს მონაცემებს წინასწარი და მიმდინარე პერიოდური სამედიცინო შემოწმების შედეგებისა და სავალდებულო სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის შესახებ.
8. მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მომუშავე პერსონალი. ამ პუნქტში უნდა მიეთითოს პერსონალის „ა“ და „ბ“ ჯგუფის რაოდენობა, აგრეთვე დაკვირვების ზონაში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა, მათზე მაიონებელი გამოსხივების მოქმედების დრო, წლიური ეფექტური დოზა (მაქსიმალური, საშუალო, მინიმალური), კოლექტიური დოზა, იმ პირთა რაოდენობა, რომელთა დასხივების დოზა აჭარბებს დოზურ ზღვარს.
9. ობიექტის რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოიცავს შემდეგ თავებს: საკონტროლო დონეები; ობიექტის ზონებად დაყოფა; დოზიმეტრიული სამსახური – მოცულობა, გაზომვის პერიოდულობა, აპარატურა, მათი დამოწმება, ინდივიდუალური დოზიმეტრია, გამოყენებული მეთოდი, დოზიმეტრი, მონაცემთა რეგულარობა, დამცავი საშუალებები (სტაციონარული დაცვა, გადასატანი ეკრანი, ბოქსები, მართვის დისტანციური საშუალებები და ა.შ.); დაცვის ინდივიდუალური საშუალებები, სადეზაქტივაციო საშუალებები; რადიოპროტექტორები (ჩამონათვალი, მარაგი); პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებები.
10. ობიექტის რადიაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის შესახებ მონაცემებში უნდა მიეთითოს მისი თანამდებობა, გვარი, სახელი, მისამართი, კვალიფიკაცია, თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანების ნომერი, თარიღი.
11. ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენური შეფასება. ამ განყოფილებაში უნდა მიეთითოს მონაცემები ობიექტის ფართობის, წყალმომარაგების, კანალიზაციის, განათების, ვენტილაციის, სანიტარიულ-ტექნიკური და ელექტროტექნიკური საშუალებების შენიღბვის, სამუშაო ადგილების აღჭურვის, ავეჯისა და ინვენტარის მოპირკეთების, დასუფთავების წესის, პერიოდულობისა და საშუალებების შესახებ.
12. ობიექტის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული დოკუმენტაციების პუნქტში მიეთითება ყველა იმ დოკუმენტის მონაცემები, რომლებიც შემუშავებული და დამტკიცებულია ადმინისტრაციის მიერ, მათ შორის: ინსტრუქციები მუშაობის, ტექნიკური უსაფრთხოების, ხანძარსაწინააღმდეგო, პოტენციური ავარიის სახეების, მათი შესაძლო შედეგებისა და ავარიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისა და ობიექტის მფლობელთა ვალდებულებების შესახებ. აქვე უნდა მიეთითოს ის პარამეტრები, რომლებიც მომატებულია ობიექტის ნორმალური ექსპლუატაციის დროს.
13. რადიოაქტიური ნარჩენები. ამ განყოფილებაში უნდა აღინიშნოს რადიოაქტიური ნარჩენების წარმოქმნის ადგილი, ხასიათი, აგრეგატული მდგომარეობა, აქტივობა, მოცულობა, შეგროვების ადგილი, შენახვის პირობები, დეზაქტივაცია, ტრანსპორტირება და დამარხვა.
14. რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირება. ამ პუნქტში განიხილება სატრანსპორტო საშუალებები და ტრანსპორტირების პირობები, სატრანსპორტო კატეგორიები, ასევე უნდა მიეთითოს რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირებისათვის გამოყოფილი სპეციალური ტრანსპორტის სანიტარიული პასპორტის მონაცემები (ასლი თან უნდა ერთვოდეს).
15. რადიოაქტიური ნივთიერებების საცავი. ამ თავში მითითებულ უნდა იქნეს რადიოაქტიური ნივთიერებების შესანახი სათავსის მდებარეობა, ფართობი, სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები, უსაფრთხოების პირობები, რადიოაქტიური ნივთიერებების სამუშაო ადგილებამდე ტრანსპორტირების პირობები.
16. რადიოაქტიური ობიექტების ფიზიკური დაცვა. ამ განყოფილებაში უნდა მიეთითოს ობიექტის ფიზიკური დაცვის განმახორციელებელი დაწესებულების რეკვიზიტები.
17. მონაცემები ობიექტის რეკონსტრუქციის, მისი პროფილის ცვლილების ან მოწყობილობა-დანადგარების შეცვლის შესახებ. ამ თავში ზედმიწევნით განიხილება ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ხორციელდება ობიექტზე მუშაობის პროცესის დროს (აღჭურვა, ტექნოლოგია, მეთოდიკა და ა. შ.).
18. ჰიგიენური დასკვნა, გაცემული სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის მიერ.
19. სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის მიზნით ჩატარებული ობიექტის გამოკვლევის შედეგები. ამ განყოფილებაში მიეთითება სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის მიზნით ჩატარებულ გამოკვლევათა შედეგები (აქტებისა და ოქმების სახით).
(დანართი)

თავი V

ბირთვული ობიექტების

სანიტარიულ-ჰიგიენური პასპორტის

ფორმ

[https://legali.ge/law/55138/muxli-8/](https://legali.ge/law/55138/muxli-8/)

---

## მუხლი 9. სატიტულო გვერდი

_თავი V — ბირთვული ობიექტების_

1. შეადგინა:

2. ორგანიზაციის დასახელება:

3. მისამართი:

4. ორგანიზაციის მფლობელი
(ადმინისტრაციის ხელმძღვანელი):                                 ბ.ა.

5. ვამტკიცებ:

6. ობიექტის მფლობელი
(ადმინისტრაციის ხელმძღვანელი):                                 ბ.ა.

7. შეთანხმებულია:
საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებსა და წესებზე ზედამხედველობის
სახელმწიფო ინსპექცია:

ბ.ა

[https://legali.ge/law/55138/muxli-9/](https://legali.ge/law/55138/muxli-9/)

---

## მუხლი 10. ზოგადი ნაწილი

_თავი V — ბირთვული ობიექტების_

1. ობიექტის დასახელება (საკუთრება და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა) - - - - - - -
- - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - -- - - - - - - - - - - - - -
2. უწყება, რომლის დაქვემდებარებაშიც იმყოფება ობიექტი (მისამართი, რეკვიზიტები)- - - - -
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - -- - - - - - - - - - -- - - - - - -- - - - - - - - - - - -
3. ობიექტის მფლობელის (ორგანიზაციის) მისამართი (რეკვიზიტები)- - - - - - - - - - - - - - - - -
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - -- - - - - - - - - - -- - - - - - -- - - - - - - - - - - - - - -
4. ობიექტის მისამართი (რეკვიზიტები) - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
5. ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლის თარიღი- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
6. ობიექტის რეკონსტრუქციის თარიღი- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
7. სანიტარიულ-ჰიგიენური პასპორტის შედგენის თარიღი და მისი სარეგისტრაციო ნომერი- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - -- - - - - - - - - - -- - - - - - -- - - - - - - - - - -- -

[https://legali.ge/law/55138/muxli-10/](https://legali.ge/law/55138/muxli-10/)

---

## მუხლი 11. ობიექტის მონაცემები

_თავი V — ბირთვული ობიექტების_

1. ობიექტის პროფილი (საწარმოო, საცდელ-კვლევითი, სამედიცინო, სასოფლო-სამეურნეო და ა.შ.) - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - -
2. ობიექტის კატეგორია- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - -
3. მუშაობის კლასი - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -  - - - - - - - - - -- - - - - -

[https://legali.ge/law/55138/muxli-11/](https://legali.ge/law/55138/muxli-11/)

---

## მუხლი 12. სიტუაციური გეგმა (მ 1:2000 ან 1:10 000)

_თავი V — ბირთვული ობიექტების_

სიტუაციური გეგმა უნდა შედგეს სანიტარიულ-დაცვითი და დაკვირვების ზონების აღნიშვნით სანიტარიული დაცვის ზონაში საცხოვრებელი სახლების, საბავშვო დაწესებულებების, გამაჯანსაღებელი ორგანიზაციების, სამრეწველო შენობებისა და სხვათა არსებობის მითითებით. თან უნდა ერთვოდეს სათანადო უწყების მიერ დამოწმებული პროექტი - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

[https://legali.ge/law/55138/muxli-12/](https://legali.ge/law/55138/muxli-12/)

---

## მუხლი 14. მუშაობა მაიონებელი გამოსხივების სხვადასხვა წყაროსთან

_თავი V — ბირთვული ობიექტების_

1. მუშაობა ღია წყაროებთან (რადიონუკლიდის სახეობა, შენაერთები, აგრეგატული მდგომარეობა, ტოქსიკურობის ჯგუფი, მუშაობის კლასი, მუშაობის სახე და ხასიათი, ერთჯერადი აქტივობა სამუშაო ადგილზე, წლიური მოხმარება, შენობებში წყაროს განთავსება, შენახვის პირობები, შემზღუდავი პირობები) - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - -
2. მუშაობა დახურულ წყაროებთან (რადიონუკლიდის სახეობა, წყაროს სახეობა, მუშაობის სახე და ხასიათი, წყაროს მაქსიმალური აქტივობა, წყაროს ერთჯერადად დასაშვები მაქსიმალური რაოდენობა სამუშაო ადგილზე, წყაროს ჯამური აქტივობა, წლიური მოხმარება, შემზღუდავი ღონისძიებები) - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - -
3. მუშაობა მაიონებელი გამოსხივების მაგენერირებელ მოწყობილობებთან (არაიზოტოპური წყაროები) – მოწყობილობის ტიპი, სახეობა, გენერირებული მაიონებელი გამოსხივების ენერგია და ინტენსივობა, ერთდროულად მომუშავე მოწყობილობათა მაქსიმალურად დასაშვები რაოდენობა, მოწყობილობათა განთავსება შენობაში, მუშაობის სახე და ხასიათი, მუშაობის კლასი, შემზღუდავი ღინისძიებები - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - -
4. სხვა სამუშაოები მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან (მუშაობა ბირთვულ რეაქტორთან, რადიონუკლიდების გენერატორებთან, რადიოაქტიურ ნარჩენებთან ან სხვა – შერეულ, აგრეთვე არამკაცრად განსაზღვრულ არარადიაციული ბუნების წყაროებთან. წყაროს სახე, მისი რადიაციული დახასიათება, ნუკლიდური შედგენილობა, სიმძლავრე, სახეობა, ენერგია, გამოსხივების ინტენსივობა და ა.შ., მუშაობის სახე და ხასიათი, მუშაობის კლასი, შემზღუდავი ღონისძიებები) - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - -

[https://legali.ge/law/55138/muxli-14/](https://legali.ge/law/55138/muxli-14/)

---

## მუხლი 16. სამედიცინო დასკვნა მომუშავე პერსონალის წინასწარი და მიმდინარე პერიოდული სამედიცინო შემოწმების შესახებ. სავალდებულო სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევა (ასლი თან დართვით)

_თავი V — ბირთვული ობიექტების_

- - -- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - -- - - - - - - - - - - -

[https://legali.ge/law/55138/muxli-16/](https://legali.ge/law/55138/muxli-16/)

---

## მუხლი 17. მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მომუშავე პერსონალი

_თავი V — ბირთვული ობიექტების_

1. პერსონალის „ა“ ჯგუფის რაოდენობა, მათზე მაიონებელი გამოსხივების მოქმედების დრო, წლიური ეფექტური დოზა (მაქსიმალური, მინიმალური და საშუალო), იმ პირთა რაოდენობა, რომელთა დასხივების დოზა აჭარბებს დოზურ ზღვარს, კოლექტიური დოზა. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - --- - - - -- - - - -- - - - - - - - - - -- - - - - - -- - - - - - - - - - -- - - - - - -- - - - - - - - - -
2. პერსონალის „ბ” ჯგუფის რაოდენობა. მათზე მაიონებელი გამოსხივების მოქმედების დრო, წლიური ეფექტური დოზა (მაქსიმალური, მინიმალური, საშუალო), იმ პირთა რაოდენობა, რომელთა დასხივების დოზა აჭარბებს დოზურ ზღვარს, კოლექტიური დოზა.- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
3. დაკვირვების ზონაში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა, მათი დასხივების წლიური ეფექტური დოზები (მაქსიმალური, მინიმალური, საშუალო), იმ პირთა რაოდენობა, რომელთა დასხივების დოზა აჭარბებს დოზურ ზღვარს, კოლექტიური დოზა- - - - - - - - - - - - -

[https://legali.ge/law/55138/muxli-17/](https://legali.ge/law/55138/muxli-17/)

---

## მუხლი 18. ობიექტის რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა

_თავი V — ბირთვული ობიექტების_

1. საკონტროლო დონეები - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- -
2. დოზიმეტრული სამსახური. მოცულობა, გაზომვის პერიოდულობა, აპარატურა, მათი დამოწმება- -- - - - - - - - - - - - - - - - - - - -
3. ობიექტის ზონებად დაყოფა (როგორც შიგნით, ისე გარეთ)- - - - - -
4. ტექნოლოგიური სისტემისა და ნაწარმის სანიტარიული მდგომარეობა- - - - - -- - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - -- - - - - - - - - - -- - - - - - -- - - - - - - - - - -- - - -
5. ინდივიდუალური დოზიმეტრია (გამოყენებული მეთოდი, დოზიმეტრი, მონაცემთა რეგულარულობა) - - -- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - -- - - - - - - - - - -- - - - - - -
6. დამცავი საშუალებები (სტაციონარული დაცვა, გადასატანი ეკრანი, ბოქსები, მართვის დისტანციური საშუალებები და ა.შ.) - - -- - - - - - - - - - - -- - - - - - -- - - - - - - - - - -- - - - -
7. დაცვის ინდივიდუალური საშუალებები- - - - - - - - - - - - -- - - -- - - - - - - - - - -- - - -
8. რადიოპროტექტორები, მათი ჩამონათვალი და მარაგი- - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
9. სადეზაქტივაციო საშუალებები - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - -- - - - - - -
10. პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებები- - - - - -- - -- - - - - - - - - - - - -

[https://legali.ge/law/55138/muxli-18/](https://legali.ge/law/55138/muxli-18/)

---

## მუხლი 20. ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენური შეფასება

_თავი V — ბირთვული ობიექტების_

1. ფართობი - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
2. წყალმომარაგება- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
3. კანალიზაცია- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
4. განათება- - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
5. ვენტილაცია - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
6. სანიტარიულ-ტექნიკური და ელექტრულ-ტექნიკური საშუალებების შენიღბვა - - - - - - - -
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
7. სამუშაო ადგილების აღჭურვა, ავეჯისა და ინვენტარის მოპირკეთება-
8. დასუფთავების წესი, პერიოდულობა, საშუალებები- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

[https://legali.ge/law/55138/muxli-20/](https://legali.ge/law/55138/muxli-20/)

---

## მუხლი 21. ობიქტის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული დოკუმენტაცია

_თავი V — ბირთვული ობიექტების_

1. ინსტრუქცია მუშაობის შესახებ- - - - - -- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - -
2. ტექნიკური უსაფრთხოების ინსტრუქცია- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - -
3. ხანძარსაწინააღმდეგო ინსტრუქცია- - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - - -- - - - -
4. ინსტრუქცია პოტენციური ავარიის სახეების, მათი შესაძლო შედეგების, ავარიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისა და ობიექტის მფლობელთა ვალდებულების შესახებ - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - -- - - - - - - - - - -- - - - - - -- - - - - - - - - - -- - - - - - -- - - - - - - - - - -
5. პარამეტრები, რომლებიც მომატებულია ობიექტის ნორმალური ექსპლუატაციის დროს - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - -- - - - - - - - - - -- - - - - - -- - - - - - - - - - -- - - - - - -- - -

[https://legali.ge/law/55138/muxli-21/](https://legali.ge/law/55138/muxli-21/)

---

## მუხლი 22. რადიოაქტიური ნარჩენები – წარმოქმნის ადგილი, ხასიათი, აგრეგატული მდგომარეობა, რაოდენობა, აქტივობა, მოცულობა, მათი შეგროვების ადგილი, შენახვის პირობები, დეზაქტივაცია, ტრანსპორტირება, დამარხვა

_თავი V — ბირთვული ობიექტების_

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

[https://legali.ge/law/55138/muxli-22/](https://legali.ge/law/55138/muxli-22/)

---

## მუხლი 23. რადიოაქტიურ ნივთიერებათა ტრანსპორტირება

_თავი V — ბირთვული ობიექტების_

რადიაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირებისათვის გამოყოფილი სპეციალური სატრანსპორტო საშუალებები და ტრანსპორტირების პირობები, სატრანსპორტო კატეგორიები, სპეციალური ტრანსპორტის მონაცემები- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

[https://legali.ge/law/55138/muxli-23/](https://legali.ge/law/55138/muxli-23/)

---

## მუხლი 27. ჰიგიენური დასკვნა გაცემული სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის მიერ

_თავი V — ბირთვული ობიექტების_

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

[https://legali.ge/law/55138/muxli-27/](https://legali.ge/law/55138/muxli-27/)

---

## მუხლი 28. სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის მიზნით ობიექტის გამოკვლევის შედეგები (გამოკვლევათა შედეგების აქტები და ოქმები)

_თავი V — ბირთვული ობიექტების_

1. 200... წელი- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - -
2. 200... წელი - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - -
3. 200... წელი- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - -
4. 200... წელი- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - -
5. 200... წელი- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - -

[https://legali.ge/law/55138/muxli-28/](https://legali.ge/law/55138/muxli-28/)
