1. მერი უფლებამოსილია პერიოდულად მოაწყოს შეხვედრები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან როგორც საკუთარი ინიციატივით, ასევე მოქალაქეთა მოთხოვნის საფუძველზე.
2. მერის მოსახლეობასთან შეხვედრა შეიძლება გაიმართოს წინასწარშედგენილი დღის წესრიგით ან მის გარეშე. მოსახლეობასთან შეხვედრის მიზნით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მერიის დარბაზი, სხვა შენობა ან შეხვედრა ჩატარდეს შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ.
3. მერის მიერ მოსახლეობასთან შეხვედრისას შეიძლება განხილულ იქნეს შესაბამის დასახლებაში განსახორციელებელი პროექტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მათ ასახვამდე და წარმოდგენილ იქნეს დასაბუთებული შენიშვნები და წინადადებები, ასევე შეიძლება განხილულ იქნეს მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური საკითხები, მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განხორციელებული პროექტები. შეხვედრას შეიძლება ჰქონდეს ინფორმაციული ხასიათი ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებისა და მნიშვნელობის, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების შესახებ.
4 პერიოდულად, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერი და მერიის სამსახურის უფროსები მოსახლეობასთან გამართავენ შეხვედრებს.
.5. „ცხელი ხაზი“ გულისხმობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სატელეფონო მომსახურების პროცესს. მისი მიზანია ინფორმაციის ოპერატიულად და კვალიფიციურად მიღება/მიწოდება და მაღალი ხარისხის სატელეფონო მომსახურების შეთავაზება.
6. მოქალაქეთა სატელეფონო მომსახურების პროცესში განხორციელებული მომსახურების ზოგადი წესი და პირობები განისაზღვრება მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.