„ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№49
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.162.016585
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/07/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №49

2022 წლის 6 ივლისი

ქ. ახმეტა

„ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 „ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის №6 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/02/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.162.016425) შეტანილ იქნეს  ცვლილებები და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის:

1. მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსის, მეორადი სტრუქტურული ერთეულების – განყოფილებების უფროსების და სხვადასხვა რანგის საჯარო მოხელეებისაგან;

2. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ზედამხედველობის და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილება;

ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება.“.

 

2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახური უზრუნველყოფს:

ა) მერის, მერიის სამსახურებისა და თანამდებობის პირების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეებისათვის კონსულტაციების გაწევას;

გ) მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული ხელშეკრულებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებისა და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ სისწორეს, მათ შესაბამისობას საქართველოს  კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;

დ) მუნიციპალიტეტის ინტერესების დაცვას სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობაში და სასამართლოში;

ე) მოქალაქეთა განცხადებების/ საჩივრების განხილვას, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას, შესაბამისი დასკვნების და გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებას;

ვ) მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული ცალკეული საკითხების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას;

ზ) მერიის სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთულების საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების მომზადებას;

თ) მერიის საჯარო მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნის, გადაყვანის, მობილობის, მოხელეთა უფლებამოსილებების შეჩერებისა და შეწყვეტის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

ი) მერიაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების სამსახურში მიღებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მომზადებას;

კ) მერიის მიერ შექმნილი იურიდიული პირების რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის პროცესის ორგანიზაციულ-სამართლებრივ უზრუნველყოფას;

ლ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე მოსახლეობის სამართლებრივ კონსულტირებას;

მ) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას;

ნ) მშენებარე შენობა-ნაგებობების, წარმოებული სამშენებლო კონსტრუქციების საპროექტო და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე მშენებლობის დაწყებიდან დამთავრებამდე, დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე კონტროლს;

ო) მონიტორინგს მუნიციპალიტეტის იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების დაცვაზე, გარე ვაჭრობაზე, მიწათსარგებლობის წესების დაცვაზე.

პ) ტექნიკური და სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების, კანონის დარღვევით მიმდინარე ფაქტების გამოვლენას, დარღვევით მშენებარე ობიექტის მშენებლობის შეჩერებას ან/და დემონტაჟს, მათ მიმართ კანონით განსაზღვრული საჯარიმო სანქციების გამოყენებას;

ჟ) სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე კონტროლს;

რ) გარე რეკლამის განთავსებაზე კონტროლს;

ს) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე კონტროლს (შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, კომუნიკაციათა კარადების და ჭების, საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე);

ტ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლს;

უ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენას, მათი აღმკვეთი საჯარიმო სანქციების გამოყენებას;

ფ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიწის ნაკვეთების უნებართვოდ დაკავების ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობის, მიწის მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენის მქონე ობიექტების მშენებლობის ფაქტების გამოვლენას და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ღონისძიებების გატარებას;

ქ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის ნორმების დამრღვევი ფიზიკური ან იურიდიული  პირის მიმართ შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას;

ღ) პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის და  ნარჩენების მართვის კოდექსის დამრღვევის ფიზიკური ან იურიდიული პირების მიმართ შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომების  გამოყენებას, ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში აგრეთვე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვას და ადმინისტრაციული სახდელის დადებას;

ყ) ახლად აშენებული, რეკონსტრუირებული ობიექტების დამთავრებული სამუშაოების მიმღებ კომისიებში მონაწილეობის მიღებას.

შ) საქართველოს კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელებას.“.

 

3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. ზედამხედველობის და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილების ფუნქციები

განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) მშენებარე შენობა-ნაგებობების, წარმოებული სამშენებლო კონსტრუქციების საპროექტო და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის მონიტორინგს მშენებლობის დაწყებიდან დამთავრებამდე, დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე კონტროლს;

ბ) მონიტორინგს მუნიციპალიტეტის იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების დაცვაზე, გარე ვაჭრობაზე, მიწათსარგებლობის წესების დაცვაზე.

გ) ტექნიკური და სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების, კანონის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის ფაქტების გამოვლენას, დარღვევით მშენებარე ობიექტის მშენებლობის შეჩერებას ან/და დემონტაჟს, მათ მიმართ კანონით განსაზღვრული საჯარიმო სანქციების გამოყენებას;

დ) სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე კონტროლს;

ე) გარე რეკლამის განთავსებაზე კონტროლს;

ვ) კონტროლს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, კომუნიკაციათა კარადების და ჭების, საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე);

ზ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლს;

თ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენას, მათი აღმკვეთი საჯარიმო სანქციების გამოყენებას;

ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიწის ნაკვეთების უნებართვოდ დაკავების ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობის, მიწის მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენის მქონე ობიექტების მშენებლობის ფაქტების გამოვლენას და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ღონისძიებების გატარებას;

კ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და ,,სამშენებლო საქმიანობის კოდექსის ნორმების დამრღვევი ფიზიკური ან იურიდიული  პირის მიმართ შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას;

ლ) პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის და  ნარჩენების მართვის კოდექსის დამრღვევის ფიზიკური ან იურიდიული პირების მიმართ შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომების  გამოყენებას, ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში - აგრეთვე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვას და ადმინისტრაციული სახდელის დადებას;

მ) ახლად აშენებული, რეკონსტრუირებული ობიექტების, დამთავრებული სამუშაოების მიმღებ კომისიებში მონაწილეობის მიღებას;

ნ) საქართველოს კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელებას.“.

 

4. დადგენილებით დამტკიცებულ დანართ №1-ს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 მუხლი:

„მუხლი 5. სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციები

განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) მერის, მერიის სამსახურებისა და თანამდებობის პირების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისათვის კონსულტაციების გაწევას;

გ) მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული ხელშეკრულებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებისა და სხვა დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობას;

დ) მუნიციპალიტეტის ინტერესების დაცვას სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობაში და სასამართლოში;

ე) მოქალაქეთა განცხადებების/საჩივრების განხილვას, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას, შესაბამისი დასკვნების და გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებას;

ვ) მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული ცალკეული საკითხების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას;

ზ) მერიის სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთულების საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების მომზადებას;

თ) მერიის საჯარო მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნის, გადაყვანის, მობილობის, მათთვის უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

ი) მერიის საჯარო მოსამსახურეების (შრომითი ხელშეკრულებთ დასაქმებული პირების) სამსახურში მიღებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების პროექტების მომზადებას;

კ) მერიის მიერ შექმნილი იურიდიული პირების რეორგანიზაციის/ლიკვიდაციისა პროცესის ორგანიზაციულ-სამართლებრივ უზრუნველყოფას;

ლ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში მოსახლეობისთვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევასა და განმარტებების მიცემას;

მ) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას;

ნ) საქართველოს კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 15 აგვისტოდან.

 


ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსები ქარუმაშვილი