,,ძველი თბილისის რეაბილიტაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 06.07.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №121
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 84, 07/07/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 929 სიტყვა · ~5 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

,,ძველი თბილისის რეაბილიტაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPDumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.satauri, li.satauri, div.satauri {mso-style-name:satauri; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:85.05pt 64.35pt 56.7pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №121 2009 წლის 6 ივლისი ქ. თბილისი ძველი თბილისის რეაბილიტაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ     მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე დამტკიცდეს ძველი თბილისის რეაბილიტაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“.     მუხლი 2🔗 ეთხოვოთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიას გაითვალისწინონ პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები მომავალი წლის ბიუჯეტში.     მუხლი 3🔗 ეთხოვოს ქალაქ თბილისის მერიას პროგრამის განსახორციელებლად შექმნას კომისია, რომელიც ჩამოაყალიბებს პროგრამაში მონაწილეობის სატენდერო პირობებს.     მუხლი 4🔗 საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ მონაწილეობა მიიღონ ქალაქ თბილისის მერიის მიერ შექმნილი შესაბამისი კომისიის მუშაობაში.     მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური ძველი თბილისის რეაბილიტაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“     მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი პროგრამის მიზანია: ა) ძველი თბილისის რეაბილიტაცია; ბ) მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება; გ) სამშენებლო ბიზნესის სტიმულირება; დ) წინაპირობების შექმნა, რათა ბანკებმა მონაწილეობა მიიღონ ძველი თბილისის აღდგენისა და მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროცესში.     მუხლი 2🔗. პროგრამის ამოცანები პროგრამის ამოცანებია: ა) მენაშენეებთან თანამშრომლობით ნებაყოფლობით საწყისებზე მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება; ბ) მექანიზმების შექმნა, რომლებიც ხელს შეუწყობენ: ბ.ა) მიმდინარე მშენებლობათა დასრულებას; ბ.ბ) ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროცესში მოსახლეობის, მენაშენეებისა და ბანკების ნებაყოფლობით მონაწილეობას.     მუხლი 3🔗. პროგრამის პრინციპები 1. პროგრამა განხორციელდება ძველ თბილისში ქალაქ თბილისის მერიის მიერ განსაზღვრულ ტერიტორიებზე. 2. მხარეების პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.     მუხლი 4🔗. პროგრამის მონაწილეები პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ: ა) კვალიფიციური მენაშენეები და ბანკები, რომლებიც აკმაყოფილებენ ქალაქ თბილისის მერიის კომისიის მიერ დადგენილ პირობებს; ბ) ქალაქ თბილისის მერია და საქართველოს მთავრობა, რომლებიც დააფინანსებენ აღნიშნულ პროექტს და მონაწილეობას მიიღებენ კომისიის მუშაობაში.     მუხლი 5🔗. პროგრამაში მონაწილე პირთა უფლებები და ვალდებულებები 1. ქალაქ თბილისის მერიის მიერ განსაზღვრულ არეალში (სადაც განხორციელდება პროგრამა) მცხოვრებ მოსახლეს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს პროგრამაში. 2. ამ პროგრამის მიზნებისათვის ქალაქ თბილისის მერია უფლებამოსილია განსაზღვროს მიწის სამშენებლო ღირებულება და შესაბამისი კლასიფიკაცია ამ ღირებულების დისკონტირების მიზნით. 3. ქალაქ თბილისის მერიის კომისია უფლებამოსილია განსაზღვროს კვალიფიციური მენაშენისა და ბანკის ცნება პროგრამაში მონაწილეობის მიზნით. 4. კვალიფიციურ მენაშენეებსა და ბანკებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ პროგრამაში. 5. კვალიფიციური მენაშენეები ვალდებული არიან პროგრამაში მონაწილეობისათვის წარადგინონ მათსა და ბანკს შორის დადებული ხელშეკრულება. 6. კვალიფიციური მენაშენეები ვალდებული არიან პროგრამაში მონაწილეობისათვის წარადგინონ მათსა და მოსახლეობას შორის დადებული ხელშეკრულება. 7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულება უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ა) მოსახლეობა მიიღებს ბინას ძველი საცხოვრებლის ნაცვლად; ბ) ამ ხელშეკრულებით მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებები რეგისტრირებული უნდა იყოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში; გ) ქალაქ თბილისის მერიის კომისიის მიერ განსაზღვრულ დამატებით პირობებს. 8. ქალაქ თბილისის მერიის კომისია უფლებამოსილია განსაზღვროს დამატებითი პირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს კვალიფიციურ მენაშენესა და ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულება. 9. მხარეები ვალდებული არიან შეასრულონ პროგრამის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები.     მუხლი 6🔗. პროგრამის განხორციელების მექანიზმი და დაფინანსების მეთოდოლოგია 1. პროგრამაში გამარჯვებულის გამოსავლენად ქალაქ თბილისის მერიის კომისია აწყობს ტენდერს. 2. ტენდერი გამოცხადდება გამართვამდე მინიმუმ 45 დღით ადრე. 3. სატენდერო კომისია დახურული კონვერტით განსაზღვრავს: ა) 1მ​2-ზე გადასახდელი დისკონტირებული სამშენებლო ღირებულების ზღვარს; ბ) ამ ტენდერით პროექტის დაფინანსების ზღვრულ ჯამურ თანხას. 4. ტენდერი იმართება წინასწარ დათქმულ დროს ორ ეტაპად. 5. პირველ ეტაპზე გაიხსნება საკვალიფიკაციო კონვერტები, რომლის მიხედვითაც მეორე ეტაპზე მონაწილეობას მიიღებენ ის პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ დადგენილებითა და კომისიის მიერ დადგენილ დამატებით პირობებს. 6. მეორე ეტაპზე გამარჯვებული ვლინდება პროექტის განხორციელების დაბალი დისკონტირებული ფასების მიხედვით (გამოთავისუფლებული მიწის კვადრატულ მეტრზე გაანგარიშებით). 7. კონკურსის შედეგების გათვალისწინების გარეშე დაფინანსდება იმ კვალიფიციურ მენაშენეთა პროექტები, რომლებიც წარადგენენ საბანკო გარანტიას, რომ საქართველოს მთავრობის მიერ პროექტის დაფინანსებიდან განსაზღვრულ ვადაში (სამი თვე) ამავე თანხად (რეალურ გამოხატულებაში) შეიძენენ მიწის ნაკვეთს ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულისაგან. 8. პროექტში გამარჯვებულ კვალიფიციურ მენაშენეს რჩება უფლება, რომ საქართველოს მთავრობის მიერ პროექტის დაფინანსებიდან მაქსიმუმ სამი თვის განმავლობაში ამავე თანხად (რეალურ გამოხატულებაში) შეიძინოს მიწის ნაკვეთი, მიუხედავად იმისა, წარდგენილია თუ არა გარანტია. 9. შესყიდული მიწის ნაკვეთების ფასის გადახდა განხორციელდება მას შემდეგ, რაც წარდგენილ იქნება მოსახლეობის გაყვანის შესახებ მიღება/ჩაბარების აქტები. 10. პროექტის დაფინანსების დაწყებიდან სამი თვის შემდეგ, თუ შესაბამისი მიწის ნაკვეთი არ იქნება გამოსყიდული გამარჯვებული კვალიფიციური მენაშენის მიერ, ქალაქ თბილისის თვითმმართველ ერთეულს ეს ნაკვეთი გააქვს აუქციონზე. 11. თუ მიწის ნაკვეთი გაიყიდება პროექტის დაფინანსებაში გადახდილ თანხაზე მაღალ ფასად 1 მ​2-ზე გაანგარიშებით (რეალურ გამოხატულებაში), მაშინ ნამეტი გადაეხდება პროექტის განმახორციელებელ შესაბამის კვალიფიციურ მენაშენეს.     მუხლი 7🔗. პროგრამის მონიტორინგი პროგრამის შესრულების მონიტორინგს ახორციელებს ქალაქ თბილისის მერია და საქართველოს მთავრობა.