,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 25 ნოემბრის №74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№49
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.026.017005
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/07/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №49

2022 წლის 12 ივლისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 25 ნოემბრის №74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 25 ნოემბრის №74 ბრძანებით (ვებგვერდი, 25/11/2021, სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.026.016930) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან ურთიერთობის სამმართველო.“.

2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია

1. უზრუნველყოფის სამმართველოს კომპეტენციაა:        

ა) უცხოეთის დელეგაციების საქართველოს ტერიტორიაზე ოფიციალური და სამუშაო ვიზიტებისას, ღონისძიებების ნუსხით გათვალისწინებული აქტივობების ორგანიზება და უზრუნველყოფა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიების გამართვის (სემინარები, საერთაშორისო და უწყებათაშორისი ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონიალი, ოფიციალური და სამუშაო შეხვედრები, კონფერენციები, სამხედრო ცერემონიალები, საერთაშორისო/მრავალეროვნული, ქვეყნის შიდა სწავლებები) უზრუნველყოფა;

გ) სამინისტროს სახელით გამართული სხვადასხვა სახის ღონისძიებებისა და ცერემონიებისათვის საჭირო მატერიალური ინვენტარით უზრუნველყოფა;

დ) სამინისტროს და თავდაცვის ძალების თანამდებობის პირთა საზღვარგარეთის ქვეყნებში ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების უზრუნველყოფა: ავიაბილეთების და საცხოვრებელი ფართის დაქირავებასთან დაკავშირებული საკითხების, საჭიროების შემთხვევაში შიდა ტრანსპორტირების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და ამ მიზნით სამსახურეობრივი კოორდინაცია საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებულ დიპლომატიურ სამხედრო წარმომადგენლობებთან;

ე)  სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების მოსამსახურეთა საზღვარგარეთ მივლინებისას, მათთვის ავიაბილეთების დაჯავშნა/შეძენის ხელშეწყობა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სახელით გამართული სხვადასხვა სახის ღონისძიებებზე გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების დამადასტურებელი პირველადი აღრიცხვის დოკუმენტაციის მომზადება და მათი შემდგომი გადაგზავნა სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვებისა და ფინანსების მართვის დეპარტამენტებში.

2. დაგეგმარების სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) უცხოეთის დელეგაციების საქართველოს ტერიტორიაზე ოფიციალური და სამუშაო ვიზიტებისას,  ღონისძიებების ნუსხით გათვალისწინებული აქტივობების დაგეგმარება;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებების გამართვის (სემინარები, საერთაშორისო და უწყებათაშორისი ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონიალი, ოფიციალური და სამუშაო შეხვედრები, კონფერენციები, სამხედრო ცერემონიალები) დაგეგმარება;

გ) სამინისტროს სახელით გამართული სხვადასხვა სახის ღონისძიებებისა და ცერემონიებისათვის მატერიალური ინვენტარით უზრუნველყოფის საჭიროების განსაზღვრა;

დ) სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების თანამდებობის პირთა საზღვარგარეთის ქვეყნებში ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზაციული დაგეგმვა, სამსახურებრივი კოორდინაცია საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებულ საქართველოს დიპლომატიურ სამხედრო წარმომადგენლობებთან, ვიზიტის პროგრამის მომზადება და მასთან დაკავშირებული საპროტოკოლო საკითხების დაგეგმარება;

ე) სამინისტროს სახელით გასამართი საერთაშორისო/მრავალეროვნული, ქვეყნის შიდა სამხედრო სწავლებების საპროტოკოლო საკითხების დაგეგმვა, მასთან დაკავშირებული აღსრულების ფაზების მომზადება და შესაბამისი კოორდინირება მონაწილე ქვეყნების შესაბამის წარმომადგენლობებთან  და ღონისძიების საორგანიზაციო ჯგუფებთან თანამშრომლობა;

ვ) საპროტოკოლო ღონისძიებების სტატისტიკის წარმოება (მინისტრის ღონისძიებების კალენდარი, საპროტოკოლო ღონისძიებების ნუსხა).

3. დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან ურთიერთობის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს ეგიდით გამართულ სხვადასხვა სახის ღონისძიებებში დიპლომატიური კორპუსის მოწვევა, ღონისძიებისას მათი განთავსების უზრუნველყოფა საერთაშორისოდ აღიარებული წესების მიხედვით, ღონისძიების ჩაცმულობის განსაზღვრა;

ბ) სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირებისა და სტრუქტურული ერთეულების თანამდებობის პირთა საპროტოკოლო სიის შედგენა, მუდმივი განახლება და მათი მიწოდება საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლებისათვის  მოთხოვნის შესაბამისად;

გ) საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლების სიის მუდმივი განახლება სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტთან კოორდინაციით;

დ) სამინისტროსა და  საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირების საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლებთან დაგეგმილი სამუშაო შეხვედრების საპროტოკოლო უზრუნველყოფა;

ე) საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობიდან შემოსული ინფორმაციის გაცნობა სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირებისათვის და მასთან დაკავშირებული საჭირო საპროტოკოლო ღონისძიებების გატარება;

ვ) სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი თანამდებობის პირთათვის და წარმომადგენელთათვის სხვადასხვა ქვეყნების ვიზების მიღებაში დახმარების გაწევა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 15 ივლისიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 25 ნოემბრის №74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 12.07.2022.
როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 25 ნოემბრის №74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 25 ნოემბრის №74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 12.07.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №49. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.22.026.017005.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 25 ნოემბრის №74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 25 ნოემბრის №74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 25 ნოემბრის №74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.07.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 25 ნოემბრის №74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №49, 12.07.2022, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.026.017005 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.07.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5519567/