“მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის და მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის საჭირო კანონმდებლობით განსაზღვრულ მონაცემთა შესწავლის, დადგენის და მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენებაზე კონტროლის განხორციელების წესის შესახებ”

მიღების თარიღი 04.03.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
ნომერი №2-49
სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.11.113.005.710
გამოქვეყნების წყარო სსმ, 18, 11/03/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,935 სიტყვა · ~10 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (15)
კათიონები და ანიონები სახელწოდება კათიო– ნები
ალუმინი AI3+
ამონიუმი NH4+
კალციუმი Ca2+
მაგნიუმი Mg2+
კალიუმი K+
ნატრიუმი Na+
არიონოგენური ნაერთები საერთო ორგანული
ბარიუმი Ba
ბრომი (საერთო) Br
კობალტი Co
სპილენძი Cu
იოდი (საერთო) I
რკინა Fe
კომპონენტის დასახელება კომპონენტის მასური კონცენტრაციის მნიშვნელობა მგ/დმ3, არა უმეტეს
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

“მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის და მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის საჭირო კანონმდებლობით განსაზღვრულ მონაცემთა შესწავლის, დადგენის და მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენებაზე კონტროლის განხორციელების წესის შესახებ” /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"Dave\.frf";} @font-face {font-family:Univers;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:16.0pt; font-family:"Dave.frf","sans-serif";} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Dave.frf","sans-serif"; font-weight:normal;} h4 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:.5in; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Dave.frf","sans-serif"; font-weight:normal;} h5 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; text-indent:.5in; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-style:italic;} h6 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-style:italic;} p.MsoHeading9, li.MsoHeading9, div.MsoHeading9 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Dave.frf","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; font-family:"Dave.frf","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.Fullwidth, li.Fullwidth, div.Fullwidth {mso-style-name:Fullwidth; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:11.0pt; font-family:"Univers","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:34.0pt 52.05pt 28.35pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.11.113.005.710 საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანება №2-49 2003 წლის 4 მარტი ქ. თბილისი მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის და მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის საჭირო კანონმდებლობით განსაზღვრულ მონაცემთა შესწავლის, დადგენის და მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენებაზე კონტროლის განხორცილების წესის შესახებ „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 თებერვლის №88 ბრძანებულების „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებების თაობაზე” მე-3 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის და მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის საჭირო კანონმდებლობით განსაზღვრულ მონაცემთა შესწავლის, დადგენის და მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენებაზე კონტროლის განხორციელების წესი.  2. სახელმწიფო-საქვეუწყებო დაწესებულებამ „საქმინხილწყალი” – (ზ. ჩანჩიბაძე) უზრუნველყოს ამ ბრძანების რეგისტრაცია სახელმწიფო რეესტრში. 3. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი განახორციელოს მინისტრის მოადგილემ დ. გრიგოლიამ. 4. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. დ. კირვალიძე მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის და მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირს რეგისტრაციისათვის საჭირო კანონმდებლობით განსაზღვრულ მონაცემთა შესწავლის, დადგენის და მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენებაზე კონტროლის განხორციელების წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება წინამდებარე წესი შემუშავებულია საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 თებერვლის №88 ბრძანებულების „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა თაობაზე” მე-3 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის მოთხოვნის თანახმად და ითვალისწინებს მინერალური წყლის საბადოს ჰიდროგეოლოგიური მდგომარეობის, წყლის სასაქონლო პროდუქციის ფიზიკო-ქიმიური, მიკრობიოლოგიური და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების, წარმოების ტექნოლოგიური ციკლის შესწავლის, დადგენის და რეგისტრირებული მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების შესახებ კონტროლის განხორციელების პროცედურას და პირობებს.     მუხლი 2🔗. მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემების შესწავლისა და დადგენის პროცედურა და პირობები 1. მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემების შესწავლისა და დადგენის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დეპარტამენტი „საქმინხილწყალი”– შემდგომში დეპარტამენტი). 2. წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და დადგენის მიზნით დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით- ბრძანებით იქმნება ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც აწარმოებს ამ წესების მე-3 მუხლით გათვალისწინებული პარამეტრების შესწავლას და უზრუნველყოფს საკითხის მომზადებას დეპარტამენტთან არსებული წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოების ლიცენზირების საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოს – შემდგომში „საბჭო”) სხდომაზე წარსადგენად. 3. საბჭოს ფუნქციაა წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვის საფუძველზე დაადგინოს: ა) შესაბამისი გეოგრაფიული ადგილისათვის დამახასიათებელი წარმოების სპეციფიკური თავისებურებები –მათი არსებობის შემთხვევაში; ბ) საქონლის სპეციფიკური ხარისხისა და რეპუტაციის კავშირი შესაბამის გეოგრაფიულ ადგილთან. 4. „საბჭოს” გადაწყვეტილების საფუძველზე სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო გასცემს დასკვნას, რომელსაც დანართის სახით ახლავს რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემთა ჩამონათვალი და ამონაწერი “საბჭოს” სხდომის ოქმიდან, სადაც ასახულია საქონლის წარმოების სპეციფიკური თავისებურებების, მისი ხარისხის ან რეცეპტურის კავშირი შესაბამის გეოგრაფიულ ადგილთან. დასკვნის ფორმა მოცემულია დანართ 5-ში.     მუხლი 2🔗. მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის წარმოსადგენი მონაცემების შესწავლისა და დადგენის მეთოდები 1. ჰიდროგეოლოგიური მახასიათებლები ჰიდროგეოლოგიურ აღწერაში მოცემული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: ა) საბადოს (უბნის, ბურღილის) გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური პირობები, მისი მდებარეობა, ტერიტორიის აღწერილობა და სტრატიგრაფია; ბ) ინფორმაცია საბადოს ფორმირების შესახებ; გ) წყალშემცველ ქანებსა და წყლის ქიმიური შედგენილობას შორის კავშირის შეფასება; დ) გაბინძურებისაგან წყლის დაცვის ხარისხის შეფასება ჰიდროგეოლოგიური თვალსაზრისით; ე) საკაპტაჟე ნაგებობების, წყალშემკრები რეზერვუარის და სანიტარიული ზონების მდგომარეობა. 2. მინერალური წყლის ფიზიკო-ქიმიური მახასიათებლები მინერალური წყლის ფიზიკო-ქიმიური მახასიათებლების შესწავლისას აუცილებელია განისაზღვროს: ა) დებიტი, მისი სეზონური მაქსიმუმის და მინიმუმის მითითებით; ბ) ტემპერატურა წყაროზე; გ) მშრალი ნაშთი 180​oc და 260​ oc ტემპერატურაზე; დ) ელექტროგამტარობა გაზომვის ტემპერატურის მითითებით; ე) წყალბადიონების კონცენტრაცია (pH); ვ) კათიონების, ანიონების, არაიონოგენური ნაერთების, კვალის სახით არსებული ელემენტებისა და ტოქსიკური ნივთიერებების კონცენტრაციები. განსასაზღვრი ელემენტების კონცენტრაციები და მათი განსაზღვრის მეთოდები მოცემულია დანართებში 1, 2 და 3. 3. მიკრობიოლოგიური მახასიათებლები მიკრობიოლოგიური მახასიათებლების შესწავლისას უნდა დადგინდეს, რომ წყალი არ შეიცავს: ა) პარაზიტებსა და პათოგენურ მიკროორგანიზმებს: ბ) ფეკალური დაბინყურების მაჩვენებლებს. კერძოდ, კოლიფორმებს, ფეკალურ სტრეპტოკოკებს და სულფატმარედუცირებელ სპორულირებულ ანაერობებს. მიკრობიოლოგიური ანალიზის მეთოდები მოცემულია დანართ 4-ში 4. ორგანოლეპტიკური მახასიათებლები ორგანოლეპტიკური მახასიათებლების შესაბამისობის დადგენა ხდება დეპარტამენტთან არსებული ცენტრალური სადეგუსტაციო კომისიის დასკვნის საფუძველზე. 5. წარმოების ტექნოლოგია ტექნოლოგიური ციკლის შესწავლისას დგინდება შემდეგი მონაცემები: ა) საწარმოში წყლის მიწოდების პროცესი და მილგაყვანილობის დაცულობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ბ) ტექნოლოგიურ ციკლში პროცესების თანამიმდევრობა და საწარმოო სიმყლავრეები გ) გამოყენებული ძირითადი და დამხმარე საშუალებები (ფილტრები, ნახშირორჟანგი, სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებები) და მათი შესაბამისობა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან. დ) წარმოების მთლიან ციკლში განსაზღვრული უსაფრთხოების კრიტიკული წერტილები და სანიტარულ ბაქტერიოლოგიური კონტროლის სქემა. კონტროლი ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 4🔗. დასკვნა მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემთა შესახებ 1. მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემების შესახებ პრეტენდენტს ეძლევა შესაბამისი დასკვნა საქპატენტში წარსადგენად; 2 დასკვნას მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემების შესახებ აფორმებს, გასცემს და უწყებრივ რეესტრში ატარებს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო; 3. დასკვნის გაცემა ხდება შემოსული განცხადების საფუძველზე; 4. სამინისტრო ვალდებულია განაცხადის რეგისტრაციიდან 10 დღეში მიიღოს ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემების შესახებ დასკვნის გაცემის გადაწყვეტილება; 5. სამინისტრო უფლებამოსილია არ განიხილოს შემოსული განცხადება, თუ პრედენდენტს არ წარმოუდგენია ამ წესების მე-5 მუხლით გათვალისწინებული სრული დოკუმენტაცია; 6. დასკვნა მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემების შესახებ გაიცემა, როგორც რეგისტრირებული ასევე არარეგისტრირებული მინერალური წყლის შემთხვევაში. 7. რეგისტრირებული მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის გაცემული დასკვნა ავტომატურად გულისხმობს მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემების შესაბამისობის კონტროლს “საქპატენტში” რეგისტრირებულ მონაცემებთან. 8. არარეგისტრირებული მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის გაცემული დასკვნა ავტომატურად გულისხმობს ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დადგენილი მონაცემების კონტროლს.     მუხლი 5🔗. განაცხადი მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემების დადგენის შესახებ 1. განაცხადი მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემების დადგენის შესახებ დეპარტამენტის თავმჯდომარის სახელზე შეაქვს განმცხადებელს. 2. განაცხადის შეტანის უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელიც აწარმოებს ადგილწარმოშობის დასახელების მინერალურ წყალს და აკმაყოფილებს “წყლის შესახებ” საქართვლოს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 3. განაცხადი შედგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. 4. განაცხადი უნდა შეეხებოდეს ერთი ადგილწარმოშობის დასახელების მინერალურ წყალს. 5. განაცხადი უნდა შეიცავდეს: ა) თხოვნას, რეგისტრირებული მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემთა დადგენის შესახებ; ბ) განმცხადებლის სრულ სახელსა (სახელწოდებას) და მისამართს. გ) ადგილწარმოშობის დასახელებას. დ) განმცხადებლის ან მისი წარმომადგენლის ხელმოწერას. 6. საჭირო მონაცემების დადგენის საფუძველზე საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დეპარტამენტ “საქმინხილწყალთან” არსებული წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოების ლიცენზირების ექსპერტთა საბჭო იძლევა თანხმობას (დასკვნას) „საქპატენტში” მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის.     მუხლი 6🔗. დასკვნის ფორმა და შინაარსი 1. დასკვნის ფორმა წარმოადგნს მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის 1/4 ფორმატს, სპეციალური ხარისხის ქაღალდს, მისი ყალბი დამზადებისაგან დაცვის უზრუნველყოფის სათანადო ნიშნებით. მის პირველ გვერდზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი. გერბის ქვეშ თანამიმდევრობით გაკეთებულია წარწერები: “საქართველო”, „სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო”, დეპარტამენტი „საქმინხილწყალი”, დასკვნა მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემების შესახებ. 2. დასკვნა უნდა შეიცავდეს: ა) დასკვნის უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციის ნომერს და ძალაში შესვლის თარიღს. ბ) განმცხადებლის სახელს (დასახელებას) და მისამართს. გ) ადგილწარმოშობის დასახელებას. დ) დასკვნის გამცემი ორგანოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერას. მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემების შესახებ დასკვნის ფორმა მოცემულია დანართ 6-ში.     მუხლი 7🔗. დასკვნითი დებულებები „საქპატენტში” არარეგისტრირებული მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენება დაშვებულია 2005 წლის 1 იანვრამდე.  დანართი 1 მინერალური წყლის ქიმიური მახასიათელები კათიონები და ანიონები სახელწოდება კათიო– ნები სახელწოდება ანიონები ალუმინი AI3+ მგ/ლ ბორატი BO3- მგ/ლ ამონიუმი NH4+ მგ/ლ კარბონატი CO32- მგ/ლ კალციუმი Ca2+ მგ/ლ ქლორიდი CГ- მგ/ლ მაგნიუმი Mg2+ მგ/ლ ფტორიდი F- კალიუმი K+ მგ/ლ ჰიდროკარბონატი HCO3- მგ/ლ ნატრიუმი Na+ მგ/ლ ნიტრატი NO3- მგ/ლ ნიტრიტი NO2- მგ/ლ ფოსფატი P2O5 მგ/ლ სილიკატი SiO32- მგ/ლ სულფატი SO42- მგ/ლ სულფიდი S2- მგ/ლ არიონოგენური ნაერთები საერთო ორგანული ნახშირბადი C მგ/ლ თავისუფალი ნახშიორორჟანგი CO2 მგ/ლ სილიციუმის დიოქსიდი SiO2 მგ/ლ კვალის სახით არსებული ელემენტები ბარიუმი Ba მგ/ლ ლითიუმი Li მგ/ლ ბრომი (საერთო) Br მგ/ლ მანგანუმი Mn მგ/ლ კობალტი Co მგ/ლ მოლიბდენი Mo მგ/ლ სპილენძი Cu მგ/ლ სტრონციუმი Sr მგ/ლ იოდი (საერთო) I მგ/ლ თუთია Zn მგ/ლ რკინა Fe მგ/ლ  დანართი 2 სასმელი წყლების კომპონენტების მასური კონცენტრაცია უნდა შეესაბამებოდეს ცხრილის მოთხოვნებს კომპონენტის დასახელება კომპონენტის მასური კონცენტრაციის მნიშვნელობა მგ/დმ3, არა უმეტეს ალუმინი (AI) 0.2 ამონიუმი (NH4) 0.5 ნიტრატები (NO2) 2.0 ნიტრიტები (NO3) 50.0 ბრომი (Br) 0.2 კადმიუმი 0.001 რკინა (Fe) 0.2 მანგანუმი (Mn) 0.1 სპილენძი(Cu) 1.0 მოლიბდენი(Mo) 0.25 დარიშხანა (As) 0.05 ვერცხლისწყალი (Hg) 0.0005 ტყვია (Pb) 0.01 სელენი (Se) 0.01 სტრონციუმი (Sr) 7.0 ფტორი (F) 1.5 თუთია (Zn) 5.0 ბერილიუმი (be) 0.0002 პოლიფოსფატის ნარჩენი (PO43- 3.5  დანართი 3 ქიმიური ანალიზის მეთოდები პარამეტრი გამოცდის მეთოდი/ტექნიკური დოკუმენტაცია ფერი საქართველოში მოქმედი ნორმტიული დოკუმენტაციებისა და მეთოდიკების მიხედვით სიმღვრივე სუნი გემო ტემპერატურა PH ელექტროგამტარობა ქლორიდი სულფატი სილიციუმი კალციუმი მარგანეცი ნატრიუმი კალიუმი ალუმინი საერთო სიხისტე მშრალი ნაშთი გახნილი ჟანგბადი თავისუფალი ნახშირორჟანგი ნიტრატი ნიტრიტი ამონიუმი კიელდალის აზოტი ჟანგვადობა საერთო ორგანული ნახშირბადი გოგირდწყალბადი ქლოროფორმით ექსტრაგირებადი ორგანული ნივთიერებები ნახშირწყალბადები (გახსნილი ან ემულგირებული) და მინერალური ზეთები ფენოლი ბორი ზ.ა.ნ. ქლორორგანული ნივთიერებები რკინა მაგნიუმი სპილენძი თუთია ფტორი კობალტი შეტივნარებული ნაწილაკები ბარიუმი ვერცხლი დარიშხანი ბერილიუმი კადმიუმი ციანიდი ქრომი ვერცხლისწყალი ნიკელი ტყვია სტიბიუმი სელენი ვანადიუმი პესტიციდები და მსგავსი ნივთირებები პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები აქროლადი ორგანული ნივთიერებები დანართი 4 მიკრობიოლოგიური ანალიზის მეთოდები მიკროორგანიზმის სახე და განსაზღვრის მეთოდი განსაზღვრის მეთოდები (ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაცია) კოლი ბაქტერიების განსაზღვრის მეთოდი საქართველოში მოქმედი ნორმატიული დოკუმენტებისა და მეთოდიკების მიხედვით სიცოცხლისუნარიანი მიკროორგანიზმების განსაზღვრის მეთოდი ანაერობული მიკროორგანიზმების (Clostridium) განსაზღვრის მეთოდი Salmonella განსაზღვრის მეთოდიკა Escherichia coli განსაზღვრის მეთოდიკა ფეკალური Streptococca განსაზღვრის მეთოდიკა მიკრობიოლოგიური გარემოს შეფასებისა და კონტროლის მეთოდი დანართი 5 საქართველო სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო დასკვნა მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახლების რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემების შესახებ 1. დასკვნის უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციის ნომერი ––––––––––––––––––––––– და ძალაში შესვლის თარიღი ––––––––––––– 2. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელება 3. საფუძველი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი –––––––––––––––––––––––––––––  ხელმოწერა დანართი 6 საქართველო სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო დეპარტამენტი „საქმინხილწყალი” დასკვნა მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემების შესახებ 1. დასკვნის უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციის ნომერი ––––––––––––––––––––––– და ძალაში შესვლის თარიღი ––––––––––––– 2. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– გამცხადებლის სახელი (დასახელება) და მისამართი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 3. ადგილწარმოშობის დასახელება–––––––––––––––––––––––––––––––––––––– სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დეპარტამენტ “საქმინხილწყალის” თავმჯდომარე –––––––––––––––––––––––––––––  ხელმოწერა