აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/305
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/07/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/305

2022 წლის 13 ივლისი

ქ. თბილისი

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

 ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2021 წლის 06 ოქტომბრის №01/3460, 2021 წლის 17 აგვისტოს 01/2836, 01/2839, 2022 წლის 15 ივნისის №01/1951, 2022 წლის 17 ივნისის №01/1977, 01/1976 და2022 წლის 21 ივნისის №01/2006 განცხადებები – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და, გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი), ახორციელებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ბაკურციხე-წნორის 16 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტ ს (შემდგომში – პროექტი).

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზა წარმოადგენს თბილისის კახეთის რეგიონთან დამაკავშირებელ საავტომობილო გზას და აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან დამაკავშირებელ ალტერნატიულ გზას. აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის მთავარი მიზანია საქართველოში საგზაო ინფრასტრუქტურის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა ეკონომიკური ზრდის, ქვეყნის ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო დერეფნების განვითარების ხელშეწყობის მიზნით. აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი სტრატეგიული პროექტია, რომელმაც უნდა გარდაქმნას საქართველო სატრანსპორტო და ლოგისტიკურ კვანძად ვაჭრობის ხელშეწყობისთვის, ერთი მხრივ, ცენტრალურ აზიასა და შორეულ აღმოსავლეთს შორის და მეორეს მხრივ, თურქეთსა და ევროპას შორის. აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მთავარ სასაზღვრო კვეთის პუნქტებთან დაკავშირება მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომელიც აბრეშუმის გზაზე სატრანზიტო ქვეყნის როლს ასრულებს. საპროექტო გზის მონაკვეთი წარმოადგენს თბილისიდან საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი რეგიონის, კახეთის მიმართულებით დამაკავშრებელ ძირითად მაგისტრალს და როგორც აღინიშნა, აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელ სატრანზიტო კორიდორს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არსებული გზა გადის ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში როგორებიცაა: ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო, სადაც დასახლებული პუნქტების სპეციფიკიდან გამომდინარე ხდება ადგილობრივი ავტოტრანსპორტის გამჭოლად გამავალ სატრანსპორტო ნაკადებთან შერწყმა-აღრევა, ქვეითად მოსიარულეების მიერ გზით სარგებლობა და ამასთანავე პირუტყვ ის  მიერ სავალი ნაწილის დაკავება, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ავტოტრასნპორტის გადაადგილებას და საფრთხეს უქმნის როგორც მგზავრთა, ასევე ქვეითთა უსაფრთხოდ გადაადგილებას, აღნიშნულს ამასთანავე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს გადაადგილების დროსა და ხარჯებზე. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ფარგლებში, ალტერნატიული მიმართულებების და მრავალფუნქციური შედარებების საფუძველზე დადგინდა, რომ ავტოტრანსპორტის პროგნოზირებული ინტენსივობა საშუალო ზრდის ტემპით შემდეგი 20 წლის განმავლობაში გაიზრდება (2040 წლისათვის AADT შეადგენს 33 688-ს) და ახალი 4-ზოლიანი ავტომაგისტრალის მშენებლობა ზემოხსენებული გარემოებებიდან გამომდინარე კრიტიკულად აუცილებელია თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთისათვის, რომლის მარშრუტიც სრულიად აუვლის გვერდს დასახლებულ პუნქტებს, რაც გაზრდის დერეფნის გამტარუნარიანობას, შემცირდება გადადგილების დრო და ხარჯები, გაიზრდება გადაადგილების სიჩქარეები, საგრძნობლად გაუმჯობესდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება და განიმუხტება დასახლებული პუნქტები.

ბაკურციხე-წნორის საავტომობილო გზის მონაკვეთი შედის ჟინვალი-ბაკურციხე-წნორის სატრანსპორტო დერეფნის შემადგენლობაში. არსებულ საავტომობილო გზას გააჩნია ორზოლიანი სავალი ნაწილი, რომლის მოასფალტებული განი 6.5-9.0 მეტრ შუალედში იცვლება. საავტომობილო გზა დაახლოებით 24 დასახლებულ პუნქტზე გადის. ახალი ბაკურციხე-წნორის საავტომობილო გზის მონაკვეთი გამოეყოფა ამჟამად მშენებარე ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლით გზას, დაახლოებით 1.8 კმ-ზე. აღნიშნულის შემდგომ, საპროექტო გზა მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთით, კვეთს საირიგაციო არხს, რის შემდეგაც უხვევს მარჯვნივ და გადის არხის პარალელურად, სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით, ვიდრე არ შეუერთდება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ლაგოდეხის საავტომობილო გზას. ახალი გზის სიგრძე მიახლოებით 16 კილომეტრია და მდებარეობს გურჯაანის (ბაკურციხე) და სიღნაღის (წნორი) მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე. საპროექტო მონაკვეთი კვეთს მაგისტრალურ საირიგაციო არხს და უამრავ სასოფლო-სამეურნეო გზას. გარდა ამისა, საპროექტო მონაკვეთზე მოსახვედრად გათვალისწინებულია ორი სატრანსპორტო კვანძის (გზაგამტარის) მოწყობა. მაგალითად, სოფლებში (რომლებსაც შემოუვლის ახალი საპროექტო მონაკვეთი) მისასვლელების უზრუნველსაყოფად (კმ11+386 ნიშნულთან) მოეწყობა გზაგამტარი და მასთან შეერთებულ მეორადი მნიშვნელობის საავტომობილო გზას ჩაუტარდება რეაბილიტაცია (გზის ზედაპირი მოასფალტდება). საპროექტო გზის ჩრდილოეთით მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთებთან მისასვლელად გამოყენებული იქნება საპროექტო გზის გასწვრივ გამავალი მოხრეშილი გზა, რომელიც საჭიროებისამებრ დაუკავშირდება შიდა გზების ქსელს გზი ს ქვეშა გადასასვლელების საშუალებით. ბაკურციხე-წნორის სამოდერნიზაციო სამანქანო გზა იკვეთება 23 მცირე და დიდი ხევით, ერთი ირიგაციული დანიშნულების მაგისტრალური არხით და მისი 9 დიდი გამანაწილებლით. სამოდერნიზაციო გზის გადამკვეთი ხევები სათავეს იღებენ ცივგომბორის ქედის სამხრეთაღმოსავლეთ დაბოლოების ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდობებზე და ცალკეულ უხვნალექიან წლებში ერთვიან მდ. ალაზანს მარჯვენა მხრიდან. აღნიშნულ ხევებში წყლის შედარებით მუდმივი დინება ფიქსირდება ცივგომბორის ქედის ფერდობებზე, ქვემოთ არსებულ დასახლებულ პუნქტებთან და ალაზნის ველზე ხევების კალაპოტები მშრალია. ამ მონაკვეთებზე ხევების კალაპოტებში წყლის ნაკადი აღინიშნება მხოლოდ თოვლის დნობის ან ინტენსიური წვიმების პერიოდში. ცალკეული ინტენსიური წვიმების დროს ხევებზე, მათი კალაპოტების მაღალი ქანობების პირობებში, ყალიბდება წყლის იშვიათი განმეორებადობის მაქსიმალური ხარჯები, რომლებიც დიდ მატერიალურ ზარალს აყენებენ დასახლებულ პუნქტებს და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს. აღნიშნული ხევებიდან ერთ-ერთი, სოფელ კარდენახში ჩამომავალი მღვრიე-ხევი, ღვარცოფული ხასიათისაა.

პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი.

უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ დეპარტამენტის მიერ ვერ იქნა შეთანხმება მიღწეული:

თეიმურაზ ნანობაშვილის (პ/ნ 01012021420) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ს/კ №56.02.52.243 ნაწილის ნებაყოფლობითგამოსყიდვაზე;

ვიქტორ კაკაშვილის (პ/ნ 01003008838)საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ს/კ №56.03.51.133ნაწილის ნებაყოფლობითგამოსყიდვაზე;

გიორგი სპანდერაშვილისა (პ/ნ 40001030935) და ვახტანგ სპანდერაშვილის (პ/ნ 40001004554) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ №56.03.53.172) ნაწილის ნებაყოფლობითგამოსყიდვაზე;

თამაზ ჯადუგიშვილის (პ/ნ 01009013192) საკუთრებაში არსებული ორი უძრავი ქონების (ს/კ № 51.14.58.078,ს.კ N51.14.58.075) ნაწილის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით დასაქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა. 

წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და დეპარტამენტს მოთხოვნილ  უძრავ ქონებებზე  მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ დეპარტამენტის მიერ ხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ბაკურციხე-წნორის 16 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტი.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ  გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაკურციხეში მდებარე 1150 კვ.მ და 1190 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეა თამაზ ჯადუგიშვილი (პ/ნ 01009013192),
ს/კ №51.14.58.078;ს.კ №51.14.58.075.

დადგენილია, რომპროექტი თ გათვალისწინებული  სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა  თამაზ ჯადუგიშვილის  საკუთრებაშიარსებული №51.14.58.078 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ნაწილი -591 კვ.მ მიწის ნაკვეთი დამასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები, ერთწლიანი კულტურა და №51.14.58.075 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ნაწილი - 28 კვ.მ მიწის ნაკვეთი და ერთწლიანი კულტურა. 

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ  სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ საქობოში მდებარე 1453 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრეეები არიანგიორგი სპანდერაშვილი (პ/ნ 40001030935) და ვახტანგ სპანდერაშვილი (პ/ნ 40001004554),ს.კ №56.03.53.172. 

დადგენილია, რომპროექტი თ გათვალისწინებული  სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა  გიორგი და ვახტანგ სპანდერაშვილების თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილი -247 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ  სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაქირში მდებარე 2661 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა თეიმურაზ ნანობაშვილი (პ/ნ 01012021420), ს/კ 56.02.52.243.

დადგენილია, რომ პროექტი თ გათვალისწინებული  სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა  თეიმურაზ ნანობაშვილის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი 1439 კვ,მდა მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ  სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ საქობოში მდებარე 3124 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა ვიქტორ კაკაშვილი (პ/ნ 01003008838),ს/კ 56.03.51.133.

დადგენილია, რომპროექტი თ გათვალისწინებული  სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა  ვიქტორ კაკაშვილის  საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი 537 კვ.მ და მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები, შენობა-ნაგებობა.

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია". საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან“. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.

ვინაიდან,დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლებისჩამორთმევისსაჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით - „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით."

ამდენად,„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის2016წლის 25 მარტის№1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის2021 წლის 17 ნოემბრის და 2022 წლის 1 ივლისის კომისიისოქმების საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ბაკურციხე-წნორის 16 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ - სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ შემდეგ უძრავ ქონებაზე:

1.1თამაზ ჯადუგიშვილის (პ/ნ 01009013192) საკუთრებაში არსებულ გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაკურციხეში მდებარე 1150 კვ.მ მიწის ნაკვეთის  ნაწილ ზე – 591 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დამასზე არსებულ მრავალწლიან ნარგავებზე (ს/კ №51.14.58.078) და გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაკურციხეში მდებარე 1190 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილზე 28 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ ერთწლიან კულტურაზე ს/კ № 51.14.58.075; 

1.2. გიორგი სპანდერაშვილისა (პ/ნ40001030935) და ვახტანგ სპანდერაშვილის (პ/ნ 40001004554) თანასაკუთრებაში არსებულსიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ საქობოში მდებარე 1453 კვ.მ მიწის ნაკვეთის  ნაწილ ზე -247 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულმრავალწლიან ნარგავებზე, ს.კ №56.03.53.172; 

1.3 თეიმურაზ ნანობაშვილის (პ/ნ 01012021420) საკუთრებაში არსებულ სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაქირში მდებარე 2661 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილზე 1439 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ მრავალწლიან ნარგავებზე ს/კ №56.02.52.243;

1.4 ვიქტორ კაკაშვილის (პ/ნ 01003008838) საკუთრებაში არსებულ სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ საქობოში მდებარე 3124 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილზე 537 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მასზე არსებულ მრავალწლიან ნარგავებზე, შენობა-ნაგებობაზე ს/კ №56.03.51.133.

2.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64).

მინისტრი                                                   ლევან დავითაშვილი