„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ზემდგომ ორგანოში გასაჩივრებისას, საჩივრის განმხილველ და გადაწყვეტილების მიმღებ პირად განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 აპრილის №79-36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12-68 |
|
2022 წლის 16 ივლისი ქ. თბილისი |
1. დადგენილების პირველი მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო განისაზღვროს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341–1355 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების, ასევე უფასო ან შეღავათიანი მგზავრობის სამგზავრო პლასტიკური ბარათის ან ელექტრონული გადახდის საშუალების სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვისას ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას, საჩივრის განმხილველ და გადაწყვეტილების მიმღებ პირად.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341–1355 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრებისას, მიღებული დადგენილების/მისი გამოტანისთვის აუცილებელი წერილობითი ინფორმაციის ჩაუბარებლობის შემთხვევაში მათი ვებგვერდზე გამოქვეყნების თანდართული წესი.“;
2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
2. თუ კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს ინფორმაცია ვერ ჩაბარდა, ჩაუბარებლობის შესახებ შესაბამისი დოკუმენტის დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ პროგრამაში ასახვის შემდეგ, მომდევნო სხდომის ჩასატარებლად განსაზღვრულ თარიღამდე სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილი თანამშრომელი მითითებულ მისამართზე განმეორებით აგზავნის ახალ წერილობით ინფორმაციას.
3. თუ კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს დადგენილება ვერ ჩაბარდა მითითებულ მისამართზე და ჩაუბარებლობის შესახებ შესაბამისი დოკუმენტი ელექტრონულად აისახა დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ პროგრამაში, ამ დოკუმენტის ასახვიდან არაუადრეს 30-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა დადგენილება ზემოაღნიშნულ პირს განმეორებით ეგზავნება მითითებულ მისამართზე.
4. დადგენილებისა და წერილობითი ინფორმაციის კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში ჩაუბარებლობის შესახებ შესაბამისი დოკუმენტი აისახება შესაბამის დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ პროგრამაში, რის შემდეგაც განმეორებით ჩაუბარებელი დადგენილება ან/და ინფორმაცია განთავსდება ოფიციალურ ვებგვერდზე www.tbilisi.gov.ge.
2. ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრებისას მიღებული დადგენილების/ინფორმაციის გამოქვეყნება ხდება შემდეგი წესით: ოფიციალურ ვებგვერდზე www.tbilisi.gov.ge სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ ადგილზე თავსდება ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრებისას მიღებული დადგენილება ან/და ინფორმაცია, რომელიც კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს არ ჩაბარებია ამ წესის მე-2 მუხლის შესაბამისად.
3. ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრებისას, მიღებული დადგენილება/მისი გამოტანისთვის აუცილებელი წერილობითი ინფორმაცია კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი ამ მუხლით დადგენილი წესით ოფიციალურ ვებგვერდზე www.tbilisi.gov.ge, გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
4. კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს შესაძლებლობა აქვს ოფიციალურ ვებგვერდზე www.tbilisi.gov.ge შესაბამის ველში გაეცნოს გამოქვეყნებულ დადგენილებას ან/და ინფორმაციას.
5. სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილი თანამშრომელი, ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრებისას მიღებული დადგენილების ვებგვერდზე გამოქვეყნების თაობაზე ინფორმაციას აწვდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341–1355 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) შემდგენელ ადმინისტრაციულ ორგანოს ან/და მის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს ჩაბარების ვადების კონტროლი, შემდგომში მისი აღსრულების მიზნით.