,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-71/ნ
სარეგისტრაციო კოდი
280090050.22.035.016999
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/07/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-71/ნ

2022 წლის 21 ივლისი

ქ. თბილისი

 

„სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1

„სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 18/11/2013, 280090050.22.029.016102) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული:

1. №1 დანართის  (,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურა“) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეკომიგრანტ ოჯახს, რომლის განაცხადი დაკმაყოფილდა, საცხოვრებელი სახლის შერჩევისა და კომისიაზე წარდგენისათვის მიეცემა 3 თვის ვადა. თუ ეკომიგრანტი ოჯახი განსაზღვრულ ვადაში ვერ შეარჩევს სასურველ საცხოვრებელ სახლს, ამ შემთხვევაში კომისია, კრიტერიუმების შესაბამისად მინიჭებული ქულების გათვალისწინებით, რიგით შემდეგ ეკომიგრანტ ოჯახს შესთავაზებს საცხოვრებელი სახლის შერჩევას.“.

 2. №2 („საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“) და N3 (ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების კრიტერიუმები) დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი
📎 დანართები (1)
danarti.doc ⬇

დანართი №2

საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა
  სააგენტოს მიერ შესყიდული სახლის მიღება
ან
  ეკომიგრანტის მიერ წარმოდგენილი სახლის შესყიდვა
განაცხადის ნომერი:   თარიღი:  
1. ინფორმაცია განმცხადებელზე
სახელი:  
გვარი:  
პირადი ნომერი:  
2. განმცხადებლის ოჯახის შემადგენლობა
№ სახელი გვარი ნათესაური კავშირი განმცხადებელთან დაბადების თარიღი პირადი ნომერი
3. განმცხადებლის საკონტაქტო ინფორმაცია
ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი ტელ./მობ. ნომერი
 
დაზარალების მისამართი
 
 
4. საცხოვრებელი სახლის მდგომარეობა:
 
5. წარმოდგენილი დოკუმენტაცია:
№ დასახელება სახელი, გვარი
მე, ხელმოწერით ვადასტურებ, რომ წარმოვადგენ ჩემი ოჯახის ყველა წევრის ინტერესებს. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“ და „თ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, ხელმოწერით ვაცხადებ თანხმობას, რომ საცხოვრებელი სახლის მიღების/შესაბამისი ქულის მინიჭების მიზნით, სააგენტოს აქვს უფლება საჭიროებისამებრ გადაამოწმოს ჩემ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, მათ შორის, დაამუშაოს ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები ან მოიძიოს საჭირო ინფორმაცია სხვადასხვა დაწესებულებიდან, ზემოხსენებული პროცედურის შესაბამისად. (შენიშვნა: სააგენტო იტოვებს უფლებას, მცდარი ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში ბათილად ცნოს მიღებული გადაწყვეტილება).
განმცხადებლის ხელმოწერა:  
განაცხადის მიმღები:  

დანართი №3

ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების კრიტერიუმები

№

საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიები

ქულა

ა

კატეგორია 1

სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენებით (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარეების ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, ჯდენადი გრუნტი), გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა და არ ექვემდებარება აღდგენას

10

ბ

კატეგორია 2

სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარეების ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, ჯდენადი გრუნტი), გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა, საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას

7

№

სოციალური კრიტერიუმი

ქულა
ა

სოციალურ პროგრამაში მონაწილეობა

65001-ქულაზე ნაკლები

(ქულა ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის წევრთა ნახევარი ან მეტი ფიქსირდება ერთსა და იმავე მისამართზე სოციალური სააგენტოს ბაზაში)

0.5

ბ

ოჯახში არის 3 და მეტი 18 წელზე დაბალი ასაკის ოჯახის წევრი. 3-ზე –2 ქულა, ყოველ დამატებითზე 1 ქულა

შესაბამის ქულათა ჯამი

გ

მძიმედ დაავადებული ოჯახის წევრი/წევრები. მუდმივად მწოლიარე (0,5 ქულა), ფსიქიკური ფუნქციის დარღვევა (0,5 ქულა), ონკოლოგიური დაავადება (0.5 ქულა) (უნდა არსებობდეს ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა. ონკოლოგიური დაავადების შემთხვევაში ფორმა №50/2)

შესაბამის ქულათა ჯამი

დ

ოჯახის წევრი ან წევრები არიან მკვეთრად (1,5 ქულა), მნიშვნელოვნად (1 ქულა) ან ზომიერად(0,5 ქულა) გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე პირები (ჯანმრთელობის მოშლით გამოწვეული ადამიანის საქმიანობის ნორმიდან გადახრა, რაც ხასიათდება თვითმომსახურების, გადაადგილების, ორიენტაციის, ურთიერთობის, თვითკონტროლის, სწავლისა და შრომითი საქმიანობის უნარის შეზღუდვით), რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერით

შესაბამის ქულათა ჯამი
ე

მშობელი ან ქვრივი, რომელიც იძულებულია მარტომ იზრუნოს მცირეწლოვან შვილზე ან შვილებზე (დამადასტურებელი დოკუმენტაცია: მეუღლის გარდაცვალების მოწმობა, ბავშვების დაბადების მოწმობები და სხვა აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი)

1
ვ

ხანდაზმულ(ებ)ი, რომელიც ახორციელებს მეურვეობას ან მზრუნველობას არასრულწლოვანი  შვილ(ებ)ის ან შვილიშვილ(ებ)ის მიმართ კანონმდებლობის შესაბამისად. (მეურვეობა/მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი)

1
ზ

პენსიონერი, რომელიც ცხოვრობს მარტო და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან. ოჯახი შედგება მხოლოდ ან ძირითადად (ნახევარზე მეტი) საპენსიო ასაკს მიღწეული პირებისაგან

1
თ

ოჯახის შემადგენლობაში არის 7 და მეტი სული

1

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ პირი ერთობლივად აკმაყოფილებს ამ დანართის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ რამდენიმე კრიტერიუმს, მაშინ მას ქულა ენიჭება იმ კრიტერიუმით, რომელიც ითვალისწინებს უფრო მაღალ ქულას.

№

სხვა კრიტერიუმი

ქულა

ა

სხვა საცხოვრებელი სახლი არ აქვს საკუთრებაში ან პროცედურის მე-2 მუხლის მე-17 პუნქტის გათვალისწინებით ფაქტობრივ მფლობელობაში

6

ბ

სხვა საცხოვრებელი სახლი აქვს (საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის მოცულობა და ოჯახის წევრთა სულადობა რადიკალურად არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მინიმალურ საცხოვრებელ სტანდარტებს)

1

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.07.2022.
როდის იქნა მიღებული „,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 21.07.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №01-71/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 280090050.22.035.016999.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.07.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №01-71/ნ, 21.07.2022, სარეგისტრაციო კოდი 280090050.22.035.016999 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.07.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5523488/