„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№17
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.132.016552
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/07/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2022 წლის 19 ივლისი

ქ. ბათუმი

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 თებერვლის №4 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 01/03/2021, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.132.016509) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ ბათუმის მუნიციპა­ლიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინის­ტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-13 და მე-15 ნაწილებით, 1253, 135-ე და 1351 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხ­ვევებში ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამარ­თალდარღვევევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ პროცედურებს, აგრეთვე ამ წესის აღსრულების მიზნით ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია“-ს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს.“.

2.  მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. სამართალდარღვევის საქმეზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევეთა კოდექსის 278-ე მუხლის საფუძველზე გამოტანილი დადგენილება/მისი გამო­ტანისათვის აუცილებელი წერილობითი ინფორმაცია შესაბამის პირს ბარდება აღნიშნუ­ლი წესით, მათ შორის, ამ დადგენილების/ინფორმაციის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხ­ვევაში შესაბამის ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით.“.

3.  მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5

1. საჯარიმო ქვითრის გაცნობისა და მის შესახებ ინფორმაციაზე სწრაფი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, გზავნილის გაგზავნამდე ა(ა)იპ „ბათუმის მუნიცი­პა­­ლუ­რი ინსპექცია“ გამოტანილი დაჯარიმების შესახებ დადგენილების (საჯარიმო ქვით­რის) თაობაზე ინფორმაციას, მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით, უგზავნის პირს, თუ მათ მონაცემთა ბაზაში არსებობს ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია.

2. თუ პირი მისთვის დაჯარიმების შესახებ დადგენილების (საჯარიმო ქვითრის) თაობაზე ინფორმაციის ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით გაგზავნიდან 10 კალენდარულ დღეში გადაიხდის დაჯარიმების შესახებ დადგენილებით (საჯარიმო ქვითრით) გათვა­ლისწინებულ ჯარიმას, მას ამ ჯარიმის ოდენობა 20 პროცენტით შეუმცირდება. ჯარიმის ამ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში პირი კარგავს აღნიშნული შეღავათით სარგებ­ლობის უფლებას. პირს უფლება აქვს, ამ შეღავათით ისარგებლოს იმ შემთხვევაშიც, თუ იგი ჯარიმას დაჯარიმების შესახებ დადგენილების გამოტანიდან (საჯარიმო ქვითრის გამოწე­რიდან) 10 კალენდარულ დღეში გადაიხდის, მიუხედავად იმისა, გაეგზავნა თუ არა მას დაჯარიმების შესახებ დადგენილების (საჯარიმო ქვითრის) თაობაზე ინფორმაცია ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერამაზ ჯინჭარაძე