ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№13
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.132.016548
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/07/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 4 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (5 მუხლი)
 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2022 წლის 19 ივლისი

ქ. ბათუმი

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის  საფუძველზე,  ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 სექტემბრის №34 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 25/09/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.132.016230) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-10 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„11. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„მუხლი 19. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები.“.

მუხლი 2
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №7 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 22/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.132.016355) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების, საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგო და საშტატო ნუსხა

 

№

თანამდებობის დასახელება

საშტატო ერთეულის რაოდენობა

თანამდებობრივი სარგო (ლარი)

1

საკრებულოს თავმჯდომარე

1

5060

2

საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე

1

3600

3

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

2

3400

4

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

5

2900

5

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

3

2900

6

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე

10

2000

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი

 

7

პირველადი სტრუქტურული ერთეულის  – აპარატის უფროსი

1

3190

8

მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (შესყიდვების საკითხებში)

1

1540

9

მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი                                                           (საბუღალტრო საკითხებში)

1

1430

10

მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის საკითხებში)

1

1540

11

მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (გენდერული თანასწორობის საკითხებში)

1

1540

12

მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

(იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია)

1

1540

13

მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

(საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისია)

1

1540

14

მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

(ინფრასტრუქტურის განვითარების კომისია)

1

1540

15

მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

(ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისია)

1

1540

16

მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

(განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისია)

1

1540

 

იურიდიული განყოფილება

 

17

მეორადი სტრუქტურული ერთეულის – განყოფილების უფროსი

1

2200

18

მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – იურისტი

2

1540

19

მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – იურისტი

1

1430

 

საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის  განყოფილება

 

20

მეორადი სტრუქტურული ერთეულის – განყოფილების უფროსი

1

2200

21

მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

3

1540

22

მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

3

1430

 

მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება

 

23

მეორადი სტრუქტურული ერთეულის – განყოფილების უფროსი

1

2200

24

მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

1

1540

25

მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

1

1430

 

ჯამი

46

 

.“.

მუხლი 3
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ივნისის N8 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 20/06/2022, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.132.016543) შეტანილ იქნეს  ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საკრებულოს წევრს (გარდა თანამდებობის პირებისა) საკრებულოსა და საკრებულოს  მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა საპატიო მიზეზით გაცდენილად ეთვლება, თუ საკრებულოს/კომისიის სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზის  არსებობის შესახებ სხდომამდე წერილობით, ხოლო წერილობით შეტყობინების შეუძლებლობის შემთხვევაში ზეპირად ინფორმირებული იქნება კომისიის/საკრებულოს თავმჯდომარე, რასთან დაკავშირებითაც საკრებულოს წევრმა  საკრებულოს აპარატში  ყოველი თვის არაუადრეს 1 და არაუგვიანეს 2 რიცხვისა წერილობით უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.“.

მუხლი 4
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 დეკენბრის №77 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 04/01/2019, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.132.016425) შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე-3 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება არანაკლებ 11 და არაუმეტეს 35 წევრისაგან.

4. საბჭოს შემადგენლობაში ერთი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობა არ უნდა იყოს 40%-ზე ნაკლები.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) გენდერულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები.“.

მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერამაზ ჯინჭარაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.07.2022.
როდის იქნა მიღებული „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 19.07.2022. მიმღები ორგანო — ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №13. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.132.016548.
რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 4 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.07.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, №13, 19.07.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016548 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.07.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5524160/