საზედამხედველო ანგარიშგებების სისტემის გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 22.07.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №89/04
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016631
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/07/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,560 სიტყვა · ~8 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (17)
XBRL საინფორმაციო სისტემა (შემდეგში
სისტემა) – პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრები, რომელიც შედგება სხვადასხვა ურთიერთდაკავშირებული კომპონენტისგან და რომლის მეშვეობითაც, შესაძლებელია, მათ შორის, კომერციული ბანკისგან ინფორმაციის მიღება,  ინფორმაციის დამუშავება და მომხმარებლების მართვა
მუხლი 2
პორტალი
XBRL საინფორმაციო სისტემის შემადგენელი ერთ-ერთი კომპონენტი (Suptech-Portal.nbg.ge), სადაც კომერციული ბანკები ტვირთავენ ანგარიშგებებს, ნახულობენ ვალდებულებებს, ატვირთვის ვადებს და ანგარიშგების წარმოდგენისთვის საჭირო სხვა ინფორმაციას
მუხლი 2
მონაწილე
პორტალზე წვდომის უფლების მქონე შიდა და გარე მონაწილე
მუხლი 2
გარე მონაწილე
კომერციული ბანკი, რომელიც ამ წესის შესაბამისად ეროვნული ბანკის მიერ დაშვებულ იქნა პორტალში და უფლება აქვს პორტალში საკუთარი სახელით განახორციელოს მისთვის ნებადართული ქმედებები
მუხლი 2
შიდა მონაწილე
ეროვნული ბანკი, რომელიც პასუხისმგებელია პორტალის მართვასა და პორტალის წესების განსაზღვრაზე
მუხლი 2
პორტალის მომხმარებელი (შემდგომში
მომხმარებელი) – პორტალის გარე მონაწილის წარმომადგენელი ფიზიკური პირი, რომელიც მინიჭებული უფლებებისა და ვალდებულებების შესაბამისად და მის ფარგლებში პორტალზე ასრულებს შესაბამის ქმედებებს
მუხლი 2
ავტორიზაცია
მომხმარებლის  შესვლა პორტალზე ეროვნული ბანკის მიერ მომხმარებლისათვის გადაცემული იდენტიფიკატორისა (username) და  პაროლის (password) მეშვეობით
მუხლი 2
ქმედებების ჟურნალი
სისტემაში განხორციელებული ქმედებებისა და ცვლილებების ქრონოლოგიური ჩანაწერები
მუხლი 2
პორტალის შეტყობინება (შემდეგში
შეტყობინება) – ეროვნული ბანკის მიერ მომხმარებლისათვის პორტალის მეშვეობით გაგზავნილი შეტყობინება
მუხლი 2
შეტყობინების მიმღები
მომხმარებელი, რომელიც პორტალის მეშვეობით იღებს შეტყობინებას მინიჭებული როლის ფარგლებში
მუხლი 2
ანგარიშგება
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ან/და ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტი
მუხლი 2
ვალდებულება
ანგარიშგების წარმოდგენის ვალდებულება, რომელიც განსაზღვრავს ანგარიშგების დასახელებას, წარმოდგენის ფორმატს და ვადებს და რომლის შესრულება სავალდებულოა
მუხლი 2
პორტალის ვალდებულებების სექცია
პორტალის ნაწილი, სადაც ქვეყნდება ვალდებულებები
მუხლი 2
შემაფერხებელი გარემოება
ნებისმიერი გარემოება, რომელიც არ ექვემდებარება შესაბამისი მხარის კონტროლს, მათ შორის, ბუნებრივი და ტექნოგენური მიზეზებით გამოწვეული გარემოებები, რომლის დროსაც პორტალი სრულად ან  ნაწილობრივ მიუწვდომელია და რომელიც არ არის გამოწვეული მომხმარებლის მიზეზით
მუხლი 2
ტაქსონომია
ინფორმაციის ნაკრები, რომელშიც წარმოდგენილია ინფორმაცია ანგარიშგების შესახებ
მუხლი 2
ეროვნული ბანკის თანამშრომელი (შემდეგში
თანამშრომელი) – ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ეროვნული ბანკის თანამშრომელი, რომელიც უფლებამოსილია პორტალში იმოქმედოს ეროვნული ბანკის სახელით
მუხლი 2
პორტალის შეზღუდვა (შემდეგში
შეზღუდვა) – ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი დროის მომენტი, რომლის დროსაც ხდება მომხმარებლისათვის პორტალით სარგებლობის უფლების სრული ან ნაწილობრივი შეზღუდვა.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

AML/CFT დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 95% 23.04.2024 NBFI დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 94% 13.04.2020 საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 91% 01.05.2023 ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 90% 09.07.2025 სეკიურიტიზაციის მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 89% 29.03.2024

დოკუმენტის ტექსტი

საზედამხედველო ანგარიშგებების სისტემის გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №89/04 2022 წლის 22 ივლისი ქ. თბილისი XBRL საინფორმაციო სისტემის გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-7 და 7​1 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „XBRL საინფორმაციო სისტემის გამოყენების წესი“ თანდართული რედაქციით. მუხლი 2🔗 ექსპლოატაციაში შევიდეს საქართველოს ეროვნული ბანკის XBRL საინფორმაციო სისტემა. მუხლი 3🔗 XBRL საინფორმაციო სისტემა გამოყენებულ იქნეს კომერციული ბანკების მიერ პორტალის ვალდებულებების სექციაში განსაზღვრული ანგარიშგებების, ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარმოსადგენად. მუხლი 4🔗 კომერციული ბანკების მიერ ამ წესით განსაზღვრული პორტალით სარგებლობის ვალდებულება წარმოიშობა 2022 წლის 1 ოქტომბრიდან.  მუხლი 5🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე XBRL საინფორმაციო სისტემის გამოყენების წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო ეს წესი ადგენს XBRL საინფორმაციო სისტემის  გამოყენების წესს და განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდეგში – ეროვნული ბანკი) და XBRL საინფორმაციო სისტემის მომხმარებლების ძირითად უფლება-მოვალეობებს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) XBRL საინფორმაციო სისტემა (შემდეგში – სისტემა) – პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრები, რომელიც შედგება სხვადასხვა ურთიერთდაკავშირებული კომპონენტისგან და რომლის მეშვეობითაც, შესაძლებელია, მათ შორის, კომერციული ბანკისგან ინფორმაციის მიღება,  ინფორმაციის დამუშავება და მომხმარებლების მართვა; ბ) პორტალი – XBRL საინფორმაციო სისტემის შემადგენელი ერთ-ერთი კომპონენტი (Suptech-Portal.nbg.ge), სადაც კომერციული ბანკები ტვირთავენ ანგარიშგებებს, ნახულობენ ვალდებულებებს, ატვირთვის ვადებს და ანგარიშგების წარმოდგენისთვის საჭირო სხვა ინფორმაციას; გ) მონაწილე – პორტალზე წვდომის უფლების მქონე შიდა და გარე მონაწილე; დ) გარე მონაწილეკომერციული ბანკი, რომელიც ამ წესის შესაბამისად ეროვნული ბანკის მიერ დაშვებულ იქნა პორტალში და უფლება აქვს პორტალში საკუთარი სახელით განახორციელოს მისთვის ნებადართული ქმედებები; ე) შიდა მონაწილეეროვნული ბანკი, რომელიც პასუხისმგებელია პორტალის მართვასა და პორტალის წესების განსაზღვრაზე; ვ) პორტალის მომხმარებელი (შემდგომში – მომხმარებელი) – პორტალის გარე მონაწილის წარმომადგენელი ფიზიკური პირი, რომელიც მინიჭებული უფლებებისა და ვალდებულებების შესაბამისად და მის ფარგლებში პორტალზე ასრულებს შესაბამის ქმედებებს; ზ) ავტორიზაცია – მომხმარებლის  შესვლა პორტალზე ეროვნული ბანკის მიერ მომხმარებლისათვის გადაცემული იდენტიფიკატორისა (username) და  პაროლის (password) მეშვეობით; თ) ქმედებების ჟურნალი – სისტემაში განხორციელებული ქმედებებისა და ცვლილებების ქრონოლოგიური ჩანაწერები; ი) პორტალის შეტყობინება (შემდეგში – შეტყობინება) – ეროვნული ბანკის მიერ მომხმარებლისათვის პორტალის მეშვეობით გაგზავნილი შეტყობინება; კ) შეტყობინების მიმღები – მომხმარებელი, რომელიც პორტალის მეშვეობით იღებს შეტყობინებას მინიჭებული როლის ფარგლებში; ლ) ანგარიშგება – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ან/და ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტი; მ) ვალდებულება – ანგარიშგების წარმოდგენის ვალდებულება, რომელიც განსაზღვრავს ანგარიშგების დასახელებას, წარმოდგენის ფორმატს და ვადებს და რომლის შესრულება სავალდებულოა; ნ) პორტალის ვალდებულებების სექცია – პორტალის ნაწილი, სადაც ქვეყნდება ვალდებულებები; ო) შემაფერხებელი გარემოება – ნებისმიერი გარემოება, რომელიც არ ექვემდებარება შესაბამისი მხარის კონტროლს, მათ შორის, ბუნებრივი და ტექნოგენური მიზეზებით გამოწვეული გარემოებები, რომლის დროსაც პორტალი სრულად ან  ნაწილობრივ მიუწვდომელია და რომელიც არ არის გამოწვეული მომხმარებლის მიზეზით; პ) ტაქსონომია – ინფორმაციის ნაკრები, რომელშიც წარმოდგენილია ინფორმაცია ანგარიშგების შესახებ; ჟ) ეროვნული ბანკის თანამშრომელი (შემდეგში – თანამშრომელი) – ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ეროვნული ბანკის თანამშრომელი, რომელიც უფლებამოსილია პორტალში იმოქმედოს ეროვნული ბანკის სახელით; რ) პორტალის შეზღუდვა (შემდეგში  – შეზღუდვა) – ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი დროის მომენტი, რომლის დროსაც ხდება მომხმარებლისათვის პორტალით სარგებლობის უფლების სრული ან ნაწილობრივი შეზღუდვა. მუხლი 3🔗. პორტალის ზოგადი აღწერილობა 1. პორტალის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ეროვნულ ბანკსა და გარე მონაწილეს შორის ანგარიშგებების გაცვლა და კომუნიკაცია. 2. პორტალზე წვდომის უფლება აქვს ეროვნული ბანკის თანამშრომელს და  მომხმარებელს მისთვის მინიჭებული უფლებების ფარგლებში. 3. ეროვნული ბანკის მიერ პორტალზე ვალდებულებების სექციაში განსაზღვრული ნებისმიერი მოთხოვნა შესასრულებლად სავალდებულოა. 4. პორტალის მიერ ხორციელდება მომხმარებლების და ეროვნული ბანკის თანამშრომლის ქმედებების ჟურნალის ჩანაწერების დამახსოვრება. 5. მომხმარებლის მიერ პორტალის მეშვეობით წარმოდგენილ ნებისმიერ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას აქვს იურიდიული ძალა და ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ამ ინფორმაციაზე/დოკუმენტაციაზე დაყრდნობით მომხმარებლის მიმართ გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი სახის საზედამხედველო ზომა ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა). 6. ეროვნული ბანკისთვის წარმოდგენილ ანგარიშგებად ჩაითვლება მომხმარებლის მიერ ანგარიშგების წარმოდგენის ვადის ამოწურვამდე  წარმოდგენილი ბოლო ანგარიშგება. მუხლი 4🔗. ეროვნული ბანკის როლი პორტალის ფუნქციონირებაში 1. ეროვნული ბანკი ადმინისტრირებას უწევს პორტალის ფუნქციონირებას, განსაზღვრავს პორტალის ტექნიკურ კონფიგურაციასა და მის პარამეტრებს, აკონტროლებს და მართავს პორტალს. 2. ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს: ა) პორტალში მომხმარებელთა და ეროვნული ბანკის თანამშრომელთა დაშვებას; ბ)  პორტალის გამართულ ფუნქციონირებას და ინფორმაციის დაცულობას; გ) პორტალზე ახალი მომხმარებლის რეგისტრაციას/რეგისტრაციის გაუქმებას ან/და დარეგისტრირებული მომხმარებლის მონაცემების ცვლილებას; დ) პორტალის მოხმარების წესების პორტალზე განთავსებას. 3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია: ა) გამოიყენოს პორტალი ანგარიშგებების მიღების/დამუშავებისა და პორტალის მომხმარებლებთან კომუნიკაციისთვის; ბ) გამოიყენოს პორტალი დოკუმენტებისა და სიახლეების განთავსებისათვის; გ) თავის შეხედულებისამებრ მოახდინოს პორტალის მოდიფიკაცია; დ) ზედამხედველობა გაუწიოს გარე მონაწილეების მიერ ამ წესების მოთხოვნების ჯეროვან შესრულებას და მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საზედამხედლებო ზომები ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა); ე) დაუდგინოს შეზღუდვა პორტალის ნებისმიერ მომხმარებელს, მათ შორის, პორტალის მომხმარებლის მიერ ამ წესის დარღვევის ან/და პორტალის გამართული ფუნქციონებისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში; ვ) განახორციელოს ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელიც საჭიროა პორტალის გამართულად და შეუფერხებლად ფუნქციონირებისთვის. 4. ეროვნული ბანკი, როგორც პორტალის ოპერატორი, პორტალის ხარვეზების ან/და მისი არასათანადო ფუნქციონირების შემთხვევაში უზრუნველყოფს ხარვეზის მაქსიმალურად მოკლე ვადაში აღმოფხვრას. 5. შემაფერხებელი გარემოების დროს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, გამოიყენოს ანგარიშგებების მიწოდების/მიღების ალტერნატიული საშუალებები. მუხლი 5🔗. პორტალის მონაწილეები და მონაწილეობასთან დაკავშირებული მოთხოვნები 1. პორტალის მონაწილეები არიან პორტალის შიდა  და  გარე მონაწილე. 2. გარე მონაწილის პორტალზე რეგისტრაციას ახდენს ეროვნული ბანკი. მხოლოდ ეროვნულ ბანკს აქვს უფლება, პორტალზე დაამატოს ახალი მონაწილე და ამ მონაწილის შესაბამისი მომხმარებელი, წაშალოს ან შეცვალოს სისტემაში დარეგისტრირებული მონაცემები. 3. გარე მონაწილის რეგისტრაცია პორტალზე ხდება ავტომატურად, კომერციული ბანკის ლიცენზირებისთანავე. 4. გარე მონაწილის რეგისტრაციის გაუქმება პორტალზე ხდება ავტომატურად,  ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკისთვის ლიცენზიის გაუქმებისას. 5. გარე მონაწილისთვის ლიცენზიის გაუქმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა ეროვნული ბანკი პორტალის მოხმარებლებს უუქმებს პორტალზე წვდომის უფლებას. 6. პორტალის გამოყენების მიზნით პორტალის გარე მონაწილე ვალდებულია: ა) საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს პორტალის გამოყენებისთვის აუცილებელი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა და უზრუნველყოს თავისი შიდა სისტემების თავსებადობა პორტალის გამოყენების მოთხოვნებთან; ბ) განსაზღვროს და ეროვნულ ბანკს შეატყობინოს მომხმარებლის სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტა და პორტალზე მისი როლი. მომხმარებლის პორტალზე წვდომასა და მის გამოყენებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება გარე მონაწილეს; გ) დაუყოვნებლივ შეატყობინოს ეროვნულ ბანკს პორტალის არსებული მომხმარებლის უფლებამოსილების შეწყვეტის ან სხვა საფუძვლის შესახებ, რაც გამოიწვევს ან შესაძლოა გამოიწვიოს პორტალის მომხმარებლის პორტალზე რეგისტრაციის გაუქმება; დ) დაუყოვნებლივ შეატყობინოს ეროვნულ ბანკს პორტალზე უწყვეტ წვდომასთან ან/და ანგარიშგების წარდგენასთან დაკავშირებით ხარვეზის არსებობის შესახებ; ე) ანგარიშგების გაგზავნასთან დაკავშირებული პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში ეროვნული ბანკისთვის ანაგრიშგების მიწოდება უზრუნველყოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ან/და ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული ალტერნატიული საშუალებით. ნებისმიერი მიზეზის გამო პორტალის ფუნქციონირების შეფერხება მომხმარებელს არ ათავისუფლებს ეროვნული ბანკისთვის ანგარიშგების გაგზავნის ვალდებულებისაგან; ვ) დაიცვას უსაფრთხოების პროცედურები პორტალზე არაავტორიზირებული წვდომის თავიდან არიდების მიზნით და დაუყოვნებლივ აცნობოს ეროვნულ ბანკს, თუ მას გაუჩნდა დასაბუთებული ეჭვი ან მიიღებს შესაბამის ინფორმაციას პორტალზე განხორციელებული არაავტორიზირებული წვდომების შესახებ; ზ) პორტალის არაავტორიზებული გამოყენების თავიდან აცილების მიზნით  შეიმუშაოს და დანერგოს შიდა უსაფრთხოების შესაბამისი პროცედურები; თ) პორტალი გამოიყენოს მხოლოდ დაცული კავშირის საფუძველზე და შესაბამისი პარამეტრების გამოყენებით, რომლებიც მოთხოვნისამებრ მიეწოდება ეროვნული ბანკის მიერ; ი) პორტალის ვალდებულებების სექციაში ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ვალდებულება შეასრულოს გათვალისწინებული ვადების, ტაქსონომიის და სხვა მახასიათებლების შესაბამისად. მუხლი 6🔗. მომხარებლისათვის პორტალზე წვდომის უფლების მინიჭების და გაუქმების პირობები 1. სისტემა განკუთვნილია მხოლოდ ამ წესით განსაზღვრულ პირთათვის. 2. მომხმარებლის პორტალზე რეგისტრაციას ახდენს ეროვნული ბანკი. მხოლოდ ეროვნულ ბანკს აქვს უფლება პორტალზე დაამატოს ახალი მომხმარებელი, წაშალოს ან შეცვალოს სისტემაში დარეგისტრირებული მონაცემები. 3. გარე მონაწილის მომხმარებლების ჯგუფებს წარმოადგენენ: ა) ანგარიშგების წარმდგენი (Filer Approver) – აქვს წვდომა ყველა ვალდებულებაზე, პორტალის გამოყენების გზამკვლევზე, პორტალზე გამოქვეყნებულ ინფორმაციასა და პორტალზე ატვირთულ ფაილებზე. ანგარიშგების წარმდგენს შეუძლია ატვირთოს და დაადასტუროს ანგარიშგება ეროვნულ ბანკში გადასაგზავნად, ასევე,  მომხმარებელი ანგარიშგების მომმზადებლის როლით დანიშნოს  შესაბამისი ვალდებულების მომმზადებლად; ბ) ანგარიშგების მომმზადებელი (Filer Preparer) – აქვს წვდომა მხოლოდ იმ ვალდებულებებზე, რომელთაც ანგარიშგების წარმდგენი მიანიჭებს, ასევე,  პორტალზე გამოქვეყნებულ ინფორმაციასა და პორტალზე ატვირთულ ფაილებზე. ანგარიშგების მომმზადებელს აქვს მხოლოდ ანგარიშგების ატვირთვის უფლება. 4. გარე მონაწილის მომხმარებლების  რაოდენობა პორტალზე შეზღუდული არ არის და განისაზღვრება გარე მონაწილის მოთხოვნის შესაბამისად. 5. პორტალის გარე მონაწილეს რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია და დროებითი პაროლი ეგზავნება ელექტრონულ ფოსტაზე. 6. პორტალის გამოყენების მიზნით პორტალის გარე მონაწილის მიერ დანიშნული მომხმარებელი ვალდებულია: ა) პორტალზე პირველი ავტორიზაციისთანავე შეცვალოს ეროვნული ბანკის მიერ მისთვის გადაცემული დროებითი პაროლი (password); ბ) პორტალზე პირველი ავტორიზაცია განახორციელოს ეროვნული ბანკის მიერ მომხარებლისათვის იდენტიფიკატორის (username) და დროებითი პაროლის (password) გადაცემიდან არაუგვიანეს 12 საათის განმავლობაში. მუხლი 7🔗. პორტალზე ანგარიშგების წარდგენისა და მიღების წესი 1. ანგარიშგების წარმოსადგენად ეროვნული ბანკი პორტალზე ქმნის შესაბამის ვალდებულებას, რომელსაც საჭიროებისამებრ განუსაზღვრავს ტაქსონომიას. 2. პორტალზე ატვირთული ანგარიშგების ვალდებულებასთან შესაბამისობა მოწმდება ატვირთვის თარიღით, ატვირთული ფაილის სახელით და ფაილის გაფართოებით. 3. ეროვნული ბანკი ვალდებულებას განუსაზღვრავს გარე მონაწილეს. ვალდებულება შეიძლება იყოს ერთჯერადი ან პერიოდულად განმეორებადი. 4. გარე მონაწილის მომხმარებელს მინიჭებული ანგარიშგების წარმდგენის უფლების ფარგლებში შეუძლია ეროვნული ბანკისგან დამოუკიდებლად განსაზღვროს ანგარიშგების მომმზადებელი ვალდებულებისთვის ან ვალდებულებათა სერიისთვის. 5. გარე მონაწილის მომხმარებელი ტვირთავს ანგარიშგებას პორტალზე ვალდებულების შინაარსის და ვალდებულებისათვის ეროვნული ბანკის მიერ წინასწარ განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. 6. ვადის ამოწურვამდე მომხმარებელი უფლებამოსილია ატვირთოს ან/და წარადგინოს ანგარიშგება რამდენჯერმე. ყოველი შემდგომი ანგარიშგება ჩაანაცვლებს უკვე ატვირთულს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვალდებულების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა გასულია. 7. ვადის ამოწურვის შემდეგ ანგარიშგების ხელახლა ატვირთვა შესაძლებელია მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ ვალდებულების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის ცვლილების შემთხვევაში. 8. ანგარიშგების ატვირთვის შემდეგ, ვადის ამოწურვამდე, ვალდებულების შესაბამისი ანგარიშგების გამოგზავნა შეუძლია მხოლოდ გარე მონაწილის მომხმარებელს ანგარიშგების წარმდგენის უფლებით. 9. ეროვნული ბანკის თანამშრომელს შეუძლია მიიღოს ან უარყოს გამოგზავნილი ანგარიშგება, თუ იგი არ შეესაბამება ვალდებულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 10. გარე მონაწილე უფლებამოსილია ანგარიშგების ტაქსონომიასთან შესაბამისობა  შეამოწმოს დამოუკიდებლად, პორტალის საშუალებით. 11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ტაქსონომიასთან შესაბამისობის შემოწმება არ წარმოადგენს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ანგარიშგების ვალდებულებასთან თანხვედრის შესახებ. 12. ეროვნული ბანკი თავად ქმნის ტაქსონომიას ან იყენებს სხვა ზედამხედველების მიერ გამოქვეყნებულ ტაქსონომიებს უცვლელად ან მოდიფიკაციით. 13. ტაქსონომია იქმნება და ქვეყნდება პორტალზე სამ ეტაპად: სამუშაო პროექტი, პროექტი და ტაქსონომია. 14. ყველა ვალდებულება უნდა შესრულდეს ტაქსონომიის იმ მოთხოვნების დაკმაყოფილებით, რომელიც ვალდებულების შესრულების მომენტისათვის მოქმედებდა. მუხლი 8🔗. ინფორმაციის დამუშავებისა და მონაცემთა შენახვის წესი მომხმარებლების მიერ ატვირთული ანგარიშგებები პორტალზე ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. პორტალზე მიღებული ანგარიშგებების შენახვისა და დამუშავების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 9🔗. ინფორმაციის დაცვა და კონფიდენციალობა 1. გარე მონაწილე და მომხმარებელი ვალდებული არიან მიიღონ, უსაფრთხოების სათანადო ზომები პორტალის არასანქცირებული წვდომისა და გამოყენებისაგან დასაცავად. 2. ეროვნული ბანკი და პორტალის მომხმარებლები ვალდებულებას იღებენ არ გათქვან ან სხვაგვარად ხელმისაწვდომი არ გახადონ მესამე პირებისთვის ის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მათ მიეწოდათ პორტალის გამოყენების შედეგად, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.