ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.07.2022
გამომცემი ორგანო ლენტეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.115.016358
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/07/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.07.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი | ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების
დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის
საფინანსო სამსახურის დებულება ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №12
2022 წლის 22 ივლისი
დაბა ლენტეხი
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის დებულება (დანართი №1)-ის მიხედვით.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25-იანვრის №10 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გაზდელიანი
დანართი №1
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – საფინანსო საბიუჯეტო სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული.
2. სამსახურის ძირითადი ფუნქციაა ლენტეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, ბიუჯეტის შესრულება, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომზადება.
3.სამსახური მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოს სამართლებრივი აქტებისა და ამ დებულების საფუძველზე.
4. სამსახურს აქვს დებულება სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით, აგრეთვე ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის ნებადართული სხვა ოფიციალური რეკვიზიტები.
5. სამსახური ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის მერის წინაშე.
6. სამსახურის საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობას და ზედამხედველობას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერი.
მუხლი 2🔗.
სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
1. სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) ლენტეხის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის და ბიუჯეტის პროექტების შემუშავება, ბიუჯეტის შესრულება და შესრულების ანგარიშის მომზადება;
ბ) ლენტეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების ანალიზი, შესაბამისი ინფორმაციებისა და წინადადებების მომზადება;
გ) ლენტეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის საბიუჯეტომოწყობასთან დაკავშირებულ მონაცემთა ბაზის ფორმირება და მონაცემთა ანალიზი;
დ) დადგენილი წესის შესაბამისად, ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებაზე წინადადებებისა და გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ე) მერის წინაშე წინადადების წარდგენა, ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის მიზნით;
ვ) ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტის სტატისტიკური ინფორმაციის მომზადება;
ზ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საბუღალტრო აღრიცხვა,
თ) ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად ხარჯვის გაწევა,საფინანსო ოპერაციების წარმოება.
ი) მუნიციპალიტეტის საბანკო ანგარიშების მართვა, ურთიერთობა ხაზინასთან და საბანკო დაწესებულებებთან.
კ) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურების სარგებლობაში არსებული ქონების აღწერა, ინვენტარიზაცია,მოვლა-პატრონობა.
ლ) მუნიციპალური ქონების აღწერა,ინვენტარიზაცია,მოვლა-პატრონობა;
მ),,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ კანონის შესაბამისად და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს მუნიციპალურ შესყიდვებს.
ნ) ლენტეხის მუნიციპალიტეტისდმი დაქვემდებარებული დაწესებულებების საქმიანობაში საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების მდგომარეობის გაუმჯობესების და საბიუჯეტო სახსრების მოქმედი კანონმდებლობის დაცვით გამოყენებისათვის მეთოდოლოგიური დახმარების გაწევა და ერთიანი საფინანსო დოკუმენტბრუნვის სისტემის დანერგვა. 2. სამსახური, მისი საქმიანობის ძირითადი ამოცანებიდან გამომდინარე, ასრულებს შემდეგ ფუნქციებს:
ა) ადგენს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს, რისთვისაც:
ა.ა)ლენტეხის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტების ფორმირების მიზნით, განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ ამზადებს შესაბამისი აქტის პროექტს, რომლითაც განისაზღვრება წარსადგენი ინფორმაციის ნუსხა და წარდგენის ვადები;
ა.ბ) ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან, მუნიციპალიტეტისადმიდაქვემდებარებულ დაწესებულებებთან ერთად, ამზადებს პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტს;
ა.გ) ლენტეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მოსამზადებლად, კანონმდებლობისშესაბამისად,შეიმუშავებს საბიუჯეტო განაცხადის ფორმებს, საბიუჯეტო ორგანიზაციებზე დასაგზავნად;
ა.დ) უზრუნველყოფს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან განაცხადის ფორმებისა და კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ინფორმაციის (მონაცემების) მიღება-დამუშავებას, განხილვას, საჭიროების შემთხვევაში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტში შეტანამდე ამზადებს წინადადებებს მათ დასაზუსტებლად;
ა.ე) შემოსულობების პროგნოზირებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით;
ა.ვ) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ადგენს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს, რომელიც მოიცავს: ბიუჯეტის შემოსულობების საერთო თანხას, ადგილობრივ ბიუჯეტში ჩასარიცხი მოსაკრებლების, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები ფინანსური დახმარებისა და სხვა შემოსულობებს გადასახადების წყაროების გამოყოფით და გადასახდელების საერთო თანხას საბიუჯეტო ასიგნებების მხარჯავ დაწესებულებებსა და საბიუჯეტო ორგანიზაციებზე, დასაფინანსებელ პროგრამებსა და ღონისძიებებზე განაწილებით, ქვეყანაში მოქმედი საბიუჯეტო კლასიფიკაციების შესაბამისად;
ა.ზ) სამსახური, კანონით დადგენილ ვადებში, ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს შესაბამის დადგენილებისპროექტთან ერთად განსახილველად წარუდგენს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერს;
ა.თ) დადგენილი წესის თანახმად, ამზადებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტს ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად – მასალებს საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების შესახებ განწერაში ცვლილების შესატანად;
ა.ი) საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს გასული წლის საბიუჯეტო სახსრების თავისუფალი ნაშთის მიმდინარე წელს გამოყენების თაობაზე. ბ) ახორციელებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულებას, რისთვისაც:
ბ.ა) აღრიცხავს თითოეული საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ გაწეულ გადასახდელებს, რაც მოიცავს ინფორმაციას საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით გადახდის განხორციელების ყველაეტაპისშესახებ.იგიასევე აღრიცხავს საბიუჯეტო კლასიფიკაციით გათვალისწინებულ შემოსულობებს.
ბ.ბ) ადგენს დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტალების ან თვეების მიხედვით;
ბ.გ) უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურიდან შემოსულობების შესახებ მიღებული ინფორმაციის დამუშავებას;
ბ.დ) დადგენილი წესის თანახმად, ამზადებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ვალდებულებებს და საგადახდო მოთხოვნებს;
ბ.ე) იღებს და ამუშავებს საბიუჯეტო ორგანიზაციების საბიუჯეტო ვალდებულებებს და საგადახდო მოთხოვნებს;
ბ.ვ) დადგენილი წესის მიხედვით ახდენს საბიუჯეტო ორგანიზაციების ვალდებულებებისრეგისტრაციასდარეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულებების შესაბამისი საგადახდო მოთხოვნის თანხის გადახდას;
ბ.ვ) მერის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, ახორციელებს სარეზერვო ფონდიდან სახსრების გამოყოფას;
გ) სამსახური ახორციელებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების კვარტალური მიმოხილვის და შესრულების წლიური ანგარიშის მომზადებას, რისთვისაც:
გ.ა) უზრუნველყოფს ბიუჯეტის ყოველდღიური შემოსულობების შესახებ ინფორმაციის მიღებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისაგან, აღრიცხავს და აანალიზებს ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების მდგომარეობას;
გ.ბ) იღებს ინფორმაციებს საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან მათთვის გათვალისწინებული ასიგნებების გამოყენების შესახებ;
გ.გ) სამსახური ყოველი თვის დასრულებიდან 10 დღის ვადაში ამზადებს ანგარიშს მუნიციპალიტეტისბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ჩვენებით;
გ.დ) ადგენს ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვასა და შესრულების წლიურ ანგარიშებს და წარუდგენს მერს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს; დ) ადგენს პერიოდულ და წლიურ საბუღალტრო ანგარიშებს; ე) უზრუნველყოფს ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მომზადებას;
ვ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საბუღალტრო აღრიცხვას;
ზ) ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად ხარჯვის გაწევას,საფინანსო ოპერაციების წარმოებას;
თ) მუნიციპალიტეტის საბანკო ანგარიშების მართვას, ურთიერთობას ხაზინასთან და საბანკო დაწესებულებებთან;
ი)საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურების სარგებლობაში არსებული ქონების აღწერას, ინვენტარიზაციას, მოვლა-პატრონობას;
კ) მუნიციპალური ქონების აღწერას, ინვენტარიზაციას, მოვლა-პატრონობას;
ლ),,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის შესაბამისად და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს მუნიციპალურ შესყიდვებს.
მ) უწევს მეთოდოლოგიურ დახმარებას, მისი კომპეტენციის ფარგლებში, საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სხვა ორგანიზაციებს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების გაუმჯებესებისა და მათთვის ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების ხარჯვის დროს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების სწორად განხორციელების საკითხებზე;
ნ) კანონმდებლობით განსაზღვრული ერთიანი კომპიუტერულ საინფორმაციო ბაზის მეშვეობით, ახორციელებს საქმიანობის პროგრამულ უზრუნველყოფას, მომსახურებას;
ო) ამუშავებს საბიუჯეტო მაჩვენებლების სტატისტიკურ-საინფორმაციო მონაცემებს; უზრუნველყოფს დადგენილი წესით მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადებას და მიწოდებას;
პ) მოთხოვნის საფუძველზე ახდენს ინფორმაციის მიწოდებას შესაბამის მერიის სამსახურებზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შედეგად საურავებისა და ჯარიმების, აგრეთვე მოსაკრებლებისა და სხვა არასაგადასახადო შემოსავლების სახით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ჩარიცხული თანხების შესახებ;
ჟ) უზრუნველყოფს სამსახურში შექმნილი დოკუმენტების არქივისათვის გადაცემას, მათ შორის ბუღალტრული დოკუმენტების, აღრიცხვის რეგისტრების, ხარჯთანუსხების, მათი გაანგარიშებების და სხვა საბუთების შენახვას. რ) კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვებს.
მუხლი 3🔗.
სამსახურის უფლება-მოვალეობანი
1. სამსახურს უფლება აქვს:
ა) სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებული საკითხების შესასრულებლად მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებიდან, საბიუჯეტო დაწესებულებებისაგან, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციებისაგან და შესაბამისი სახელმწიფო ინსტანციებიდან ლენტეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შედგენა-შესრულების პროცესთან დაკავშირებული მონაცემები, საჭიროების შემთხვევაში ცალკეული საკითხების განხილვისა და დამუშავებისათვის მოიწვიოს მათი წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;
ბ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებანი ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების და სხვა დაინტერესებული საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების წარმომადგენელთა მონაწილეობით;
გ) დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით გახსნას მიმდინარე ან/და სადეპოზიტო ანგარიშები კომერციულ ბანკებში;
დ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე დაამყაროს ურთიერთობანი და ითანამშრომლოს სხვადასხვა ქვეყნის ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებთან,საერთაშორისოორგანიზაციებთან, პროფესიულ გაერთიანებებთან, აგრეთვე ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
ე) მიავლინოს სპეციალისტები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ასამაღლებლად, გამოცდილების შესაძენად, კონფერენციებსა და სხვა შეკრებებში მონაწილეობის მისაღებად.
2. სამსახურის მოვალეობაა:
ა) საქმიანობის ძირითადი მიზნებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე გაწეული მუშაობის შესახებ, დადგენილი წესით წარუდგინოს პროექტები, ანგარიშები და სხვა სახის ინფორმაციები ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს;
ბ) განიხილოს დაწესებულებებსა და ორგანიზაციებიდან, სხვადასხვა უწყებიდან მიღებული წერილები, ინფორმაციები, მოთხოვნები და მოქალაქეთა განცხადებები და საჩივრები, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოამზადოს შესაბამისი მასალები, წინადადებები, დასკვნები და პასუხები მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
მუხლი 4🔗.
სამსახურის უფროსი
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი. საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. სამსახურის უფროსი თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე.
3. სამსახურის უფროსი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) შეიმუშავებს და დასამტკიცებლად წარადგენს სამსახურის სამუშაო გეგმას; უზრუნველყოფს დამტკიცებული სამუშაო გეგმის შესრულებას;
გ) განსაზღვრავს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებისა და მოსამსახურეების ფუნქციებს, კომპეტენციებსა და პასუხისმგებლობას;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობას ე) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას;
ვ) უნაწილებს კორესპონდენციას თანამშრომლებს, აწესებს კონტროლს მის შესრულებაზე, ანაწილებს დავალებებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებსა და საჯარო მოსამსახურეთაშორის,ისმენსანგარიშებს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ, კონტროლს უწევს შინაგანაწესის დაცვას;
ზ) განსაზღვრავს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო მოხელეების სამუშაო გეგმის ფორმას; ამტკიცებს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებისა და საჯარო მოხელეების სამუშაო გეგმებს და საერთო ზედამხედველობას უწევს მათ შესრულებას; თ) განსაზღვრავს ანგარიშების წარდგენის წესს და პერიოდულობას;
ი) ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
კ) ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერს და მერიას წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ლ) ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერს და მერიას პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;
მ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ნ) ახორციელებს კანონმდებლობით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 5🔗.
.სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები
1. სამსახური შედგება მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქვედანაყოფის-განყოფილებებისაგან(ტექსტში შემდგომ-განყოფილება):
ა) ბიუჯეტის დაგეგმვის ანალიზის და შესრულების კონტროლის განყოფილება;
ბ) საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილება;
გ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;
დ) შესყიდვების განყოფილება;
მუხლი 6🔗.
ბიუჯეტის დაგეგმვის ანალიზის და შესრულების კონტროლის განყოფილება;
განყოფილება უზრუნველყოფს
ა) ლენტეხის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროცესის რეგულირების ღონისძიებების შემუშავებას;
ბ) ლენტეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების, აგრეთვე საბიუჯეტო მოწყობასთან დაკავშირებულ მონაცემთა ბაზის ფორმირებას, ანალიზს და შესაბამისი წინადადებების მომზადებას;
გ)ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტების მომზადებას მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმებისა და ბიუჯეტის პროექტების ფორმირების მიზნით, განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ და ამ საკითხებზე უწევს მეთოდოლოგიურ დახმარებას საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს;
დ) საბიუჯეტო განაცხადის ფორმების შესახებ პროექტის მომზადებას, საბიუჯეტო ასიგნებებისა და დასაქმებულთა რიცხოვნობის საორიენტაციო ზღვრული მოცულობების მითითებით;
ე) ლენტეხის მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულებიდან და ლენტეხის მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან შესაბამისი ინფორმაციების, მასალების მიღებას და დამუშავებას;
ვ) წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტების შედგენას - განსაზღვრავს შემოსულობების საერთო თანხას, ადგილობრივ ბიუჯეტში ჩასარიცხ მოსაკრებლებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღებ ფინანსურ დახმარებას და სხვა შემოსულობებს გადასახადების წყაროების გამოყოფით და გადასახდელების საერთო თანხას საბიუჯეტო ასიგნებების მხარჯავ დაწესებულებებსა და საბიუჯეტო ორგანიზაციებზე, დასაფინანსებელ პროგრამებსა და ღონისძიებებს, ქვეყანაში მოქმედი საბიუჯეტო კლასიფიკაციების შესაბამისად. ლენტეხის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტსა და ბიუჯეტის პროექტს წარუდგენს სამსახურის ხელმძღვანელს, შემდგომში მერის წარსადგენად. ამზადებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტების შესახებ მერის ბრძანებისა და საკრებულოს შესაბამისი დადგენილების პროექტს;
ზ) წლიური დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების კვარტალურ/ყოველთვიურ ჭრილში დაბალანსებას, ადგენს შემოსულობებისა და გადასახდელების კვარტალურ/ყოველთვიურ განწერას;
თ) ლენტეხის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების კვარტალურ ან/და ყოველთვიურ განწერას; ი) კვარტალური განწერის გაგზავნას შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის;
კ) დადგენილი წესის შესაბამისად ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის მომზადებას ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე;
ლ) დადგენილი წესის შესაბამისად, მერის ბრძანების პროექტების მომზადებას მხარჯავი დაწესებულებებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების შესახებ, განწერაში ცვლილების შეტანის მიზნით;
მ) ლენტეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების კვარტალურ გადანაწილებას და ცვლილებების გადაცემას შესაბამისი განყოფილებებისათვის;
ნ) კანონმდებლობით დადგენილ ვადებში ბიუჯეტის შესრულების კვარტალური მიმოხილვის და შესრულების წლიური ანგარიშის მოსამზადებელი სამუშაოების ორგანიზებას. უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციების მიღებას, დამუშავებას და ანალიზს. ამზადებს ბიუჯეტის შესრულების ინფორმაციას და ანგარიშს, მათ შორის, სარეზერვო ფონდის ანგარიშს, წარუდგენს მერს შემდგომში მუნიციპალიტეტის საკრებულოზე განსახილველად;
ო) მერის დავალების შესაბამისად, მერის ბრძანების პროექტის მომზადებას სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ;
პ) წინადადების მომზადებას მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის შესახებ;
ჟ) მოქმედი კანონმდებლობისა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და დავალებების შესრულებას.
მუხლი 7🔗.
საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილება.
განყოფილება უზრუნველყოფს:
1. მუნიციპალიტეტის საბუღალტრო აღრიცხვას;
2. ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად ხარჯვის გაწევას, საფინანსო ოპერაციების წარმოებას;
3. მუნიციპალიტეტის საბანკო ანგარიშების მართვას, ურთიერთობებს ხაზინასთან და საბანკო დაწესებულებებთან;
4. მუნიციპალიტეტის მიერ აღებული და გაცემული სესხების მართვას;
5. მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების, სამივლინებო ხარჯების და სხვა გადასახდელების გაცემას;
6. მოქმედი კანონმდებლობით,მერის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 8🔗.
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება.
განყოფილება უზრუნველყოფს:
1. საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურების სარგებლობაში არსებული ქონების აღწერა - ინვენტარიზაციას.
2. საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობანაგებობების და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების მოვლა-პატრონობას, აღჭურვას, რემონტს, კეთილმოწყობას, დაგვა-დალაგებას, კომუნალურ მომსახურებასა და დაცვას.
3.მუნიციპალური ქონების აღწერა,ინვენტარიზაცია,მოვლა-პატრონობა
4. საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას;
5. საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურებას;
6. საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურების საოფისე მასალებით მომარაგებას;
7. საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურების ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა სახით სარგებლობის წესების დაცვას;
8. მოქმედი კანონმდებლობით,მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 9🔗.
შესყიდვების განყოფილება
განყოფილება ახორციელებს
ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის შესაბამისად წლიური გეგმის პროექტის მომზადებას;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვას, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენასა და კორექტირებას;
გ) წლიური ან/და კორექტირებული შესყიდვების გეგმის შესაბამის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვას დადგენილი ვადების შესაბამისად;
დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესყიდვების ორგანიზების პროცედურებისა და სანიმუშო დოკუმენტების ფორმების მომზადებას;
ე) დამტკიცებული შესყიდვის წლიური გეგმის შესაბამისად შესყიდვების მომზადებას და განხორციელებას;
ვ) მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვების კანონით განსაზღვრული შესყიდვების პროცედურების განხორციელებას, მათ შორის: სავარაუდო ფასების განსაზღვრას, შესყიდვის საშუალების შერჩევას, შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენას და ა.შ;
ზ) შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფას, ჯანსაღი კონკურენციის მხარდაჭერას, შესყიდვების პროცედურების გამჭვირვალობის ხელშეწყობას;
თ) ტენდერისა და კანონით დადგენილი შესყიდვის სხვა საშუალების ორგანიზებას, შესყიდვის პროექტის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და საჭიროების შემთხვევაში მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტის მომზადებას;
ი) ანალიტიკური, პროგნოზული, ექსპერტული და ინფორმაციული სამუშაოების შესრულებას დამტკიცებული შესყიდვების გეგმების საფუძველზე.
ამ გეგმებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებას;
კ) ტენდერებისა და ხელშეკრულებების რეესტრის წარმოებას;
ლ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 10🔗.
სამსახურის დაფინანსება და ქონება
1. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება ლენტეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით.
2. სამსახურის მფლობელობაში არსებული ქონება წარმოადგენს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
მუხლი 11🔗.
დასკვნითი დებულებები
1. სამსახურის დებულებას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.