“საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 26 თებერვლის განკარგულების შესასრულებლად გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ”
მიღების თარიღი 14.03.2003
ძალის დაკარგვა 28.01.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №81
სარეგისტრაციო კოდი 140.030.000.11.118.005.724
გამოქვეყნების წყარო სსმ, 21, 20/03/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| №№ | გვარი, სახელი, მამის სახელი |
დოკუმენტის ტექსტი
“საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 26 თებერვლის განკარგულების შესასრულებლად გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"Dumba Nusx";} @font-face {font-family:Tbilisuri;} @font-face {font-family:Chveulebrivy-ITV;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h4 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Dumba Nusx","sans-serif"; font-weight:normal;} p.MsoToc1, li.MsoToc1, div.MsoToc1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:Tbilisuri;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:11.0pt; font-family:"Chveulebrivy-ITV","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:28.4pt 35.35pt 64.3pt 42.55pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.030.000.11.118.005.724
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №81
2003 წლის 14 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 26 თებერვლის №193 განკარგულების შესასრულებლად გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
,,საქართველოს საარჩევნო სისტემის სრულყოფისა და 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 26 თებერვლის №193 განკარგულების მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურთან შეთანხმებული ინსტრუქცია ,,საარჩევნო უფლების მქონე პირთა მონაცემების შედგენის წესის შესახებ” (თან ერთვის).
2. 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადების მთელ პერიოდში და არჩევნების ჩატარების დროს საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა გეგმის შემუშავებისა და ამ ღონისძიებათა განხორციელებაში ჩაბმული ძალებისა და საშუალებების მიზანმიმართული მართვის უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
კობა ნარჩემაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (თავმჯდომარე);
ზურაბ ჩხაიძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე (თავმჯდომარის მოადგილე);
დავით თოდუა – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე (თავმჯდომარის მოადგილე);
ზურაბ ხაჟალია – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
შოთა ასათიანი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
გიორგი შერვაშიძე – შინაგანი ჯარის სარდალი;
ედუარდ გენძეხაძე – შსს შტაბის უფროსი;
შაქრო წინწკალაძე – საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსი;
ზურაბ უროტაძე – საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნული ბიუროს უფროსი;
გურამ ახალაია – კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს უფროსი;
მამია დარჩია – საზოგადოებრივი აზრის ინსტიტუტის რექტორი;
ლევან შონია – გენერალ გ. გულუას სახელობის პოლიციის სპეცდანიშნულების სამსახურის უფროსი;
როლანდ ლიპარტელიანი – სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე;
ვალერიან ნარსია – სამეურნეო და საფინანსო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
თამაზ სულავა – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე;
ირაკლი განუგრავა – საგამოძიებო დეპარტამენტის თავმჯდომარე;
თამაზ ალანია – სისხლის სამართლის სამძებროს მთავარი სამმართველოს უფროსი;
დავით კაჭკაჭიშვილი – კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი;
ალეკო ტაბატაძე – ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ბიუროს უფროსი;
ჯუმბერ სურმავა – ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსი;
პაატა გომელაური – პრესსამსახურის უფროსი.
3. კომისიამ ერთი თვის ვადაში შეიმუშაოს 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადებისა და არჩევნების ჩატარების პერიოდში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებათა გეგმა შესრულებაზე პასუხისმგებელი პირებისა და შესრულების ვადების მითითებით. აღნიშნული ღონისძიებათა განხორციელებისას გათვალისწინებული იქნეს პოლიციის საქმიანობის მაქსიმალური გამჭვირვალობა, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, პრესასთან, ტელევიზიასთან, ასევე საერთაშორისო ექსპერტებთან და დამკვირვებლებთან მჭიდრო კონტაქტები და ურთიერთთანამშრომლობა .
4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ქ . თბილისის, სამხარეო შს მთავარმა სამმართველოებმა (სამმართველოებმა), საქალაქო და რაიონულმა ორგანოებმა:
ა) წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების ჩატარების დროს საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის, არჩევნებთან დაკავშირებით პოლიციის კომპეტენციაში შემავალი სხვა ამოცანების გადაწყვეტის, დაქვემდებარებული ორგანოებისა და სამსახურების საქმიანობის კოორდინაციისა და კონტროლის მიზნით, შექმნან კომისიები პირველი პირების ხელმძღვანელობით;
ბ) სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე დასახლებული პუნქტებისა და თვითმმართველი ერთეულების (თემი, სოფელი, დაბა, ქალაქი) მიხედვით, ხოლო თბილისში - საარჩევნო ოლქების მიხედვით – ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოებთან ერთობლივად: დღის ვადაში ჩამოაყალიბონ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 26 თებერვლის N193 განკარგულების დანართით გათვალისწინებული, საარჩევნო უფლების მქონე პირთა მონაცემების შემდგენი მუშა ჯგუფები, რომლებიც დაკომპლექტებულ უნდა იქნენ დაქვემდებარებული საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის მუშაკებისაგან, უბნის ინსპექტორებისა და ადმინისტრაციული პოლიციის სხვა თანამშრომლებისაგან (ამ სამსახურებში მომუშავე ტექნიკური პერსონალის ჩათვლით), ასევე ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების მიერ სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილი პირებისაგან . ამასთან, ჯგუფების რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს შს დანაყოფებში მომუშავე უბნის ინსპექტორების რიცხვს;
გ) ჯგუფების შექმნა გააფორმონ სათანადო ბრძანებით და ორგანიზაცია გაუკეთონ ჯგუფების მიერ წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ინსტრუქციის საფუძვლიან შესწავლას. საჭიროების შემთხვევაში, სათანადო კონსულტაციები და განმარტებები მიიღონ შსს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნული ბიუროსაგან, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მთავარი სამმართველოსა და ინფორმატიზაციის სამმართველოსაგან;
დ) ჯგუფებში შეყვანილი უბნის ინსპექტორები და სხვა თანამშრომლები, შესაბამისი დასახლებული პუნქტის ტერიტორიაზე მცხოვრებ საარჩევნო უფლების მქონე პირებზე მონაცემების შედგენის დასრულებამდე, გაათავისუფლონ ყველა სხვა მოვალეობისა და დავალების შესრულებისაგან.
5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ (გ. ყურაშვილი) უზრუნველყოს აფხაზეთიდან დევნილი საარჩევნო უფლების მქონე პირების პერსონალური კომპიუტერული მონაცემების შედგენა ავტონომიური რესპუბლიკის ქალაქებისა და რაიონების მიხედვით.
6. საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნულმა ბიურომ (ზ. უროტაძე), საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მთავარმა სამმართველომ (შ. წინწკალაძე), ინფორმატიზაციის სამმართველომ (ა. ჯაში), ორგანიზაცია გაუკეთონ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის თებერვლის N193 განკარგულების მე-2 პუნქტისა და ამ ბრძანების მე-4 პუნქტის შესაბამისად შექმნილ, საარჩევნო უფლების მქონე პირთა მონაცემების შედგენაზე მომუშავე ჯგუფების პირად შემადგენლობასთან სათანადო ინსტრუქტაჟებისა და მეთოდოლოგიური ხასიათის მეცადინეობების ჩატარებას ძირითადი ყურადღების გამახვილებით იმ საკითხებზე, თუ როგორ უნდა იქნეს გამოყენებული არსებული საინფორმაციო რესურსები დაზუსტებული და სრულყოფილი მონაცემების შესადგენად.
7. ინფორმატიზაციის სამმართველომ (ა. ჯაში) საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნულ ბიუროსთან ერთობლივად უზრუნველყოს საარჩევნო უფლების მქონე პირთა პერსონალური კომპიუტერული მონაცემების დაჯგუფება საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 26 თებერვლის №193 განკარგულების დანართით გათვალისწინებული პარამეტრების მიხედვით მოსახლეობის იმ ნაწილზე, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გავლილი აქვს რეგისტრაცია და მიღებული აქვს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
8. საფინანსო და სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარმა სამმართველომ (ვ. ნარსია), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურთან ერთობლივად, საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 26 თებერვლის №193 განკარგულების მე-4 პუნქტის შესაბამისად ორგანიზაცია გაუკეთოს ამ ბრძანებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსებას.
9. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტებმა, მთავარმა სამმართველოებმა (სამმართველოებმა) და დაქვემდებარებულმა სამსახურებმა, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყონ საარჩევნო უფლების მქონე პირთა მონაცემების შედგენასთან დაკავშირებული ორგანიზაციულ-პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სამსახურებს აღმოუჩინონ სათანადო დახმარება .
10. ბრძანება დაიგზავნოს დანიშნულებისამებრ.
კ . ნარჩემაშვილი
ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა
საარჩევნო უფლების მქონე პირთა მონაცემების შედგენის წესის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე ინსტრუქცია ადგენს ,,საქართველოს საარჩევნო სისტემის სრულყოფისა და 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 26 თებერვლის №193 განკარგულების მე-2 პუნტით გათვალისწინებული დანართის შევსების კონკრეტულ წესს და განსაზღვრავს მოქმედ კანონმდებლობაზე დაფუძნებულ სამართლებრივ ასპექტებს, რომელთა მიხედვითაც წარიმართება საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ (რეგისტრირებულ), საარჩევნო უფლების მქონე პირთა მონაცემების შედგენა.
2. საარჩევნო უფლების მქონე პირთა მონაცემები (შემდგომში – ,მონაცემები) შედგენილი უნდა იქნეს 2003 წლის ! ივნისამდე, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული, ცალკე აღებული ყველა დასახლებული პუნქტის: თემის, სოფლის, დაბისა და ქალაქის (თბილისში – საარჩევნო ოლქების) მიხედვით. შემდგომში აღნიშნული მონაცემები სათანადო დამუშავებისა და გადამოწმებისათვის გადაეცემა შესაბამის საარჩევნო კომისიებს.
თავი II
მონაცემების შედგენისათვის გამოსაყენებელი საინფორმაციო რესურსები
3. მონაცემების შედგენისათვის გამოიყენება შემდეგი საინფორმაციო რესურსები:
ა) შინაგან საქმეთა რაიონული, საქალაქო და საქალაქო-რაიონული დანაყოფებისა და ქვედანაყოფების მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურების განკარგულებაში არსებული, პირადობისა და რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების, მათ შორის, ყოფილი სსრკ-ის სიმბოლიკიანი პასპორტების გაცემის პროცესში გაფორმებული სააღრიცხვო ბარათების (ფორმა №1, ფორმა №3) კარტოთეკები და სააღრიცხვო ჟურნალები (ფორმა №2), ხოლო იქ, სადაც მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურს გააჩნია კომპიუტერული ტექნიკა – აგრეთვე შესაბამისი კომპიუტერული მონაცემები;
ბ) თემის, სოფლის, დაბის, ქალაქის საკრებულოების, გამგეობებისა და მერიების განკარგულებაში არსებული საკომლო (საბინაო) წიგნები და სხვა სააღრიცხვო მასალები, რომლებიც მოიცავს ინფორმაციას ადგილობრივი მოსახლეობის პერსონალური (სულადობრივი) შემადგენლობის შესახებ;
გ) ამჟამად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებათა სახით არსებული, ყოფილი სახლმმართველობების, საბინაო-საექსპლოატაციო, საბინაო-კომუნალური და საბინაო კოოპერატიული ორგანიზაციების განკარგულებაში დარჩენილი საბინაო წიგნები და პერსონალური სააღრიცხვო ბარათები (ფორმა №16, ფორმა №17);
დ) ავტონომიური რესპუბლიკების შს სამინისტროების და შს სამხარეო ორგანოების საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურების განკარგულებაში არსებული კომპიუტერული ინფორმაცია რეგიონის მასშტაბით რეგისტრირებული და პირადობადადასტურებელი მოსახლეობის შესახებ;
ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნული ბიუროს კომპიუტერული მონაცემების ბაზა და სამისამართო-საბარათო კარტოთეკა ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული და პირადობადადასტურებული მოსახლეობის შესახებ.
4. ამ ინსტრუქციის მე-3 პუნქტში აღნიშნული საინფორმაციო რესურსების განმკარგავი სახელმწიფო დაწესებულებები ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოები, ასევე კერთო სამართლის ვალდებული არიან საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 26 თებერვლის №193 ბრძანებულების მე-2 პუნქტში აღნიშნული ორგანოების წარმომადგენლებს დაუყოვნებლივ წარუდგინონ საჭირო ინფორმაცია და აღმოუჩინონ სათანადო დახმარება.
თავი III
დაფიქსირებას დაქვემდებარებული მონაცემები
5. ამ ინსტრუქციის შესაბამისად დაფიქსირებას ექვემდებარება:
ა) მონაცემები 18 წლის ასაკს მიღწეული ან გადაცილებული პირის შესახებ, რომელსაც მიღებული აქვს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და რეგისტრირებულია შესაბამისი დასახლებული პუნქტის ტერიტორიაზე;
ბ) მონაცემები პირის შესახებ, რომელსაც 2003 წლის 1 ნოემბრისათვის უსრულდება 18 წლის ასაკი, თუ მას მიღებული აქვს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და რეგისტრირებულია შესაბამისი დასახლებული პუნქტის ტერიტორიაზე;
გ) მონაცემები პირის შესახებ, რომელსაც არ გამოუცვლია ყოფილი სსრკ სიმბოლიკიანი პასპორტი და ირიცხება ამ პასპორტით ჩაწერილად შესაბამისი დასახლებული პუნქტის ტერიტორიაზე.
6. დაფიქსირებას არ ექვემდებარება მონაცემები:
ა) ბინადრობის მოწმობის მფლობელი, საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები (რეგისტრირებული) უცხო სახელმწიფოს მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის შესახებ;
ბ) შესაბამისი დასახლებული პუნქტის ტერიტორიაზე ადრე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქის შესახებ, რომელიც მონაცემების შედგენის მომენტისათვის, კანონით დადგენილი წესით მოხსნილია რეგისტრაციიდან (ან ამოწერილია) საცხოვრებლად სხვა დასახლებულ პუნქტში გადასვლის, საზღვარგარეთ გამგზავრების (დარჩენის) ან გარდაცვალების გამო;
გ) შესაბამისი დასახლებული პუნქტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის გარეშე მცხოვრები პირის შესახებ.
7. რეგისტრაციიდან მოუხსნელი (ამოუწერელი), საცხოვრებლად სხვა დასახლებულ პუნქტში გადასული ან საზღვარგარეთ სამუშაოდ (3 თვეზე მეტი ვადით) გასული მოქალაქეები, ასევე გარდაცვლილი პირები, ექვემდებარებიან რეგისტრაციიდან მოხსნას და მოსახლეობის რეგისტრაციის შესაბამისი სამსახურები ვალდებული არიან დაუყოვნებლივ განახორციელონ სათანადო ღონისძიებები. იმ შემთხვევაში, თუ მონაცემების შედგენის პროცესში ვერ მოხერხდა აღნიშნული კატეგორიის პირთა რეგისტრაციიდან მოხსნისათვის აუცილებელი, კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლის მოპოვება, ამ პირთა მონაცემები დაფიქსირდება და მათ შესახებ არსებული, ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი ინფორმაცია მიეთითება შენიშვნების გრაფაში ამ ინსტრუქციის მე-18 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.
თავი IV
მონაცემთა შესადგენად განკუთვნილი ფორმა და მისი რეკვიზიტები
8. მონაცემთა შესადგენად განკუთვნილი, ფორმა (შემდგომში: – ფორმა) განსაზღვრული და დადგენილია საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 26 თებერვლის №193 განკარგულების სპეციალური დანართით (ფორმა თან ერთვის ამ ინსტრუქციას).
9. მისი რეკვიზიტებია:
ა) გვერდის ნომერი;
ბ) თვითმმართველი ერთეულის (თბილისში – საარჩევნო ოლქის) დასახელება, რომლის ტერიტორიაზეც ცხოვრობენ (არიან რეგისტრირებული) საარჩევნო უფლების მქონე პირები;
გ) ჩანაწერის რიგითი ნომერი;
დ) პირის გვარი, სახელი, მამის სახელი;
ე) პირის დაბადების დღე, თვე, წელი;
ვ) პირის რეგისტრაციის ადგილი მისამართის ჩვენებით;
ზ) პირადი ნომერი, პირადობის მოწმობის ან ყოფილი სსრკ-ის სიმბოლიკიანი პასპორტის სერია და ნომერი;
თ) შენიშვნა (ფაქტობრივი მდგომარეობა);
ი) მონაცემთა სისწორისათვის პასუხისმგებელ პირთა ხელმოწერები;
კ) მონაცემთა შედგენის თარიღი.
თავი V
ფორმის შევსების წესი
10. ფორმა უნდა შეივსოს გარკვეული კალიგრაფიით და იკითხებოდეს გართულების გარეშე. შესაძლებლობის შემთხვევაში დასაშვებია მისი მანქანური ბეჭდვა;
11. ერთი თვითმმართველი ერთეულის (თბილისში – ერთი საარჩევნო ოლქის) ფარგლებში მცხოვრებ (რეგისტრირებულ) საარჩევნო უფლების მქონე პირებზე ივსება ფორმათა ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა ამ პირთა მონაცემების სრული აღრიცხვიანობისათვის.
12. ფორმის ყველა გვერდი ინომრება თანმიმდევრობის პრინციპით და ყველა გვერდზე, სათანადო ადგილას, მიეთითება შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის (თბილისში – შესაბამისი საარჩევნო ოლქის) სახელწოდება. იქვე მიეთითება თვითმმართველი ერთეულის შემადგენელი დასახლებული პუნქტის (საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მდებარე შესაბამისი ქუჩის ან ქუჩების) დასახელება.
13. ფორმა პირველ გრაფაში (,,№№”) აღინიშნება ჩანაწერის რიგითი ნომერი.
14. მეორე გრაფაში (,,გვარი, სახელი, მამის სახელი”), ამ ინსტრუქციის მე-5 და მე-7 პუნქტების შესაბამისად, ერთმანეთის მიყოლებით მიეთითება საარჩევნო უფლების მქონე პირთა გვარი, სახელი და მამის სახელი. იმ შემთხვევაში, როცა გამოყენებულ მასალებში მამის სახელი დაფიქსირებული არ არის, გრაფაში აღინიშნება შესაბამისად მხოლოდ გვარი და სახელი.
15. მესამე გრაფაში (დაბადების თარიღი) ერთმანეთისაგან გამოყოფილი რიცხვების სამი ჯგუფით აღინიშნება საარჩევნო უფლების მქონე პირის დაბადების თარიღი (მაგ: 01.11.1985), სადაც პირველი ორი ციფრი აღნიშნავს დაბადების რიცხვს, მეორე ორი ციფრი – დაბადების თვეს და ბოლო ოთხი ციფრი – დაბადების წელს.
16. მეოთხე გრაფაში (,,რეგისტრაციის ადგილი მისამართის ჩვენებით”) მიეთითება მისამართი, სადაც საარჩევნო უფლების მქონე პირია რეგისტრირებული (ჩაწერილი) ან ირიცხება რეგისტრირებულად (ჩაწერილად). დასახლებული პუნქტის სახელწოდება, ქუჩის დასახელება და სახლის (ბინის) ნომერი უნდა შეესაბამებოდეს ადგილობრივი მმართველობის ორგანოების შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილ დასახელებებსა და ნომრებს.
17. მეხუთე გრაფაში (,,პირადი ნომერი და პირადობის მოწმობის ან ყოფილი სსრკ-ის პასპორტის სერია და ნომერი”) აღინიშნება საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო კოდი) და პირადობის მოწმობის სერია და ნომერი, ხოლო თუ პირს არ აქვს მინიჭებული პირადი ნომერი და არ გამოუცვლია ყოფილი სსრკ-ის სიმბოლიკიანი პასპორტი – ამ პასპორტის სერია და ნომერი.
პირადობის მოწმობის (სსრკ პასპორტის) ორჯერ ან მეტჯერ გაცემის დამადასტურებელი მონაცემების არსებობის შემთხვევაში გრაფაში მიეთითება უკანასკნელად გაცემული პირადობის მოწმობის (სსრკ პასპორტის) სერია და ნომერი.
18. მეექვსე გრაფაში (,,შენიშვნა, ფაქტობრივი მდგომარეობა”), ადგილზე არსებული მონაცემების შესაბამისად, კეთდება შემდეგი აღნიშვნები:
ა) რეგისტრაციის ადგილზე პირის ფაქტობრივი ცხოვრების შემთხვევაში – ამ ფაქტის დამადასტურებელი პირობითი აღნიშვნა ,,+”;
ბ) პირის სხვა დასახლებულ პუნქტში ან სხვა სახელმწიფოში საცხოვრებლად გადასვლის შესახებ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, თუ ეს დასახლებული პუნქტი ან სახელმწიფო ცნობილია, შესაბამისად, მიეთითება ქალაქის დასახელება და მისამართი, ან რაიონის და სოფლის დასახელება, ან უცხო სახელმწიფოს დასახელება;
გ) თუ პირის ადგილსამყოფელი უცნობია, – აღნიშვნა ,,----” უცნობია”;
დ) პირის გარდაცვალების შესახებ იურიდიულად დაუდასტურებელი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, – აღნიშვნა: ,,მოწმდება გარდაცვალების ფაქტი”.
19. შევსებულ ფორმას, ყველა გვერდზე ხელს აწერენ უშუალოდ მის შედგენაზე მომუშავე თანამდებობის პირები. მონაცემების შედგენის დასრულებისთანავე შედგება შემაჯამებელი ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ:
ა) ადგილობრივი მმართველობის (თვითმმართველობის) აღმასრულებელი ორგანოს ხელმთღვანელი;
ბ) შინაგან საქმეთა შესაბამისი საქალაქო, რაიონული ან საქალაქო-რაიონული სამმართველოს (განყოფილების) უფროსი.
20. შედგენილი ფორმის ყველა გვერდი დამოწმებული უნდა იყოს შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის (თვითმმართველობის) აღმასრულებელი ორგანოს და შს სამმართველოს (განყოფილების) ბეჭდებით. ბეჭედი დაისმება გვერდის ქვედა კიდეზე, შუა ნაწილში.
21. ამ ინსტრუქციის შესაბამისად შედგენილი, ოქმი და მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოყენებამდე ინახება შინაგან საქმეთა შესაბამის სამმართველოში (განყოფილებაში).
გვ.
თვითმმართველობის ერთეული
(ქ. თბილისის რაიონის)
სახელწოდება
საარჩევნო უფლების მქონე პირთა სია
№№
გვარი, სახელი, მამის სახელი
დაბა-დების რიცხვი, თვე, წელი
რეგისტრაციის ადგილი მისამართის ჩვენებით
პირადი N პირადობის მოწმობის ან ყოფილი სსრკ პასპორტის სერია და ნომერი
შენიშვნა (ფაქტობ-რივი მდგომა-რეობა)
1. თვითმმართველი ორგანოს წარმომადგენელი: ( )
2. მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის უფროსი: ( )
3. უბნის ინსპექტორი: ( )
` ~ 2003 წ.