გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის ქვეკომიტეტის (SPT) წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.07.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №849
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.027.017340
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/07/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.07.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს კვოტით ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს კვოტით ევროპის საბჭოს ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის ქვეკომიტეტის (SPT) წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №849
2022 წლის 27 ივლისი
ქ. თბილისი
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის ქვეკომიტეტის (SPT) წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „პ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის ქვეკომიტეტის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის ჩატარების თანდართული წესი.
2.
შეიქმნას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის ქვეკომიტეტის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი;
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი;
ე) საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელი;
ვ) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი;
ზ) ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მდივანი.
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის ქვეკომიტეტის (SPT) წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესი
მუხლი 1🔗. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის ქვეკომიტეტის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესის რეგულირების სფერო
1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის ქვეკომიტეტის (SPT) წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესით (შემდგომ − წესი) განისაზღვრება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის ქვეკომიტეტის (SPT) (შემდგომ − პრევენციის ქვეკომიტეტი) წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის ჩატარების პროცედურა და ეტაპები.
2. უფლებამოსილებათა განხორციელებისას პრევენციის ქვეკომიტეტის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისია (შემდგომ − კომისია) ხელმძღვანელობს მიუკერძოებლობის, სამართლიანობის, საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპებით, ასევე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმითა (გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია A/RES/57/199) და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის ქვეკომიტეტის პროცედურული წესებით (CAT/OP/3/Rev.2).
მუხლი 2🔗. კონკურსის მიზანი და ამოცანა
1. კონკურსის მიზანია პრევენციის ქვეკომიტეტის წევრობისათვის ამ წესის შესაბამისად ერთი კანდიდატის შერჩევა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციისთვის მისი წარდგენა.
2. კონკურსის ჩატარებისას კომისიის ამოცანაა სამართლიანი და გამჭვირვალე შერჩევის პროცედურის შესაბამისად პრევენციის ქვეკომიტეტის წევრობის კანდიდატის შერჩევა.
მუხლი 3🔗. კომისიის საქმიანობა
1. კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს კომისიის მუშაობას, იწვევს კომისიის სხდომებს და უძღვება მათ. კომისიის თავმჯდომარის არყოფნისას მის უფლებამოსილებას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
3. კომისიის სხდომა იმართება საჭიროებისამებრ.
4. კომისია უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
5. კომისია გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე პირთა ხმების უმრავლესობით.
6. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
7. კომისიის სხდომები და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის/სხდომის თავმჯდომარე.
8. კომისიის საქმიანობის ადმინისტრირებასა და ორგანიზაციულ მხარდაჭერას, ასევე, პრევენციის ქვეკომიტეტის წევრობის კანდიდატის შესარჩევი პროცედურების კოორდინაციას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი (შემდგომ − ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი).
მუხლი 4🔗. პრევენციის ქვეკომიტეტის წევრობის
კანდიდატის მიმართ დადგენილი მოთხოვნები
პრევენციის ქვეკომიტეტის წევრობის კანდიდატად შეიძლება შერჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) სრულყოფილად (C2 დონე) ფლობს სახელმწიფო ენას;
ბ) აქვს უმაღლესი განათლება;
გ) კარგად (B2 დონე) ფლობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამუშაო ოფიციალური ენებიდან ინგლისურს ან ფრანგულს;
დ) სრულყოფილად ფლობს წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციას და მის ფაკულტატურ ოქმს;
ე) სრულყოფილად ფლობს საერთაშორისო საჯარო სამართლის პრინციპებსა და საქართველოს კანონმდებლობას;
ვ) აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში, პოლიციის ორგანოში ან სხვა ორგანიზაციაში თავისუფლებააღკვეთილ პირთა მიმართ მოპყრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება;
ზ) აქვს მაღალი მორალური თვისებები და პროფესიული რეპუტაცია და არსებობს მოლოდინი, რომ დაკისრებულ ფუნქციებს შეასრულებს მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად.
მუხლი 5🔗. კონკურსის გამოცხადება და ეტაპები
1. პრევენციის ქვეკომიტეტის წევრობის კანდიდატის შერჩევის მიზნით, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი საჯაროდ აქვეყნებს ინფორმაციას კონკურსის შესახებ ვებგვერდზე: hr.gov.ge.
2. კონკურსი ტარდება ორ ეტაპად:
ა) პირველი ეტაპი − კონკურსში მონაწილეობისთვის წარდგენილი განაცხადის ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
ბ) მეორე ეტაპი − კანდიდატთა შესარჩევი კომისიის მიერ გასაუბრების ჩატარება.
მუხლი 6🔗. კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადისა და დოკუმენტების წარდგენა
1. კონკურსში მონაწილეობისთვის კანდიდატი განაცხადსა და შესაბამის დოკუმენტებს (შემდგომ – განაცხადი) წარადგენს ელექტრონულად, ვებგვერდ hr.gov.ge-ის მეშვეობით ან აგზავნის ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hrdep@justice.gov.ge.
2. კანდიდატი ვალდებულია, კომისიას მიაწოდოს სრულყოფილი და უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შესახებ.
3. კონკურსში მონაწილეობისთვის კანდიდატმა უნდა წარადგინოს:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო განათლების უცხო ქვეყანაში მიღების შემთხვევაში − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი განათლების აღიარების შესახებ;
ბ) პენიტენციურ დაწესებულებაში, პოლიციის ორგანოში ან სხვა ორგანიზაციაში თავისუფლებააღკვეთილ პირთა მიმართ მოპყრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) რეზიუმე ქართულ და, ასევე, ინგლისურ ან ფრანგულ ენებზე;
დ) სამოტივაციო წერილი;
ე) ინგლისური ან ფრანგული ენის ცოდნის დამადასტურებელი ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:
ე.ა) ინგლისურ ან ფრანგულ ენებზე გამოქვეყნებული სტატია;
ე.ბ) ინგლისურ ან ფრანგულ ენებზე სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე.გ) ინგლისურ ან ფრანგულ ენებზე მუშაობის დამდასტურებელი დოკუმენტი;
ე.დ) ინგლისური ან ფრანგული ენების ცოდნის (B2 დონე) დამადასტურებელი სერტიფიკატი;
ვ) ბოლო ერთი თვის განმავლობაში გაცემული ცნობა ნასამართლობის შესახებ.
4. განაცხადის წარსადგენად განისაზღვრება, სულ მცირე, 10 კალენდარული დღის ვადა, რომელიც აითვლება კონკურსის გამოცხადების დღიდან.
5. არასრულყოფილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში კანდიდატს განაცხადის წარდგენის ვადის ამოწურვის შემდეგ ეცნობება ამის შესახებ და ეძლევა 3 სამუშაო დღის ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. აღნიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში კანდიდატი არ იქნება დაშვებული კონკურსის მეორე ეტაპზე.
მუხლი 7🔗. კონკურსის შედეგების შეჯამება
1. კონკურსის პირველ ეტაპზე ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი ადგენს კანდიდატების მიერ წარდგენილი განაცხადების შესაბამისობას კონკურსის ფორმალურ მოთხოვნებთან და კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ, ასევე, წარუმატებელ კანდიდატთა განაცხადებს დასამტკიცებლად ელექტრონულად წარუდგენს კომისიას, რის შესახებაც ფორმდება ოქმი. კომისია პირველადი გადარჩევის შედეგებს ამტკიცებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
2. კონკურსის მეორე ეტაპზე ტარდება გასაუბრება კანდიდატთან. კანდიდატს, სულ მცირე, 2 დღით ადრე მიეწოდება ინფორმაცია გასაუბრების ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ. გასაუბრებისას ფასდება კანდიდატის შესაბამისობა ამ წესის მე-4 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან.
3. კომისია ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მეშვეობით კონკურსის პირველი და მეორე ეტაპების შედეგებს კანდიდატს ატყობინებს ელექტრონულად.
4. კომისია კონკურსის შედეგებს აჯამებს სხდომაზე და გადასცემს საქართველოს იუსტიციის მინისტრს გაერთიანებული ერების ორგანიზაციისთვის წარსადგენად.