სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოსთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების, მათი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების, ჯარიმის გადახდის, გასაჩივრებისა და სააღსრულებო ფურცლის გამოწერის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.07.2022
გამომცემი ორგანო ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ნომერი №79
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.139.016470
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/07/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 327 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების, მათი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების, ჯარიმის გადახდის, გასაჩივრებისა და სააღსრულებო ფურცლის გამოწერის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 25.05.2023 საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შინაარსის, შედგენის, გამოყენების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 30.05.2023 საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მათი შინაარსის, შედგენის, გამოყენების, შენახვის, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 31.05.2023 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 18.04.2023 პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დარღვევისთვის საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილების მქონე პირის, საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შევსების, წარდგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 26.01.2021

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოსთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების, მათი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების, ჯარიმის გადახდის, გასაჩივრებისა და სააღსრულებო ფურცლის გამოწერის წესის დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №79 2022 წლის 22 ივლისი ქ. ბორჯომი სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოსთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების, მათი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების, ჯარიმის გადახდის, გასაჩივრებისა და სააღსრულებო ფურცლის გამოწერის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 156​​1 მუხლის, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 47-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 239-ე, 240​1 და 242-ე მუხლების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს მიენიჭოს, მის სამოქმედო ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული, თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენის უფლებამოსილება. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოსთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების, ჯარიმის გადახდის, გასაჩივრებისა და სააღსრულებო ფურცლის გამოწერის წესი №1 დანართის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა №2 დანართის შესაბამისად. მუხლი 4🔗 დამტკიცდეს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა №3 დანართის შესაბამისად. მუხლი 5🔗 დამტკიცდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა №4 დანართის შესაბამისად. მუხლი 6🔗 დამტკიცდეს დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ჩამოწერის აქტის ფორმა №5 დანართის შესაბამისად. მუხლი 7🔗 დამტკიცდეს სააღსრულებო ფურცლის ფორმა №6 დანართის შესაბამისად. მუხლი 8🔗 დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 43​​​1 და 43​​​2 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებაზე. მუხლი 9🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ზაალიშვილი