საქართველოს სახელმწიფოს მეთაურისათვის დროებით ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის კანონი მოქმედი
მიღების თარიღი 02.07.1993
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს პარლამენტის უწყებები, 9, 31/07/1993
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.07.1993 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურისათვის დროებით ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის კანონი
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურისათვის დროებით ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან და რთული სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობიდან ქვეყნის გამოსაყვანად საჭირო ღონისძიებების ოპერატიულობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს პარლამენტი ადგენს:
მიენიჭოს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს ახალი კონსტიტუციის მიღებამდე შემდეგი უფლებამოსილებანი:
როგორც საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მმართველობის ორგანოთა სისტემის მეთაურმა, საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს და გაუძღვეს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სხდომებს;
საგანგებო შემთხვევებში გამოსცეს ეკონომიკური ურთიერთობების მარეგულირებელი კანონის ძალის მქონე ნორმატიული აქტები, რომლებიც იმოქმედებენ ამ საკითხებზე პარლამენტის მიერ შესაბამისი აქტების მიღებამდე;
თანამდებობიდან გადააყენოს საქართველოს სახელმწიფო მმართველობის ორგანოთა სისტემის ნებისმიერი თანამდებობის პირი, თუ იგი არ ასრულებს მოქმედ კანონმდებლობას, პარლამენტის, სახელმწიფოს მეთაურის, მინისტრთა კაბინეტის ან სხვა ზემდგომი ორგანოების თანამდებობის პირების კანონიერ გადაწყვეტილებებს. ასეთ შემთხვევაში გამოთავისუფლებულ თანამდებობაზე პირს ნიშნავს საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, თუ საქმე ეხება თანამდებობის იმ პირთ, რომლებსაც ნიშნავს ან ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი, მაშინ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის გადაწყვეტილება დანიშვნის შესახებ დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს პარლამენტს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე –
სახელმწიფოს მეთაური
ედუარდ შევარდნაძე.
საქართველოს პარლამენტის სპიკერი
ვახტანგ გოგუაძე.
თბილისი, 1993 წლის 2 ივლისი.