⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (25.11.1997)
გაუქმებულია:

გირავნობის შესახებ

მიღების თარიღი 30.06.1994
ძალის დაკარგვა 25.11.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
ნომერი №0
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს პარლამენტის უწყებები, 19, 30/06/1994
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,465 სიტყვა · ~17 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.06.1994 მიღება
25.11.1997 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
(ძალადაკარგულია - 26.06.1997წ. №786) საქართველოს რესპუბლიკის კანონი (ძალადაკარგულია - 26.06.1997წ. №786)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (1)

დოკუმენტის ტექსტი

გირავნობის შესახებ (ძალადაკარგულია - 26.06.1997წ. №786) საქართველოს რესპუბლიკის კანონი გირავნობის შესახებ კარი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. გირავნობის ცნება გირავნობა არის ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალება, რომლის დროსაც კრედიტორი (მოგირავნე) მოვალის მიერ ვალდებულებების შემთხვევაში სხვა კრედიტორებთან შედარებით იძენს უპირატეს უფლებას კანონით დადგენილი წესით დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების ხარჯზე. მუხლი 2🔗. საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობა გირავნობის შესახებ ამ კანონით განისაზღვრება გირავნობის სამართლებრივი საფუძვლები, საგირავნო ურთიერთობა, რომელიც არ არის მოწესრიგებული ამ კანონით, რეგულირდება საქართველოს რესპუბლიკის სამოქალაქო კოდექსით და სხვა საკანონმდებლო აქტებით. თუ საქართველოს რესპუბლიკის მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილია გირავნობის სხვა წესები, ვიდრე ეს გათვალისწინებულია საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით, გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი წესები. მუხლი 3🔗. გირავნობის წარმოშობის საფუძვლები გირავნობა წარმოიშობა ხელშეკრულებით ან კანონის ძალით. მუხლი 4🔗. გირავნობის გამოყენების სფერო გირავნობით შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს ნამდვილი მოთხოვნა, რომელიც გამომდინარეობს სესხის, მათ შორის საბანკო სესხის თაობაზე ხელშეკრულებიდან, ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებიდან, ქონების გირავნობიდან, ტვირთის გადაზიდვიდან და სხვა ხელშეკრულებებიდან. გირავნობის საგანი შეიძლება იყოს ნივთი, ფასიანი ქაღალდი, სხვა ქონება და ქონებრივი უფლება. გირავნობის საგანი არ შეიძლება იყოს პირადი ხასიათის მოთხოვნები, აგრეთვე მოთხოვნები, რომელთა გირავნობაც აკრძალულია კანონით. გირავნობით დასაშვებია იმ მოთხოვნათა უზრუნველყოფაც, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას მომავალში, იმ პირობით, თუ მხარეები შეთანხმდებიან ამგვარი მოთხოვნების გირაოთი უზრუნველყოფის ღირებულებაზე. მუხლი 5🔗. გირავნობის სახეობანი კანონით ან ხელშეკრულებით დაგირავებული ქონება რჩება დამგირავებელს ან გადაეცემა მოგირავნეს მფლობელობაში (დაწინაურდება). საქონლის გირავნობა შეიძლება მოგირავნეზე ქონების განკარგვის დოკუმენტის ან ფასიანი ქაღალდის გადაცემის გზით. დაგირავებული ფასიანი ქაღალდი შეიძლება გადაიცეს სანოტარო კანტორის ან ბანკის დეპოზიტზე. მუხლი 6🔗. ნივთი, როგორც გირავნობის საგანი გირავნობის საგანი შეიძლება იყოს ნებისმიერი ნივთი, რომლის გასხვისება შეულია მოგირავნეს საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად. თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ქონებაზე გირავნობის უფლება ვრცელდება ნივთის მკუთვნელსა და ნაყოფზეც. გირავნობის უფლება შეიძლება გავრცელდეს გამოყოფილ ნაყოფზეც მხოლოდ კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, წესით და ფარგლებში. ხელშეკრულებით ან კანონით შეიძლება გათვალისწინებული იყოს გირავნობის გავრცელება იმ ნივთებზეც, რომლებსაც დამგირავებელი შეიძენს მომავალში. მუხლი 7🔗. საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გირავნობა საერთო საკუთრების ქონება შეიძლება გადაეცეს გირაოდ მხოლოდ ყველა მესაკუთრის თანხმობით. თუ მესაკუთრე საერთო წილობრივ საკუთრებაში არსებულ თავის წილს აგირავებს, სხვა მესაკუთრეთა თანხმობა საჭირო არ არის. მუხლი 8🔗. გირავნობის საგნის შეცვლა გირავნობის საგნის შეცვლა შეიძლება მხოლოდ მოგირავნესთან შეთანხმებით. ბრუნვაში გაშვებული საქონლის დაგირავების შემთხვევაში გირავნობის საგნის შეცვლის წესი რეგულირდება ამ კანონის 43-ე მუხლით. მუხლი 9🔗. გირავნობა და დაზღვევა კანონით ან ხელშეკრულებით მოგირავნეს შეიძლება დაეკისროს მფლობელობაში გადაცემული ქონების ვალდებულება. ლომბარდი ვალდებულია დააზღვიოს გირაოდ მიღებული ქონება დამგირავებლის ხარჯზე, დაგირავებული ქონების სრული ღირებულების შეფასები. შეფასება ხდება მხარეთა შორის ქონების გირაოდ მიღების მომენტში. ამ მუხლით გათვალისწინებული სადაზღვევო შემთხვევების დადგომისას მოგირავნეს უპირატესი უფლება აქვს დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნილება სადაზღვევო თანხიდან. მუხლი 10🔗. გირავნობის ხელშეკრულების შინაარსი და ფორმა გირავნობის წერილობით ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს პუნქტებს, რომლებიც ითვალისწინებს გირავნობის სახეობას, გირაოთი უზრუნველყოფილი მოთხოვნილების შესრულების არსს, მის ოდენობას და შესრულების ვადას, დაგირავებული ქონების აღწერას და ღირებულების (შეფასებას), მის ადგილმდებარეობას, აგრეთვე ნებისმიერ სხვა პუნქტებს, რომლებზეც მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ერთ-ერთი მხარის განცხადებით. გირავნობის ხელშეკრულება ექვემდებარება სანოტარო წესით დამოწმებას, თუ ძირითადი ხელშეკრულება ან მხარეთა შეთანხმება დამოწმებულია ნოტარიულად. გირავნობის შესახებ პირობა შეიძლება შევიდეს იმ ხელშეკრულებაში, რომლითაც წარმოიშობა ვალდებულების გირავნობით უზრუნველყოფა. ასეთი ხელშეკრულება უნდა დაიდოს გირავნობის შესახებ ხელშეკრულებისათვის დადგენილი ფორმით. გირავნობის ხელშეკრულების ფორმა განისაზღვრება ხელშეკრულების დადების ადგილას მოქმედი კანონმდებლობით. საქართველოს რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ დადებული გირავნობის ხელშეკრულება ბათილად ვერ იქნება ცნობილი ფორმის დაუცველობის გამო, თუ ის არ ეწინააღმდეგება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს რესპუბლიკაში რეგისტრირებული და მის ტერიტორიაზე განლაგებული შენობების, ნაგებობების, საწარმოების, მიწის ნაკვეთების და სხვა უძრავი ქონების, აგრეთვე რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის, სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო გემების გირავნობის შესახებ ხელშეკრულებების ფორმა, მიუხედავად მათი დადების ადგილისა, განისაზღვრება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით. გირავნობის ხელშეკრულების მხარეთა უფლებები და მოვალეობები, თუ საერთაშორისო შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი, განისაზღვრება იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც დაფუძნებულია დამგირავებელი, ან სადაც ცხოვრობს ან აქვს ძირითადი საქმიანობის ადგილი. მუხლი 11🔗. გირავნობის სახელმწიფო რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ქვემდებარე საწარმოს მთლიანად ან მისი სხვა უძრავი ქონების გირავნობა რეგისტრირებული უნდა იყოს იმ ორგანოში, რომელმაც საწარმო რეგისტრაციაში გაატარა, თუ ამ კანონით დადგენილი არ არის რეგისტრაციის სხვა წესი. თუ ქონების გირავნობა ექვემდებარება სახელმწიფო რეგისტრაციას, გირავნობის ხელშეკრულება დადებულად ითვლება მისი რეგისტრაციის დღიდან. გირავნობის ხელშეკრულების ფორმის დაუცველობა იწვევს ხელშეკრულების ბათილად ცნობას საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებული შედეგებით. მუხლი 12🔗. გირავნობის რეგისტრაციასთან დაკავშირებული მოქმედების გასაჩივრება დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გაასაჩივროს რეგისტრაციაზე უარი ან გირავნობის უკანონო რეგისტრაცია სასამართლოში ამ ორგანოს ადგილსამყოფელის მიხედვით, რომელმაც განახორციელა ან უნდა განეხორციელებინა შესაბამისი მოქმედება. მუხლი 13🔗. ინფორმაცია გირავნობის რეგისტრაციის შესახებ გირავნობის მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია დამგირავებელსა და მოგირავნეს მისცეს რეგისტრაციის მოწმობა, მოგირავნის, დამგირავებლის ან სხვა დაინტერესებული პირის მოთხოვნით გაუგზავნოს მათ რეესტრის ამონაწერი. მუხლი 14🔗. სახელმწიფო ბაჟი გირავნობის რეგისტრაცია, ვადის გაგრძელება, რეგისტრაციის მოწმობის გაცემა, აგრეთვე რეესტრის ამონაწერის გაგზავნა ანაზღაურდება სახელმწიფო ბაჟის გადახდით იმ ოდენობით, რამდენიც დადგენილია საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით. განმცხადებელი მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ საბუთს. თუ ასეთი საბუთი არ არსებობს, განცხადება არ განიხილება. მუხლი 15🔗. მარეგისტრირებელი ორგანოს პასუხისმგებლობა ორგანო, რომელსაც დაკისრებული აქვს გირავნობის რეგისტრაცია, პასუხს აგებს ზარალისათვის, რომელიც მოჰყვა ამ ორგანოს მუშაკებისაგან რეგისტრაციის წესების დარღვევას. მუხლი 16🔗. გირავნობით უზრუნველყოფილი ვალდებულებების რეგისტრაცია მოგირავნე დამგირავებლის მოთხოვნით ვალდებულია მისცეს მას ვალდებულების სრულად ან ნაწილობრივ შესრულების დამადასტურებელი საბუთი რეესტრში შესაბამისი ცვლილებების შესატანად. გირავნობით უზრუნველყოფილი ვალდებულებების სრულად ნაწილობრივ შესრულების დამადასტურებელი საბუთის მიღების მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია დაუყოვნებლივ შეიტანოს შესაბამისი ჩანაწერი რეესტრში. მუხლი 17🔗. დამგირავებლის დავთრის წარმოება დამგირავებელი იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც რეგისტრირებულია როგოც მეწარმე, ვალდებულია: შემოიღოს გირავნობის სარეგისტრაციო დავთარი; გირავნობის მომენტიდან არა უგვიანეს 10 დღისა შეიტანოს დავთარში გირავნობის სახეობისა და საგნის მონაცემები, მიუთითოს გირავნობით უზრუნველყოფილი ვალდებულების მოცულობა; წარუდგინოს სარეგისტრაციო დავთარი გასაცნობად ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. დამგირავებელი პასუხს აგებს გირავნობის სარეგისტრაციო დავთარში გირავნობის ცნობების სისწორისა და დროული შეტანისათვის. დამგირავებელი ვალდებულია სრული მოცულობით აუნაზღაუროს დაზარალებულს - მოგირავნეს ან მესამე პირს გირავნობის სარეგისტრაციო დავთარში შესაბამისი ჩანაწერის დაგვიანებული შეტანით, უზუსტობით ან არასრული ჩანაწერით, აგრეთვე გირავნობის სარეგისტრაციო დავთრის წარდგენის ვალდებულებისათვის თავის არიდებით მიყენებული ზარალი. მუხლი 18🔗. დამგირავებელი დამგირავებელი შეიძლება იყოს იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელსაც გირავნობის საგანი ეკუთვნის საკუთრების უფლებით, შეუძლია დააგირაოს მთელი საწარმო, მისი სტრუქტურული ერთეული, დანაყოფი, ქონების კომპლექსი, აგრეთვე ცალკეული შენობა და ნაგებობა, თუ ამის თანახმაა მესაკუთრე ან მის მიერ უფლებამოსილი ორგანო. დაწესებულებას შეუძლია დააგირაოს ქონება, რომლის მიმართაც მას კანონით მინიჭებული აქვს დამოუკიდებელი განკარგვის უფლება. უფლების დაგირავების შემთხვევაში დამგირავებლად შეიძლება გამოვიდეს ის პირი, ვისაც ეკუთვნის დასაგირავებელი უფლება. მოიჯარეს შეუძლია დააგირაოს საიჯარო უფლებები მეიჯარესთან შეუთანხმებლად, თუ საიჯარო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 19🔗. დაგირავებული ქონების განკარგვის უფლება დამგირავებელი ინარჩუნებს დაგირავებული ქონების განკარგვის უფლებას, თუ ამ კანონით ან გირავნობის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. დაგირავებულ ქონებაზე უფლების გადასვლა შესაძლებელია მხოლოდ გირავნობით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალის ახალ დამგირავებელზე გადასვლით. მუხლი 20🔗. დაგირავებული ქონების შემდგომი (განმეორებითი) გირავნობა დაგირავებული ქონების განმეორებითი გირავნობა შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ამ კანონით ან ადრე დადებული საგირავნო ხელშეკრულებით. მუხლი 21🔗. წინა მოგირავნის უფლება თუ გირავნობის ობიექტია ნივთი, რომელიც უკვე ემსახურება სხვა ვალის საგირავნო უზრუნველყოფას, წინა მოგირავნის საგირავნო უფლება ინარჩუნებს ძალას. იმ მოგირავნის მოთხოვნები, რომლის გირავნობის უფლებაც მოგვიანებით წარმოიშვა, ექვემდებარება დაკმაყოფილებას გირავნობის საგნის ღირებულებიდან წინა მოგირავნის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შემდეგ. დამგირავებელი ვალდებულია გააცნოს ყველა მოგირავნეს წინა გირავნობა, ამ გირავნობით უზრუნველყოფილი ვალდებულებების ხასიათი და ოდენობა. დამგირავებელი ვალდებულია აუნაზღაუროს ნებისმიერ მოგირავნეს ზარალი, რომელიც მოჰყვა ამ პუნქტის დარღვევას. მუხლი 22🔗. მოგირავნის მოთხოვნები, რომლებიც ექვემდებარება დაკმაყოფილებას დაგირავებული ქონების ხარჯზე დაგირავებული ქონების ხარჯზე მოგირავნეს უფლება აქვს დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნები სრული მოცულობით, ვალდებულების შესრულების გადავადებით მიყენებული ზარალის, დაგირავებული ნივთის შენახვისათვის გაწეული აუცილებელი ხარჯების, აგრეთვე გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ჩათვლით. მუხლი 23🔗. გირავნობის საგანზე გადახდევინების უფლების წარმოშობა მოგირავნის უფლება გირავნობის საგანზე გადახდევინების შესახებ წარმოიშობა იმ შემთხვევაში, თუ გირავნობით უზრუნველყოფილი ვალდებულების შესრულების ვადის გასვლის მომენტისათვის ეს ვალდებულება არ იქნება შესრულებული, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 24🔗. გირავნობის საგნის მდგომარეობა ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების შემთხვევაში თუ მევალემ ნაწილობრივ შეასრულა გირავნობით უზრუნველყოფილი ვალდებულება, გირავნობის საგანი ინარჩუნებს ძალას პირველადი მოცულობით ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 25🔗. მოგირავნის მოთხოვნის დაკმაყოფილება ორი ან მეტი ნივთისაგან (უფლებებისაგან) შემდგარ გირავნობის საგანზე თუ გირავნობის ხელშეკრულების საგანი ორი ან მეტი ნივთია (ორი ან მეტი უფლება), დასაშვებია გადახდევინება ყველა ამ ნივთზე (უფლებაზე) ან ნებისმიერ ნივთზე (ნებისმიერ უფლებაზე). არჩევის უფლება მინიჭებული აქვს მოგირავნეს, თუ მოგირავნე გადაახდევინებს ერთ ნივთზე (უფლებაზე), ინარჩუნებს გადახდევინების შემდგომ შესაძლებლობას გირავნობის საგნის შემადგენელ სხვა ნივთებზე (უფლებებზე). მუხლი 26🔗. მოგირავნის მოთხოვნების დაკმაყოფილება მესამე პირის მიერ თუ მესამე პირი სრული მოცულობით აკმაყოფილებს მოგირავნის მოთხოვნას, მას, მოთხოვნის უფლებასთან ერთად, გადაეცემა გირავნობის უზრუნველყოფის უფლებაც იმ წესით, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით მოთხოვნის დათმობის შესახებ. მუხლი 27🔗. დაგირავებულ ქონებაზე გადახდევინების წესი დაგირავებულ ქონებაზე გადახდევინება ხდება სასამართლოს, საარბიტრაჟო სასმართლოს და სამედიატორო სასამართლოს გადაწყვეტილებით. საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში დასაშვებია გადახდევინება უდავო წესითაც, ნოტარიუსის სააღსრულებლო წარწერის საფუძველზე. დაგირავებული ქონების რეალიზაცია, რომელიც ექვემდებარება გადახდევინებას, ხდება საქართველოს რესპუბლიკის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. მოქალაქეთა იმ ქონების ნუსხა, რომელზეც არ შეიძლება გადახდევინება, დადგენილია საქართველოს რესპუბლიკის სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. მუხლი 28🔗. მოგირავნის მოთხოვნების დაკმაყოფილება დაგირავებული ნივთის რეალიზაციით ამოგებული თანხის უკმარობის შემთხვევაში გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამოგებული თანხის უკმარისობის შემთხვევაში მოგირავნეს, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უფლება აქვს მიიღოს უკმარი თანხა მოვალის სხვა ქონებიდან, რომელზეც საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულია გადახდევინება. მოგირავნე ამ დროს არ სარგებლობს გირავნობის უფლებაზე დამყარებული უპირატესობით. თუ გირავნობის საგნის რეალიზაციით ამოგებული თანხა აჭარბებს მოგირავნის მოთხოვნას, სხვაობა უბრუნდება დამგირავებელს. მუხლი 29🔗. დაგირავებულ ქონებაზე გადახდევინების შეჩერება ან შეწყვეტა ძირითადი მოთხოვნის შესრულების შედეგად დამგირავებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს, გირავნობის საგნის რეალიზაციამდე, შეწყვიტოს დაგირავებულ ქონებაზე გადახდევინება გირავნობით უზრუნველყოფილი ვალდებულების შესრულების შედეგად. თუ გირავნობით უზრუნველყოფილი ვალდებულებით გათვალისწინებულია ვალდებულების ნაწილ-ნაწილ შესრულება, დამგირავებელს უფლება აქვს შეაჩეროს გირავნობის საგანზე გადახდევინება ვალდებულების გადავადებული ნაწილის შესრულების შედეგად. დაუშვებელია მოგირავნის და დამგირავებლის შეთანხმება, რომელიც არღვევს ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებულ წესებს. მუხლი 30🔗. გირავნობის შენარჩუნება გირავნობის საგნის მესამე პირისათვის გადაცემისას გირავნობა ინარჩუნებს თავის ძალას, თუ გირავნობის საგანზე საკუთრების უფლება მესამე პირს გადაეცემა. მუხლი 31🔗. გირავნობის შენარჩუნება მოთხოვნის დათმობისა და ვალის გადაცემისას გირავნობა ინარჩუნებ თავის ძალას, თუ კანონით დადგენილი წესით მოგირავნე გირავნობით უზრუნველყოფილ მოთხოვნას უთმობს, ან დამგირავებელი გირავნობით უზრუნველყოფილი ვალდებულებიდან წარმოშობილ ვალს გადასცემს მესამე პირს. მუხლი 32🔗. გირავნობის შეწყვეტის საფუძვლები გირავნობის უფლება წყდება: ა) გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნების შეწყვეტისას; ბ) დაგირავებული ქონების მოსპობისას; გ) გირავნობის საგნის მოგირავნისათვის გადაცემისას; დ) კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. კარი II თავი I. გირავნობის ზოგადი საკითხები მუხლი 33🔗. გირავნობის საგანი დაგირავებული ნივთის დამგირავებელთან დატოვებით გირავნობის საგანი დაგირავებული ნივთის დამგირავებელთან დატოვებით შეიძლება იყოს საწარმო, შენობა, ნაგებობა, ბინა მრავალბინიან სახლში და სხვა უძრავი ქონება, სატრანსპორტო საშუალებანი და აგრეთვე სხვა ქონება, რომელიც მითითებულია ამ კანონის მე-6 მუხლში, გამოყოფილი ნაყოფი, იმ პირობით, თუ იგი გამოყოფის მომენტიდან არ იქცევა მესამე პირის უფლების ობიექტად. დაგირავებული ქონება, რომელიც დამგირავებელმა მესამე პირს გადასცა მფლობელობაში ან სარგებლობაში, დამგირავებელთან დატოვებულად ითვლება. მუხლი 34🔗. მოგირავნის უფლება დაგირავებული ნივთის დამგირავებელთან დატოვების დროს მოგირავნეს დაგირავებული ნივთის დამგირავებელთან დატოვების დროს, თუ გირავნობის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უფლება აქვს: ა) მოითხოვოს გირავნობის საგნისადმი ნებისმიერი ისეთი ხელყოფის შეწყვეტა, რომელიც მას მოსპობის ან დაზიანების საფრთხეს უქმნის; ბ) მოსთხოვოს დამგირავებელს ყველაფერი იღონოს გირავნობის საგნის დასაცავად; გ) შეამოწმოს დაგირავებული ქონების ოდენობა, მდგომარეობა და შენახვის პირობები. შემოწმება შეიძლება დოკუმენტურად ან ნატურით. მუხლი 35🔗. დამგირავებლის უფლება დაგირავებული ნივთის დამგირავებელთან დატოვების დროს თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დამგირავებელს დაგირავებული ნივთის დამგირავებელთან დატოვების დროს უფლება აქვს: ა) ფლობდეს და იყენებდეს საგანს დანიშნულებისამებრ; ბ) განკარგოს გირავნობის საგანი და გადასცეს შემძენს გირავნობის უზრუნველყოფის ვალდებულება; გ) გასცეს იჯარით. მუხლი 36🔗. დამგირავებლის მოვალეობები დაგირავებული ნივთის დამგირავებელთან დატოვების დროს დამგირავებელი დაგირავებული ნივთის დამგირავებელთან დატოვების დროს, თუ გირავნობის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია: ა) მიიღოს გირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ზომა ან სხვა რამ ღონისძიება გირავნობის საგნის დასაცავად, კაპიტალური და მიმდინარე რემონტის ჩათვლით; ბ) დააზღვიოს გირავნობის საგანი მისი სრული ღირებულებებით; გ) აცნობოს მოგირავნეს გირავნობის საგნის იჯარით გაცემა. თუ დამგირავებელი დაარღვევს 34-ე მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, მოგირავნეს უფლება აქვს გამოიყენოს გირავნობის საგანზე გადახდევინება გირავნობით უზრუნველყოფილი ვალდებულებების ვადის დადგომამდე. მუხლი 37🔗. სატრანსპორტო საშულებების გირავნობის ხელშეკრულების ფორმა საზღვაო გემების, საჰაერო ხომალდების, რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის და საავტომობილო ტრანსპორტის გირავნობის ხელშეკრულება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. სატრანსპორტო საშუალებების გირავნობა ექვემდებარება რეგისტრაციას იმ სახელმწიფო ორგანოთა რეესტრში, რომლებიც რეგისტრაციაში ატარებს სამოქალაქო, საჰაერო, საზღვაო და სხვა სატრანსპორტო საშუალებებს. მუხლი 38🔗. მიწის ნაკვეთების გირავნობა მიწის ნაკვეთის გირავნობა, თუ ასეთ გირავნობაზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-2 და მე-2​' თავის ნორმები, ვრცელდება „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონით საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთებზე“. საქართველოს 1996 წლის 5 სექტემბრის კანონი - პარლამენტის უწყებანი, №22-23, 17.10.1996წ., გვ.14 თავი 2. საწარმოს, შენობის, ნაგებობის და მიწასთან უშუალოდ დაკავშირებული სხვა უძრავი ქონების გირავნობა (იპოთეკა) მუხლი 39🔗. იპოთეკის ცნება იპოთეკა არის საწარმოს, შენობის, ნაგებობის ან მიწასთან უშუალოდ დაკავშირებული სხვა უძრავი ქონების გირავნობა შესაბამის მიწის ნაკვეთთან, ან ამ ნაკვეთით სარგებლობის უფლებასთან ერთად. მუხლი 40🔗. იპოთეკის შესახებ ხელშეკრულების ფორმა. იპოთეკის რეგისტრაცია იპოთეკის შესახებ ხელშეკრულება უნდა იყოს დამოწმებული სანოტარო წესით და რეგისტრირებული მიწის დავთარში საწარმოს, შენობის, ნაგებობის და ა. შ. ადგილმდებარეობის მიხედვით. იპოთეკის საგანზე საკუთრების უფლების დამგირავებლიდან სხვა პირებისათვის გადაცემა რეგისტრაციაში უნდა გატარდეს იპოთეკის რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით. საწარმოს გირავნობის მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია მიაწოდოს მიწის დავთრის მწარმოებელ ორგანოს საწარმოს გირავნობის რეგისტრაციის ცნობები. მუხლი 41🔗. საწარმოს იპოთეკა საწარმოს იპოთეკა ვრცელდება მთელ მის ქონებაზე ძირითადი ფონდებისა და საბრუნავი საშულებების ჩათვლით, აგრეთვე სხვა ფასეულობებზე, რომლებიც ასახულია საწარმოს დამოუკიდებელ ბალანსში, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოგირავნის მოთხოვნით დამგირავებელი საწარმო ვალდებულია წარუდგინოს მას წლიური ბალანსი. მოგირავნეს საწარმოს იპოთეკით უზრუნველყოფილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში უფლება აქვს გამოიყენოს იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებანი საწარმოს ფინანსური მდგომარეობის გასაჯანსაღებლად, დანიშნოს ხელმძღვანელ ორგანოებში თავისი წარმომადგენელი, შეზღუდოს წარმოებული პროდუქციისა და სხვა ქონების განკარგვის უფლება და ა. შ. თუ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ღონისძიებანი საჭირო შედეგებს არ იძლევა, მოგირავნეს უფლება აქვს გამოიყენოს გირავნობის გადახდევინება. იპოთეკაში მყოფ საწარმოზე გადახდევინების საწარმო იყიდება აუქციონზე როგორც ერთიანი კომპლექსი, საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 42🔗. იპოთეკით უზრუნველყოფილი ვალდებულების ვადაზე ადრე შესრულების შესაძლებლობა თუ იპოთეკის ხელშეკრულება გამორიცხავს იპოთეკის საგნის შემდგომი დაგირავების შესაძლებლობას, დამგირავებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს, ვადაზე ადრე, შეასრულოს იპოთეკით უზრუნველყოფილი ვალდებულება სრული მოცულობით. თავი 2​1 საქართველოს 1996 წლის 5 სექტემბრის კანონი - პარლამენტის უწყებანი, №22-23, 17.10.1996წ., გვ.14 სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის და საადგილმამულო მეურნეობის გირავნობა მუხლი 42🔗​1. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის და საადგილმამულო მეურნეობის გირავნობის საგანი გირავნობის საგანი შეიძლება იყოს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ან საადგილმამულო მეურნეობა, რომლის გასხვისება მოგირავნეს შეუძლია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს 1996 წლის 5 სექტემბრის კანონი - პარლამენტის უწყებანი, №22-23, 17.10.1996წ., გვ.14 მუხლი 42🔗​2. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის და საადგილმამულო მეურნეობის გირავნობის ხელშეკრულების ფორმა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ან საადგილმამულო მეურნეობის გირავნობის ხელშეკრულება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ან საადგილმამულო მეურნეობის გირავნობა რეგისტრირდება საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) საადგილმამულო წიგნში, აგრეთვე რეგისტრირდება ხელშეკრულება, რომელიც გახდა ჰიპოთეკით მიწისა და სხვა უძრავი ქონების დატვირთვის საფუძველი. საქართველოს 1996 წლის 5 სექტემბრის კანონი - პარლამენტის უწყებანი, №22-23, 17.10.1996წ., გვ.14 მუხლი 42🔗​3. დაგირავებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ან საადგილმამულო მეურნეობის მემკვიდრეობით გადაცემა დაგირავებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ან საადგილმამულო მეურნეობის მემკვიდრეობით გადაცემა ხდება „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. საქართველოს 1996 წლის 5 სექტემბრის კანონი - პარლამენტის უწყებანი, №22-23, 17.10.1996წ., გვ.14 მუხლი 42🔗​4. საერთო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ან საადგილმამულო მეურნეობის გირავნობა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ან საადგილმამულო მეურნეობის საერთო საკუთრების წილის დაგირავება ხდება მხოლოდ ყველა მესაკუთრის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობით. საქართველოს 1996 წლის 5 სექტემბრის კანონი - პარლამენტის უწყებანი, №22-23, 17.10.1996წ., გვ.14 მუხლი 42🔗​5. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ან საადგილმამულო მეურნეობის გირავნობა უცხოელი მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ თუ საადგილმამულო მეურნეობის მოგირავნედ გვევლინება უცხოელი მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, მან საკუთრებაში გირავნობით მიღებული მიწის ნაკვეთი უნდა გაასხვისოს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით. საქართველოს 1996 წლის 5 სექტემბრის კანონი - პარლამენტის უწყებანი, №22-23, 17.10.1996წ., გვ.14 თავი 3. ბრუნვაში და გადამუშავებაში არსებული საქონლის გირავნობა მუხლი 43🔗. ბრუნვაში და გადამუშავებაში არსებული საქონლის გირავნობის თავისებურებანი ბრუნვაში და გადამუშავებაში არსებული საქონლის გირავნობისას დასაშვებია გირავნობის საგნის შეცვლა მისი შემადგენლობისა და ნატურალური ფორმის მიხედვით იმ პირობით, თუ ამით არ შეიცვლება გირავნობის ხელშეკრულებაში მითითებული საქონლის საერთო ღირებულება. დასაშვებია ბრუნვაში და გადამუშავებაში არსებული საქონლის ღირებულების შემცირება გირავნობით უზრუნველყოფილი ვალდებულების შესრულებული ნაწილის თანაბარზომიერად, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. დამგირავებლის მიერ რეალიზებული საქონელი, ბრუნვაში და დამუშავებაში არსებული საქონლის გირავნობისას, კარგავს გირავნობის საგნის მნიშვნელობას შემძენზე საკუთრების უფლების გადასვლის მომენტიდან. დამგირავებლის მიერ შეძენილი საქონელი გირავნობის საგანი ხდება მასზე დამგირავებლის საკუთრების უფლების წარმოშობის მომენტიდან. მუხლი 44🔗. ბრუნვაში და გადამუშავებაში არსებული საქონლის გირავნობის ხელშეკრულების შინაარსი ბრუნვაში და გადამუშავებაში არსებული საქონლის გირავნობის ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს საქონლის დასახელებას, სხვა მახასიათებლებს, გირავნობის საგნის საერთო თანხას, იმ შენობის დასახელებას (მისამართს), სადაც ინახება, აგრეთვე იმ საქონლის დასახელებას, რომლითაც შეიძლება შეიცვალოს გირავნობის საგანი. მუხლი 45🔗. დამგირავებლის უფლება ბრუნვაში და გადამუშავებაში არსებული საქონლის დაგირავების დროს ბრუნვაში და გადამუშავებაში არსებული საქონლის დაგირავების დროს დამგირავებელი ინარჩუნებს გირავნობის საგნის უფლების, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას ამ თავით გათვალისწინებული წესების შესაბამისად. კარი III. გირავნობა დაგირავებული ნივთის მოგირავნისათვის გადაცემით (დაწინდება) მუხლი 46🔗. დაწინდების არსი დაწინდება არის გირავნობის სახეობა, რომლის დროსაც დაგირავებული მოძრავი ნივთი გადაეცემა მოგირავნეს მფლობელობის უფლებით. დაწინდების საგანი მოგირავნის დამგირავებელთან შეთანხმებით შეიძლება დამგირავებელთან დარჩეს მოგირავნის მიერ ჩაკეტილი და დალუქული. ინდივიდუალური ნიშნით განსაზღვრული ნივთი შეიძლება დარჩეს დამგირავებელთან მასზე დაწინდების დამადასტურებელი ნიშნის დადებით (მყარი დაწინდება). მუხლი 47🔗. მოგირავნის ვალდებულებები დაწინდების დროს დაწინდების დროს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მოგირავნე ვალდებულია: ა) განახორციელოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან სხვა საჭირო ღონისძიებანი დაწინდების საგნის დასაცავად; ბ) დაუყოვნებლივ აცნობოს დამგირავებელს დაწინდების საგნის მოსპობის ან დაზიანების საფრთხის წარმოშობა; გ) რეგულარულად გაუგზავნოს დამგირავებელს ანგარიში დაწინდების საგნით სარგებლობის შესახებ, თუ მისი სარგებლობა დაშვებულია ამ კანონის 48-ე მუხლის პირველი ნაწილით; დ) დაწინდებით უზრუნველყოფილი ვალდებულების შესრულების შემდეგ დაუყოვნებლივ დაუბრუნოს დაწინდების საგანი დამგირავებელს ან მესამე პირს; ე) დააზღვიოს დამგირავებლის ანგარიშზე და მისი ინტერესების შესაბამისად დაწინდების საგანი ღირებულების სრული მოცულობით. მოგირავნემ, თუ ეს გათვალისწინებულია ხელშეკრულებით უნდა ამოიღოს დაწინდების საგნიდან შემოსავალი დამგირავებლის ინტერესებისათვის. მუხლი 48🔗. მოგირავნის უფლებები დაწინდების დროს მოგირავნეს, თუ ეს გათვალისწინებულია კანონით ან ხელშეკრულებით, უფლება აქვს ისარგებლოს დაწინდების საგნით. ამ გზით შეძენილი ქონებრივი სარგო შეიძლება გამოყენებული იყოს დაწინდების საგნის მოსავლელად (შესანახად), ან ჩაითვალოს ვალის დაფარვის ანგარიშში. თუ დადგება დაწინდების საგნის მოსპობის, დაზიანების ან ღირებულების შემცირების რეალური საფრთხე, რომელიც მოგირავნის ბრალი არ არის, მას უფლება აქვს მოსთხოვოს დამგირავებელს დაწინდების საგნის შეცვლა, დამგირავებლის უარის შემთხვევაში გამოიყენოს დაწინდების საგანზე გადახდევინება დაწინდებით უზრუნველყოფილი ვალდებულების შესრულების ვადის დადგომამდე. მუხლი 49🔗. დაწინდებით უზრუნველყოფილი ვალდებულების ვადაზე ადრე შესრულების შესაძლებლობა დამგირავებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოითხოვოს გირავნობის შეწყვეტა და ვადაზე ადრე შეასრულოს დაწინდებით უზრუნველყოფილი ვალდებულება, თუ მოგირავნე დაწინდების საგანს ჯეროვნად არ ინახავს ან იყენებს. მუხლი 50🔗. მოგირავნის პასუხისმგებლობა დაწინდების საგნის დაკარგვის, დანაკლისის ან დაზიანებისათვის დაწინდების დროს მოგირავნე პასუხს აგებს დაწინდების საგნის დაკარგვის, დანაკლისის ან დაზიანებისათვის, თუ ვერ დაამტკიცებს, რომ დაკარგვა, დანაკლისი და დაზიანება მისი ბრალი არ არის. მოგირავნე, თუ ეს გათვალისწინებულია კანონით ან ხელშეკრულებით, დაწინდების საგნის დაკარგვის, დაზიანების ან დანაკლისის შემთხვევაში ვალდებულია აუნაზღაუროს დამგირავებელს ამ მიზეზით გამოწვეული ზარალი სრული მოცულობით. მოგირავნე დაწინდების საგნის დაკარგვისა და დანაკლისისათვის პასუხს აგებს დაკარგული (უკმარი) ნივთის ღირებულების ოდენობით, გირავნობის საგნის დაზიანების შემთხვევაში იმ თანხის, რამდენითაც შემცირდა დაგირავებული ნივთის ღირებულება. თუ დაწინდების დროს შეფასდა დაწინდების საგანი, მოგირავნის პასუხისმგებლობა არ უნდა აღემატებოდეს მოცემულ შეფასებას. თუ მოგირავნედ გამოდის ლომბარდი ან სხვა ორგანიზაცია, რომლისთვისაც მოქალაქეებზე კრედიტის გირაოს სახით გაცემა მისი სამეურნეო (სამეწარმეო) საქმიანობის მიზანია, იგი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან მხოლოდ იმ პირობით, თუ დაამტკიცებს, რომ გირავნობის საგნის დაკარგვა, მოსპობა ან დაზიანება გამოწვეულია დაუძლეველი ძალის, ან დამგირავებლის განზრახ თუ უხეში გაუფრთხილებლობის შედეგად. კარი IV. უფლების გირავნობა მუხლი 51🔗. უფლება, როგორც გირავნობის ობიექტი გირავნობის ობიექტი შეიძლება იყოს დამგირავებლის კუთვნილი მფლობელობისა და სარგებლობის უფლება, მათ შორის მოიჯარის უფლება, ვალდებულებებიდან გამომდინარე სხვა ქონებრივი უფლებები (მოთხოვნები). ვადიანი უფლება შეიძლება იყოს გირავნობის საგანი მისი მოქმედების ვადის გასვლამდე. უფლების გირავნობის ხელშეკრულებაში, თუ უფლებას ფულადი შეფასება არა აქვს, გირავნობის საგნის ღირებულება განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. მუხლი 52🔗. უფლების გირავნობის ხელშეკრულების შინაარსი და ფორმა უფლების გირავნობის შესახებ ხელშეკრულებაში ამ კანონის მე-10 მუხლში ჩამოთვლილ პირობებთან ერთად მითითებული უნდა იყოს დამგირავებლის მოვალე. დამგირავებელი ვალდებულია შეატყობინოს თავის მოვალეს უფლების გირაოდ გაცემა. მუხლი 53🔗. დამგირავებლის ვალდებულებები უფლებების გირავნობის დროს დამგირავებელი, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია: ა) ყველაფერი იღონოს დაგირავებული უფლების ნამდვილობის უზრუნველსაყოფად; ბ) არ დაუთმოს სხვას დაგირავებული უფლება; გ) არ ჩაიდინოს ისეთი მოქმედება, რომელიც გამოიწვევს დაგირავებული უფლების შეწყვეტას ან მისი ღირებულების შემცირებას; დ) დაიცვას დაგირავებული უფლება მესამე პირთა ხელყოფისაგან; ე) მიაწოდოს მოგირავნეს ცნობები დაგირავებული უფლების შეცვლის, ან მესამე პირების მიერ ამ უფლების დარღვევის, ანდა ამ უფლებაზე მესამე პირთა პრეტენზიის შესახებ. მუხლი 54🔗. მოგირავნის უფლებები უფლების გირავნობის დროს მოგირავნეს, უფლების გირავნობის დროს, ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უფლება აქვს: ა) გირავნობით უზრუნველყოფილი ვალდებულების შესრულების ვადის დადგომამდე დამოუკიდებლად მოითხოვოს სასამართლო წესით დაგირავებული უფლების მისთვის გადაცემა, თუ დამგირავებელი არღვევს ამ კანონის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებებს; ბ) გამოვიდე მესამე პირის სახით სასამართლოში საქმეზე, რომლითაც განიხილება დაგირავებული უფლების სარჩელი; გ) თუ დამგირავებელი დაარღვევს ამ კანონის 53-ე მუხლის „დ“ პუნქტს, დამოუკიდებლად მიიღოს ზომები დაგირავებული უფლების მესამე პირთა ხელყოფისაგან დასაცავად. მუხლი 55🔗. მოვალის მიერ დამგირავებლის ვალდებულების შესრულების შედეგები თუ დამგირავებლის მოვალე დამგირავებლის მიერ გირავნობის უზრუნველყოფილი ვალდებულების შესრულებამდე შეასრულებს თავის ვალდებულებას, შესრულების შედეგები შევა გირავნობის საგანში, რაც დამგირავებელმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მოგირავნეს. თუ მოვალე ვალდებულების შესრულების ანგარიშში დამგირავებელს გადასცემს ფულად თანხას, დაგმირავებელი ვალდებულია მოგირავნის მოთხოვნით, გადაურიცხოს მას შესაბამისი თანხა გირავნობით უზრუნველყოფილი ვალდებულებების შესრულების ანგარიშში, თუ გირავნობის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. კარი V. გირავნობის დროს მხარეთა უფლებების გარანტიები მუხლი 56🔗. მოგირავნისა და დამგირავებლის ინტერესების დაცვა დაგირავებული ქონების მიმართ კანონით გათვალისწინებული უფლებების შეწყვეტისას საქართველოს რესპუბლიკის ისეთი საკანონმდებლო აქტების მიღებისას, რომლებიც წყვეტენ მოგირავნის საგირავნო უფლებებს ან დამგირავებლის უფლებებს დაგირავებულ ქონებაზე, სახელმწიფო ვალდებულია აუნაზღაუროს მოგირავნეს ან დამგირავებელს ასეთი აქტების მიღებით გამოწვეული ზარალი სრული მოცულობით. ზარალის ანაზღაურების გამო დავა წყდება სასამართლოს მეშვეობით. თუ სახელმწიფო მმართველობის ორგანო მიიღებს გადაწყვეტილებას დაგირავებულ ქონებაზე (უფლებაზე) საკუთრების შეწყვეტის შესახებ, რომლის მიზანი არ არის უშუალოდ დაგირავებული ქონების (უფლების) ამოღება, აგრეთვე მიიღებს გადაწყვეტილებას მიწის ნაკვეთის ჩამორთმევის თაობაზე, რომელზეც განლაგებულია დაგირავებული სახლი, სხვა შენობა-ნაგებობები ან ნარგავები და ამ გადაწყვეტილებით ზარალი მიადგება მოგირავნეს, იგი უნდა აანაზღაუროს სახელმწიფო მმართველობის ორგანომ, რომელმაც მიიღო ეს გადაწყვეტილება, მის განკარგულებაში არსებული სახსრების ხარჯზე. ზარალის ანაზღაურების გამო დავა განიხილება სასამართლოში ან საარბიტრაჟო სასამართლოში. მუხლი 57🔗. გირავნობის უფლების დამრღვევი აქტების ბათილობა სახელწიფო მმართველობის ან ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს ისეთი აქტი, რომელიც არ შეესაბამება კანონმდებლობას და არღვევს მოგირავნის უფლებას, ბათილად უნდა ჩათვალოს სასამართლომ ან საარბიტრაჟო სასამართლომ მოგირავნის განცხადების საფუძველზე. აქტის გამოცემის შედეგად მიყენებული ზარალი, რომელიც აღნიშნულია ამ კანონის 56-ე მუხლში, სრული მოცულობით უნდა აანაზღაუროს სახელმწიფო მმართველობის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - სახელმწიფოს მეთაური                                    ედუარდ შევარდნაძე. საქართველოს პარლამენტის სპიკერი            ვახტანგ გოგუაძე. თბილისი, 1994 წლის 30 ივნისი.