ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-15, მე-16 ნაწილებითა და 125<sup>4</sup> მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა–ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.07.2022
გამომცემი ორგანო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №ბ.ა.
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016632
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/07/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.07.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 125-ე მუხლის მე-8 და მე-12 – მე-16 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 26.01.2022
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 125<sup>2</sup> მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 134<sup>1</sup> მუხლით, 135-ე-135<sup>5</sup> მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-13 და მე-15 ნაწილებით, 125<sup>2</sup> მუხლით, 135-ე-135<sup>5</sup> მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მათი შინაარსის, შედგენის, გამოყენების, შენახვის, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე მუხლით და 135<sup>1</sup> მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების, მათი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების, ჯარიმის გადახდის, გასაჩივრებისა და სააღსრულებო ფურცლის გამოწერის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონის „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-15, მე-16
ნაწილებითა და 1254 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების
ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა–ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №40
2022 წლის 27 ივლისი
ქ. ქუთაისი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-15, მე-16 ნაწილებითა და 1254 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-15, მე-16 ნაწილების, 1254 მუხლის, 2093 მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების, 2341 მუხლის, 239-ე მუხლის 27-ე ნაწილის, 240-ე მუხლის, 2401 მუხლის, 242-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილების, 243-ე მუხლის 21 ნაწილის, 252-ე მუხლის, 268-ე მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილების, 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 271-ე მუხლის პირველი ნაწილის, 272-ე მუხლის, 273-ე მუხლის, 275-ე მუხლის პირველი ნაწილის, 282-ე მუხლის, 283-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 ნაწილების, 286-ე, 287-ე, 288-ე, 2882 მუხლების, 2883 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 2884, 2886, 2887, 290-ე, 2904, 2905 მუხლების, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 61-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-15, მე-16 ნაწილებითა და 1254 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
(დანართი №1 დადგენილებას თან ერთვის)
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ნიმუში დანართი №2-ის შესაბამისად.
(დანართი №2 დადგენილებას თან ერთვის)
მუხლი 3🔗
საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 125-ე მუხლის მე-8, მე-12 და მე-16 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოქმის შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს „ქუთაისის მუნიციპალურ ინსპექციას“.
მუხლი 4🔗
საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 125-ე მუხლის მე-15 ნაწილისა და 1254 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოქმის შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისს“.
მუხლი 5🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 125-ე მუხლის მე-8 და მე-12 – მე-16 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 იანვრის №7 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 28.01.2022, №010250020.35.123.016599).
მუხლი 6🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი შენგელია
დანართი №1
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-15, მე-16 ნაწილებითა და 1254 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესი
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო
ეს წესი, მოქმედი სამართლებრივი აქტების მიხედვით, განსაზღვრავს საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-15, მე-16 ნაწილებითა და 1254 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენის, ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შენახვის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა–ანგარიშგების, გასაჩივრების ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების (მისი არსებობისას) გამოტანის/გასაჩივრების, ასევე, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას ელექტრონული საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების სამართლებრივ მექანიზმებს.
მუხლი 2🔗.
ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შინაარსი და მისი შედგენა
1. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი წარმოადგენს საჯარიმო ქვითრის ფორმას, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
2. „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების №1 დანართის მე-17 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამართლებრივი აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითარი არ არის მკაცრის აღრიცხვის ფორმა.
3. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 125-ე მუხლის მე-8, მე-12 და მე-16 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში ადგენს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციის“ (ს/კ: 412767830) მოსამსახურე ელექტრონულად და იგი ფიქსირდება სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. ელექტრონულად დაფიქსირებული პერსონალური მონაცემები დაცული უნდა იქნეს მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად. სამართალდამრღვევს გამოეწერება და ბარდება ამობეჭდილი ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, რომელსაც აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მატერიალურ საჯარიმო ქვითარს.
4. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 125-ე მუხლის მე-15 ნაწილითა და 1254 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში ადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისის“ (ს/კ: 412711230) მოსამსახურე ელექტრონულად და იგი ფიქსირდება სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. ელექტრონულად დაფიქსირებული პერსონალური მონაცემები დაცული უნდა იქნეს მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად. სამართალდამრღვევს გამოეწერება და ბარდება ამობეჭდილი ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, რომელსაც აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მატერიალურ საჯარიმო ქვითარს.
5. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ივსება ორ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი რჩება მის შემდგენელ იურიდიულ პირთან, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისთან“ (ს/კ: 412711230) ან/და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთან „ქუთაისის მუნიციპალურ ინსპექციასთან“ (ს/კ: 412767830), ხოლო მეორე ეგზემპლარი ეგზავნება ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
6. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის პირველ გვერდზე შეიტანება:
ა) პირველ პუნქტში – შედგენის თარიღი;
ბ) მე-2 პუნქტში – შემდგენლის თანამდებობა, სახელი და გვარი;
გ) მე-3 პუნქტში – სამართალდამრღვევის პირადი №, სახელი და გვარი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სამართლებრივი ფორმა და სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი და სხვა ინფორმაცია;
დ) მე-4 პუნქტში – სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი;
ე) მე-5 პუნქტში – პასუხისმგებლობა აღნიშნული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 125-ე მუხლის _ _ _ _ ნაწილით ან პასუხისმგებლობა აღნიშნული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 1254 მუხლის _ _ _ _ ნაწილით;
ვ) მე-6 პუნქტში – ჯარიმის ოდენობა _ _ _ _ ლარი;
ზ) მე-7 პუნქტში – საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი;
თ) მე-8 პუნქტში – მოწმე, ან სხვა მონაწილე, სტატუსი/ხელმოწერა;
ი) მე-9 პუნქტში – ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან საჯარიმო ქვითრის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა;
კ) მე-10 პუნქტში – შემდგენლის ხელმოწერა;
ლ) მე-11 პუნქტში – შენიშვნა.
7. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის მეორე გვერდზე შეიტანება შემდეგი ტექსტი:
ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენისას სამართალდამრღვევს განემარტა საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება.
სამართალდამრღვევს მიეცა განმარტება საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 273-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებისა და სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) გასაჩივრების 10-დღიანი ვადის შესახებ. გასაჩივრების შემთხვევაში საჩივარი წარედგინება საჯარიმო ქვითრის შემდგენელ იურიდიულ პირს.
ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი 100 ლარის ოდენობით საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-15 და მე-16 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმის ან/და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 1254 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმის ან/და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 125-ე მუხლის მე-8, მე-12 და მე-16 ნაწილებით შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრის აღრიცხვა-ანგარიშგება უნდა განხორციელდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციისათვის“ (ს/კ: 412767830) სპეციალურად შექმნილი ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
9. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 125-ე მუხლის მე-15 ნაწილითა და 1254 მუხლით შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრის აღრიცხვა-ანგარიშგება უნდა განხორციელდეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისისათვის“ (ს/კ: 412711230) სპეციალურად შექმნილი ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
მუხლი 3🔗. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-15, მე-16 ნაწილებითა და 1254 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებისას გამოწერილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნება
1. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-15, მე-16 ნაწილებითა და 1254 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებისას მოქმედებს საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2904–2906 მუხლები.
2. შესაბამისი საფუძვლების არსებობისას საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 125-ე მუხლის მე-8, მე-12 და მე-16 ნაწილებით შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითარი საჯაროდ ქვეყნდება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციის“ (ს/კ: 412767830) ოფიციალურ ვებგვერდზე „www.kutaisi.zs.gov.ge“.
3. შესაბამისი საფუძვლების არსებობისას საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 125-ე მუხლის მე-15 ნაწილითა და 1254 მუხლით შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითარი საჯაროდ ქვეყნდება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისის“ (ს/კ: 412711230) ოფიციალურ ვებგვერდზე www.parkingservice.ge“.
4. ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ამსახველი ვიდეოფირის ან/და ფოტოფირის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება ხდება ავტომატურად, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით.
5. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნება ხდება შემდეგი წესით: ოფიციალურ ვებგვერდზე სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ ადგილზე თავსდება იმ სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის ნომრების სრული სია, რომლებიც მითითებულია შესაბამის ელექტრონულ საჯარიმო ქვითრებში − ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებში.
6. ოფიციალურ ვებგვერდზე ელექტრონულ საჯარიმო ქვითართან ერთად, ასევე, თავსდება შესაბამისი ბმული, სადაც დადგენილი წესების დაცვით შესაძლებელია კონკრეტული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ამსახველი ვიდეოფირის ან/და ფოტოფირის ნახვა.
7. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ოფიციალური ვებგვერდიდან ავტომატურად წაიშლება მისი გამოქვეყნებიდან 90 კალენდარული დღის გასვლისთანავე, ხოლო ამ პერიოდის გასვლამდე ჯარიმის გადახდის შემთხვევაში, ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ოფიციალური ვებგვერდიდან იშლება ჯარიმის გადახდის დადასტურებისთანავე.
8. შესაბამისი სამართალდარღვევის ამსახველი ვიდეოფირის ან/და ფოტოფირის შენახვის წესი და ვადები რეგულირდება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციისა“ (ს/კ: 412767830) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისის“ (ს/კ: 412711230) მიერ.
9. ჩაუბარებელი ელექტრონული საჯარიმო ქვითრების საჯარო გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქუთაისის მუნიციპალური ინსპექცია“ (ს/კ: 412767830) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისი“ (ს/კ: 412711230).
მუხლი 4🔗.
დაჯარიმების შესახებ დადგენილების (ელექტრონული საჯარიმო ქვითრის) აღსრულებისას შეღავათით სარგებლობა
საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-15, მე-16 ნაწილებითა და 1254 მუხლით გათვალისწინებულ ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, დაჯარიმების შესახებ დადგენილების (ელექტრონული საჯარიმო ქვითრის) აღსრულებისას, მოქმედებს საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2905 მუხლით დადგენილი წესი.
მუხლი 5🔗.
საურავის დარიცხვა და სააღსრულებო ფურცლის გამოწერა
1. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-15, მე-16 ნაწილებით შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღეში დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევ პირს, ამ ვადის გასვლის შემდეგ, დაერიცხება საურავი 100 ლარის ოდენობით საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ შესაბამისად.
2. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 1254 მუხლით შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღეში დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევ პირს, ამ ვადის გასვლის შემდეგ, დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ შესაბამისად.
3. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 125-ე მუხლის მე-8, მე-12 და მე-16 ნაწილებით შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღეში დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციის“ (ს/კ: 412767830) უფროსი იღებს დადგენილებას საურავის დარიცხვის შესახებ.
4. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 125-ე მუხლის მე-15 ნაწილითა და 1254 მუხლით შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღეში დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისის“ (ს/კ: 412711230) დირექტორი იღებს დადგენილებას საურავის დარიცხვის შესახებ.
5. ჯარიმის ან/და საურავის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში შემთხვევაში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციის“ (ს/კ: 412767830) უფროსის ან/და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისის“ (ს/კ: 412711230) დირექტორის მიერ გამოიწერება სააღსრულებო ფურცელი, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს „აღსრულების ეროვნულ ბიუროს.“
მუხლი 6🔗.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენილების ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრება
1. პირს, ვის მიმართაც არის გამოტანილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენილება, მისი ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლია იგი გაასაჩივროს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისის“ დირექტორთან ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციის“ უფროსთან.
2. პირს, ვის მიმართაც არის გამოტანილი საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილება, მისი ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლია იგი გაასაჩივროს ქალაქ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
3. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 275-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დადგენილ ვადაში საჩივრის შეტანა მის განხილვამდე, შეაჩერებს ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.
4. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2883 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრების, ან გაპროტესტების დროს დადგენილება აღსრულდება საჩივრის, ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შემდეგ.
მუხლი 7🔗.
ვადების ათვლა
ამ წესით განსაზღვრული ვადების ათვლისას გამოიყენება საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 94-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული, საქართველოს კანონის „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“ მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მოთხოვნები.
მუხლი 8🔗.
დასკვნითი დებულება
ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი №2
ნიმუში
ელექტრონული საჯარიმო ქვითარი № 000000 ელექტრონული საჯარიმო ქვითრის მეორე გვერდი
1. შედგენის თარიღი: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
2. შემდგენლის თანამდებობა, სახელი და გვარი: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
3. სამართალდამრღვევის პირადი № _ _ _ _ _ _ _
სახელი და გვარი: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი
(იურიდიული პირის შემთხვევაში): _ _ _ _ _ _ _
მისამართი: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
და სხვა ნფორმაცია: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
სახელი და გვარი: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი
(იურიდიული პირის შემთხვევაში): _ _ _ _ _ _ _
მისამართი: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
და სხვა ნფორმაცია: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
4. სამართალდარღვევის ჩადენის
ადგილი: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
დრო: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
არსი: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
6. ჯარიმის ოდენობა: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ლარი
7. საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი:
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
8. მოწმე ან სხვა მონაწილე: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
სტატუსი, ხელმოწერა: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
9. სამართალდამრღვევი: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
(ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან საჯარიმო ქვითრის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა)
10. შემდგენლის ხელმოწერა: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
11. შენიშვნა: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ბ.ა.
ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენისას სამართალდამრღვევს განემარტა საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება.
სამართალდამრღვევს მიეცა განმარტება საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 273-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებისა და სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) გასაჩივრების 10-დღიანი ვადის შესახებ. გასაჩივრების შემთხვევაში საჩივარი წარედგინება საჯარიმო ქვითრის − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენელ იურიდიულ პირს.
ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის განსაზღვრული 30 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი 100 ლარის ოდენობით საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-15 და მე-16 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმის ან/და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის განსაზღვრული 30 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 1254 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმის ან/და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სემგს-ს რეგისტრაციის №
შტრიხკოდის ადგილი