⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (05.03.1998)
გაუქმებულია:

„საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლის თაობაზე

მიღების თარიღი 09.02.1993
ძალის დაკარგვა 05.03.1998
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
ნომერი №0
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს პარლამენტის უწყებები, 4, 28/02/1993
matsne.gov.ge 151 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.02.1993 მიღება
05.03.1998 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლის თაობაზე საქართველოს რესპუბლიკის კანონი „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლის თაობაზე საქართველოს პარლამენტი ადგენს: „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6🔗. პარლამენტის წევრის საქმიანობა საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრი თვალყურს ადევნებს ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების საქმიანობას, პარლამენტის პოლიტიკის განხორციელებას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, აღნიშნული ამოცანების გადასაწყვეტად პარლამენტის წევრი იღებს მოქალაქეებს, ხვდება ამომრჩევლებს, ატარებს კონსულტაციებს ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივ და ცენტრალურ ორგანოთა ხელმძღვანელებთან, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან. პარლამენტის წევრისათვის ამ საქმიანობაში ხელის შეწყობის მიზნით საარჩევნო ოლქის ცენტრში პარლამენტის წარმომადგენლობა, რომლის ფუნქციები, შტატები, ორგანიზაციისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის სპიკერი. პარლამენტის წევრის განცხადების საფუძველზე სახელმწიფო და ადგილობრივი ორგანოები ვალდებულნი არიან აღმოუჩინონ მას სხვა აუცილებელი დახმარება.“. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - სახელმწიფოს მეთაური                                                  ედუარდ შევარდნაძე. საქართველოს პარლამენტის სპიკერი                          ვახტანგ გოგუაძე. თბილისი, 1993 წლის 9 თებერვალი.