⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2000)

სახელმწიფო ორგანოებში, საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) განცხადებების, საჩივრებისა და მიმართვების განხილვის წესის შესახებ

მიღების თარიღი 24.12.1993
ძალის დაკარგვა 01.01.2000
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს პარლამენტის უწყებები, 12-13, 31/12/1993
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,364 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.12.1993 მიღება
01.01.2000 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო ორგანოებში, საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) განცხადებების, საჩივრებისა და მიმართვების განხილვის წესის შესახებ (ძალადაკარგულია - 25.06.1999, №2181) საქართველოს კანონი სახელმწიფო ორგანოებში, საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) განცხადებების, საჩივრებისა და მიმართვების განხილვის წესის შესახებ საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1006 - პარლამენტის უწყებანი, №45, 21.12.1997წ., გვ.31 მუხლი  1🔗 საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) მოვალენი არიან თავიანთი უფლებამოსილების შესაბამისად განიხილონ და გადაწყვიტონ საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში მცხოვრები მოქალაქეების არმქონე პირებისა და უცხოელი მოქალაქეების განცხადებები, საჩივრები და მიმართვები ამ კანონით დადგენილ ვადაში და წესით. მუხლი  2🔗 საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირებსა და უცხოელ მოქალაქეებს უფლება აქვთ წერილობითი და სიტყვიერი განცხადებით, საჩივრით და წინადადებით მიმართონ ნებისმიერ სახელმწიფო ორგანოს, საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას, გააკრიტიკონ მათი მუშაობის ნაკლოვანი მხარეები, გაასაჩივრონ თანამდებობის პირთა მოქმედება ან ითხოვონ თავიანთთვის გაურკვეული საკითხების განმარტება. მუხლი  3🔗 განცხადებების, საჩივრებისა და მიმართვების სწორად და კანონით დადგენილ ვადაში განხილვისათვის მოქალაქე ვალდებულია ხელი მოაწეროს მას გვარის, სახელის, საცხოვრებელი ადგილის ან მუშაობის, ან სწავლის ადგილის ზუსტი მითითებით, თუ მიმართვა ასეთ ცნობებს არ შეიცავს, იგი ანონიმურად ითვლება და არ განიხილება. მუხლი  4🔗 1. მოქალაქეებს განცხადება, საჩივარი და მიმართვა შეაქვთ იმ სახელმწიფო ორგანოში, საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში ან თანამდებობის პირთან, რომელთა უშუალო გამგებლობაშია მოცემული საკითხის გადაჭრა. 2. თუ განცხადება, საჩივარი და მიმართვა შეტანილია იმ უწყებაში, რომლის გამგებლობაში არ შედის მათი განხილვა, განცხადება, საჩივარი და მიმართვა შემოსვლიდან 5 დღის ვადაში გადაიგზავნება დანიშნულებისამებრ და ეს ეცნობებათ მოქალაქეებს, ხოლო მიღების დროს მათ ეძლევათ სათანადო განმარტება. საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1006 - პარლამენტის უწყებანი, №45, 21.12.1997წ., გვ.31 მუხლი  5🔗 კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით მოქალაქეებს უფლება აქვთ განცხადებებითა და საჩივრებით მიმართონ შესაბამის სასამართლო ორგანოებს. მუხლი  6🔗 1. საქართველოს სახელმწიფო ორგანოები განიხილავენ და წყვეტენ განცხადებებს, საჩივრებსა და მიმართვებს იმ საკითხების გამო, რომლებიც მათ გამგებლობას განეკუთვნება. 2. სხვა საკითხებზე მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და მიმართვების გამო გადაწყვეტილება გამოაქვთ ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ორგანოებს,  ადგილობრივი თვთმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს, საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს. საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1006 - პარლამენტის უწყებანი, №45, 21.12.1997წ., გვ.31 მუხლი  7🔗 საჩივრები, განცხადებები და მიმართვები საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრთა საერთო (რწმუნებულთა) კრებების გადაწყვეტილებათა გამო, შეაქვთ იმ ორგანოებში, რომლებსაც კანონით მინიჭებული აქვთ მათი გაუქმებისა და შეცვლის უფლება. მუხლი  8🔗 სახელმწიფო ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციების ხელმძღვანელები ან სხვა, კანონით საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირნი, მოვალენი არიან მიიღონ მოქალაქენი და წერილობით მისცენ პასუხი პირადი ხელმოწერით. მუხლი  9🔗 საქართველოს რაიონებიდან და ქალაქებიდან ჩამოსული მოქალაქეების მიღება წარმოებს კვირის ნებისმიერ სამუშაო დღეს, წინასწარ დადგენილ საათებში. მუხლი  10🔗 1. აკრძალულია მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და მიმართვების იმ თანამდებობის პირთათვის განსახილველად გადაგზავნა, რომელთა მოქმედებასაც უჩივიან. 2. თანამდებობის პირებს უფლება აქვთ განიხილონ მოქალაქეთა განცხადებები, საჩივრები და მიმართვები, სადაც მათი მოქმედებაა გასაჩივრებული ან რომელთა გამო მათ ადრე მიიღეს გადაწყვეტილება. მუხლი  11🔗 პასუხისმგებლობა მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციის, მათი განცხადებების, საჩივრებისა და მიმართვების განხილვის კანონით დადგენილ წესის დარღვევისათვის ეკისრება პირადად სახელმწიფო ორგანოს, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ხელმძღვანელს და უშუალო შემსრულებელს. საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1006 - პარლამენტის უწყებანი, №45, 21.12.1997წ., გვ.31 მუხლი  12🔗 1. განცხადებების, საჩივრებისა და მიმართვების განხილვისას თანამდებობის პირები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, მოვალენი არიან მიღებიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველყონ მათი ყოველმხრივი, სრული და ობიექტური შესწავლა, თუ საქმის ინტერესები მოითხოვს, იმ მოქალაქეთა მონაწილეობითაც, რომლებმაც შემოიტანეს განცხადებები, საჩივრები და მიმართვები; მიიღონ ზომები კანონიერების დარღვევების რეალურად აღმოფხვრისათვის და ამის შესახებ წერილობით აცნობონ მათ. 2. ამასთან, თანამდებობის პირნი მოვალენი არიან განცხადებებში, საჩივრებსა და მიმართვებში დაყენებული საკითხების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მოქალაქეების მოთხოვნით, პირადად შეხვდნენ მათ, გააცნონ შემოწმების მასალები, დაარწმუნონ მიღებული გადაწყვეტილების სამართლიანობაში, დაყენებული საკითხების და პრეტენზიების დაუსაბუთებულობაში,  და ამასთან ერთად განუმარტონ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი. საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1006 - პარლამენტის უწყებანი, №45, 21.12.1997წ., გვ.31 მუხლი  13🔗 მოქალაქეს, რომელიც არ ეთანხმება თავისი განცხადების, განცხადების, საჩივრისა და მიმართვის გამო მიღებულ გადაწყვეტილებას, უფლება აქვს გაასაჩივროს გადაწყვეტილება იმ ორგანოში ან იმ თანამდებობის პირთან, რომელსაც უშუალოდ ექვემდებარება სახელმწიფო ორგანო, საწარმო, დაწესებულება ან ორგანიზაცია. მუხლი  14🔗 1. მოქალაქეთა ყველა განცხადება, საჩივარი და მიმართვა განხილულ უნდა იქნეს მიღებიდან ათი დღის ვადაში, ხოლო თუ დამატებით შესწავლას ან შემოწმებას მოითხოვს ‒ ერთი თვის ვადაში. 2. თუ განცხადების, საჩივრისა და მიმართვის გამო გადაწყვეტილების გამოსატანად საჭიროა სხვა დამატებითი ღონისძიებების განხორციელება (სპეციალური შემოწმება, დამატებითი მასალების გამოთხოვა და სხვა), სახელმწიფო ორგანოს, საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელს ან მის მოადგილეს უფლება აქვთ გააგრძელონ განხილვის ვადა ერთი თვით და ეს წერილობით აცნობონ მოქალაქეს, რომელმაც აღძრა საჩივარი. მუხლი  15🔗 1. განცხადებები, საჩივრები და მიმართვები არასრულწლოვანების, მარტოხელა მოხუცების, ომისა და შრომის ინვალიდების, სამხედრო მოსამსახურეების, საქართველოს მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახის წევრების და მათთან გათანაბრებული პირების უფლებების დარღვევებზე განხილულ უნდა იქნეს 10 დღის ვადაში. 2. სამხედრო მოსამსახურეთა ის განცხადებები, საჩივრები და მიმართვები, რომლებიც დაკავშირებულია სამხედრო სამსახურის გავლასთან, განიხილება სამსახურებრივი წესდებით დადგენილი წესით. მუხლი 16🔗 1. პირთა ჯგუფს უფლება აქვს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე წერილობით შეიტანოს პეტიცია სახელმწიფოებრივი და საერთო პრობლემებიდან გამომდინარე საკითხებზე. 2. პეტიცია საქართველოს პარლამენტში განიხილება რეგლამენტით დადგენილი წესით. 3. პეტიციის განხილვის შემდეგ პარლამენტი იღებს დადგენილებას, რეზოლუციას ან სხვა აქტს. 4. პარლამენტის გადაწყვეტილება პეტიციის შეტანიდან ერთი თვის განმავლობაში ეცნობება პეტიციის ავტორებს. 5. თუ პეტიცია განსახილველად გადაეგზავნა შესაბამის სამთავრობო ან სხვა სახელმწიფო დაწესებულებას, ის ვალდებულია ერთი თვის განმავლობაში აცნობოს პასუხი პეტიციის ავტორებს და პარლამენტის შესაბამის კომიტეტს ან დროებით კომისიას. პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის ან დროებითი კომისიის თანხმობით, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს ერთი თვით. თუ სამთავრობო ან სხვა სახელმწიფო დაწესებულება დადგენილ ვადაში არ აცნობებს პასუხს პეტიციის ავტორებს და საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტს ან დროებით კომისიას, საკითხს განიხილავს პარლამენტი და გადაწყვეტილებას იღებს რეგლამენტით დადგენილი წესით. საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1006 - პარლამენტის უწყებანი, №45, 21.12.1997წ., გვ.31 მუხლი  17🔗 პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა ორგანოებიდან, პოლიტიკური პარტიებიდან და საზოგადოებერივი ორგანიზაციებიდან შემოსული განცხადებები, საჩივრები და მიმართვები განიხილება ამ კანონით დადგენილი წესით და ვადებში. საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1006 - პარლამენტის უწყებანი, №45, 21.12.1997წ., გვ.31 მუხლი  18🔗 განცხადებები, საჩივრები და მიმართვები, რომლებიც შეეხება დეპუტატის ხელშეუხებლობისა და დეპუტატის სტატუსის სხვა დარღვევებს, განიხილება დაუყოვნებლივ; არაუგვიანეს ათი დღის ვადისა მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება და ეს წერილობით ეცნობება დეპუტატს. საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1006 - პარლამენტის უწყებანი, №45, 21.12.1997წ., გვ.31 მუხლი  19🔗 ყველა სახელმწიფო ორგანო, საწარმო, დაწესებულება, ორგანიზაცია, თანამდებობის პირი ვალდებულია პარლამენტის წევრის მიერ პრესაში, რადიოსა და ტელევიზიაში გამოთქმული კრიტიკული შენიშვნები და წინადადებები განიხილონ დაუყოვნებლივ; არა უგვიანეს ორი კვირისა მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება და ეს წერილობით აცნობოს მას. საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1006 - პარლამენტის უწყებანი, №45, 21.12.1997წ., გვ.31 მუხლი  20🔗 მოქალაქეთა სიტყვიერი განცხადებები, საჩივრები და მიმართვები განიხილება ამ კანონის მე-14 და მე-15 მუხლებით დადგენილი წესით. საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1006 - პარლამენტის უწყებანი, №45, 21.12.1997წ., გვ.31 მუხლი  21🔗 1.  მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და მიმართვების განხილვის ამ კანონით დადგენილი წესის დარღვევისათვის, განხილვის გაჭიანურებისა და მათში აღძრული საკითხებისა და პრობლემებისადმი ფორმალურ-ბიუროკრატიული, ზერელე და გულგრილი დამოკიდებულებისათვის, მათი ტენდენციურად განხილვისათვის, რეალურად არსებული მდგომარეობისა და ფაქტების განზრახ ან გაუფრთხილებლობით დამახინჯებისათვის, მოქალაქეებთან ურთიერთობის ეთიკის ნორმების დარღვევისათვის, განცხადებების, საჩივრებისა და მიმართვების უსაფუძვლოდ უარყოფისათვის, განხილვის წესების სხვა დარღვევისათვის, განცხადებებში, საჩივრებსა და მიმართვებში გამოთქმული კრიტიკის გამო მოქალაქეთა დევნისათვის თანამდებობის პირები პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. მოქალაქეებს, რომლებმაც განცხადებები, საჩივრები და მიმართვები შეიტანეს ცილისწამების, თანამდებობის პირებისა და ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით, პასუხისმგებლობა ეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1006 - პარლამენტის უწყებანი, №45, 21.12.1997წ., გვ.31 მუხლი  22🔗 წარმოება-დაწესებულებებში და ორგანიზაციებში მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრების და მიმართვების განხილვაზე კონტროლს ახორციელებენ დარგობრივი სამინისტროები და უწყებები. საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1006 - პარლამენტის უწყებანი, №45, 21.12.1997წ., გვ.31 მუხლი  23🔗 1. ყველა სახელმწიფო დაწესებულება, საწარმო და ორგანიზაცია ზემდგომ ორგანოს ყოველ 6 თვეში წარუდგენს ანგარიშს მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და მიმართვების განხილვის მდგომარეობის შესახებ. 2. ყველა სახელმწიფო დაწესებულება დაქვემდებარებულ ორგანოებში, საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში წელიწადში ერთჯერ ამოწმებს მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და მიმართვების განხილვის და მათზე რეაგირების მდგომარეობას, შემოწმების შედეგების შესაბამისად იღებს ზომებს, ახორციელებს ღონისძიებებს მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და მიმართვების განხილვის ორგანიზების და მათზე რეაგირების გასაუმჯობესებლად. 3. საქართველოს პროკურატურის ორგანოები უზრუნველყოფენ საქართველოს კონსტიტუციის 91-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ზედამხედველობის სფეროში მიღებული განცხადებების, საჩივრებისა და მიმართვების მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით განხილვას და მათზე რეაგირებას. საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1006 - პარლამენტის უწყებანი, №45, 21.12.1997წ., გვ.31 მუხლი  24🔗 ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება იმ განცხადების, საჩივრებისა და მიმართვების განხილვის წესზე, რომელიც დადგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო და სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსებით, აგრეთვე შრომის დავის განხილვის შესახებ დებულებით და სპეციალური წესდებებით. საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1006 - პარლამენტის უწყებანი, №45, 21.12.1997წ., გვ.31 მუხლი  25🔗 მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და მიმართვების, მათ შორის სიტყვიერი მიმართვების რეგისტრაცია და საქმისწარმოება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1006 - პარლამენტის უწყებანი, №45, 21.12.1997წ., გვ.31 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე                               სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე საქართველოს პარლამენტის სპიკერი                                         ვახტანგ გოგუაძე თბილისი, 1993 წლის 24 დეკემბერი