„სსიპ – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლის ჩარიცხვის და კადეტის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 29 მაისის №512 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №53 |
|
2022 წლის 28 ივლისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,სსიპ – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლის ჩარიცხვის და კადეტის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 29 მაისის №512 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/05/2013, სარეგისტრაციო კოდი: 120170020.22.026.016186) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის:
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ლიცეუმში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობა და მიღების ვადები დგინდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი მოსწავლეთა რიცხოვნობა არ ვრცელდება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა შვილებზე.“. 2. მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სსიპ – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში (შემდგომ – ჰოსპიტალი) სამედიცინო შემოწმებას ექვემდებარებიან კანდიდატები, რომლებიც ზოგადი უნარების და მათემატიკის ტესტირების შედეგების მიხედვით მოხვდებიან მინისტრის მიერ დადგენილ ლიცეუმში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხობრივ კვოტაში, აგრეთვე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა შვილები, რომლებიც ზოგადი უნარებისა და მათემატიკის ტესტირებებში გადალახავენ ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დაწესებულ პროცენტულ მაჩვენებელს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 27 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|