საგადასახადო კანონმდებლობაში ზოგიერთი ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის კანონი მოქმედი
მიღების თარიღი 15.06.1995
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს პარლამენტის უწყებები, 27-30, 30/06/1995
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.06.1995 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საგადასახადო კანონმდებლობაში ზოგიერთი ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტის კანონი
საგადასახადო კანონმდებლობაში ზოგიერთი ცვლილების შეტანის შესახებ
I. „საგადასახადო სისტემის საფუძვლების შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 21 დეკემბრის კანონში /საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993 წ. N12-13, მუხ. 231/ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის "ა" ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს პირველი აბზაცი და მის ნაცვლად ჩაემატოს ორი აბზაცი შემდეგი რედაქციით:
"ა) მოგების (შემოსავლის) დამალვის ან შემცირების შემთხვევაში გადამხდელს გადახდება დამალული ან შემცირებული მოგების მთელი თანხა და ჯარიმა იმავე ოდენობით. სანქციის გამოყენების შემდეგ მიმდინარე ან მომდევნო საანგარიშო წლის განმავლობაში ანალოგიური დარღვევების განმეორების შემთხვევაში გადამხდელს გადახდება დამალული ან შემცირებული მოგების (შემოსავლის) მთელი თანხა და ჯარიმა ამ თანხის ორმაგი ოდენობით.
დაბეგვრის სხვა ობიექტების დამალვის ან შემცირების შემთხვევაში გადამხდელს გადახდება დამალული ან შემცირებული ობიექტის მიხედვით გმოანგარიშებული გადასახადის მთელი თანხა და ჯარიმა იმავე ოდენობით, ხოლო სანქციის გამოყენების შემდეგ მიმდინარე ან მომდევნო საანაგარიშო წლის განმავლობაში ანალოგიური დარღვევების განმეორების შემთხვევაში გადამხდელს გადახდება გადასახადის თანხა და ჯარიმა გადასახადის თანხის ორმაგი ოდენობით".
ამ ქვეპუნქტის მეორე, მესამე და მეოთხე აბზაცები ჩაითვალოს შესაბამისად მესამე, მეოთხე და მეხუთე აბზაცებად.
2. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის "დ" ქვეპუნქტში ციფრი "2" შეიცვალოს ციფრით "0,5".
3. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის მესამე აბზაცში ციფრი "0,3" შეიცვალოს ციფრით "0,5".
II. "საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 23 დეკემბრის კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993წ. N 12-13, მუხ. 234) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-8 მუხლის მე-9 პუნქტის "ა" ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს პირველი აბზაცი და მის ნაცვლად ჩაემატოს ორი აბზაცი შემდეგი რედაქციით:
"ა) მოგების (შემოსავლის) დამალვის ან შემცირების შემთხვევაში გადამხდელს გადახდება დამალული ან შემცირებული მოგების მთელი თანხა და ჯარიმა იმავე ოდენობით. სანქციის გამოყენების შემდეგ მიმდინარე ან მომდევნო საანგარიშო წლის განმავლობაში ანალოგიური დარღვევების განმეორების შემთხვევაში გადამხდელს გადახდება დამალული ან შემცირებული მოგების (შემოსავლის) მთელი თანხა და ჯარიმა ან მთელი თანხის ორმაგი ოდენობით.
დაბეგვრის სხვა ობიექტების დამალვის ან შემცირების შემთხვევაში გადამხდელს გადახდება დამალული ან შემცირებული ობიექტის მიხედვით გამოანგარიშებული გადასახადის მთელი თანხა და ჯარიმა იმავე ოდენობით, ხოლო სანქციის გამოყენების შემდეგ მიმდინარე ან მომდევნო საანაგრიშო წლის განმავლობაში ანალოგიური დარღვევების განმეორების შემთხვევაში გადამხდელს გადახდება გადასახადის თანხა და ჯარიმა გადასახადის თანხის ორმაგი ოდენობით".
ამ ქვეპუნქტის მეორე, მესამე და მეოთხე აბზაცები ჩაითვალოს შესაბამისად მესამე, მეოთხე და მეხუთე აბზაცებად.
2. მე-8 მუხლის მე-9 პუნქტის "ე" და "ვ" ქვეპუნქტებში ციფრი "2" შეიცვალოს ციფრით "0,5".
III. "დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 24 დეკემბრის კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები,1993წ. N12-13, მუხ.240) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "გ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"გ) საქონლის იმპორტი, მათ შორის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებს გარეთ წარმოებული საქონლის იმპორტი დსთ ქვეყნებიდან".
2. მე-4 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"9) დასაბეგრ თანხად ითვლება მყიდველების მიერ განაღდებული საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) ღირებულება, აგრეთვე საქონლის ( სამუშაოს, მომსახურების ) გადატვირთვის (შესრულების) დღიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში გაუნაღდებელი თანხა".
3. მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის "ძ" და "წ" ქვეპუნქტები:
"ძ) ძირითადი საშუალებების, მათი სათადარიგო და მაკომპლექტებელი ნაწილების და არამატერიალური აქტივების იმპორტი.
წ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ჟურნალისტური გაერთიანებების მიერ და მათი შეკვეთით წარმოებული პერიოდული გამოცემები, ტელერადიო პროდუქცია, პოლიგრაფიული, სასტუდიო და სარეკლამო მომსახურება"
4. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი და მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. მე-6 მუხლის მესამე, მეოთხე, მეხუთე პუნქტები ჩაითვალოს შესაბამისად მეორე, მესამე და მეოთხე პუნქტებად.
6. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"4) ძირითადი საშუალებებისა და არამატერიალური აქტივების შეძენისას გადახდილი გადასახადის თანხა გამოირიცხება ბიუჯეტში შესატანი გადასახადის თანხიდან".
7. მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის "გ" ქვეპუნქტში ასოები "ე"-"შ" შეიცვალოს ასოებით "ე"-"წ".
IV. " აქციზების შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 24 დეკემბრის კანონში ( საქართველოს პარლამენტის უწყებანი, 1993 წ. N12-13 მუხ.242) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს შემდეგი სიტყვები: "ჩაის, თართისა და ორაგულის ხიზილალის, ძვირფასი სახეობის თევზებისა და ზღვის პროდუქტების დელიკატესური პროდუქციის, შოკოლადის, საღეჭი რეზინის", "ნატურალური ტყავის ტანსაცმლის, ფაიფურისა და ბროლის ნაწარმის".
2. მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დაბეგვრის ობიექტია: 1) საკუთარი წარმოების აქციზური საქონლის რეალიზაცია, აგრეთვე ამ საქონლის გაცვლა სხვა საქონელზე ღირებულების გადაუხდელად (ბარტერული ოპერაცია).
2. აქციზური საქონლის იმპორტი, მათ შორის დსთ ქვეყნებიდან საქონლის იმპორტი".
3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"1) დასაბეგრი თანხა განისაზღვრება გასაცემი ფასებიდან აქციზისა და დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე.
დასაბეგრ თანხად ითვლება მყიდველების მიერ განაღდებული საქონლის ღირებულება, აგრეთვე საქონლის გადატვირთვის დღიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში გაუნაღდებელი თანხა".
4. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"მუხლი 6🔗. გადასახადის განაკვეთები
საქართველოს რესპუბლიკაში წარმოებულ საქონელზე აქციზების განაკვეთები დაწესებულია პროცენტობით საქონლის ღირებულებასთან აქციზისა და დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე ფასებისადმი, ხოლო იმპორტულ საქონელზე - საბაჟო ღირებულებისადმი".
5. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს, ხოლო მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე პუნქტები ჩაითვალოს შესაბამისად მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე პუნქტებად.
6. „აქციზების შესახებ“ კანონის დანართი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით (თან ერთვის).
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე –
სახელმწიფოს მეთაური
ედუარდ შევარდნაძე
საქართველოს პარლამენტის სპიკერი
ვახტანგ გოგუაძე
თბილისი,
1995 წლის 15 ივნისი.
N1006