„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №32 |
|
2022 წლის 27 ივლისი ქ. ლანჩხუთი |
„მუხლი 2. სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი უწყება
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დაცვის ღონისძიებათა მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური სერვისების სამსახური (შემდგომში – სამსახური).“
„გ) სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარების პროგრამა – ბენეფიციარმა ან მისმა ოჯახის წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: განცხადება; სამკურნალო დაწესებულების ანგარიშფაქტურა/ კალკულაცია; განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი (სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან საინფორმაციო ბარათი); ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ; ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100,); ცნობა დაზღვევის ფარგლებში დაფინანსების ოდენობის ან დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ; ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე, გაწეული სამედიცინო მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ; ისეთ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როგორიცაა სასწრაფო (გადაუდებელი) სამედიცინო ოპერაციების, სასწრაფო (გადაუდებელი) ქიმიოთერაპიის და სხივური თერაპიის თანადაფინანსება, სასწრაფო-გადაუდებელი მაგნიტო- რეზონანსული ტომოგრაფიების, კომპიუტერული ტომოგრაფიების, ანგიოგრაფიული კვლევის და პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფიის ( PET/KT) უნაღდო ანგარიშსწორებით (ინვოისით წარმოდგენილი ასანაზღაურებელი თანხა არაუმეტეს 400 ლარისა) – რომელიც არ ჯდება მერიის თანადაფინანსების პროგრამაში, მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით შესაძლებელია განხორციელდეს სარეიტინგო ქულის წარმოდგენის გარეშეც ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისა და საკრებულოს წევრის შუამდგომლობის საფუძველზე.“
„მუხლი 5. განცხადებების განხილვა
1. მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულ განცხადებებს განიხილავს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახური და საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში სამსახურის მიერ მომზადებული ბრძანების პროექტის საფუძველზე მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) გაიცემა სოციალური დახმარებები.
2. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროგრამებიდან დახმარებების გაცემის მიზნით მუნიციპალიტეტის მერის მიერ მერის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის ბრძანების საფუძველზე იქმნება კომისია რომლის შემადგენლობაში შედის: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე; მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახურის უფროსი; მერიის ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახურის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების განყოფილების მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და ეკონომიკის სამსახურის ინფრასტრუქტურის განყოფილების სპეციალისტი და საკრებულოდან მოწვევით - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით და არის სარეკომენდაციო ხასიათის. კომისია უფლებამოსილია შეიკრიბოს თვეში ერთხელ მაინც. კომისიის ოქმის გათვალისწინებით მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) გაიცემა სოციალური დახმარებები.
3. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის „ო“ „ს“ ; „ტ“; „უ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროგრამებიდან დახმარებების გაცემის მიზნით მუნიციპალიტეტის მერის მიერ მერის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის ბრძანების საფუძველზე იქმნება კომისია რომლის შემადგენლობაში შედის: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე; მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახურის უფროსი; მერიის ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახურის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების განყოფილების მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი და საკრებულოდან მოწვევით – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით და არის სარეკომენდაციო ხასიათის. კომისია უფლებამოსილია შეიკრიბოს თვეში ერთხელ მაინც. კომისიის ოქმის გათვალისწინებით მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) გაიცემა სოციალური დახმარებები.“
|