„ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №38 |
|
2022 წლის 29 ივლისი ქ. ტყიბული
|
1) დანართის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. 100 და მეტი წლის ხანდაზმულ პირთა დახმარების პროგრამა და შინმოვლის სერვისი.
პროგრამა ითვალისწინებს:
1. 100 და მეტი წლის ხანდაზმულ პირთა დახმარების პროგრამა.
1.1. ხანდაზმული (100 წელი და მეტი ასაკის) მოქალაქის ფულადი დახმარების მისაღებად განმცხადებელმა ან მისმა წარმომადგენელმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
1.2. ხანდაზმული (100 წელი და მეტი ასაკის) მოქალაქის ფულადი დახმარება განისაზღვრება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. ქვეპროგრამით ბენეფიციარს დახმარება გაეწევა წელიწადში ერთხელ.
2. შინმოვლის სერვისი.
2.1. შინმოვლის პროგრამაში ჩართული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მარტოხელა და მარტო მცხოვრები ხანდაზმულებისთვის თბილი, უსაფრთხო და ღირსეული პირობების შექმნა, ბენეფიციარების ჰიგიენური და საცხოვრებელი პირობების მოწესრიგება თვეში 4-ჯერ (სავალდებულო ვიზიტი კვირაში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში კვირაში 2-ჯერ) და ყოველთვიურად საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა, გარდა უფასო სასადილოს ბენეფიციარებისა.
2.2. პროგრამაში ჩასართავად მოქალაქემ განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100;
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.“
2) დანართის მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ხანძრის შედეგად დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ოჯახების დახმარების პროგრამა
პროგრამა ითვალისწინებს:
1. სიღატაკის რისკის ქვეშ (არ აქვთ თავშესაფარი) მყოფი ოჯახის საცხოვრისით უზრუნველყოფას, რომელიც დააკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, თუ ოჯახის ქულა 65 001 ქულამდეა – კომისიის მიერ ფასდება 5 (ხუთი) ქულით;
ბ) სამედიცინო დოკუმენტის ფორმა №100 (თუ ოჯახის წევრი ან წევრები არიან მუდმივად მწოლიარე, ან აქვს დარღვეული ფსიქიკური ფუნქცია, თუ ოჯახში არის შშმ პირი ან შშმ პირები) არსებობა კომისიის მიერ ფასდება 4 (ოთხი) ქულით;
გ) თუ ბენეფიციარი მარტოხელა მშობელია – კომისიის მიერ ფასდება 4 (ოთხი) ქულით;
დ) მრავალშვილიანი ოჯახები (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვები) თითოეულ ბავშვს კომისია ანიჭებს 1 (ერთი) ქულას.
ბენეფიციარის მოთხოვნა საცხოვრისით დაკმაყოფილდება, თუ მას სოციალური დახმარების გამცემი კომისიის მიერ, შეკრებითობის პრინციპით, მიენიჭება მინიმუმ 9 (ცხრა) ქულა.
1.1.საცხოვრისით უზრუნველსაყოფად განცხადებასთან ერთად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განმცხადებლის და ოჯახის წევრების (არსებობის შემთხვევაში) პირადობის მოწმობის ასლები;
ბ) სამედიცინო დოკუმენტი ფორმა №100 („ ბ“ კრიტერიუმის შემთხვევაში);
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
დ) მარტოხელა მშობლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი („გ“ კრიტერიუმის შემთხვევაში); ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები („დ“ კრიტერიუმის შემთხვევაში);
ე) ბენეფიციარის ან მისი ოჯახის წევრების მიერ ქონების ფლობის თაობაზე ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
1.2. საცხოვრისის შესაძენად ფულადი დახმარება განისაზღვრება მაქსიმუმ 8 000 (რვა ათასი) ლარი.
1.3. ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის, შეფასების დოკუმენტის ინტერდისციპლინარული განხილვის საფუძველზე შედგენილი სამოქმედო გეგმის შესაბამისად განსაზღვრული ოჯახისათვის მოხდეს სულადობის გათვალისწინებით საცხოვრისის შეძენა, ფულადი დახმარების მაქსიმალური ზღვარია 12 000 (თორმეტი ათასი) ლარი.
1.4. მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საცხოვრისის შეძენისას ანგარიშსწორება მოხდება მოძიებული ბინის მეპატრონის საბანკო ანგარიშზე.
2. ხანძრით (მხოლოდ საცხოვრებელი სახლის, ბინის) დაზარალებული ოჯახების დახმარებას.
2.1. დახმარების მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი ტყიბულის რაიონული სამმართველოს მიერ გაცემული ცნობა ზარალის ოდენობის შესახებ;
გ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
2.2. ხანძრით დაზარალებული ოჯახის დახმარება განისაზღვრება მაქსიმუმ 5 000 (ხუთი ათასი) ლარით.
3. მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მაცხოვრებელ ოჯახების დახმარებას (საცხოვრებელი სახლის დაზიანების შემთხვევაში), რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით 100 001 ქულამდეა.
3.1. დახმარების მთხოვნელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი ოჯახის მდგომარეობის შესახებ.
3.2. სოციალური დახმარების გამცემი კომისია საკითხს განიხილავს „ტყიბულის მუნიციპალიტეტში სტიქიის ან/და შენობა-ნაგებობების ხანდაზმულობის შედეგად მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის“ განფასების აქტის საფუძველზე.
3.3. ფულადი დახმარება განისაზღვრება არაუმეტეს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარისა.
4. ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის შეფასების დოკუმენტის ინტერდისციპლინარული განხილვის საფუძველზე შედგენილი სამოქმედო გეგმის შესაბამისად განსაზღვრული ოჯახებისთვის საცხოვრისის შეკეთებას, მათ შორის შიდა სამუშაოების შემთხვევაში.
4.1.სოციალური დახმარების გამცემი კომისია საკითხს განიხილავს „ტყიბულის მუნიციპალიტეტში სტიქიის ან/და შენობა-ნაგებობების ხანდაზმულობის შედეგად მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის“ განფასების აქტის საფუძველზე.
4.2. ფულადი დახმარება განისაზღვროს არაუმეტეს 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარისა.“
|