⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (15.02.2013)
გაუქმებულია:

“იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომლებიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისგან განსათავისუფლებლად წარდგენის საფუძველს”

მიღების თარიღი 27.03.2003
ძალის დაკარგვა 15.02.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №72/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.741
გამოქვეყნების წყარო სსმ, 26, 04/04/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,717 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.03.2003 მიღება
15.02.2013 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

“იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომლებიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისგან განსათავისუფლებლად წარდგენის საფუძველს” /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:Literaturuly;} @font-face {font-family:AcadMtavr;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Literaturuly","sans-serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:.25in 42.55pt 42.55pt 42.55pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.741 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №72/ნ 2003 წლის 27 მარტი ქ. თბილისი იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომლებიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან გასათავისუფლებლად წარდგენის საფუძველს ,,პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონის 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალი, რომლებიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან გასათავისუფლებლად წარდგენის საფუძველს. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. გამყრელიძე სასჯელის მოხდისაგან გასათავისუფლებლად წარდგენის საფუძველს წარმოადგენს შემდეგი დაავადებები:     მუხლი 1🔗. ტუბერკულოზი 1. რესპირატორული ტუბერკულოზი ბაქტერიოლოგიურად ან ჰისტოლოგიურად დადასტურებული: - ფილტვების დესტრუქციული (ფიბროზულ-კავერნული, დისემინირებული, ციროზული), პროგრესირებადი ტუბერკულოზი; - პროგრესირებადი კაზეოზური პნევმონია; - ფილტვების პოლი- ან მულტირეზისტენტული ტუბერკულოზი; - პლევრის ქრონიკული ტოტალური ემპიემა, პლევრო-ბრონქული მარგულით. 2. სხვა ორგანოების ტუბერკულოზი: - თირკმლების ორმხრივი კავერნული ტუბერკულოზი, სპეციფიკური პროცესის გავრცელებით საშარდე გზებში; - ხერხემლის, მსხვილი ძვლების და სახსრების პროგრესირებადი დესტრუქციული ტუბერკულოზი. 3. მილიარული ტუბერკულოზი. რესპირატორული, სხვა ორგანოების და მილიარული ტუბერკულოზი, გართულებული ქრონიკული ფილტვისმიერი გულით დეკომპენსაციის სტადიაში, სუნთქვითი უკმარისობა IIIხ. ან/და თირკმლის ქრონიკული უკმარისობა ტერმინალურ სტადიაში, ამილოიდოზი.     მუხლი 2🔗. ავთვისებიანი სიმსივნეები 1. ნებისმიერი ლოკალიზაციის ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულნი, რომელთა მდგომარეობაც შეესაბამება IV კლინიკური ჯგუფით განსაზღვრულ კატეგორიას. 2. ლიმფური და სისხლმბადი ქსოვილების ავთვისებიანი დაავადებები. მიოლოპროლიფერაციული სიმსივნეები. კლინიკური დიაგნოზი დადასტურებული უნდა იყოს მორფოლოგიური გამოკვლევებით. ა) მწვავე ლეიკემია (ყველა ფორმა); ბ) ქრონიკული მიელოიდური ლეიკემია – კახექსიით, ანემიით, სპლენომეგალიით ან ჰემორაგიული სინდრომით; გ) ქრონიკული ერითრომიელოზი – ტერმინალური სტადია; დ) ერითრემია – გართულებული სისხლჩაქცევებით ან თავის ტვინის სისხლძარღვების თრომბოზებით; ე)ქრონიკული ლიმფოიდური ლეიკემია – გართულებული ანემიით, თრომბოციტოპენიით ან მორეციდივე ინფექციებით; ვ) ქრონიკული მონოციტური ლეიკემია – ტერმინალური სტადია ანემიით ან ჰემორაგიული სინდრომი; ზ) მრავლობითი მიელომა – მწვავე დესტრუქციული პროცესებით (ხერხემლის ან ქვემო კიდურების ძვლების პათოლოგიური მოტეხილობა); თ) ლიმფოგრანულომატოზი – IV სტადია, ერთი ან რამდენიმე ექსტრალიმფოიდური ორგანოს ან ლიმფური კვანძის დიფუზური დაზიანებით; ი) არაჰოჩკინსის ავთვისებიანი ან არადიფერენცირებულუჯრედოვანი ლიმფომები – ვისცერალური ორგანოების ან ექსტრა და სუბდიაფრაგმული ლიმფური კვანძების კომბინირებული დაზიანებით.     მუხლი 3🔗. სხივური დაავადება 1. მწვავე სხივური დაავადება. ა) III-IV ხარისხის მწვავე სხივური დაავადება; ბ) გართულებული კანის III-IV ხარისხის ადგილობრივი სხივური დაზიანებებით. 2. მწვავე სხივური დაავადებების შედეგები: ა) ასტენიური სინდრომი რეგულატორული სისტემების (უპირატესად ნერვული და სისხლძარღვოვანი) უკიდურესი გამოფიტვითა და ფუნქციური უკმარისობით; ბ) ნერვული და სისხლის მიმოქცევის სისტემების ორგანული დაზიანებები თავის ტვინის და პერიფერიული სისხლისმიმოქცევის მძიმე მოშლით; გ) პერიფერიული სისხლის მაჩვენებლების არასტაბილურობა გამოხატული პანციტოპენიური სინდრომით, ძვლის ჰიპოპლაზიის ნიშნებით; დ) ღრმა ტროპიკული, დეგენერაციული და სკლეროზული მოგვიანებითი რადიაციული წყლულები; ე) სხივური კატარაქტა III სტადიის, უკეთმხედველ თვალში მხედველობის სიმახვილით 0,05; ვ)მოგვიანებითი სხივური ეფექტები (ღვიძლის, ფილტვების, ძვლოვანი და სისხლმბადი ქსოვილების ავთვისებიანი სიმსივნეები). 3. ქრონიკული სხივური დაავადება. ა) ქრონიკული სხივური დაავადება III-IV ხარისხის სიმძიმის ფორმირების პერიოდში, აგრეთვე შორეული პერიოდის პროგრესირების სტადიაში; ბ)მოგვიანებითი სხივური ეფექტები (ღვიძლის, ფილტვების, ძვლოვანი და სისხლმბადი ქსოვილების ავთვისებიანი სიმსივნეები).     მუხლი 4🔗. ენდოკრინული სისტემის დაავადებები 1. ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი (ინსულინდამოკიდებული), მძიმე ფორმა, კეტოაციდოზისადმი მიდრეკილებით, მკურნალობისადმი რეზისტენტული – მძიმე გართულებებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების (გული, ცენტრალური ნერვული სისტემა, თირკმლები) მხრივ. 2. ჰიპოპარათირეოზის ინოპერაბელური, მძიმე ფორმა, ლულოვანი ძვლებისა და ხერხემლის მრავლობითი პათოლოგიური მოტეხილობებით და/ან თირკმლების ქრონიკული, ტერმინალური, მკურნალობისადმი რეზისტენტული უკმარისობით. 3. იცენკო-კუშინგის დაავადება ან სინდრომი, ინოპერაბელური მძიმე ფორმა, მკურნალობისადმი რეზისტენტული, ლულოვანი ძვლებისა და ხერხემლის მრავლობითი პათოლოგიური მოტეხილობებით, კუნთების ატროფიით, კარდიომიოპათიითა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე,  მკურნალობისადმი რეზისტენტული უკმარისობით, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლით, ორი ან მეტი კიდურის პლეგიით ან პარეზით. 4. ჰიპოთალამო-ჰიპოფიზური კახექსია (სიმონდსის დაავადება) მკურნალობისადმი რეზისტენტული მძიმე, ტერმინალური გართულებებით შინაგანი ორგანოების და ნერვული სისტემის მხრივ.     მუხლი 5🔗. ფსიქიკური აშლილობანი 1. უწყვეტი და წყვეტილი (შეტევის მაგვარი) პროგრედიენტულად მიმდინარე მძიმე კლინიკური პროგნოზის მქონე შიზოფრენიის ყველა ფორმა. 2. გუნება-განწყობის აფექტური აშლილობანი: მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი ხშირი მანიაკალური და დეპრესიული ფაზებით. 3. თავის ტვინის ორგანული დაზიანებით გამოწვეული ჭკუასუსტობის (დემენციის) ყველა ფორმა: ა) სენილური დემენციის ყველა ფორმა (მარტივი ტიპის; გალუცინატორულ-ბოდვითი გამოვლინებებით; სენილური დემენციის ადრეული პრესენილური ვარიანტი; ალცჰეიმერის დაავადება; პიკის დაავადება); ბ) ათეროსკლეროზული ჭკუასუსტობა (ფსიქოზის გარეშე; დეპრესიით; გალუცინატორულ-ბოდვითი დარღვევებით; პიროვნების ქცევის მწვავე აშლილობით – აბნევით); გ) კორსაკოვის ფსიქოზი (ალკოჰოლური, სიფილისური, ტრავმული გენეზის); დ) ორგანული ჭკუასუსტობა (ენცეფალიტური, მენინგოენცეფალიტური, სიფილისური, ეპილეფსიური, თავის ტვინის ტრავმული გენეზის). 4. გახანგრძლივებული რეაქტიული ფსიქოზები პროგრედიენტული მიმდინარეობის,  რომელიც დინამიკაში ღებულობს ქრონიკული ფსიქიკური დაავადების ეკვივალენტურ ხასიათს. 5. გახანგრძლივებული, პროგრედიენტულად მიმდინარე ფსიქოზები, დისოციაციური (კონვერსიული). 6. მძიმე კლინიკური გამოსავლის (პროგნოზის) მქონე სხვადასხვა ეტიოლოგიის პროგრედიენტულად მიმდინარე ფსიქოზები. 7. პიროვნების მძიმე ქცევითი აშლილობანი მიდრეკილი ხშირი დეკომპენსაციებისადმი: პიროვნების პათოლოგიური განვითარება (პარანოიალური, პარანოიდული და სხვა ტიპის ფსიქოპათიები). დიაგნოზის გამოტანა ხდება კომისიური წესით არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 6🔗. ნერვული სისტემისა და გრძნობათა ორგანოების დაავადებანი 1. თავისა და ზურგის ტვინის სისხლძარღვოვანი დაავადებანი ტვინის მყარად გამოხატული კეროვანი დაზიანების მოვლენებით (ჰემი - პარაპლეგიები; ღრმა ჰემი - პარაპარეზები; სივრცეში და დროში ორიენტაციის დარღვევა; აკინეტიკო-რიგიდული სინდრომი): ა) თავის ტვინში ჰემორაგიული, იშემიური ან შერეული ტიპით მწვავე სისხლის მიმოქცევის მოშლა; ბ) თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის ქრონიკული უკმარისობა – დისცირკულაციური ენცეფალოპათია III სტადიაში; გ)პირველადი (არატრავმული) სუბარაქნოიდური სისხლჩაქცევა ინსტრუმენტული გამოკვლევებით დადასტურებული. 2. ცენტრალური ნერვული სისტემის ინფექციური, მადემიელინიზებელი და დეგენერაციული დაავადებანი, რომლებთაც თან ახლავთ თავის და ზურგის ტვინის ორგანული დაზიანებები ფუნქციის ღრმა მყარი მოშლილობებით (დამბლები, ღრმა ჰემიპარეზები, მგრძნობელობის გავრცელებული მოშლით, მენჯის ორგანოების ფუნქციის მოშლით, ტროფიკული მოშლილობებით; გამოხატული აკინეტიკო-რიგიდული სინდრომი) და პათოლოგიური პროცესის პროგრესული მიმდინარეობით: ა)მეორადი ჩირქოვანი მენინგიტები; ბ) ენცეფალიტები; გ)თავის ტვინის აბსცესები; დ) სპინალური ეპიდურული აბსცესები და არატუბერკულოზური წარმოშობის გრანულომები; ე) ნეიროსიფილისი; ვ) ნერვული სისტემის დაზიანება ტუბერკულოზის დროს; ზ) ნერვული სისტემის დაზიანება შიდსის დროს; თ) გაფანტული სკლეროზი და გაფანტული ენცეფალომიელიტი; ი) მწვავე და ქრონიკული ანთებადი მადემიელინიზებელი პოლინეიროპათია; კ) ლეიკოენცეფალიტი; ლ) სპინოცერებრული ატაქსიები. ნათხემის დეგენერაციული დაავადებანი. ფუნიკულური მიელოზი. 3. თავის ტვინის ქერქქვეშა კვანძების დაავადებანი: ა) პარკინსონიზმი გამოხატული აკინეტიკო-რიგიდული სინდრომით; ბ) ჰეპატოცერებრული დისტროფია (ჰეპატოლენტიკულური დეგენერაცია; ვილსონის დაავადება). 4. ცენტრალური ნერვული სისტემის ტრავმული დაავადებანი ტვინის კეროვანი დაზიანების მყარად გამოხატული მოვლენებით (ჰემი - და პარაპლეგიები; ღრმა ჰემი - და პარაპარეზები). 5. ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დაავადებანი სწრაფად პროგრესირებადი მიმდინარეობით მამოძრავებელი, მგრძნობელობითი და ვეგეტატურ-ტროფიკული მყარად გამოხატული დარღვევებით, ჩატარებული მკურნალობის არაეფექტურობით: ა) გვერდითი ამიოტრაფიული სკლეროზი, ბულბარული ფუნქციის და კიდურების მოტორიკის ღრმა მოშლით; ბ) სირინგომიელია; სირინგობულბია, მოტორიკის, მგრძნობელობისა და ბულბარული ფუნქციის ღრმა მოშლით; გ) ვერტებროგენული მიელოპათიები, მოტორიკის და მგრძნობელობის სფეროს ღრმა მოშლით; დ) ნერვ-კუნთოვანი დაავადებები (მიასთენია, მიოპათია), მოძრაობის ღრმა მოშლით; ე) ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ტოქსიკური და დისმეტაბოლური დარღვევები, მოტორიკის, კოორდინაციის, სტატიკისა და მგრძნობელობის ღრმა მოშლით. 6. ეპილეფსია ხშირი გულყრებით (ადეკვატური ანტიეპილეფსიური მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში). 7. სრული უსინათლობა, ასევე მდგომარეობა, როცა მყარი პათოლოგიური ცვლილებების ფონზე უკეთმხედველ თვალში მხედველობის სიმახვილე არ აღემატება 0,05-ს და არ ექვემდებარება კორეგირებას, ან ორივე თვალის მხედველობის არე კონცენტრულად შევიწროვებულია 100-მდე.     მუხლი 7🔗. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებანი 1. გულის უკმარისობა IV ფუნქციური კლასი რეზისტენტული სრულფასოვანი მკურნალობის მიმართ. ა) გულის შეძენილი და თანდაყოლილი მანკები; ბ) კონსტრიქციული პერიკარდიტი, რომელიც არ ექვემდებარება ქირურგიულ მკურნალობას; გ) გახანგრძლივებული მიმდინარეობის ბაქტერიული ენდოკარდიტი; დ) კარდიომიოპათიები (დილატაციური, ჰიპერტროფიული, ობსტრუქციული, რესტრიქციული); ე) ენდომიოკარდიული ფიბროზი; ვ) სხვადასხვა გენეზის კარდიოსკლეროზი (მეორადი კარდიოპათიები); ზ) გულის იშემიური დაავადება (იშემიური კარდიოპათია, მარცხენა პარკუჭის ანევრიზმა); თ) ესენციური ჰიპერტონია (მძიმე, III ხარისხის), არაკორეგირებადი არტერიული ჰიპერტენზიით; 2. არტერიების დაავადებანი, ორი ან მეტი კიდურის მაგისტრალურ სისხლძარღვთა დაზიანებით, განგრენოზულ-ნეკროზულ სტადიაში: ა) მაობლიტირებელი ენდარტერიიტი; ბ) მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი.     მუხლი 8🔗. სასუნთქი გზების დაავადებანი 1. ფილტვების ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებანი დიფუზური პნევმოსკლეროზით, ფილტვების ემფიზემით, ქრონიკული ფილტვისმიერი გულით დეკომპენსაციის სტადიაში, სუნთქვითი უკმარისობის III ხარისხით, რეზისტენტული სრულფასოვანი მკურნალობის მიმართ: ა) ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი; ბ) ბრონქული ასთმა; გ) ბრონქოექტაზიური დაავადება; დ) ფილტვის ქრონიკული გიგანტური აბსცესი; ე) პლევრის ტოტალური ან სუბტოტალური ემპიემა; ვ) სხვადასხვა ეტიოლოგიის პნევმოკონიოზები; ზ) იდიოპათური ფიბროზირებადი ალვეოლიტი; თ) სარკოიდოზი; ი) პირველადი ემფიზემა.     მუხლი 9🔗. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებანი 1. ნაწლავებისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა ორგანოთა დაავადებანი შეწოვის ფუნქციის გამოხატული მოშლით, კახექსიის სტადიაში. 2. სხვადასხვა ეტიოლოგიის ღვიძლის ციროზები, დეკომპენსაციის სტადიაში, პორტული ჰიპერტენზიით, ჰიპერსპლენიზმით, ჰეპატო-უჯრედოვანი უკმარისობით, გამოხატული ენცეფალოპათიით, რეზისტენტული სრულფასოვანი მკურნალობის მიმართ.     მუხლი 10🔗. თირკმლების დაავადებანი 1. ქრონიკული გლომერულონეფრიტი, ქრონიკული უკმარისობით ტერმინალურ სტადიაში. 2. ქრონიკული პიელონეფრიტი, ქრონიკული უკმარისობით ტერმინალურ სტადიაში. 3. ჰიდრონეფროზი, ქრონიკული უკმარისობით ტერმინალურ სტადიაში. 4. თირკმლების პოლიკისტოზი, ქრონიკული უკმარისობით ტერმინალურ სტადიაში. 5. ამილოიდოზი, ქრონიკული უკმარისობით ტერმინალურ სტადიაში.     მუხლი 11🔗. ძვალ-სახსროვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის დაავადებანი 1. რევმატოიდული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი და სხვა პოლიართრიტები (ფსორიაზული, პოდაგრული, რეაქტიულ-უროგენიტალური და ენტეროკოლიტური ეტიოლოგიის), დაავადების ქრონიკული მიმდინარეობა. ა) რენტგენოლოგიური სტადია IV; ბ) მდგრადი, მაღალი პროცესის ანთებითი აქტივობა (III ხარისხი); გ) სახსრების და ხერხემლის სვეტის გამოხატული ფუნქციური უკმარისობა – III ხარისხის (დაკარგულია თვითმომსახურების უნარი). რეზისტენტული ადეკვატური მკურნალობის მიმართ. 2. სისტემური ვასკულიტები და სხვა ვასკულოპათიები (კვანძოვანი პერიარტერიიტი, ვეგენერის, ვინივარტერ-ბიურგერის, შენლეინ-ჰენოხის, ტაკაიასუს, ბეჰჩეთის და სხვა). ა) შინაგანი ორგანოების ფუნქციის შეუქცევადი მოშლით (ტერმინალური სტადია). რეზისტენტული ადეკვატური მკურნალობის მიმართ. 3. შემაერთებელი ქსოვილის დიფუზური დაავადებანი (სისტემური წითელი მგლურა, სისტემური სკლეროდერმია, დერმატომიოზიტი). ა) შინაგანი ორგანოების ფუნქციის შეუქცევადი მოშლით (ტერმინალური სტადია). რეზისტენტული ადეკვატური მკურნალობის მიმართ.     მუხლი 12🔗. ანატომიური დეფექტები გამოწვეული უკანასკნელი სასჯელის მოხდის პერიოდში დაავადების ან ტრავმის შედეგად ზედა ან ქვედა კიდურების მაღალი ამპუტაცია, აგრეთვე ერთი ზედა და ერთი ქვედა კიდურის მაღალი ამპუტაცია, რომელიც არ ექვემდებარება პროთეზირებას ან ეგზარტიკულაციას. სამედიცინო დოკუმენტაციის გარდა სავალდებულოა ავადმყოფის ფოტოსურათი.     მუხლი 13🔗. აივ ინფექცია/შიდსი 1. აივ ინფექცია/შიდსის შედეგად განვითარებული ინფექციური და/ან პარაზიტული ავადმყოფობები, C3 კატეგორია, ტერმინალური სტადია. 2. აივ ინფექცია/შიდსის შედეგად განვითარებული ავთვისებიანი სიმსივნეები, C3 კატეგორია, ტერმინალური სტადია. 3. აივ ინფექცია/შიდსის შედეგად განვითარებული სხვა ავადმყოფობები (დემენცია, განლევის სინდრომი, ავადმყოფობები, რომლებიც გათვალისწინებულია ჩამონათვალის სხვა მუხლებში), C3 კატეგორია, ტერმინალური სტადია.     მუხლი 14🔗. ჰემატოლოგიური დაავადებანი 1. ჰიპოპლასტიკური და აპლასტიკური ანემიები, აგრანულოციტოზი – მძიმე ფორმა. 2. თანდაყოლილი ჰემოლიზური ანემიები, თალასემია – მძიმე ფორმა. 3. შეძენილი და თანდაყოლილი კოაგულოპათიები (ჰემოფილია) – მძიმე ფორმა. 4. თრომბოციტოპენიური პურპურა (ვერლჰოფის დაავადება) – მძიმე ფორმა.