„საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოს სერტიფიცირების წესის" დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.07.2022
ძალაში შესვლა 01.09.2022
გამომცემი ორგანო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №172
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016264
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/08/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 4,745 სიტყვა · ~24 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.07.2022 მიღება
01.09.2022 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (24)
საჰაერო ხომალდი
ნებისმიერი აპარატი, რომელიც ატმოსფეროში მდებარეობას ჰაერთან ურთიერთქმედების შედეგად ინარჩუნებს, დედამიწის ზედაპირიდან არეკლილ ჰაერთან ურთიერთქმედების გამოკლებით. საჰაერო ხომალდია: თვითმფრინავი, შვეულმფრენი, პლანერი, სხვა საშუალება
მუხლი 2
კომპონენტი
ძრავა, საჰაერო ხრახნი, ნაწილი ან  მოწყობილობა
მუხლი 2
საფრენად ვარგისობის შენარჩუნება
ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს საჰაერო ხომალდის ტექნიკური მდგომარეობის შენარჩუნებას უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის   და საფრენად ვარგისობის მოთხოვნებთან შესაბამისობას.
მუხლი 2
საავიაციო ტექნიკა
საჰაერო ხომალდი, მისი აღჭურვილობა, მაკომპლექტებელი ნაწილები (აგრეგატები და სისტემები), ძრავები, საწაფი, საჰაერო ხომალდის სახმელეთო მომსახურების საშუალებები
მუხლი 2
ავტორიზაცია
საწარმოს მიერ საფრენად ვარგისობის რეკომენდაციების მომზადებისათვის უფლებამოსილი პირისათვის მინიჭებული უფლებამოსილება, განსაზღვრული სამუშაო მოცულობით, მოამზადოს სააგენტოში წარსადგენი  საფრენად ვარგისობის რეკომენდაციები და აღნიშნული დაადასტუროს  ხელმოწერით
მუხლი 2
ტექნიკური მომსახურება
სხ-ის და/ან მისი კომპონენტების საფრენად ვარგისობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად ცალ-ცალკე ან ერთობლივად ისეთი სამუშაოების ჩატარება, რომელიც მოიცავს აღმდგენ, შემოწმებით, გაუმართაობების აღმოფხვრის სამუშაოებს, ასევე მოდიფიცირებას და/ან რემონტის პრაქტიკულ განხორციელებას
მუხლი 2
საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმო
იურდიული პირი, რომელიც სერტიფიცირებულია ან აღიარებულია სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 30 დეკემბრის №302 ბრძანებით დამტკიცებული  „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ შესაბამისად
მუხლი 2
საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვის საწარმო
იურდიული პირი, რომელიც სერტიფიცირებულია ან აღიარებულია ამ წესის შესაბამისად
მუხლი 2
სერტიფიკატი
სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოს შესაბამისობას ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან
მუხლი 2
გაფრენისწინა შემოწმება
საჰაერო ხომალდის შემოწმება, რომელიც უზრუნველყოფს ამ საჰაერო ხომალდის მზადყოფნას შესასრულებელი ფრენისათვის
მუხლი 2
„ELA1 საჰაერო ხომალდი“
მართვადი (ან პილოტირებადი) ევროპული მსუბუქი საჰაერო ხომალდი:
მუხლი 2
თვითმფრინავი 1200 კგ ან ნაკლები ასაფრენი მაქსიმალური მასით, რომელიც არ
არის კლასიფიცირებული როგორც ძრავიანი კომპლექსური საჰაერო ხომალდი
მუხლი 2
„ELA2 საჰაერო ხომალდი“
მართვადი (ან პილოტირებადი) ევროპული მსუბუქი საჰაერო ხომალდი:
მუხლი 2
თვითმფრინავი 2000 კგ ან ნაკლები ასაფრენი მაქსიმალური მასით, რომელიც არ
არის კლასიფიცირებული როგორც ძრავიანი კომპლექსური საჰაერო ხომალდი
მუხლი 2
საქმიანობის ძირითადი ადგილი
საწარმოს ძირითადი ადგილსამყოფელი, სადაც ხორციელდება ძირითადი საფინანსო ოპერაციები, ოპერირების დაგეგმვა და საფრენად ვარგისობის შენარჩუნების მართვა
მუხლი 2
დამამზადებელი
საწარმო, რომელიც პასუხისმგებელია საავიაციო ტექნიკის საბოლოო აწყობაზე
მუხლი 2
თვითმფრინავი
ჰაერზე მძიმე საფრენი აპარატი, რომელიც მოძრაობაში მოდის ძრავას მეშვეობით და მისი ფრენისას ამწევი ძალა იქმნება ძირითადად უძრავი ზედაპირების აეროდინამიკური რეაქციის შედეგად
მუხლი 2
რემონტი
საჰაერო ხომალდის (პლანერი, ძრავა და მაკომპლექტებელი ნაკეთობების) ცვეთის ან დაზიანების შემდგომ საფრენად ვარგისობის აღდგენა საფრენად ვარგისობის დადგენილი ნორმების შესაბამისად
მუხლი 2
საავიაციო ძრავა
ძრავა, რომელიც განკუთვნილია სხ-ის მოძრაობაში მოსაყვანად. ძრავას შემადგენლობაში შედის მისი ფუნქციონირების და კონტროლისათვის საჭირო კომპონენტები და მოწყობილობები, გარდა საჰაერო ხრახნისა (არსებობის შემთხვევაში)
მუხლი 2
საფრენად ვარგისობის ნორმები
ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჰაერო ხომალდის, ძრავას, აღჭურვილობის და მასალების მიმართ წაყენებული მოთხოვნები
მუხლი 2
შემმუშავებელი
პირი, რომელიც პასუხისმგებელია საავიაციო ტექნიკის ტიპის კონსტრუქციაზე
მუხლი 2
შვეულმფრენი
ჰაერზე მძიმე საფრენი აპარატი, რომელიც ჰაერში მდებარეობას ინარჩუნებს თითქმის ვერტიკალური ღერძის გარშემო ძრავას საშუალებით მბრუნავი ერთი ან რამდენიმე მზიდი ხრახნის ჰაერთან ურთიერთქმედების შედეგად
მუხლი 2
ოპერატიული ტექნიკური მომსახურება
საჰაერო ხომალდის გაფრენისათვის მოსამზადებელი სამუშაოები, დათვალიერება და შემოწმება, რომელიც უზრუნველყოფს სხ-ის გამართულობას,  მათ შორის:
მუხლი 2
საბაზო ტექმომსახურება
ნებისმიერ ტექმომსახურების სამუშაო, გარდა ოპერატიული ტექნიკური მომსახურებისა.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 98% 30.12.2021 „საფრენად ვარგისობის კომბინირებული საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 97% 23.01.2023 „სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 94% 13.11.2020 სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 93% 12.06.2019 „ბორტკვების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 93% 02.10.2024

დოკუმენტის ტექსტი

„საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოს სერტიფიცირების წესის" დამტკიცების შესახებ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №172 2022 წლის 29 ივლისი ქ. თბილისი „საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-9 და 56-ე მუხლების  საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვის  საწარმოს სერტიფიცირების წესი“.   მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის პირველი სექტემბრიდან. სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორილევან კარანაძე საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოს სერტიფიცირების წესი თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. „საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოს სერტიფიცირების წესი“ შემუშავებულია საქართველოს საჰაერო კოდექსის, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის №8 („საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობა“) დანართის და ევროკავშირის 2014 წლის 26 ნოემბრის  რეგულაციის (EU) №1321/2014 მოთხოვნების საფუძველზე. 2.   „საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოს სერტიფიცირების წესის“ (შემდგომში – „წესი“) მოქმედება ვრცელდება საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოზე (შემდგომში – საწარმო), რომელიც ახორციელებს საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული   საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობის მართვას. 3. წესის მიზანია  საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება და საავიაციო ტექნიკის მომხმარებელთა ინტერესების დაცვა. 4. საწარმოს, რომელსაც არ გააჩნია საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოს სერტიფიკატი (შემდგომში – სერტიფიკატი) ან რომელიც არ არის აღიარებული ამ წესის შესაბამისად, არა აქვს უფლება განახორციელოს საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდების  საფრენად ვარგისობის მართვა. 5. საწარმოს სერტიფიცირებას – სერტიფიკატის გაცემას,  გაცემაზე უარის თქმას, შეჩერებას, განახლებას, სერტიფიკატით და/ან სერტიფიკატის დანართით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვას, სერტიფიკატის გაუქმებას, სერტიფიკატში და/ან მის დანართში ცვლილების შეტანას, სერტიფიკატის და/ან მისი დანართის დუბლიკატის გაცემას, სერტიფიკატის მფლობელის საქმიანობაზე ზედამხედველობას, ამ წესის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო). 6. სააგენტოს მიერ სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში. 7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ სერტიფიცირების საკითხებთან (სერტიფიკატის მფლობელის საქმიანობაზე ზედამხედველობის გარდა) დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. 8. სერტიფიკატი ადასტურებს საწარმოს შესაბამისობას ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან. 9. სერტიფიკატში და მის დანართში განისაზღვრება საწარმოს უფლებამოსილება საავიაციო ტექნიკის კლასების, კატეგორიების და საჰაერო ხომალდების (შემდგომში – სხ)  ტიპების საფრენად ვარგისობის მართვასთან დაკავშირებით. სერტიფიცირების დროს განისაზღვრება ასევე ნებადართული საფრენად ვარგისობის მართვის  სახეობები. 10. საწარმოს მიერ საავიაციო ტექნიკის კონკრეტული ტიპების საფრენად ვარგისობის მართვასთან დაკავშირებული ნებადართული სამუშაოები განისაზღვრება  სერტიფიკატით და მისი დანართით (დანართი №3). მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები  ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს და ცნებებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა: ა)  საჰაერო ხომალდი – ნებისმიერი აპარატი, რომელიც ატმოსფეროში მდებარეობას ჰაერთან ურთიერთქმედების შედეგად ინარჩუნებს, დედამიწის ზედაპირიდან არეკლილ ჰაერთან ურთიერთქმედების გამოკლებით. საჰაერო ხომალდია: თვითმფრინავი, შვეულმფრენი, პლანერი, სხვა საშუალება; ბ)  კომპონენტი – ძრავა, საჰაერო ხრახნი, ნაწილი ან  მოწყობილობა; გ)  საფრენად ვარგისობის შენარჩუნება – ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს საჰაერო ხომალდის ტექნიკური მდგომარეობის შენარჩუნებას უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის   და საფრენად ვარგისობის მოთხოვნებთან შესაბამისობას. დ) საავიაციო ტექნიკასაჰაერო ხომალდი, მისი აღჭურვილობა, მაკომპლექტებელი ნაწილები (აგრეგატები და სისტემები), ძრავები, საწაფი, საჰაერო ხომალდის სახმელეთო მომსახურების საშუალებები; ე)  ავტორიზაცია – საწარმოს მიერ საფრენად ვარგისობის რეკომენდაციების მომზადებისათვის უფლებამოსილი პირისათვის მინიჭებული უფლებამოსილება, განსაზღვრული სამუშაო მოცულობით, მოამზადოს სააგენტოში წარსადგენი  საფრენად ვარგისობის რეკომენდაციები და აღნიშნული დაადასტუროს  ხელმოწერით; ვ)  ტექნიკური მომსახურება – სხ-ის და/ან მისი კომპონენტების საფრენად ვარგისობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად ცალ-ცალკე ან ერთობლივად ისეთი სამუშაოების ჩატარება, რომელიც მოიცავს აღმდგენ, შემოწმებით, გაუმართაობების აღმოფხვრის სამუშაოებს, ასევე მოდიფიცირებას და/ან რემონტის პრაქტიკულ განხორციელებას; ზ) საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმო – იურდიული პირი, რომელიც სერტიფიცირებულია ან აღიარებულია სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 30 დეკემბრის №302 ბრძანებით დამტკიცებული  „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ შესაბამისად; თ) საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვის საწარმო – იურდიული პირი, რომელიც სერტიფიცირებულია ან აღიარებულია ამ წესის შესაბამისად; ი)  ძრავიანი კომპლექსური საჰაერო ხომალდი: ი.ა) თვითმფრინავი: ი.ა.ა)   5700 კილოგრამზე მეტი სერტიფიცირებული მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე; ან ი.ა.ბ)  19  და მეტი სერტიფიცირებული სამგზავრო ადგილის მქონე; ან ი.ა.გ)  სერტიფიცირებული ექსპლუატაციისათვის მინიმუმ ორი მფრინავით; ან ი.ა.დ)  აღჭურვილი ტურბორეაქტიული ძრავ(ებ)ით ან ერთზე მეტი ტურბოხრახნული ძრავ(ებ)ით; ან ი.ბ) ვერტმფრენი: ი.ბ.ა)   3175 კილოგრამზე მეტი სერტიფიცირებული მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე; ან ი.ბ.ბ)  9  და მეტი სერტიფიცირებული სამგზავრო ადგილის მქონე; ან ი.ბ.გ) სერტიფიცირებული ექსპლუატაციისათვის მინიმუმ ორი მფრინავით ან ი.გ) საჰაერო ხომალდები დახრადი ხრახნით; კ) სერტიფიკატი – სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოს შესაბამისობას ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან; ლ) გაფრენისწინა შემოწმება – საჰაერო ხომალდის შემოწმება, რომელიც უზრუნველყოფს ამ საჰაერო ხომალდის მზადყოფნას შესასრულებელი ფრენისათვის; მ) „ELA1 საჰაერო ხომალდი“ – მართვადი (ან პილოტირებადი) ევროპული მსუბუქი საჰაერო ხომალდი: მ.ა) თვითმფრინავი 1200 კგ ან ნაკლები ასაფრენი მაქსიმალური მასით, რომელიც არ არის კლასიფიცირებული როგორც ძრავიანი კომპლექსური საჰაერო ხომალდი; მ.ბ) პლანერი და ძრავით აღჭურვილი პლანერი 1200 კგ ან ნაკლები ასაფრენი მაქსიმალური მასით; მ.გ) საჰაერო ბურთი (ან აეროსტატი), რომლის ამწევი გაზის ან ცხელი აირის მაქსიმალური სერტიფიცირებული მოცულობა არ აღემატება 3400 მ​3-ს სითბური აეროსტატისთვის, 1050 მ​3-ს  გაზის აეროსტატისათვის და 300 მ​3-ს  დაბმული გაზის აეროსტატისათვის; მ.დ) დირიჟაბლი, რომლის დიზაინი გათვალისწინებულია არაუმეტეს ოთხ პირზე და ამწევი გაზის ან ცხელი აირის სერტიფიცირებული მოცულობა არ აღემატება 3400 მ​3-ს სითბური დირიჟაბლისთვის და  1050 მ​3-ს გაზის დირიჟაბლისთვის; ნ) „ELA2 საჰაერო ხომალდი“ – მართვადი (ან პილოტირებადი) ევროპული მსუბუქი საჰაერო ხომალდი: ნ.ა)  თვითმფრინავი 2000 კგ ან ნაკლები ასაფრენი მაქსიმალური მასით, რომელიც არ არის კლასიფიცირებული როგორც ძრავიანი კომპლექსური საჰაერო ხომალდი; ნ.ბ) პლანერი და ძრავით აღჭურვილი პლანერი 2000 კგ ან ნაკლები ასაფრენი მაქსიმალური მასით; ნ.გ) საჰაერო ბურთი (აეროსტატი); ნ.დ) სითბური დირიჟაბლი; ნ.ე) გაზის დირიჟაბლი შემდეგი მახასიათებლებით: ნ.ე.ა)    3% მაქსიმალური სტატიკური დატვირთვა; ნ.ე.ბ)   არამიმართული (არავექტორული) წევა (უკუწევის ან რევერსული წევის  გარდა); ნ.ე.გ)   სტრუქტურის, კონტროლის სისტემის და ბალონების სისტემის ჩვეულებრივი და მარტივი დიზაინი; ნ.ე.დ)  მართვის სისტემა გამაძლიერებლის გარეშე; ნ.ვ) ულტრამსუბუქი ვერტმფრენი: ნ.ვ.ა)    600 კგ ან ნაკლები ასაფრენი მაქსიმალური მასით; ნ.ვ.ბ) აქვს მარტივი კონსტრუქცია და აღჭურვილია ერთი მთავარი და ერთი უკანა რედუქტორით, ფიქსირებული შასებით, თხილამურებით ან ნავით; ნ.ვ.გ)   აქვს  მაქსიმუმ ორი ადგილი; ნ.ვ.დ)  აღჭურვილია  ნაპერწკლური ან კომპრესიული აალების სისტემის ერთი ძრავით, გარდა აირტურბინული  ან რაკეტული ძრავისა; ნ.ვ.ე)   სერტიფიცირებული მხოლოდ დღისით ვიზუალური ფრენის წესების მოთხოვნებით. ო) საქმიანობის ძირითადი ადგილი – საწარმოს ძირითადი ადგილსამყოფელი, სადაც ხორციელდება ძირითადი საფინანსო ოპერაციები, ოპერირების დაგეგმვა და საფრენად ვარგისობის შენარჩუნების მართვა; პ) დამამზადებელი – საწარმო, რომელიც პასუხისმგებელია საავიაციო ტექნიკის საბოლოო აწყობაზე; ჟ) თვითმფრინავი – ჰაერზე მძიმე საფრენი აპარატი, რომელიც მოძრაობაში მოდის ძრავას მეშვეობით და მისი ფრენისას ამწევი ძალა იქმნება ძირითადად უძრავი ზედაპირების აეროდინამიკური რეაქციის შედეგად; რ) რემონტი – საჰაერო ხომალდის (პლანერი, ძრავა და მაკომპლექტებელი ნაკეთობების) ცვეთის ან დაზიანების შემდგომ საფრენად ვარგისობის აღდგენა საფრენად ვარგისობის დადგენილი ნორმების შესაბამისად; ს) საავიაციო ძრავა – ძრავა, რომელიც განკუთვნილია სხ-ის მოძრაობაში მოსაყვანად. ძრავას შემადგენლობაში შედის მისი ფუნქციონირების და კონტროლისათვის საჭირო კომპონენტები და მოწყობილობები, გარდა საჰაერო ხრახნისა (არსებობის შემთხვევაში); ტ) საფრენად ვარგისობის ნორმები – ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჰაერო ხომალდის, ძრავას, აღჭურვილობის და მასალების მიმართ წაყენებული მოთხოვნები; უ) შემმუშავებელი – პირი, რომელიც პასუხისმგებელია საავიაციო ტექნიკის ტიპის კონსტრუქციაზე; ფ) შვეულმფრენი – ჰაერზე მძიმე საფრენი აპარატი, რომელიც ჰაერში მდებარეობას ინარჩუნებს თითქმის ვერტიკალური ღერძის გარშემო ძრავას საშუალებით მბრუნავი ერთი ან რამდენიმე მზიდი ხრახნის ჰაერთან ურთიერთქმედების შედეგად; ქ) ოპერატიული ტექნიკური მომსახურება – საჰაერო ხომალდის გაფრენისათვის მოსამზადებელი სამუშაოები, დათვალიერება და შემოწმება, რომელიც უზრუნველყოფს სხ-ის გამართულობას,  მათ შორის: ქ.ა) გაუმართაობის  დიაგნოსტიკა; ქ.ბ) გაუმართაობის  აღმოფხვრა; ქ.გ) კომპონენტის გამოცვლა, რომლის დროსაც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს გარე სატესტო მოწყობილობა (კომპონენტის გამოცვლისას ასევე იგულისხმება ძრავის ან საჰაერო ხრახნის გამოცვლა); ქ.დ) გეგმური ტექნიკური მომსახურება ან/და შემოწმება, მაგრამ არ საჭიროებს სიღრმისეულ შემოწმებას (მათ შორის, სხ-ის სტრუქტურის, სისტემების და ძრავის შიდა შემოწმებები სწრაფი შეღწევის პანელებიდან.). ქ.ე) მარტივი რემონტების და მოდიფიკაციების სამუშოების შესრულება, რომელიც არ მოითხოვს დაშლას და სრულდება მარტივი საშუალებებით; ქ.ვ) საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის შენარჩუნების სავალდებულო ინსტრუქციებით გათვალისწინებული საბაზო ტექმომსახურების გადაუდებელი სამუშაოების (Emergency AD, Emergency SB, Emergency SL) შესრულება ოპერატიული ტექმომსახურებისას, შესაბამისობის მონიტორინგზე პასუხიმგებელი პირის მიერ შესწავლილი რისკების და საწარმოში არსებული ამ სამუშაოს შესრულების პირობების შეფასების საფუძველზე, სააგენტოსთან წინასწარი შეთანხმების შემდეგ; ღ) საბაზო ტექმომსახურება –  ნებისმიერ ტექმომსახურების სამუშაო, გარდა ოპერატიული ტექნიკური მომსახურებისა. მუხლი 3🔗. საწარმოს უფლებამოსილებები  1. სერტიფიკატი და მისი დანართი განსაზღვრავს საწარმოს უფლებამოსილებას, განახორციელოს  საჰაერო ხომალდების საფრენად ვარგისობის შენარჩუნების სამუშაოები. 2. ექსპლუატანტისათვის, რომელიც ახორციელებს კომერციულ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას, ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილება გაიცემა საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების დროს. 3. საწარმოს სამუშაო მოცულობა განსაზღვრული უნდა იქნეს საფრენად ვარგისობის  მართვის სახელმძღვანელოში (CAME). 4. ამ წესის შესაბამისად სერტიფიცირებული საწარმო უფლებამოსილია: ა) უზრუნველყოს მის სერტიფიკატში არსებული საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობის შენარჩუნება, რომელიც არ ახორციელებს კომერციულ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას; ბ) უზრუნველყოს იმ საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობის შენარჩუნება, რომელიც ახორციელებს კომერციულ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას, თუ აღნიშნული საჰაერო ხომალდი მითითებულია როგორც ამ წესით განსაზღვრულ სერტიფიკატში, ასევე, საჰაერო ხომალდის  ექსპლუატანტის სერტიფიკატში; გ) უზრუნველყოს ქვეკონტრაქტორი საწარმოს მიერ საფრენად ვარგისობის შენარჩუნების განსაზღვრული ამოცანების შესრულება, მისი მართვის სისტემის ზედამხედველობის ქვეშ; დ) დაამტკიცოს ტექნიკური მომსახურების პროგრამა, შემდეგი საჰაერო ხომალდისათვის თუ ეს სხ არ ახორციელებს კომერციულ გადაყვანა-გადაზიდვას: დ.ა)   თვითმფრინავი მაქსიმალური ასაფრენი მასით 2700 კგ და ნაკლები, გარდა ძრავიანი კომპლექსური თვითმფრინავისა; დ.ბ)  ვერტმფრენი მაქსიმალური ასაფრენი მასით 1200კგ და ნაკლები ან  4 ან  ნაკლებ მგზავრზე სერტიფიცირებული; დ.გ) ELA-2 საჰაერო ხომალდები; ე) სააგენტოში წარსადგენად მოამზადოს საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობის გაგრძელების რეკომენდაციები. 5. საწარმო უფლებამოსილია ქვეკონტრაქტორ საწარმოს გადასცეს საფრენად ვარგისობის შენარჩუნების შემდეგი ამოცანები: ა) საფრენად  ვარგისობის დირექტივების ანალიზი და შესრულების დაგეგმვა; ბ) სერვისული ბიულეტინების ანალიზი; გ) ტექნიკური მომსახურების სამუშაოების დაგეგმვა; დ) საიმედობის და ძრავის მდგომარეობის მონიტორინგი; ე) ტექნიკური მომსახურების პროგრამის მომზადება და მასში ცვლილების შეტანა. მუხლი 4🔗. საწარმოში დაგეგმილი ცვლილებები 1. საწარმოში  დაგეგმილი შემდეგი ცვლილებები საჭიროებს სააგენტოს წინასწარ თანხმობას: ა) საწარმოს სერტიფიკატით და მისი დანართით განსაზღვრული სამუშოების მოცულობებთან დაკავშირებული ცვლილებები; ბ)  პასუხისმგებელი და დანიშნული ხელმძღვანელი პირების ცვლილება; გ) პასუხისმგებელ და დანიშნულ ხელმძღვანელ პირებს  შორის ანგარიშვალდებულების სქემის ცვლილება; დ)  იმ პროცედურის ცვლილება, რომლის შესაბამისად ხორციელდება საწარმოს ცვლილებები სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე. 2.   განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია დაგეგმილი ცვლილების შესახებ სააგენტოს წარედგინება ცვლილების განხორციელებამდე. 3.   საწარმო უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილება სააგენტოს თანხმობის მიღების შემდეგ. 4.   ის ცვლილებები, რომლებიც არ საჭიროებს სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებას ეცნობება სააგენტოს ცვლილების განხორციელებიდან 5 დღის განმავლობაში. მუხლი 5🔗. სააგენტოს უფლებამოსილი პირის საწარმოში დაშვება საწარმო ვალდებულია ნებისმიერ დროს უზრუნველყოს სააგენტოს უფლებამოსილი პირის  დაშვება საწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციასთან, საჰაერო ხომალდთან, შენობა-ნაგებობებთან და სხვა ტექნიკური მომსახურების საშუალებებთან.  მუხლი 6🔗. ნაკლოვანებები  1. სააგენტოს მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგების გათვალისწინებით, საწარმომ უნდა უზრუნველყოს: ა) შეუსაბამობის (ნაკლოვანების) გამომწვევი მიზეზ(ებ)ის  და ხელშემწყობი ფაქტორების დადგენა; ბ) მაკორექტირებელი სამოქმედო გეგმის მომზადება და  სააგენტოსთან შესათანხმებლად წარდგენა; გ) სააგენტოსთან შეთანხმებული მაკორექტირებელი ღონისძიებების გატარება; 2.         საწარმოს მიერ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ქმედებები უნდა განხორციელდეს სააგენტოსთან შეთანხმებულ ვადებში. მუხლი 7🔗. მოვლენათა შეტყობინება  1. საწარმომ, მართვის სისტემის ფარგლებში უნდა დანერგოს მოვლენათა შეტყობინების სისტემა სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 5 თებერვლის №17 ბრძანებით დამტკიცებული „საავიაციო მოვლენათა შეტყობინების და საავიაციო მოვლენათა შესახებ ინფორმაციის გავრცელების წესის“ მოთხოვნების შესაბამისად. 2.  საწარმო  ვალდებულია, სააგენტოსთან შეთანხმებული პროცედურების დაცვით, საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურებისას გამოვლენილი გაუმართაობის, მტყუნების, დეფექტის ან სხვა შემთხვევის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს სააგენტოს და სხ-ის ტიპის შემუშავებაზე პასუხისმგებელ ორგანიზაციას. 3.   საავიაციო მოვლენის შესახებ სავალდებულო შეტყობინება წარდგენილი უნდა იქნეს მოვლენის მოხდენიდან შეძლებისდაგვარად დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 72 საათისა. 4.   საწარმომ უნდა წარმოადგინოს ანგარიში, სადაც დეტალურად  იქნება აღწერილი გასატარებელი  ღონისძიებები მსგავსი მოვლენების მომავალში თავიდან აცილებისათვის. მუხლი 8🔗. მართვის სისტემა 1. საწარმომ უნდა დანერგოს მართვის სისტემა, რომელიც უნდა შედგებოდეს შემდეგი კომპონენტებისაგან:   ა) პერსონალის პასუხისმგებლობების და ანგარიშვალდებულებების აღწერა მთელი საწარმოს მასშტაბით, მათ შორის, ხელმძღვანელი პასუხისმგებელი პირის ვალდებულება უსაფრთხოებაზე; ბ) საწარმოს ხედვა და პრინციპები უსაფრთხოების პოლიტიკისა და  მიზნების მიმართ; გ) საწარმოს საქმიანობის შედეგად გამოწვეული საავიაციო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეების იდენტიფიცირება, მათი შეფასება და მასთან დაკავშირებული რისკების მართვა, მათ შორის, რისკების შემცირებისა და მათი ეფექტურობის გადამოწმების მიზნით; დ) ტექნიკური პერსონალის უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლება; ე) დოკუმენტაციის წარმოება, რომელიც  აღწერს მართვის სისტემის ძირითად პროცესებს, მათ შორის, პერსონალისთვის  მათი ვალდებულებების და ამ დოკუმენტაციის განახლების პროცედურების გაცნობის პროცესს; ვ)  დადგენილ მოთხოვნებთან საწარმოს საქმიანობის შესაბამისობის მონიტორინგი, მათ შორის, პასუხისმგებელი ხელმძღვანელი პირისათვის შემოწმების შედეგების მიწოდების სისტემა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მაკორექტირებელი ღონისძიებების ეფექტურად განხორციელება. 2.  საწარმოს მართვის სისტემა უნდა შეესაბამებოდეს საწარმოს ორგანიზაციულ სტრუქტურას, გაწეული მომსახურების კომპლექსურობას, საფრთხეების და რისკების გათვალისწინებით. 3. თუ ავიასაწარმო, გარდა საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის შენარჩუნების მომსახურებისა ახორციელებს სხვა საავიაციო საქმიანობას  საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის შესაბამისად, შესაძლებელია გააჩნდეს ერთიანი ინტეგრირებული მართვის  სისტემა. 4. თუ საწარმო ახორციელებს კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის განმახორციელებელი საჰაერო ხომალდების საფრენად ვარგისობის მართვას, მისი მართვის სისტემა ინტეგრირებული უნდა იქნეს შესაბამისი ექსპლუატანტის მართვის სისტემაში. მუხლი 9🔗. უსაფრთხოების ანგარიშების  შიდა წარმოება 1. საწარმომ, მართვის სისტემის ფარგლებში, უნდა ჩამოაყალიბოს უსაფრთხოების ანგარიშების შიდა წარდგენის  სქემა, რაც ითვალისწინებს ამ წესის მე-7 მუხლის  მოთხოვნით წარმოდგენილი მოვლენათა შეტყობინების ანგარიშების შეგროვებას და შეფასებას. 2. პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშების გარდა საწარმომ უნდა უზრუნველყოს  სხვა ნებისმიერი შეცდომების, გადაცდომების  და საფრთხეების შესახებ  ანგარიშების წარმოება და შეფასება. 3.  საწარმომ უნდა: ა) დაადგინოს ანგარიშებში წარმოდგენილი შეცდომების, გადაცდომის  და საფრთხეების მიზეზები და ხელშემწყობი ფაქტორები და განიხილოს ისინი, როგორც უსაფრთხოების რისკების მართვის პროცესის ნაწილი; ბ) უზრუნველყოს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის ანალიზი და საჭიროებისამებრ მისი გავრცელება. 4.  საწარმომ უნდა უზრუნველყოს ქვეკონტრაქტით გადაცემულ საქმიანობასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის  წარმოება. 5. საწარმომ უნდა ითანამშრომლოს სხვა საწარმოსთან, რომელიც იკვლევს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხს, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოების  დონის ამაღლებას. მუხლი 10🔗. კონტრაქტი და ქვეკონტრაქტი 1. საწარმოს მიერ საჰაერო ხომალდის  საფრენად ვარგისობის შენარჩუნების  საქმიანობის კონტრაქტით  ან ქვეკონტრაქტით გადაცემის შემთხვევაში: ა) აღნიშნული საფრენად ვარგისობის შენარჩუნების საქმიანობა უნდა განხორციელდეს ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად; ბ) ამ მუხლში მითითებული კონტრაქტით გათვალისწინებულ საქმიანობასთან დაკავშირებული საფრთხეები განიხილება როგორც საწარმოს მართვის სისტემის ნაწილი. 2. ქვეკონტრაქტორი საწარმო უნდა ფლობდეს სააგენტოს მიერ გაცემულ ან აღიარებულ საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოს სერტიფიკატს, შესაბამისი სამუშაო მოცულობებით. საწარმომ უნდა უზრუნველყოს სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის ქვეკონტრაქტორ საწარმოში დაშვება, რათა დადგინდეს არსებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა. თავი II სასერტიფიკაციო მოთხოვნები  მუხლი 11🔗. სამუშაო პირობები   1. საწარმო ვალდებულია უზრუნველყოს პერსონალი   სათანადო საოფისე ფართით, სადაც შექმნილი უნდა იქნეს ისეთი სამუშაო გარემო, რომელიც არ მოახდენს უარყოფით ზეგავლენას პერსონალის ეფექტურ მუშაობაზე. 2. საოფისე ფართში გათვალისწინებული უნდა იყოს ტექნიკური დოკუმენტაციის შესანახი ბიბლიოთეკა და ოთახი დოკუმენტაციის განხილვისათვის. მუხლი 12🔗. ჩანაწერების აღრიცხვა  1. საწარმო ვალდებულია: ა) აღრიცხოს და შეინახოს საჰაერო ხომალდის ტექნიკური დოკუმენტაცია საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების განხორციელების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ბ) აღრიცხოს და შეინახოს მის მიერ შესრულებული  სამუშაოების ჩანაწერები. გ) შეინახოს ტექნიკური დოკუმენტაცია სამი წლის განმავლობაში თუ საჰაერო  ხომალდი მუდმივად გადაეცა სხვა პირს ან საწარმოს. დ) იმ შემთხვევაში, თუ საწარმო შეწყვეტს საქმიანობას, ბოლო სამი წლის განმავლობაში შენახული ყველა ჩანაწერი გადაეცემა შესაბამისი საჰაერო ხომალდის ბოლო მფლობელს ან დამკვეთს. 2. მართვის სისტემისა და ხელშეკრულებებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოების მიზნით საწარმო ვალდებულია:  ა) აღრიცხოს და შეინახოს მართვის სისტემის ძირითადი პროცესების დოკუმენტაცია; ბ) კონტრაქტორ და ქვეკონტრაქტორ საწარმოებთან  გაფორმებული ხელშკრულებები; გ) მართვის სისტემასთან და კონტრაქტებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია საწარმოში შეინახოს არანაკლებ 5 წლის განმავლობაში. 3. საწარმოს პერსონალის ჩანაწერების  წარმოების მიზნით საწარმო ვალდებულია: ა) აღრიცხოს და შეინახოს საავიაციო ტექნიკის  საფრენად ვარგისობის მართვაში, შესაბამისობის მონიტორინგში და უსაფრთხოების  სისტემაში ჩართული პერსონალის კვალიფიკაციისა და გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ბ) აღრიცხოს საჰაერო ხომალდის ვარგისობის  რეკომენდაციების გამცემი პერსონალის კვალიფიკაციისა და გამოცდილების და სწავლების  დამადასტურებელი მონაცემები და დოკუმენტაცია. გ) პერსონალის დოკუმენტაცია შეინახოს პირის საწარმოში მუშაობის პერიოდში და მის მიერ საწარმოს დატოვების შემდეგ სამი წლის განმავლობაში. 4. საწარმო ვალდებულია უზრუნველყოს ტექნიკური დოკუმენტაციის უსაფრთხო  შენახვისა და ეფექტური მოძიების სისტემის შექმნა. 5. ჩანაწერების ფორმატი აღწერილი უნდა იქნეს საწარმოს სახელმძღვანელოში. 6. ჩანაწერები დაცული უნდა იქნეს დაზიანებისაგან, დაკარგვისა და მათში არაკანონიერი ცვლილებების შეტანის შესაძლებლობისგან. მუხლი 13🔗. საწარმოს პროცედურების  სახელმძღვანელო 1. საწარმომ სააგენტოში უნდა წარმოადგინოს საფრენად ვარგისობის მართვის პროცედურების  სახელმძღვანელო, ასევე მასთან დაკავშირებული სახელმძღვანელოები და პროცედურები, რომელიც მოიცავს: ა) საწარმოს ხელმძღვანელი პასუხისმგებელი პირის ხელმოწერილ  დადასტურებას, რომ საწარმო განახორციელებს საფრენად ვარგისობის მართვას ამ წესის მოთხოვნების და საწარმოს პროცედურების სახელმძღვანელოს შესაბამისად. თუ ხელმძღვანელი პასუხისმგებელი პირი არ არის საწარმოს დირექტორი, აღნიშნული დადასტურება დამატებით დამოწმებული უნდა იყოს დირექტორის ხელმოწერით; ბ)  საწარმოს უსაფრთხოების პოლიტიკა და მიზნები ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად; გ) საწარმოს სამუშაო მოცულობების დეტალური აღწერა; დ) ადამიანური რესურსების მართვა  და სამუშაოს დაგეგმვა; ე) ამ წესის მე-14 მუხლით განსაზღვრული პერსონალის სახელები და თანამდებობები; ვ) ამ წესის მე-14 მუხლით განსაზღვრული პერსონალის  უფლებები და მოვალეობები; ზ) საწარმოს სტრუქტურა, სადაც ასევე აღწერილი იქნება სტრეუქტურულ ერთეულობს შორის ანგარიშვალდებულების და პასუხისმგებლობის სქემა; თ)  სხ-ის ტექნიკური მდგომარეობის შეფასების უფლებამოსილი  პერსონალის ჩამონათვალი; ი)   საწარმოს შენობა- ნაგებობების აღწერა; კ)  უსაფრთხოების ანგარიშების წარდგენის შიდა   სქემის აღწერა; ლ)   ამ წესის შესაბამისობის უზრუნველყოფის პროცედურები, კერძოდ: ლ.ა) მართვის სისტემის ძირითადი პროცესების დოკუმენტირება (აღწერა); ლ.ბ) კონტრაქტორების და ქვეკონტრაქტორების საქმიანობის  ზედამხედველობის (კონტროლის) პროცედურები; ლ.გ) საფრენად ვარგისობის მართვის, საფრენად ვარგისობის შეფასების და რეკომენდაციების მომზადების პროცედურები; ლ.დ) იმ ცვლილებების განხორციელების და სააგენტოსთვის შეტყობინების პროცედურები, რომლებიც არ საჭიროებს სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებას; ლ.ე) სახელმძღვანელოში ცვლილების შეტანის პროცედურები; მ) ტექნიკური მომსახურების პროგრამების ჩამონათვალი; ნ) ტექნიკური მომსახურების ხელშეკრულებების ჩამონათვალი. 2. პროცედურების სახელმძღვანელოს ითანხმებს სააგენტო. საჭიროებისამებრ ხდება მისი განახლება საწარმოში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, რომელიც ასევე თანხმდება სააგენტოსთან. მუხლი 14🔗. საწარმოს პერსონალი  1. საწარმოში ინიშნება ხელმძღვანელი პასუხისმგებელი პირი, რომელიც ვალდებულია: ა) უზრუნველყოს საფრენად ვარგისობის შენარჩუნების  საქმიანობის საჭირო ფინანსური მართვა და  შესაბამისი სამუშაოების განხორციელება ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად; ბ) განსაზღვროს და შეაფასოს საწარმოში არსებული რესურსები, რათა საწარმომ შეასრულოს საჰაერო ხომალდების საფრენად ვარგისობის მართვა ამ წესის შესაბამისად; გ)    ჩამოაყალიბოს და წარმართოს უსაფრთხოების პოლიტიკა ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად; დ) დანიშნოს საწარმოს საქმიანობის კონკრეტულ მიმართულებაზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ი, რომლებიც უზრუნველყოფენ  საწარმოს საქმიანობის შესაბამისობას  ამ წესის მოთხოვნებთან; ე) დანიშნოს პასუხისმგებელი პირ(ებ)ი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მართვის სისტემით მოთხოვნილი შესაბამისობის მონიტორინგი; ვ) დანიშნოს პასუხისმგებელი პირ(ებ)ი, რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხოების მართვის პროცესების ეფექტურ ფუნქციონირებას; ზ) იცნობდეს ამ წესის მოთხოვნებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები ვალდებული არიან, შესაბამისობის მინიტორინგთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია უშუალოდ გააცნონ პასუხისმგებელ ხელმძღვანელ პირს. 3. კომერციული გადაყვანა-გადაზიდვის  განმახორციელებელი ექსპლუატანტის საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოს პასუხისმგებელი ხელმძღვანელი პირი: ა) იმავდროულად უნდა იყოს  აღნიშნული ექსპლუატანტის  პასუხისმგებელი ხელმძღვანელი პირი, ბ) ვალდებულია საფრენად ვარგისობის შენარჩუნებაზე პასუხისმგებელ პირად არ დანიშნოს პირი, თუ ის დასაქმებულია კონტრაქტორი ტექნიკური მომსახურების საწარმოში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ შესაბამისი რისკების შეფასების და შემცირების ანალიზის საფუძველზე, აღნიშნული საკითხი    შეთანხმებულია სააგენტოსთან. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს უნდა გააჩნდეთ მათზე დაკისრებული ვალდებულების განხორციელებისათვის საჭირო ცოდნა, მომზადება და გამოცდილება, კერძოდ: ა) საავიაციო უსაფრთხოების სტანდარტებისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის  პრაქტიკული გამოცდილება; ბ) დეტალურად  უნდა იცოდნენ: ბ.ა) საექსპლუატაციო მოთხოვნების და პროცედურების შესაბამისი ნაწილი; ბ.ბ)  ექსპლუატანტის საექსპლუატაციო სპეციფიკაციები; ბ.გ) ექსპლუატანტის ფრენის შესრულების სახელმძღვანელოს შესაბამისი ნაწილის შინაარსი.  გ)  ადამიანური ფაქტორის პრინციპების ცოდნა; დ) უსაფრთხოების მართვის სისტემის და მასთან დაკავშირებული ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის ცოდნა; ე) 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამისი  მიმართულებით და აქედან 2 წელი საავიაციო სფეროში შესაბამის პოზიციაზე; ვ)  ტექნიკური განათლება საავიაციო სპეციალობით ან საჰაერო ხომალდის ტექნიკოსის კვალიფიკაცია დამატებითი სწავლების  მიღების შემდეგ; შენიშვნა: ტექნიკური განათლება საავიაციო სპეციალობით ჩაითვლება დაკმაყოფილებულად, თუ კანდიდატს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნაზე დამატებით გააჩნია 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების ან საფრენად ვარგისობის მართვის ან აღნიშნული მიმართულებების ზედამხედველობის სფეროში. ზ) საწარმოს პროცედურების სახელმძღვანელოს საფუძვლიანი ცოდნა; თ) საჰაერო ხომალდის შესაბამისი ტიპის ცოდნა, რომელიც მან შეიძინა სასწავლო გაცნობითი კურსის გავლის შედეგად სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ ან აღიარებულ სასწავლო დაწესებულებაში ან სხ-ის მწარმოებელთან;   ი) საწარმოში დამკვიდრებული ტექმომსახურების სამუშაოების განხორციელების მეთოდების ცოდნა; კ) საავიაციო ტექნიკის ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებული საავიაციო კანონმდებლობის ცოდნა. 5. ეს პირ(ებ)ი, ანგარიშვალდებულნი არიან საწარმოს ხელმძღვანელი პასუხისმგებელი პირის წინაშე. 6. საწარმომ უნდა უზრუნველყოს თავისი საქმიანობის დაგეგმვა, რომლის დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ადამიანური რესურსი, რათა საწარმოს მიერ მოხდეს სერტიფიკატით გათვალისწინული საქმიანობის განხორციელება.  7. საწარმოს, საფრენად ვარგისობის რეკომენდაციების მომზადებისათვის უნდა ჰყავდეს შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალი, რომელიც ავტორიზირებული უნდა იყოს მე-15 მუხლის შესაბამისად. 8. საწარმო ვალდებულია,   დაადგინოს საკვალიფიკაციო მოთხოვნები  იმ პერსონალისთვის, რომლებიც ახორციელებენ სხ-ის საფრენად ვარგისობის შენარჩუნების  სამუშაოებს, უსაფრთხოების  მართვას და შესაბამისობის მონიტორიგის მიზნით აუდიტის ჩატარებას და უზრუნველყოს მათი კვალიფიკაციის შენარჩუნება. მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო  გამოცდილების გარდა, ასევე უნდა იცნობდეს უსაფრთხოების მართვის პრინციპებს, ადამიანურ ფაქტორების და ადამიანურ შესაძლებლობებს. მუხლი 15🔗. საჰაერო ხომალდის მდგომარეობის შეფასებაზე  უფლებამოსილი პერსონალი 1. საჰაერო ხომალდის მდგომარეობის შეფასებაზე უფლებამოსილი პერსონალი, რომელიც ახორციელებს საჰაერო ხომალდის ტექნიკური მდგომარეობის შეფასებას და საფრენად ვარგისობის რეკომენდაციების მომზადებას უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) ჰქონდეს არანაკლებ 5 (ხუთი) წლის სამუშაო გამოცდილება საფრენად ვარგისობის მართვაში; ბ) გააჩნდეს სხ-ის ტექმომსახურების ავიასპეციალისტის შესაბამისი მოწმობა ან/და უმაღლესი  საავიაციო ტექნიკური განათლება; გ) გავლილი ჰქონდეს საავიაციო ტექნიკური სწავლება; დ) დასაქმებული იყოს საწარმოში,  ახორციელებდეს თავის საქმიანობას დამოუკიდებლად და არ მონაწილეობდეს საწარმოს მართვის  პროცესებში. 2. საჰაერო ხომალდის მდგომარეობის შეფასების დაშვებაზე უფლებამოსილ პერსონალს უნდა გააჩნდეს მასზე დაკისრებული ვალდებულების განხორციელებისათვის საჭირო ცოდნა, მომზადება და გამოცდილება, კერძოდ: ა) ბოლო 2(ორი) წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს  შესაბამის სხ საფრენად ვარგისობის შენარჩუნების  არანაკლებ 6-თვიანი სამუშაო გამოცდილება, ან; ბ) ბოლო 12 თვის განმავლობაში განხორციელებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 1 საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობის შეფასება. მუხლი 16🔗. საფრენად ვარგისობის მართვა 1. საწარმო ვალდებულია საჰაერო ხომალდების საფრენად ვარგისობის მართვა უზრუნველყოს საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურებისთვის დადგენილი  მოთხოვნების შესაბამისად; 2. საწარმო ვალდებულია უზრუნველყოს: ა) ტექნიკური მომსახურების პროგრამაში შესაბამისი საიმედოობის პროგრამის ინტეგრირება და მისი შესრულების კონტროლი; ბ) საჰაერო  ხომალდის მესაკუთრისათვის ან ექსპლუატანტისათვის ტექნიკური მომსახურების პროგრამის ასლის მიწოდება, თუ ეს საჰაერო ხომალდი არ ახორციელებს კომერციულ გადაყვანა-გადაზიდვას; გ) საჰაერო ხომალდის მოდიფიკაცის და რემონტის შესრულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ტექნიკური მონაცემებით; დ) ძრავიანი კომპლექსური საჰაერო ხომალდისა ან საჰაერო ხომალდისათვის, რომელიც ახორციელებს კომერციულ გადაყვანა-გადაზიდვას, შეიმუშავოს პროცედურა, რომლითაც შეფასებული იქნება არასავალდებულო მოდიფიკაციების და/ან შემოწმებების მიზანშეწონილობა და მათი შესრულება, უსაფრთხოების რისკების მართვის პროცესის გათვალისწინებით. ე) საჰაერო ხომალდის, ძრავების, საჰაერო ხრახნების და კომპონენტების  ტექნიკური მომსახურების ჩატარება სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ან აღიარებული საწარმოს მიერ. ვ) საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობის შენარჩუნებისათვის მოამზადოს ტექნიკური მომსახურების სამუშაოების შეკვეთა, მათი შესრულების ზედამხედველობა   და შესაბამისი გადაწყვეტილების კოორდინაცია, რათა  ტექნიკური მომსახურების სამუშაოების ჩატარება და ექსპლუატაციაში დაშვება განხორციელდეს კანონმდებლობის შესაბამისად; 3. თუ საწარმოს არ გააჩნია თავისი სერტიფიცირებული საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმო ვალდებულია, ექსპლუატანტთან ან მესაკუთრესთან შეთანხმებით, გააფორმოს ხელშეკრულება, სხვა სერტიფიცირებულ ან  აღიარებულ ტექნიკური მომსახურების საწარმოსთან გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. აღნიშნული ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს: ა) საავიაციო ტექნიკის შესასრულებელი ტექნიკური მომსახურების სახეობები საჰაერო ხომალდის ტიპ(ებ)ის და ამოსაცნობი ნიშნების მითითებით, ხოლო ძრავების ტექმომსახურებისას, ამ ძრავების ტიპები; ბ) ადგილმდებარეობა, სადაც სრულდება საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურება. ამ ადგილდებარეობაზე ტექნიკური მომსახურების შესრულება ნებადართული უნდა იყოს საწარმოს სერტიფიკატით; გ) სხვა საწარმოს მიერ ტექმომსახურების სამუშაოების შესრულება; დ) ხელშეკრულებით განსაზღვრული საავიაციო ტექნიკისათვის დამტკიცებული ტექნიკური მომსახურების პროგრამების, მწარმოებლის სახელმძღვანელოებისა და სხვა ტექნიკური დოკუმენტების გამოყენება; ე) ტექნიკური მომსახურების საწარმოზე საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოს მიერ  შესაბამისობის მონიტორინგის ზედამხედველობა; ვ) უცხო სერტიფიკატის გამცემი საავიაციო ხელისუფლების და სააგენტოს ჩართულობა; ზ) საავიაციო ტექნიკაზე შესრულებული საფრენად ვარგისობის დირექტივების, მოდიფიკაციების, ბიულეტენების და სხვა სამუშაოების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; თ) სათადარიგო ნაწილების და სხვა სახარჯი მასალების მიწოდება; ი) ტექმომსახურების სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო დოკუმენტების სამუშაო პაკეტის მომზადება; კ) საავიაციო ტექნიკის ტექმომსახურების შემდეგ საფრენოსნო ან სტენდზე გამოცდა; ლ) საავიაციო ტექნიკის ექსპლუატაციაში დაშვება; მ) ტექმომსახურების ჩანაწერების მომზადება; ნ) საფრენად ვარგისობის მართვის და ტექმომსახურების საწარმოს წარმომადგენლებს შორის ინფორმაციის გაცვლის და ტემომსახურებისას წამოჭრილი საკითხების განხილვა. 4. ტექნიკური მომსახურების საწარმოსთან ხელშეკრულება უნდა  მომზადდეს  და სააგენტოში წარმოდგენილ იქნეს დანართი 1-ის შესაბამისად. 5. ერთჯერადი სამუშაოს შეკვეთის გაფორმება  დასაშვებია ხელშეკრულების გარეშე შემდეგ შემთხვევებში: ა) საჰაერო ხომალდის არაგეგმიური ოპერატიული ტექმომსახურებისას; ბ) კომპონენტების ტექნიკური მომსახურებისას, მათ შორის, ძრავის და საჰაერო ხრახნის ტექნიკური მომსახურებისას; 6. საწარმომ უნდა უზრუნველყოს ადამიანური ფაქტორების და ადამიანური შესაძლებლობების გათვალისწინება საფრენად ვარგისობის მართვის საქმიანობაში, მათ შორის, საქმიანობის კონტრაქტით ან ქვეკონტრაქტით გადაცემის შემთხვევაში.  მუხლი 17🔗. საფრენად ვარგისობის  მონაცემები 1. საწარმოს, სხ-ის ყველა იმ ტიპისათვის, რომელზეც გააჩნია საფრენად ვარგისობის მართვის უფლება,  უნდა გააჩნდეს ტექმომსახურების მოქმედი მონაცემები. 2. საფრენად ვარგისობის მონაცემები მიწოდებული უნდა იქნეს საჰაერო ხომალდის მესაკუთრის ან ექსპლუატანტის მიერ შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. 3. საწარმო ვალდებულია უზრუნველყოს ტექმომსახურების მონაცემების მუდმივი განახლება და კონტროლი. 4. სამუშაოს დამკვეთისაგან ტექმომსახურების მონაცემთა მიღებისას დამკვეთმა   წერილობით უნდა დაადასტუროს, რომ მის მიერ წარმოდგენილია მოქმედი, განახლებული მონაცემები. თავი III საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოს სერტიფიცირება მუხლი 18🔗. განცხადებისა და თანდართული საბუთების წარდგენა სააგენტოში, მათი განხილვა 1. განმცხადებელი სერტიფიკატის მისაღებად სააგენტოში წარადგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს და შეესაბამებოდეს ამ წესის დანართ №2-ით დადგენილ ფორმას. განცხადებას ხელს აწერს განმცხადებლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი. ამ პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა ვრცელდება აგრეთვე საწარმოს მიერ სააგენტოში წარდგენილ განცხადებაზე სერტიფიკატის განახლებასთან, დუბლიკატის გაცემასთან, აგრეთვე, სერტიფიკატში და/ან მის დანართში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით. 2. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს: ა)  განაცხადის ფორმა (დანართ №2-ის შესაბამისად); ბ) საწარმოს ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; გ) საწარმოს პასუხიმგებელი ხელმძღვანელი პირების მონაცემები (დანართ 4-ის შესაბამისად); დ) საწარმოს პროცედურების სახელმძღვანელო, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის მე-13 მუხლის მოთხოვნებს; ე) ამ წესების მოთხოვნებთან საწარმოს შესაბამისობის დასადგენად საწარმოს პერსონალის მიერ  ჩატარებული წინასწარი აუდიტის შედეგები. 3. განცხადების და თანდართული საბუთების ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის (არასრულად, არაზუსტად წარმოდგენის) შემთხვევაში, სააგენტო განმცხადებელს წერილობით მიუთითებს კონკრეტულ ხარვეზზე და კანონმდებლობით დადგენილი წესით განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ხარვეზი და წარმოადგინოს გამოსწორების დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. 4. განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან  შესაბამისობის შემთხვევაში სააგენტო ახორციელებს  საწარმოს ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმებას. მუხლი 19🔗. სერტიფიკატის გაცემა ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. სერტიფიკატის მოქმედების ვადა 1. სააგენტო, ამ წესით დადგენილი სასერთიფიკაციო მოთხოვნების, საწარმოს მიერ დაკმაყოფილების და/ან ხარვეზის სრულად აღმოფხვრის  შემთხვევაში, სერტიფიცირების საბოლოო ანგარიშის საფუძველზე 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში გასცემს სერტიფიკატს და მის დანართს და ითანხმებს საწარმოს პროცედურების სახელმძღვანელოს. 2. სერტიფიკატი გაიცემა უვადოდ, თუ არ მოხდა მისი შეჩერება ან გაუქმება. 3. სააგენტო სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში. მუხლი 20🔗. სერტიფიკატში და/ან სერტიფიკატის დანართში ცვლილების შეტანა 1. სერტიფიკატის მფლობელი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მიმართავს სააგენტოს წერილობითი განცხადებით (დანართი №2), რომელშიც აღინიშნება საწარმოს სერტიფიკატში და/ან სერტიფიკატის დანართში ცვლილებ(ებ)ის შეტანის მიზეზ(ებ)ი. განცხადებას უნდა ერთვოდეს სერტიფიკატში და/ან სერტიფიკატის დანართში ცვლილებ(ებ)ის შეტანის მიზეზ(ებ)ის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. 2. სააგენტოს შეაქვს სერტიფიკატში და/ან სერტიფიკატის დანართში ცვლილებ(ებ)ი, თუ: ა) შეიცვალა სერტიფიკატის მფლობელის დასახელება ან სამართლებრივი ფორმა; ბ) შეიცვალა პირობები, რომელთა შესაბამისადაც იყო გაცემული სერტიფიკატი და/ან სერტიფიკატის დანართი. 3. სააგენტო განცხადებას და თანდართულ საბუთებს იხილავს განცხადების რეგისტრაციიდან სამი თვის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატში და/ან სერტიფიკატის დანართში ცვლილების შეტანის ან ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ. 4. სააგენტო ახალ სერტიფიკატს და/ან სერტიფიკატის დანართს გასცემს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 (სამი) დღის ვადაში. ძველი სერტიფიკატი და/ან სერტიფიკატის დანართი 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში უბრუნდება სააგენტოს. მუხლი 21🔗. სერტიფიკატის და/ან სერტიფიკატის დანართის დუბლიკატის გაცემა 1. სერტიფიკატის და/ან სერტიფიკატის დანართის დუბლიკატი გაიცემა: ა) სერტიფიკატის და/ან სერტიფიკატის დანართის დაკარგვისას; ბ) სერტიფიკატის და/ან სერტიფიკატის დანართის დაზიანებისას.               2. სერტიფიკატის და/ან სერტიფიკატის დანართის დუბლიკატის მისაღებად სერტიფიკატის მფლობელი სააგენტოში წარადგენს განცხადებას დუბლიკატის გაცემის დასაბუთებით. დუბლიკატი გაიცემა სერტიფიკატის მფლობელის განცხადების სააგენტოში რეგისტრაციიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში. მუხლი 22🔗. სერტიფიკატის შეჩერება, გაუქმება,  სერტიფიკატით და/ან სერტიფიკატის დანართით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა 1. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის შეჩერების თაობაზე იმ შემთხვევაში, თუ: ა) სერტიფიკატის მფლობელი არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, რამაც გამოიწვია, ან შეეძლო გამოეწვია ისეთი საავიაციო მოვლენა, რამაც საფრთხე შეუქმნა ან შეეძლო შეექმნა ფრენის უსაფრთხოებისთვის; ბ) საწარმომ ვერ უზრუნველყო სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში  ნაკლოვანებების აღმოფხვრა; გ) სააგენტო უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე 24 თვის განმავლობაში ვერ ახორციელებს იმ საწარმოს  ზედამხედველობას. 2. სერტიფიკატის   შეჩერების თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილება ეგზავნება სერტიფიკატის მფლობელს, რომელშიც დეტალურად უნდა აისახოს სერტიფიკატის შეჩერების მიზეზ(ებ)ი. 3. სერტიფიკატის მოქმედება შეჩერდება იმ დრომდე, ვიდრე არ აღმოიფხვრება სერტიფიკატის შეჩერების მიზეზი, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს 3 (სამი) თვით. 4. სერტიფიკატი განახლდება, თუ აღმოფხვრილ იქნება ის ნაკლოვანებები, რომლებიც გახდა მისი შეჩერების საფუძველი და სერტიფიკატის მფლობელი წერილობით აცნობებს სააგენტოს ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრის თაობაზე. ამასთან,  სააგენტო უნდა დარწმუნდეს ამ ნაკლოვანებების გამოსწორებაში. 5. სერტიფიკატის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს: ა) სერტიფიკატის  შეჩერების ვადის გასვლა, თუ ამ ვადის განმავლობაში არ აღმოიფხვრა მისი შეჩერების საფუძველი; ბ) სერტიფიკატის მფლობელის ლიკვიდაცია; გ) სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნა; დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. 6. სერტიფიკატით და/ან სერტიფიკატის დანართით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა ხორციელდება: ა) სერტიფიკატის მფლობელის განცხადების საფუძველზე; ბ) ამ წესის 24-ე მუხლით განსაზღვრული ზედამხედველობის განხორციელებისას გამოვლენილი ისეთი ნაკლოვანებების არსებობისას, რომლითაც დასტურდება, რომ საწარმოს და სადგურის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ფაქტობრივი მდგომარეობა სრულად ვერ უზრუნველყოფს სერტიფიკატით და/ან სერტიფიკატის დანართით გათვალისწინებული ტმ-ის სახეობებისა და/ან დასაშვებ სამუშაოთა სრულად განხორციელებას. 7. სერტიფიკატის გაუქმების, მისი  შეჩერების, ან სერტიფიკატით და/ან სერტიფიკატის დანართით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების მიღებისთანავე, საწარმო ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის შესახებ დაინტერესებულ პირებს. 8. სერტიფიკატის გაუქმების შემთხვევაში საწარმო ვალდებულია  3 (სამი) დღის ვადაში დააბრუნოს სააგენტოში სერტიფიკატი და მისი დანართი. მუხლი 23🔗. უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სერტიფიკატის აღიარება 1. საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურება ხორციელდება უცხო ქვეყნის მიერ სერტიფიცირებული საწარმოს მიერ, თუ ამ საწარმოს გააჩნია EASA-ს  ან EASA-ს  წევრი ქვეყნის მიერ გაცემული სერტიფიკატი  (შემდგომში – უცხო სერტიფიკატი) და აღიარებულია სააგენტოს მიერ. 2. სააგენტოს მიერ უცხო ქვეყნის სერტიფიკატის აღიარებისათვის, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტმა /მესაკუთრემ სააგენტოში უნდა წარმოადგინოს: ა) განაცხადი (დანართი№ 2); ბ) უცხო ქვეყნის სერტიფიკატის მფლობელთან საფრენად ვარგისობის მართვაზე  დადებული ხელშეკრულება  ამ მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად. გ) უცხო ქვეყნის სერტიფიკატი და მისი დანართი; დ) საწარმოს პროცედურების სახელმძღვანელო და აღიარებასთან დაკავშირებული დამატება;  ე) ამ წესების მოთხოვნებთან საწარმოს შესაბამისობის დასადგენად ექსპლუატანტის მიერ  ჩატარებული წინასწარი  აუდიტის შედეგები. 3. საწარმოს პროცედურების სახელმძღვანელოს დამატებას ამტკიცებს სააგენტო. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით წარმოდგენილი საბუთების სააგენტოში განხილვა, და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება (აღიარება ან აღიარებაზე უარის თქმა) ხორციელდება ამ წესის მე-19 მუხლის შესაბამისად.  5. აღიარების მოწმობის გაცემამდე, სააგენტო ამოწმებს სერტიფიკატის  ნამდვილობას (ავთენტურობას) სერტიფიკატის  გამცემ საავიაციო ხელისუფლებასთან. 6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხო ქვეყნის სერტიფიკატის აღიარებაზე დადებითი დასკვნისას სააგენტო გასცემს „საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოს აღიარების მოწმობას“ (დანართი №5). 7. „საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვის  საწარმოს აღიარების მოწმობა“ (შემდგომში – აღიარების მოწმობა) გაიცემა აღიარებული უცხო ქვეყნის სერტიფიკატის მოქმედების ვადის ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს ორი წლის ვადით. 8. საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვის  საწარმოს აღიარებისას, ექსპლუატანტის/მესაკუთრის მიერ წარმოდგენილი უცხო ქვენის სერტიფიკატის მფლობელ საწარმოსთან გაფორმებული  ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს: ა) საავიაციო ტექნიკის შესასრულებელი საფრენად ვარგისობის ამოცანები, საჰაერო ხომალდის ტიპ(ებ)ის და ამოსაცნობი ნიშნების მითითებით, ასევე,  ძრავების და კომპონენტების  ტიპები საჭიროებისამებრ; ბ) ტექნიკური მომსახურების პროგრამის მომზადება და მისი ცვლილებები; გ) ტექნიკური მომსახურების ეფექტურობის შეფასება და საიმედობა; დ) ტექნიკური მომსახურების პროგრამაში განსაზღვრული ინტერვალების ნებადართული გადავადება; ე) გეგმიური ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფა; ვ) შესაბამისობის უზრუნველყოფა და რისკების შეფასება; ზ) უცხო სერტიფიკატის გამცემი საავიაციო ხელისუფლების და სააგენტოს ჩართულობა; თ) ტექნიკური მომსახურების მონაცემები; ი) ექსპლუატანტის მიერ საავიაციო ტექნიკაზე შესრულებული საფრენად ვარგისობის დირექტივების, მოდიფიკაციების, ბიულეტენების და სხვა სამუშაოების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; კ) რესურსშეზღუდული აგრეგატების ვადების  კონტროლი და მათი გამოცვლის დაგეგმარება; ლ) ძრავების მდგომარეობის მონიტორინგი; მ) დეფექტების კონტროლი; ნ) სავალდებულო  შეტყობინებები: ო) ტექმომსახურების ჩანაწერების მომზადება; 9. უცხო სერტიფიკატის აღიარების მოწმობა შეიძლება შეჩერდეს ან გაუქმდეს სააგენტოს მიერ ამ წესის 22-ე მუხლის შესაბამისად. მუხლი 24🔗. ზედამხედველობა 1. სერტიფიკატის/აღიარების მოწმობის მფლობელის მიერ ტმ-სთან დაკავშირებულ საქმიანობაზე ზედამხედველობა სერტიფიცირების განუყოფელი ნაწილია და მას ახორციელებს სააგენტო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში. 2. სერტიფიკატის მფლობელის ტმ-სთან დაკავშირებული საქმიანობის ზედამხედველობა ითვალისწინებს სერტიფიკატით და/ან მისი დანართით  გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მდგომარეობის შემოწმებას. შემოწმების სახეს (გეგმური, არაგეგმური) და პერიოდულობას ადგენს სააგენტო. ამ პუნქტით განსაზღვრული შემოწმებისას საქართველოს ტერიტორიის გარეთ, განმცხადებელი, საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, ვალდებულია აანაზღაუროს სააგენტოს სპეციალისტების სამივლინებო ხარჯები. 3. სააგენტოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის სერტიფიკატის მფლობელის ზედამხედველობა  ხორციელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ან უცხო სერტიფიკატის გამცემი ორგანოდან მიღებული ზედამხედველობის ანგარიშების საფუძველზე.