ქალაქ ტყიბულის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების საფასურისა და პარკირების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.07.2022
გამომცემი ორგანო ტყიბულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №39
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.125.016444
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/08/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.07.2022 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (29)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ რობაქიძე | ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრის, ავტომანქანების პარკირების წესების დადგენისა და პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის დადგენის შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესის დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების – ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესის დადგენის შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ტყიბულის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების საფასურისა და პარკირების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №39
2022 წლის 29 ივლისი
ქ. ტყიბული
ქალაქ ტყიბულის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის “კ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1254 მუხლისა და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ ტყიბულის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ქალაქ ტყიბულის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების საფასური დროის მონაკვეთის მიხედვით:
ა) 1 დღე – 0.50 (გადახდის მომენტიდან მომდევნო 1 კალენდარული დღის განმავლობაში);
ბ) 1 კვირა – 3 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 6 კალენდარული დღის განმავლობაში);
გ) 1 თვე – 10 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 30 კალენდარული დღის განმავლობაში);
დ) 3 თვე – 15 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 90 კალენდარული დღის განმავლობაში);
ე) 6 თვე – 25 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო180 კალენდარული დღის განმავლობაში);
ვ) 1 წელი – 40 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო წლის შესაბამის კალენდარულ დღემდე);
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ქალაქ ტყიბულის ადმინისტრაციულ საზღვრებში ტაქსების პარკირების საფასური დროის მონაკვეთის მიხედვით:
ა) 1 კვირა – 7 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 6 კალენდარული დღის განმავლობაში);
ბ) 1 თვე – 15 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 30 კალენდარული დღის განმავლობაში);
გ) 3 თვე – 20 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 90 კალენდარული დღის განმავლობაში);
დ) 6 თვე – 30 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 180 კალენდარული დღის განმავლობაში);
ე) 1 წელი – 50 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო წლის შესაბამის კალენდარულ დღემდე);
მუხლი 4🔗
დადგენილების მე-2 მუხლი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსებ რობაქიძე
დანართი
ქალაქ ტყიბულის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი და რეგულირების სფერო
1. ქალაქ ტყიბულის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად ქალაქ ტყიბულის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ორგანიზებისა და გზების ტრანსპორტისაგან განტვირთვის მიზნით.
2. წინამდებარე წესი არეგულირებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ფიზიკური თუ იურიდიული პირების ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესებს.
3. წინამდებარე წესი აგრეთვე არეგულირებს ფიზიკური თუ იურიდიული პირების ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესებს, როცა მიწის ნაკვეთი განკუთვნილი არ არის მხოლოდ პარკირების სპეციალური ადგილებისათვის, არამედ პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა და ავტომანქანების პარკირება წარმოადგენს მიწის ნაკვეთზე უკვე მიმდინარე ძირითადი საქმიანობის დამატებით საქმიანობას და პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა ემსახურება ძირითადი საქმიანობის უკეთ განხორციელებას.
4. თუ ტერიტორია, რომელიც არ წარმოადგენს ქუჩას ან/და სხვა საზოგადოებრივ სივრცეს და იგი საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ტყიბულის მუნიციპალიტეტის სახელზე ან/და კანონმდებლობის შესაბამისად, ექვემდებარება ტყიბულის მუნიციპალიტეტის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრაციას, განსაზღვრული იქნა პარკირების ადგილებისათვის, აღნიშნული მიწის ნაკვეთის სარგებლობისა და განკარგვის მიმართ არ გამოიყენება საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და მის საფუძველზე მიღებული სამართლებრივი აქტები და ამ დროს მოქმედებს წინამდებარე წესის მოთხოვნები.
5. წესი, არ ვრცელდება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების მიზნით გამოიყენებენ “ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოები, აგრეთვე „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა სარგებლობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა)ავტობუსი – ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება;
ბ) გამყოფი ზოლი – კონსტრუქციულად გამოყოფილი გზის ელემენტი, რომელიც ყოფს მომიჯნავე სავალ ნაწილებს.
გ) გაჩერება – ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარ განზრახული შეწყვეტა 5 წუთამდე, ან უფრო მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელია მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან ავტოსატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის. გაჩერებად არ ითვლება ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარ განზრახული შეწყვეტა ავტოსატრანსპორტო ნაკადში, საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური საშუალებების ან მარეგულირებლის მოთხოვნათა გამო;
დ) გზა – მოძრაობისათვის გახსნილი გზის ან ქუჩის მთელი ზედაპირი. გზას შეიძლება ჰქონდეს როგორც ერთი სავალი ნაწილი, ისე რამდენიმე, გამყოფი ზოლით მკვეთრად გამიჯნული ან სხვადასხვა დონეზე არსებული სავალი ნაწილები. ეს ტერმინი შეიძლება მოიცავდეს ტროტუარს, გვერდულას, გამყოფ ზოლსა და ველობილიკს;
ე)გზის სავალი ნაწილი (სავალი ნაწილი) – გზის ელემენტი, რომელიც განკუთვნილია ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის (გარდა ტროტუარისა, გვერდულასი, ველობილიკისა და ქვეითთა ბილიკისა);
ვ) დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) – საგზაო ნიშანი, რომელიც აზუსტებს ან ზღუდავს იმ საგზაო ნიშნის მოქმედებას, რომელთან ერთადაც გამოიყენება;
ზ) ველოსიპედი – სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც აქვს სულ მცირე ორი ბორბალი (თვალი) და მხოლოდ ამ სატრანსპორტო საშუალებაზე მყოფი პირის კუნთების ენერგიით, კერძოდ, სატერფულების ან სახელურების მეშვეობით მოძრაობს. ეს ტერმინი არ მოიცავს სავარძელ-ეტლს;
თ) ველოსიპედის ბილიკი (ველობილიკი) – ველოსიპედით მოძრაობისთვის განკუთვნილი, შესაბამისი საგზაო ნიშნით აღნიშნული გზა ან გზის ნაწილი, რომელიც კონსტრუქციულად გამოყოფილია სხვა გზისაგან ან გზის სხვა ელემენტებისაგან;
ი) მარშრუტი – პუნქტებს შორის (გაჩერების ადგილების მითითებით ან მათი მითითების გარეშე) ავტობუსის ან მიწისზედა ტრანსპორტის მიმოსვლისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებული წინასწარ დადგენილი გზასავალი;
კ) მძღოლი – ფიზიკური პირი, რომელიც მართავს ავტოსატრანსპორტო საშუალებას;
ლ) პარკირება – დგომის ადგილებზე ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გამიზნულად შეწყვეტა, თუ ეს არ ეხება მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის ან ავტოსატრანსპორტო საშუალების დატვირთვა გადმოტვირთვას;
მ) პარკირების ადგილი – დგომის მიზნით გამოყოფილი, შესაბამისი საგზაო ნიშნით და საგზაო მონიშვნით აღჭურვილი მიწა ან მათი ნაწილი, სპეციალურად მოწყობილი მოედანი, ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილი გზა ან/და ტროტუარი;
პარკირების საერთო ადგილები – პარკირების ადგილები, სადაც პარკირების უფლება აქვს ყველა იმ ავტომანქანას, რომლებისთვისაც წინამდებარე წესით, გათვალისწინებული არ არის პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა, თუ პარკირების კონკრეტულ ადგილზე ან ტერიტორიაზე, სადაც მდებარეობს პარკირების საერთო ადგილები, ზოგადად აკრძალული არ არის კონკრეტული სახეობის ავტომანქანის შესვლა, მოძრაობა, დგომა ან გაჩერება;
ნ) პარკირების სპეციალური ადგილები – პარკირების ადგილები, რომლებიც წინამდებარე წესის შესაბამისად, განისაზღვრება მომსახურების სფეროს ან/და სხვა ნიშნის მიხედვით დაჯგუფებული ავტომანქანების პარკირებისათვის;
ო) საზოგადოებრივი სივრცე – განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში მდებარე ქუჩა, მოედანი, სკვერი, პარკი, ბაღი, ბუნებრივი და ხელოვნური ლანდშაფტი, მიწის ნაკვეთებს შორის გასასვლელი და სხვა მსგავსი ტიპის სივრცეები, რომლებიც ავტომანქანის მოძრაობისას ხელმისაწვდომია ადამიანებისათვის;
პ) პარკირების პირობები – პარკირების დაშვება/ შეზღუდვა/აკრძალვა გარკვეული დროით, აგრეთვე გარკვეული პირობებით, პარკირების ადგილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი და პარკირების საფასური, ამ პირობების კომბინაცია ან რაიმე პირობები;
ჟ) პარკირების საფასური – ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული პარკირების ინდივიდუალური ადგილით სარგებლობისათვის დადგენილი საფასურის ოდენობა;
რ) პირი – საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი;
ს) საგზაო მონიშვნა-„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართით განსაზღვრული, გზის სავალ ნაწილზე, საგზაო მოწყობილობის ელემენტებსა და საგზაო ნაგებობებზე არსებული ხაზი, ისარი და სხვა აღნიშვნა, რომლებიც ადგენს მოძრაობის წესს ან საგზაო მოძრაობის მონაწილეს აწვდის ინფორმაციას მოძრაობის რეჟიმის შესახებ;
ტ) საგზაო მოძრაობა – გზაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებით ან მის გარეშე მოძრაობისას ან განლაგებისას საგზაო მოძრაობის მონაწილეთა შორის წარმოქმნილი ურთიერთობები;
უ) საგზაო მოძრაობის მონაწილე – პირი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს საგზაო მოძრაობაში, როგორც მძღოლი, მგზავრი ან ქვეითი;
ფ) საგზაო ნიშანი – „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის №1 დანართით განსაზღვრული, დადგენილი ფორმის მოწყობილობა გამოსახულებით ან წარწერით (მათ შორის, დასაშვებია ელექტრონული სახითაც), რომელიც საგზაო მოძრაობის მონაწილეს აწვდის ინფორმაციას საგზაო პირობებისა და მოძრაობის რეჟიმის, დასახლებული პუნქტისა და სხვადასხვა ობიექტის შესახებ;
ქ) სამარშუტო ავტოსატრანსპორტო საშუალება – გზაზე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი, დადგენილი მარშრუტით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალება;
ღ) ავტოსატრანსპორტო საშუალება – გზაზე მოძრავი ან გზაზე მოძრაობისთვის განკუთვნილი მოწყობილობა, რომელიც ძრავას ან სხვა ძალის მეშვეობით გადაადგილდება;
ყ) საცნობი ნიშანი – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ან იურიდიული პირის საკუთრებაში მქონე ადაპტირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გაცემული ნიშანი;
შ) ტაქსი – შესაბამისი საცნობარო ნიშნის მქონე მსუბუქი ავტომანქანა, რომელიც გამოიყენება გზაზე მგზავრთა არაერთჯერადად გადაყვანისათვის, მაგრამ აღნიშნული საქმიანობა არ წარმოადგენს რეგულარულ გადაყვანას;
ჩ) ტროტუარი – გზის ელემენტი, რომელიც მიერთებულია სავალ ნაწილთან ან გამოყოფილია მისგან კონსტრუქციულად ან გაზონით და განკუთვნილია ქვეითის მოძრაობისათვის;
ც) ქვეითთა გადასასვლელი – სავალი ნაწილის მონაკვეთი, რომელიც განკუთვნილია ქვეითის გზაზე გადასასვლელად და აღნიშნულია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის N1 დანართით განსაზღვრული 5.19.1 და 5.19.2 საგზაო ნიშნებით ან/და იმავე კანონის N2 დანართით განსაზღვრული 1.14.1-1.14.2 საგზაო მონიშვნებით. თუ ასეთი საგზაო მონიშვნები არ არის, ქვეითთა გადასასვლელის სიგანე განისაზღვრება 5.19.1 და 5.19.2 საგზაო ნიშნებს შორის მანძილით;
ძ) ქვეითი – საგზაო მოძრაობის მონაწილე, რომელიც ფეხით გადაადგილდება ან გადასაადგილებლად გორგოლაჭებს, გორგოლაჭებიან დაფას ან სხვა მსგავს საშუალებას იყენებს. ქვეითთან გათანაბრებულია პირი, რომელსაც მიჰყავს საბავშვო ეტლი ან სავარძელ-ეტლი ან/და სხვა მცირე ზომის სატრანსპორტო საშუალება ძრავის გარეშე, აგრეთვე ველოსიპედის, მოპედის ან მოტოციკლის ქვეითად გადამყვანი პირი, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელიც სავარძელ-ეტლით გადაადგილდება;
წ)შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი – საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი;
ჭ) დოკუმენტი – საბუთი, რომელიც წინამდებარე წესით დადგენილ ფარგლებში მძღოლს ანიჭებს უფლებას ქალაქ ტყიბულის ტერიტორიაზე ისარგებლოს საპარკინგე ზონებით.
მუხლი 3🔗.
პარკირებით სარგებლობის საერთო წესი
1. ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირება დაიშვება მხოლოდ პარკირების ადგილზე, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2.პარკირების ადგილზე უფასო პარკირება დასაშვებია იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომელიც ტყიბულის მუნიციპალიტეტში გამოიყენება:
ა) საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების ან ლიკვიდაციისათვის;
ბ) სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის;
გ) ნებადართული სარემონტო ან სამშენებლო სამუშაოების წარმოებისათვის;
დ) დაგვა-დასუფთავებისთვის;
ე) ინკასაციისთვის;
ვ) ამ წესის პირველი მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის პარკირების ადგილზე უფასო ან/და დაყენების ხერხის დარღვევით პარკირება დასაშვებია იმ დროით, რომელიც საჭიროა შესაბამისი საქმიანობის განსახორციელებლად.
4.ტყიბულის მუნიციპალიტეტის მიერ პარკირების ადგილების განსაზღვრას გათვალისწინებული უნდა იქნას:
ა) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება;
ბ) ქალაქ ტყიბულის განვითარების ინტერესები;
გ) მოსახლეობის სიმჭიდროვე;
დ) ავტოსატრანსპორტო ნაკადი;
ე) ეკოლოგიური მდგომარეობა;
ვ) გზის გამტარუნარიანობა;
ზ) საზოგადოების სხვა ინტერესები.
მუხლი 4🔗.
პარკირების მართვა
პარკირების სფეროს მართვა ხორციელდება ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
მუხლი 5🔗.
პარკირების სახეობები
1. წინამდებარე წესის მიზნებისათვის ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკირების ადგილები იყოფა ორ ძირითად სახეობად – პარკირების საერთო ადგილები და პარკირების სპეციალური ადგილები.
2. პარკირების სპეციალური ადგილები თავის მხრივ იყოფა შემდეგ ქვესახეობებად:
ა) ტაქსების პარკირების ადგილები;
ბ) იმ ავტომანქანების პარკირების ადგილები, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში.
3. წინამდებარე წესის მიზნებისათვის, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტომანქანების პარკირების მომწესრიგებელი ნორმები ვრცელდება ასევე ყველა იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების პარკირებაზეც, რომლებიც გამოიყენება სამშენებლო საქმიანობისათვის, მათ შორის, მიწის სამუშაოებისათვის (ყველა სახის ტრაქტორი და თვითმავალი მანქანა), თუ ასეთი სატრანსპორტო საშუალების მფლობელი მომსახურების გაწევისა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების მიზნით ახდენს იმ ტერიტორიაზე პარკირებას, რომელიც არ იმყოფება მის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში.
4. ტყიბულის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია განსაზღვროს პარკირების სპეციალური ადგილების სხვა ქვესახეობები. პარკირების სპეციალური ადგილების ქვესახეობის განსაზღვრასთან ერთად, სავალდებულოა განისაზღვროს პარკირების აღნიშნული ადგილებით სარგებლობის წესებიც.
მუხლი 6🔗.
პარკირების ორგანიზება
1. პარკირების ორგანიზებას ახორციელებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია საქართველოს კანონმდებლობისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
2. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ პარკირების ორგანიზება გულისხმობს:
ა) პარკირების საერთო და სპეციალური ადგილების განსაზღვრას, პარკირების ადგილებზე ავტომანქანების დგომის წესების დადგენას (მართობული დგომა, 90-გრადუსიანი დგომა ან/და 45-გრადუსიანი დგომა);
ბ) ქალაქ ტყიბულის ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებზე ავტომანქანების პარკირების მთლიანად ან ნაწილობრივი შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას;
გ) პარკირების სპეციალურ ადგილებზე ცალკეული ავტომანქანის პარკირებისათვის გარკვეული მოთხოვნების შემუშავებას და დასამტკიცებლად საკრებულოსათვის წარდგენას;
დ) სპეციალურად დაცული სადგომის (საჯარიმო სადგომების) მოწყობა-ორგანიზებას, თუ პარკირების ორგანიზების უფლება გადაცემული არა აქვს მესამე პირს;
ე) მოძრაობის უსაფრთხოებისა და სხვა ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური თუ იურიდიული პირების ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთზე პარკირების საერთო ადგილის მოწყობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას, თუ პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის ხდება საფასურის დაწესება, პარკირების საერთო ადგილების მოწყობის ესკიზური პროექტის შეთანხმებას, პარკირების საერთო ადგილების შეთანხმებული ესკიზური პროექტის შესაბამისად, კეთილმოწყობისათვის ვადების განსაზღვრას;
ვ) მოძრაობის უსაფრთხოებისა და სხვა ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური თუ კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე პარკირების სპეციალური ადგილის მოწყობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას, პარკირების სპეციალური ადგილების მოწყობის ესკიზური პროექტის შეთანხმებას, პარკირების სპეციალური ადგილების შეთანხმებული ესკიზური პროექტის შესაბამისად, კეთილმოწყობისათვის ვადების განსაზღვრას;
ზ) პარკირების ორგანიზების უფლების საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, მესამე პირებისათვის გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას;
თ) პარკირების ადგილების შესაბამისი საცნობარო და საინფორმაციო ნიშნებით აღჭურვას;
ი) საქართველოს კანონმდებლობითა და წინამდებარე წესით, გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელებას.
3. პარკირება, როგორც წესი, საკანალიზაციო და ნარჩენების შემკრები კონტეინერის განთავსების ადგილიდან არანაკლებ 1 მეტრის რადიუსის დაშორებით.
4. ქალაქ ტყიბულში ტროტუარზე ასევე, პარკირების ადგილის მომიჯნავე, მოსაზღვრე ტროტუარზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერება აკრძალულია, თუ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მიერ არ არის განსაზღვრული პარკირების ადგილად.
5. სპეციალური პარკირების ადგილზე შესაძლებელია მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირება, ვისთვისაც განკუთვნილია ეს პარკირების ადგილი.
6. სადღესასწაულო და მასობრივი ღონისძიებების გამართვის დროს, საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან რაიმე სხვა მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისთვის ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია, დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქალაქ ტყიბულის ადმინისტრაციულ საზღვრებში ცალკეულ ადგილებში, გარკვეული დღეების, დღე-ღამის გარკვეული მონაკვეთების განმავლობაში ცალკეული სახეობის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის აკრძალოს/დაუშვას პარკირება ან/და დააწესოს პარკირების სპეციალური პირობები.
7. გზაზე რეკლამის მიზნით ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებით განთავსებას ითანხმებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული.
8. დაუშვებელია პარკირების ადგილზე მდგომი/გაჩერებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენება სამეწარმეო საქმიანობის მიზნით.
მუხლი 7🔗.
ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის ან/და მესაკუთრის უფლებები და მოვალეობები პარკირებისას
1. ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლმა ან/და მესაკუთრემ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირება უნდა მოახდინოს მისთვის ნებადართული ერთ პარკირების ადგილზე და ისე, რომ:
ა) დაბრკოლება არ შეუქმნას სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირებას ან/და მოძრაობას;
ბ) ხელი არ შეუშალოს საგზაო ნიშნის ან მისი ნაწილის იდენტიფიცირებას;
გ)ადგილი არ ჰქონდეს ორმაგ პარკირებას – პარკირებისათვის განკუთვნილ ადგილზე განთავსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მომიჯნავედ ან/და სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალების ისეთი დგომა, რომელიც სცდება მონიშნული პარკირების ადგილის საზღვრებს;
დ) არ დაარღვიოს პარკირებისათვის განკუთვნილ ადგილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი;
ე) არ გააჩეროს ტროტუართან მისასვლელ შემაღლებაზე და მის სიახლოვეს ისე, რომ დაბრკოლება არ შეუქმნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადაადგილებას.
2. ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ან/და მესაკუთრე ვალდებულია, არ განახორციელოს პარკირება:
ა) სპეციალურ, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პარკირების ადგილზე ამ წესით განსაზღვრული საცნობი ნიშნის გარეშე;
ბ) შესაბამისად მონიშნულ ველოსიპედის ბილიკზე და ქვეითთა გადასასვლელზე;
გ) შესაბამისად მონიშნულ ავტობუსის გაჩერების ადგილზე;
დ)შესაბამისად მონიშნული სამარშრუტო ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერების ადგილზე;
ე) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევების გაუთვალისწინებლად.
მუხლი 8🔗.
პარკირების საფასურის გადახდა
1. პარკირების ადგილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირება შეიძლება საფასურის გადახდით.
2. პარკირების ადგილზე პარკირებისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლმა ან/და მესაკუთრემ პარკირების საფასური უნდა გადაიხადოს წინამდებარე წესის შესაბამისად.
3. პარკირების საფასურის გადახდისას მიეთითება ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი და ნიშნები), შიდა ტრანზიტი, ტრანზიტული ნომერი ან „TES“ ნომერი.
4. პარკირების ადგილზე პარკირების საფასურის გადახდის ვალდებულება ეკისრება ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს ან/და მესაკუთრეს.
5. ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მიერ პარკირების საფასურის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადახდისას მითითებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე უფლებამოსილია პარკირების საფასურის გადატანის შესახებ მიმართოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას.
6. ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირების საფასური გადახდილად ითვლება პარკირების
გადახდილი საფასურის ვადის ამოწურვამდე. პარკირების საფასურის წინასწარ გადახდის შემთხვევაში გადახდის დღედ მიიჩნევა ანგარიშსწორების განხორციელების დღე, ხოლო მისი აქტივაცია (ვადის ათვლა) მოხდება წინა პერიოდის პარკირების საფასურის ვადის ამოწურვისთანავე.
7. პარკირების საფასურის, ასევე პარკირების წესების დარვევისათვის დაკისრებული საჯარიმო თანხების გადახდა ხორციელდება საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებში.
მუხლი 9🔗.
პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრა ქუჩებსა და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთებზე
1. პარკირების საერთო ადგილებისათვის ძირითადად განისაზღვრება ქუჩები და სხვა საზოგადოებრივი სივრცეები, თუ წინამდებარე წესით, სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. პარკირების საერთო ადგილებად დასაშვებია ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ყველა ქუჩის განსაზღვრა, თუ რომელიმე ქუჩაზე ან ქუჩის რომელიმე მონაკვეთში განთავსებული არ არის „დგომა აკრძალულია“, „გაჩერება აკრძალულია“ ან „შესვლა აკრძალულია“ საცნობარო ნიშანი.
3. აკრძალულია საერთო პარკირების ადგილებად ტროტუარების განსაზღვრა.
4. ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ქუჩების პარკირების ადგილებად განსაზღვრისას აკრძალულია ქუჩის ერთსა და იმავე მონაკვეთში უშუალოდ მოპირდაპირე ორივე მხარის გამოყენება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ქუჩას გააჩნია გზაგამყოფი და გზაგამყოფის თითოეულ მხარეს ავტომანქანების მოძრაობა არის ცალმხრივი ან/და, როცა აღნიშნულ ნაწილში ქუჩის სიგანე არის 18 მეტრზე მეტი.
5. აკრძალულია საერთო პარკირების ადგილებად ქუჩების გარდა სხვა საზოგადოებრივი სივრცეების განსაზღვრა, თუ აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული არ არის პარკირების დაშვების საცნობარო ნიშანი.
6. აკრძალულია პარკირების საერთო ადგილებად განსაზღვრულ იქნეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ორგანოების, სხვა თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ორგანოების, დიპლომატიური წარმომადგენლობების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მისიების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ადგილსამყოფელი შენობა-ნაგებობების ძირითადი შესასვლელების უშუალოდ მიმდებარე ტერიტორიები. ასეთი ადგილები ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს შესაბამისი ორგანოს (დაწესებულების) მიერ მხოლოდ სამსახურებრივი ავტომანქანების პარკირებისათვის.
7. პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია, მათ შორის, შეუძლია განსაზღვროს პარკირების საერთო ადგილებზე ავტომანქანების დგომის წესები (მართობული დგომა, 90-გრადუსიანი დგომა ან/და 45 გრადუსიანი დგომა).
8. ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებზე ავტომანქანების პარკირების მთლიანად ან ნაწილობრივ შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია.
მუხლი 10🔗.
პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთზე, მათ შორის, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მიკუთვნებული მიწის ნაკვეთზე
1. პარკირების საერთო ადგილები შეიძლება მოეწყოს ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთზე, მათ შორის, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთზე, წინამდებარე წესით, დადგენილი წესების დაცვით.
2. ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთზე პარკირების საერთო ადგილის მოწყობის თაობაზე გადაწყვეტილებას მოძრაობის უსაფრთხოებისა და სხვა ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით იღებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია, თუ პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის ხდება საფასურის დაწესება.
3. ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთზე პარკირების საერთო ადგილის მოწყობის მიზნით მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან/და მოსარგებლე განცხადებით მიმართავს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს. განცხადებასთან ერთად, დაინტერესებული პირი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგენს პარკირების ადგილების მოწყობის ესკიზურ პროექტს, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს პარკირების საერთო ადგილისათვის განკუთვნილი ტერიტორიის კეთილმოწყობისა (მათ შორის, შესაბამისი საგზაო ნიშნებით აღჭურვას) და ავტომანქანების დგომის წესებს (მართობული დგომა, 45 გრადუსიანი დგომა ან/და 90 გრადუსიანი დგომა), ასევე მიწის ნაკვეთზე საკუთრების ან/და სარგებლობის დამდგენ დოკუმენტს.
4. ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთზე პარკირების საერთო ადგილების მოწყობის ან მოწყობაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიიღება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახით.
5. ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთზე ავტომანქანების პარკირების საერთო ადგილების მოწყობის თაობაზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სავალდებულოა ადგენდეს ტერიტორიის წარმოდგენილი ესკიზური პროექტის შესაბამისად, მოწყობის ვადებს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დადგენილი ვადის გაგრძელება დასაშვებია მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის დადგენილი ვადისა. დადგენილი ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიმართვა ხდება ვადის გასვლამდე. სხვა შემთხვევაში ვადა ითვლება დარღვეულად.
7. პარკირების საერთო ადგილებისათვის განკუთვნილი ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, დადგენილი ვადის დარღვევისას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული თანხმობა ითვლება ძალადაკარგულად, რაც არ საჭიროებს ცალკე (დამატებითი) გადაწყვეტილების მიღებას. ასეთ დროს მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მოსარგებლე პარკირების საერთო ადგილების მოწყობის მოთხოვნით ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართავს ახალი განცხადებით, რომლის საფუძველზეც ადმინისტრაციული წარმოება იწყება თავიდან.
8. ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისას გამოიყენება წინამდებარე წესის მე-4 მუხლის მოთხოვნები.
9. ამ მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამდებარე წესით, წესრიგდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.
მუხლი 11🔗.
პარკირების საერთო ადგილების სარგებლობის საერთო წესები
1. პარკირების საერთო ადგილებზე დასაშვებია მხოლოდ იმ ავტომანქანების პარკირება, რომლებისთვისაც წინამდებარე წესით, გათვალისწინებული არ არის პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა.
2. პარკირების საერთო ადგილზე ავტომანქანის დგომა არ ჩაითვლება ავტომანქანის პარკირების წესების დარღვევად, თუ ავტომანქანის დგომა ხდება მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის საჭირო დროით.
3. იმ ავტომანქანების, რომლებისთვისაც წინამდებარე წესით, გათვალისწინებულია პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა, პარკირების საერთო ადგილებზე პარკირება დასაშვებია, თუ ავტომანქანის მფლობელის მიერ პარკირების დაწყებისა და დასრულების დროს არ ხდება მესამე პირისათვის მომსახურების გაწევა, თუ პარკირების კონკრეტულ ადგილზე ზოგადად არ არის აკრძალული კონკრეტული სახეობის ავტომანქანის დგომა ან გაჩერება.
4. ამ მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებისათვის, ავტომანქანის მფლობელი ვალდებულია ავტომანქანაზე განთავსებული არ ჰქონდეს ის საცნობარო ნიშანი, რომლის ავტომანქანაზე განთავსებაც სავალდებულოა იმ მომსახურების გაწევის დროს, რომლისთვისაც წინამდებარე წესით, გათვალისწინებულია პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა. სხვა შემთხვევაში ავტომანქანის პარკირება ჩაითვლება პარკირების წესების დარღვევად.
5. ამ მუხლის მოთხოვნები თანაბრად ვრცელდება როგორც ქუჩებსა და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, სხვა ტერიტორიებზე პარკირების საერთო ადგილებზე, ისე ფიზიკური თუ იურიდიული პირების ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე პარკირების საერთო ადგილებზე.
მუხლი 12🔗.
იმ ავტომანქანების, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, პარკირების ადგილების განსაზღვრა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთებზე
1. იმ ავტომანქანების, რომლებიც სასყიდლით ან უსასყიდლოდ ახორციელებენ მომსახურებას ტვირთების გადაზიდვა-გადატანის სფეროში, პარკირების ადგილებისათვის შეიძლება განსაზღვრულ იქნეს ნებისმიერი საზოგადოებრივი სივრცეები, ასევე ის მიწის ნაკვეთი, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ტყიბულის მუნიციპალიტეტის სახელზე ან/და ექვემდებარება საჯარო რეესტრში ტყიბულის მუნიციპალიტეტის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციას, თუ წინამდებარე მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. აკრძალულია ამ მუხლით გათვალისწინებული პარკირების ადგილებად ქუჩებისა და ტროტუარების განსაზღვრა.
3. საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთებზე ამ მუხლით გათვალისწინებული ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილებას ტყიბულის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე იღებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
4. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია დააწესოს ის მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ავტომანქანა (დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობა) ამ მუხლით გათვალისწინებულ პარკირების ადგილებზე პარკირებისათვის (ავტომანქანის მარკა) ტექნიკური მდგომარეობა, გამოშვების წლის მინიმუმის განსაზღვრა, ფერი, მუდმივი საცნობარო ნიშანი, საცნობარო ნიშანი, რომლიც გამოიყენება ავტომანქანის მიერ უშუალოდ მომსახურების გაწევის დროს, მძღოლის უნიფორმა და სხვა).
5. ამ მუხლით გათვალისწინებული პარკირების ადგილებზე, თუ პარკირების ორგანიზების უფლება გადაცემულია მესამე პირზე, მხოლოდ პარკირების ორგანიზების უფლების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით დასაშვებია მცირე ზომის კაფე-ბარების, საპირფარეშოების, საშხაპეების, ღია ავტოსამრეცხაოების და ოფისების მშენებლობა. პარკირების ადგილებზე, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, ამ პუნქტით გათვალისწინებული ობიექტების მშენებლობის უფლება აქვს პირს, რომელზეც გადაცემულია პარკირების ორგანიზების უფლება.
მუხლი 13🔗.
ტაქსების პარკირების ადგილების განსაზღვრა ქუჩებსა და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთებზე
1. ტაქსების პარკირების ადგილებისათვის შეიძლება განსაზღვრულ იქნეს ქუჩები და სხვა საზოგადოებრივი სივრცეები, ასევე ნებისმიერი ის მიწის ნაკვეთი, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ტყიბულის მუნიციპალიტეტის სახელზე ან/და ექვემდებარება საჯარო რეესტრში– ტყიბულის მუნიციპალიტეტის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციას.
2. ტაქსების პარკირების ადგილებად დასაშვებია ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ყველა ქუჩის მთლიანად ან ნაწილობრივ განსაზღვრა, თუ რომელიმე ადგილზე განთავსებული არ არის „დგომა აკრძალულია“, „გაჩერება აკრძალულია“ ან „შესვლა აკრძალულია“ საცნობარო ნიშანი.
3. აკრძალულია ტაქსების პარკირების ადგილებად ტროტუარების განსაზღვრა.
4. ქალაქ ტყიბულის ტერიტორიაზე არსებული ქუჩების ტაქსების პარკირების ადგილებად განსაზღვრისას აკრძალულია ქუჩის ერთსა და იმავე მონაკვეთში უშუალოდ მოპირდაპირე ორივე მხარის გამოყენება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ქუჩას გააჩნია გზაგამყოფი და გზაგამყოფის ქუჩის თითოეულ მხარეს ავტომანქანების მოძრაობა არის ცალმხრივი.
5. აკრძალულია ტაქსების პარკირების ადგილებად განსაზღვრულ იქნეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ორგანოების, სახელმწიფო და სხვა თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ორგანოების, დიპლომატიური წარმომადგენლობების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მისიების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ადგილსამყოფელი შენობა-ნაგებობების ძირითადი შესასვლელების უშუალოდ მიმდებარე ტერიტორიები.
6. ტაქსების პარკირების ადგილების განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილებას ტყიბულის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე, იღებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
7. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია დააწესოს ის მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ავტომანქანა (დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობა) ტაქსების პარკირების ადგილებზე პარკირებისათვის (ავტომანქანის მარკა, ტექნიკური მდგომარეობა, გამოშვების წლის მინიმუმის განსაზღვრა, ფერი, მუდმივი საცნობარო ნიშანი, საცნობარო ნიშანი, რომელიც გამოიყენება ავტომანქანის მიერ უშუალოდ მომსახურების გაწევის დროს, მძღოლის უნიფორმა და სხვა).
მუხლი 14🔗.
ტაქსების პარკირების ადგილების განსაზღვრა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთზე
1. ტაქსების პარკირების ადგილები შეიძლება მოეწყოს ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთზე, მათ შორის, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მიკუთვნებული მიწის ნაკვეთზე, წინამდებარე წესით, დადგენილი წესების დაცვით.
2. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია დააწესოს ის მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ავტომანქანა (დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობა) ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთზე ტაქსების პარკირების ადგილებზე პარკირებისათვის (ავტომანქანის მარკა, ტექნიკური მდგომარეობა) გამოშვების წლის მინიმუმის განსაზღვრა, ფერი, მუდმივი საცნობარო ნიშანი, საცნობარო ნიშანი, რომლიც გამოიყენება ავტომანქანის მიერ უშუალოდ მომსახურების გაწევის დროს, მძღოლის უნიფორმა და სხვა).
3. ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთზე ტაქსების პარკირების ადგილის მოწყობის თაობაზე გადაწყვეტილებას მოძრაობის უსაფრთხოებისა და სხვა ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით იღებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია.
4. ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთზე ტაქსების პარკირების ადგილის მოწყობის მიზნით მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მოსარგებლე განცხადებით მიმართავს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს. განცხადებასთან ერთად, დაინტერესებული პირი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგენს პარკირების ადგილების მოწყობის ესკიზურ პროექტს, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ტაქსების პარკირების ადგილისათვის განკუთვნილი ტერიტორიის კეთილმოწყობას (მათ შორის, შესაბამისი საგზაო ნიშნებით აღჭურვას), ასევე მიწის ნაკვეთზე საკუთრების ან/და სარგებლობის დამდგენ დოკუმენტს.
5. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია წარმოდგენილ განცხადებას იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი რეგისტრაციიდან 20 სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული ვადის გაგრძელება დაუშვებელია და მისი დარღვევის შემთხვევაში ტაქსების პარკირების ადგილების მოწყობაზე გადაწყვეტილება ითვლება მიღებულად. შესაბამისად, ამ პუნქტით დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას უფლება არა აქვს უარი უთხრას დაინტერესებულ პირს ტაქსების პარკირების ადგილების მოწყობაზე.
6. ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთზე ტაქსების პარკირების ადგილების მოწყობის ან მოწყობაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიიღება წერილის სახით.
7. ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთზე ტაქსების პარკირების ადგილების მოწყობის თაობაზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სავალდებულოა ადგენდეს ტერიტორიის წარმოდგენილი ესკიზური პროექტის შესაბამისად, მოწყობის ვადებს.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, დადგენილი ვადის გაგრძელება დასაშვებია მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის დადგენილი ვადისა. დადგენილი ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიმართვა ხდება ვადის გასვლამდე. სხვა შემთხვევაში ვადა ითვლება დარღვეულად.
9. ტაქსების პარკირების ადგილებისათვის განკუთვნილი ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, დადგენილი ვადის დარღვევისას, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული თანხმობა ითვლება ძალადაკარგულად, რაც არ საჭიროებს ცალკე (დამატებითი) გადაწყვეტილების მიღებას. ასეთ დროს მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან/და მოსარგებლე ტაქსების პარკირების ადგილების მოწყობის მოთხოვნით ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართავს ახალი განცხადებით, რომლის საფუძველზეც ადმინისტრაციული წარმოება იწყება თავიდან.
10. ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისას გამოიყენება წინამდებარე წესის მე-3 მუხლის მოთხოვნები.
11. ამ მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამდებარე წესით, წესრიგდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.
მუხლი 15🔗.
ტაქსების პარკირების ადგილებისათვის დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წესი
1. ავტომანქანის მიერ იმ მოთხოვნების დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილებას, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ავტომანქანა ტაქსების პარკირების ადგილებზე, მათ შორის ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთზე ტაქსების პარკირების ადგილებზე პარკირების მიზნით, წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე იღებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია. გადაწყვეტილება მიიღება დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობის თაობაზე წერილის სახით. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პირდაპირ უნდა ადგენდეს, რომ ავტომანქანა აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც დაწესებულია ტაქსების პარკირების ადგილებზე ავტომანქანის პარკირების მიზნით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლებელია მოწვეული იქნენ დარგის სპეციალისტები, კონსულტანტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა პირები.
3. ტაქსების პარკირების ადგილებისათვის დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობის თაობაზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოქმედებს 12 თვის განმავლობაში, თუ ამავე წესით, სხვა რამ არ არის დადგენილი. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ტაქსების პარკირების ადგილებისათვის დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობის თაობაზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ითვლება ძალადაკარგულად, რაც არ საჭიროებს ცალკე (დამატებითი) გადაწყვეტილების მიღებას.
4. დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობის თაობაზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მოქმედების ვადაში ავტომანქანის ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილეობისას, ტაქსების პარკირების ადგილებისათვის დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობის თაობაზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ითვლება ძალადაკარგულად, რაც არ საჭიროებს ცალკე (დამატებითი) გადაწყვეტილების მიღებას.
5. ტაქსების პარკირების ადგილისათვის დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობის თაობაზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ძალადაკარულად გამოცხადების შემთხვევაში დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობის თაობაზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, მიიღება ახალი გადაწყვეტილება.
6. ტაქსების პარკირებისათვის განსაზღვრულ ადგილზე ავტომანქანის პარკირებისას ავტომანქანის მძღოლი ვალდებულია თან იქონიოს დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობის თაობაზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
7. ტაქსების პარკირებისათვის განსაზღვრულ ადგილზე ავტომანქანის პარკირების მიზნით, ტაქსების პარკირების ადგილისათვის დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობის შემოწმების მოთხოვნით დაინტერესებულმა პირმა განცხადებით უნდა მიმართოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს. განცხადებასთან ერთად, დაინტერესებული პირი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგენს პირადობის მოწმობის ასლს, მართვის მოწმობის ასლს, ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობის ასლს, ავტომანქანის საკუთრების ან სარგებლობის დამდგენ დოკუმენტს და სხვა აუცილებელ დოკუმენტებს.
8. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია წარმოდგენილ განცხადებას იხილავს, ავტომანქანის შემოწმებას ახდენს და დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობის ან შეუსაბამისობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს განცხადების რეგისტრაციიდან ორი თვის ვადაში. აღნიშნული ვადის გაგრძელება დაუშვებელია და მისი დარღვევის შემთხვევაში დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შესაბამისობის თაობაზე გადაწყვეტილება ითვლება მიღებულად. შესაბამისად, ამ პუნქტით დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას უფლება არა აქვს მიიღოს დაწესებულ მოთხოვნებთან ავტომანქანის შეუსაბამობის თაობაზე გადაწყვეტილება.
9. ამ მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამდებარე წესით, წესრიგდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.
მუხლი 16🔗.
ტაქსების პარკირების ადგილების სარგებლობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები
1. ტაქსების პარკირების ადგილებზე დასაშვებია მხოლოდ იმ ავტომანქანის პარკირება, რომლებიც ეწევიან მგზავრთა გადაყვანას, მაგრამ მათი საქმიანობა არ წარმოადგენს ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანებს.
2. ტაქსების პარკირების მიზნით გამოყოფილ ადგილზე პარკირების უფლება აქვს მხოლოდ იმ ავტომანქანას, რომელიც აკმაყოფილებს ტაქსების პარკირების ადგილებისათვის დაწესებულ მოთხოვნებს.
3. წინამდებარე მუხლის მიზნებისათვის მგზავრების გადაყვანასთან ერთად, იმ ტვირთის გადაზიდვა, რომელიც თან აქვს მგზავრს, არ ცვლის ავტომანქანის მომსახურების სფეროს.
4. აკრძალულია ტაქსად გამოყენებული ავტომანქანის პარკირება იმ ადგილებზე, რომლებიც განკუთვნილი არ არის ტაქსების პარკირებისათვის.
5. ავტომანქანის პარკირების საერთო ადგილებზე ან/და ნებისმიერ სხვა ადგილზე, რომელიც განსაზღვრული არ არის ტაქსების პარკირებისათვის, იმ დროით დგომა, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა ჩასხდომა-გადასხდომისათვის, არ ითვლება პარკირების წესების დარღვევად. ასეთ დროს ავტომანქანის მძღოლი არ თავისუფლდება საგზაო მოძრაობის წესების დაცვის ვალდებულებისაგან.
6. ტაქსში მგზავრთა ჩასხდომა-გადასხდომისათვის საჭირო დროის განმავლობაში ავტომანქანის მძღოლი ვალდებულია იმყოფებოდეს საჭესთან, ჩართული ჰქონდეს ძრავი და ავარიული მაშუქი. წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომანქანის პარკირება ჩაითვლება პარკირების წესების დარღვევად.
7. მგზავრის სვლაგეზის მიმართულებით მოძრაობის დროს ტაქსის დგომა პარკირების საერთო ადგილებზე ან/და ნებისმიერ სხვა ადგილზე, რომელიც განსაზღვრული არ არის ტაქსების პარკირებისათვის, დასაშვებია მგზავრის საჭიროებიდან გამომდინარე, მაგრამ
არაუმეტეს 15 წუთისა, რაც არ ითვლება პარკირების წესების დარღვევად. ასეთ დროს ავტომანქანის მძღოლი არ თავისუფლდება საგზაო მოძრაობის წესების დაცვის ვალდებულებისაგან.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ავტომანქანის მძღოლი ვალდებულია იმყოფებოდეს საჭესთან, ჩართული ჰქონდეს ძრავი და ავარიული მაშუქი. წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომანქანის პარკირება ჩაითვლება პარკირების წესების დარღვევად.
9. ავტომანქანის გაფუჭების შემთხვევაში, რაც გამორიცხავს მის დამოუკიდებლად გადაადგილებას, მისი შეკეთებისათვის საჭირო დროით ტაქსის დგომა პარკირების საერთო ადგილებზე ან/და ნებისმიერ სხვა ადგილზე, რომელიც განსაზღვრული არ არის ტაქსების პარკირებისათვის, არ ითვლება პარკირების წესების დარღვევად. თუ ავტომანქანის შეკეთება მძღოლის მიერ დამოუკიდებლად შეუძლებელია და საამისოდ საჭიროა მესამე პირთა მიერ მომსახურების (სასყიდლიანი ან უსასყიდლო) გაწევა, ავტომანქანის მძღოლი ვალდებულია გონივრულ ვადაში გადაიყვანოს ავტომანქანა ტაქსების პარკირების ადგილზე ან სხვა ადგილზე, სადაც ავტომანქანის პარკირება არ წარმოადგენს პარკირების წესების დარღვევას ან/და ავტომანქანის პარკირება განახორციელოს იმდაგვარად, რაც არ წარმოადგენს პარკირების წესების დარღვევას.
10. ამ მუხლის მოთხოვნები თანაბრად ვრცელდება როგორც ქუჩებსა და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, სხვა ტერიტორიებზე განსაზღვრული ტაქსების პარკირების ადგილებზე, ისე ფიზიკური თუ იურიდიული პირების ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე განსაზღვრული ტაქსების პარკირების ადგილებზე.
მუხლი 17🔗.
წესის დარღვევა
1. პარკირების წესების დარღვევას მიეკუთვნება:
ა) პარკირების საერთო ადგილებზე ავტომანქანის დგომა დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე თუ პარკირებას არ ახორციელებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია;
ბ) პარკირების საერთო ადგილებზე იმ ავტომანქანის პარკირება, რომლებისთვისაც წინამდებარე წესის შესაბამისად, გათვალისწინებულია პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა;
გ) პარკირებისათვის განსაზღვრულ ადგილებზე დგომის დადგენილი წესების (მართობული დგომა, 90- გრადუსიანი დგომა ან/და 45-გრადუსიანი დგომა) დარღვევით ავტომანქანის პარკირება;
დ) ქუჩის გარდა სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში ავტომანქანის პარკირება, თუ აღნიშნული ადგილებისათვის განთავსებული არ არის პარკირების დაშვების საცნობარო ნიშანი;
ე) შესაბამისი საცნობარო ნიშნის არსებობისას, ქუჩის იმ ადგილებზე ავტომანქანის პარკირება, სადაც აკრძალულია ავტომანქანის პარკირება;
ვ) პარკირების სპეციალურ ადგილებზე იმ ავტომანქანის პარკირება, რომლებისთვისაც წინამდებარე წესის შესაბამისად, განსაზღვრული არ არის პარკირების სპეციალური ადგილები;
ზ) იმ ავტომანქანების მიერ, რომლებისთვისაც წინამდებარე წესის შესაბამისად, გათვალისწინებულია ავტომანქანების სპეციალური ადგილების განსაზღვრა, პარკირების სპეციალურ ადგილებზე დადგენილი წესის დარღვევით ავტომანქანის პარკირების განხორციელება;
თ) პარკირების სპეციალური ადგილებისათვის დაწესებული სხვა მოთხოვნების დარღვევა;
ლ) ქუჩებში და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ტყიბულის მუნიციპალიტეტისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთებზე პარკირების ორგანიზების უფლების თვითნებურად განხორციელება;
მ) პარკირების საფასურის დადგენილი წესის დარღვევით დაწესება;
ნ) სხვა ქმედება, რომელთა განხორციელებაც წინამდებარე წესით აკრძალულია, ასევე ქმედება, რომლის განხორციელებაც ხდება წინამდებარე წესისაგან განსხვავებულად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ვ“, „ზ“, „თ“, ქვეპუნქტებით განსაზღვრული პარკირების წესების დარღვევისათვის, პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირი უფლებამოსილია ავტომანქანა გადაიყვანოს საჯარიმო სადგომზე.
მუხლი 18🔗.
პარკირების წესების დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება და მისი აღსრულება
1. თუ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული (შემდგომ, სტრუქტურული ერთეული), ან პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე სამართალდამრღვევის დაუსწრებლად გამოწერს საჯარიმო ქვითარს, ან შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, შესაბამისი მუხლით/მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა ეკისრება:
ა) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრულ პირს, რომელზედაც სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა ბოლოს არის გაცემული, თუ სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება რეგისტრაციის ნომრით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით) ხდება;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში, ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული დროებითი სანომრე ნიშნით მოსარგებლე პირს, თუ სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება დროებითი სანომრე ნიშნით ხდება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის პირს საჯარიმო ქვითარი ეგზავნება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის პირს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით გაგზავნილი საჯარიმო ქვითარი ვერ ჩაჰბარდა, საჯარიმო ქვითრის მიმტანი პირი გზავნილზე სათანადო აღნიშვნას აკეთებს და საჯარიმო ქვითარს აბრუნებს. საჯარიმო ქვითარი დაბრუნებიდან არაუადრეს 30-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა, აღნიშნულ პირს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) განმეორებით ეგზავნება.
4. საჯარიმო ქვითარი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ ამ პირის რეგისტრაციის ადგილის მისამართზე საჯარიმო ქვითრის ჩაბარებისას მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი ორჯერ განაცხადებს უარს მის მიღებაზე. ამ პუნქტის მიზნისთვის ოჯახის წევრში იგულისხმება პირის მეუღლე, შვილი, შვილიშვილი, მშობელი, და, ძმა, პაპა, ბებია, ამ პირთან მცხოვრები სხვა სრულწლოვანი პირი.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განმეორებით გაგზავნილი საჯარიმო ქვითრის ჩაუბარებლობის შემთხვევაში, სტრუქტურული ერთეული, ან პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირი უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ, თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებას. საჯარიმო ქვითარი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა შესაბამისმა პირმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს მისთვის საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
7. ჯარიმის ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის პირს სტრუქტურული ერთეული, ან პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირი დაარიცხავს საურავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1254 მუხლის შენიშვნით გათვალისწინებული შესაბამისი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში, პირის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით.
8. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი პირი არ არის თექვსმეტი წლის ასაკს მიღწეული პირი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება მის კანონიერ წარმომადგენელს.
9. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1254 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ამავე კოდექსის 278-ე მუხლის საფუძველზე გამოტანილი დადგენილება/მისი გამოტანისთვის აუცილებელი წერილობითი ინფორმაცია შესაბამის პირს ჰბარდება ამავე კოდექსის 2904 მუხლით დადგენილი წესით (მათ შორის, ამ დადგენილების/ინფორმაციის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით), თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა სტრუქტურულმა ერთეულმა, ან პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირმა.