,,საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის ერთდღიანი კრედიტების გაცემის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე”
მიღების თარიღი 26.03.2003
ძალის დაკარგვა 19.03.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №70
სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.10.008.005.742
გამოქვეყნების წყარო სსმ, 31, 07/04/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის ოვერდრაფტის გახსნის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 16.09.2002
დოკუმენტის ტექსტი
,,საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის ერთდღიანი კრედიტების გაცემის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:Geo_Arial;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif"; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:18.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin-top:0in; margin-right:-.5in; margin-bottom:0in; margin-left:-9.35pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:16.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.25in; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:16.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt .75in .75in 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.10.008.005.742
საქართველოს ერვონული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №70
2003 წლის 26 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის ერთდღიანი კრედიტების გაცემის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-2, მე-8, 33-ე და 73-ე მუხლების შესაბამისად და ეროვნული ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, ვბრძანებ:
დამტკიცდეს თანდართული დებულება „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის ერთდღიანი კრედიტების გაცემის შესახებ“.
ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2000 წლის 18 სექტემბრის №251 ბრძანება „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის სამ დღემდე ვადით კრედიტის გაცემისა და დაფარვის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე”.
ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 სექტემბრის №233 ბრძანება „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის ოვერდრაფტის გახსნის წესის” დამტკიცების შესახებ”.
ეს ბრძანება ამოქმედდეს “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნებისთანავე.
ი. მანაგაძე
დებულება
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის ერთდღიანი კრედიტების გაცემის შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება შემუშავებულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-2, მე-8, 33-ე და 73-ე მუხლების საფუძველზე.
2. დებულება განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით, შესაბამისი უზრუნველყოფის საფუძველზე, სათავო რეზიდენტი კომერციული ბანკებისათვის, რომელთაც ანგარიშები აქვთ გახსნილი ეროვნულ ბანკში და რეგისტრირებული არიან საქართველოს ტერიტორიაზე (შემდგომში – კომერციული ბანკები), ეროვნული ვალუტით ერთდღიანი კრედიტის (შემდგომში – კრედიტი) ოდენობის გაანგარიშების, გაცემისა და დაფარვის წესებს.
3. ეს წესები ხელს შეუწყობს ეროვნული ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებას და საბანკო სისტემის მოკლევადიანი ლიკვიდურობის მართვას.
4. კრედიტი მიეცემათ მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ CAMEL-ის (ბანკის კაპიტალის ადეკვატურობის, აქტივების ხარისხის, მენეჯმენტის, მოგება-შემოსავლიანობისა და ლიკვიდობის შეფასება) რეიტინგული სისტემით პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის მქონე ბანკებს.
5. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ყველა კრედიტი უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი გირაოთი. გირაოდ მიიღება ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკის უცხოური ვალუტით საკორესპონდენტო ანგარიშზე არსებული ნაშთი და მის მფლობელობაში არსებული სახაზინო ვალდებულებები. ამასთან, ამ უკანასკნელის ნოტარიულად დამოწმება აუცილებელი არ არის, რადგან მათი შენახვის კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.
6. კრედიტით სარგებლობისათვის გადასახდელ ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთსა და გასაცემი კრედიტის საერთო ლიმიტს განსაზღვრავს ეროვნული ბანკის საბჭო. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო არ შეიკრიბება 2 (ორი) კვირის განმავლობაში, საქართველოს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის კომისია უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში განსაზღვროს კრედიტით სარგებლობისათვის გადასახდელი ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი და გასაცემი კრედიტის საერთო ლიმიტი.
7. ეროვნული ბანკის საბჭო ან ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის კომისია გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს „საქართველოს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებებით, ითვალისწინებს ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელს, საბანკო სისტემის ლიკვიდურობის პოზიციას, სავალუტო და საფინანსო ბაზრების (ფულისა და საკრედიტო, აგრეთვე სახაზინო ვალდებულებების პირველადი და მეორადი ბაზრების) მდგომარეობას, აგრეთვე საერთო მონეტარულ ფონს.
8. საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს კრედიტებს აძლევს გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე (დანართი №1 ).
9. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს კომერციულ ბანკს უარი უთხრას კრედიტის გაცემაზე (რაც მას ეცნობება შესაბამისი განაცხადის მიღების დღესვე), თუ:
ა) კომერციული ბანკი არ აკმაყოფილებს ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნებს;
ბ) კომერციული ბანკის მიერ სესხის მოთხოვნის მომენტისათვის სესხის გაცემა ეწინააღმდეგება ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკას.
მუხლი 2🔗. კრედიტის ოდენობის, მისი სარგებლობისათვის გადასახდელი პროცენტის განსაზღვრისა და გაცემის წესი
1. კრედიტები გაიცემა ყოველდღიურად (შაბათ-კვირის გარდა), წინასწარ გამოცხადებული პირობებით (საპროცენტო განაკვეთი და საერთო თანხა). ამ პირობების შეცვლის შესახებ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ძალაში შედის შეტყობინებიდან მომდევნო დღეს.
2. კრედიტის მისაღებად კომერციული ბანკი მიმართავს საქართველოს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო ოპერაციების სამმართველოს სათანადო ფორმის გარიგება-განაცხადით (შემდგომში – განაცხადი, დანართი №2 ), რომელიც წარმოდგენილ უნდა იქნეს 15 სთ-მდე, ხოლო სესხის გაცემა ხორციელდება იმავე დღის 16.00 სთ-მდე.
3. საქართველოს ეროვნული ბანკის შეტყობინება კრედიტის პირობების შესახებ (დანართი №3) როგორც წერილობით, ისე ელექტრონული ფოსტით ეგზავნებათ კომერციულ ბანკებს. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს:
ა) გასაცემი კრედიტის საერთო ოდენობა;
ბ) კრედიტის ფიქსირებული, წლიური საპროცენტო განაკვეთი;
გ) საქართველოს ეროვნული ბანკის იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის დასახელება (ფულად-საკრედიტო ოპერაციების სამმართველო), მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი და ფაქსი, რომელიც იღებს კომერციული ბანკის განაცხადს კრედიტის მიღების შესახებ.
4. განაცხადების მიღებას და დამუშავებას ახორციელებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით შექმნილი საკრედიტო კომიტეტი (შემდგომში – კომიტეტი). კომიტეტი ამოწმებს განაცხადში მითითებული თანხის შესაბამისობას გასაცემი კრედიტის საერთო ოდენობასთან, ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკების უცხოური ვალუტით საკორესპონდენტო ანგარიშზე რიცხულ ფაქტობრივ ნაშთთან და კომერციული ბანკების მფლობელობაში არსებული სახაზინო ვალდებულებების ნომინალურ ღირებულებასთან, ხოლო ამ უკანასკნელს უდარებს სახაზინო ვალდებულებების რეესტრს. ამასთან, ერთი ბანკის მიერ წარმოდგენილ განაცხადში მითითებული თანხა არ უნდა აღემატებოდეს გასაცემი კრედიტის საერთო მოცულობას.
5. ეროვნული ბანკი არ განიხილავს იმ კომერციული ბანკების განაცხადებს, რომელთაც ვერ უზრუნველყვეს მათი სწორად წარმოდგენა.
6. იმ შემთხვევაში, თუ ყველა წარმოდგენილ განაცხადში მითითებული თანხის საერთო ოდენობა აღემატება ეროვნული ბანკის ლიმიტით განსაზღვრული კრედიტების საერთო ოდენობას, მაშინ კომერციული ბანკების განაცხადები კმაყოფილდება პროპორციულად, მძიმიდან მარცხნივ ათეულის სიზუსტის დამრგვალებით.
7. სავალუტო სახსრების, როგორც კრედიტის უზრუნველყოფის, გამოყენების შემთხვევაში კომერციულ ბანკებს უფლება ეძლევათ გამოიყენონ მხოლოდ ეროვნულ ბანკში მათ უცხოური ვალუტით საკორესპონდენტო ანგარიშზე ფაქტობრივად რიცხული ნაშთის 90 პროცენტი. ამასთან, კრედიტის გაცემისას კომიტეტი ამზადებს განკარგულებას (საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის) სავალუტო სამმართველოს მიერ შესაბამისი თანხის დაჯავშნის თაობაზე.
8. კომერციული ბანკის მფლობელობაში არსებული სახაზინო ვალდებულებების, როგორც კრედიტის უზრუნველყოფის, გამოყენების შემთხვევაში შესაძენი საკრედიტო რესურსების ზღვრული ოდენობა გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:
NxE F=---------------------------*0.9 i d
1+(--------x---------)
100 365
სადაც:
F არის სახაზინო ვალდებულებების უზრუნველყოფით გასაცემი კრედიტის საერთო ოდენობა;
N – თითოეული სახაზინო ვალდებულების ნომინალური ღირებულება;
E – სახაზინო ვალდებულებების რაოდენობა;
i – ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ფიქსირებული წლიური საპროცენტო განაკვეთი. მეორადი ბაზრის ჩამოყალიბებამდე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება ეროვნული ბანკის მიერ ამ დებულების მე-4 დანართში განსაზღვრული წესით.
D – სახაზინო ვალდებულებების დაფარვამდე დარჩენილი დღეების რაოდენობა.
9. კრედიტის გაცემისას ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები აკეთებენ შესაბამის ჩანაწერებს როგორც საბუღალტრო დავთარში, ისე ფასიანი ქაღალდების რეესტრსა და სუბრეესტრში.
10. არ შეიძლება კრედიტის დაფარვის გადავადება.
მუხლი 3🔗. კრედიტის დაფარვის წესი
1. კრედიტის მიმღები კომერციული ბანკი ვალდებულია უზრუნველყოს კრედიტისა და მასზე დარიცხული პროცენტის განაცხადში განსაზღვრულ ვადაში (კრედიტის გაცემიდან 24 საათის განმავლობაში) დაფარვა.
2. გარიგების დადების შემდეგ კომიტეტი ამზადებს საანგარიშსწორებო დოკუმენტაციას, რომელიც მოიცავს შესაბამის განკარგულებას (საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის) კომერციული ბანკისათვის კრედიტის მიცემის შესახებ და რომელიც გადაეცემა ეროვნული ბანკის საოპერაციო სამმართველოს. განკარგულებაში, როგორც წესი, მითითებული უნდა იყოს კრედიტის თანხა, დაფარვის თარიღი და კრედიტით სარგებლობისათვის გადასახდელი პროცენტი, რომელიც განისაზღვრება ამ დებულების 1-ლი მუხლის მე-6 პუნქტით.
3. კრედიტისა და მასზე დარიცხული პროცენტის დადგენილ ვადაში დაფარვისას ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები აკეთებენ შესაბამის ჩანაწერებს როგორც საბუღალტრო დავთარში, ისე ფასიანი ქაღალდების რეესტრსა და სუბრეესტრში.
4. კრედიტისა და მასზე დარიცხული პროცენტის დასაფარავად კომერციული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე სახსრების უკმარისობისას დარჩენილი დავალიანება იფარება კრედიტის უზრუნველყოფის ხარჯზე.
5. თუ კომერციული ბანკის უცხოური ვალუტით საკორესპონდენტო ანგარიშზე რიცხული სავალუტო სახსრები გამოყენებულია როგორც უზრუნველყოფა, კრედიტის დაფარვის დღეს მოქმედი ოფიციალური გაცვლითი კურსით შესაბამისი თანხის შიდა კონვერტაციის (ვიცე-პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე) შემდეგ ეროვნული ბანკი ფარავს მის მიმართ არსებულ სასესხო დავალიანებას.
6. თუ გამოყენებულია ფასიანი ქაღალდები, როგორც კრედიტის უზრუნველყოფა, მათ რეალიზაციას ეროვნული ბანკი ახდენს ფასიანი ქაღალდების მეორად ბაზარზე. ამასთან, თუ ფასიანი ქაღალდების რეალიზაციის ფასი აღემატება დავალიანებას, ეროვნული ბანკი ვალდებულია იმავე დღეს დაუბრუნოს განსხვავება კომერციულ ბანკს.
7. თუ ფასიანი ქაღალდების რეალიზაციის ფასი აღმოჩნდება გაცემულ კრედიტზე ნაკლები, საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის („ეროვნული ბანკის უპირატესი უფლება”) თანახმად, უკმარი თანხა მიიღოს მსესხებლის სხვა აქტივებიდან.
დანართი №1
გენერალური ხელშეკრულება ერთდღიანი კრედიტის შესახებ
ერთი მხრივ, საქართველოს ეროვნული ბანკი მისი პრეზიდენტის (ვიცე-პრეზიდენტის) –––––––––––––სახით, როგორც კრედიტის გამცემი, ხოლო მეორე მხრივ, –––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (კომერციული ბანკის დასახელება, მისი ხელმძღვანელის სახელი და გვარი)
როგორც კრედიტის მიმღები (შემდგომში – „კომერციული ბანკი”), „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის ერთდღიანი კრედიტების გაცემის შესახებ” დებულების შესაბამისად აფორმებენ ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკს ერთდღიანი კრედიტის სახით აძლევს ფულად სახსრებს ეროვნული ვალუტით „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის ერთდღიანი კრედიტების გაცემის შესახებ” დებულების შესაბამისად.
2. ეროვნული ბანკის ვალდებულებები
ეროვნული ბანკი ვალდებულია:
1. „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის ერთდღიანი კრედიტების გაცემის შესახებ” დებულების მე-2 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტების შესაბამისად უზრუნველყოს კომერციული ბანკები ინფორმაციით ერთდღიანი კრედიტის გაცემის შესახებ.
2. საკრედიტო ოპერაციის განხორციელების დღეს, გარიგება-განაცხადის დაკმაყოფილების შემდეგ, უზრუნველყოს ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე გარიგება-განაცხადში მითითებული თანხის ჩარიცხვა.
3. კომერციული ბანკის ვალდებულებები
კომერციული ბანკი ვალდებულია კრედიტის დაფარვის ვადის დადგომისთანავე ეროვნულ ბანკს დაუბრუნოს ნასესხები თანხა და მასზე დარიცხული პროცენტები.
4. განსაკუთრებული პირობები
1. კომერციული ბანკისათვის მიცემული კრედიტი და მასზე დარიცხული პროცენტები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკის სავალუტო საკორესპონდენტო ანგარიშზე რიცხული ფაქტობრივი ნაშთითა და მის მფლობელობაში არსებული სახაზინო ვალდებულებებით.
2. კომერციული ბანკი თანახმაა, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უშუალოდ განახორციელოს ეროვნულ ბანკში მისი საკორესპოდენტო ანგარიშიდან თითოეულ გარიგებასთან დაკავშირებული ოპერაციები.
3. კომერციული ბანკი თანახმაა კრედიტისა და მასზე დარიცხული პროცენტების დაფარვის ვადის დადგომისას დავალიანების დაფარვა განახორციელოს, პირველ რიგში, მისი საკორესპონდენტო ანგარიშიდან, ხოლო მასზე რიცხული თანხების უკმარისობის შემთხვევაში – კრედიტის უზრუნველყოფიდან.
4. მხარეების მიერ საკრედიტო ოპერაციებთან დაკავშირებული ვალდებულებების (კომერციული ბანკის გარიგება-განაცხადით განსაზღვრული პირობების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობა, ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე თანხის არასრულად ან დაგვიანებით ჩარიცხვა და სხვ.) შეუსრულებლობის შემთხვევაში ისინი ჯარიმდებიან დანაკლისი თანხის 0.5 პროცენტით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
5. დამატებითი პირობები
1. ეს ხელშეკრულება ფორმდება 1 წლით და მისი მოქმედება ავტომატურად გრძელდება ყოველი შემდგომი 1 წლით, თუ ვადის დამთავრებამდე არა უგვიანეს 10 დღისა ერთ-ერთმა მხარემ არ მიიღი წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე.
2. მხარეებს უფლება აქვთ ვადამდე შეწყვიტონ ხელშეკრულების მოქმედება, თუ ამას სულ ცოტა 10 დღით ადრე წერილობით აცნობებენ მეორე მხარეს.
3. ეს ხელშეკრულება ძალაში შედის ორივე მხარის მიერ მისი ხელმოწერის დღიდან.
4. ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ყველა სადავო საკითხი გადაწყდება მოლაპარაკების გზით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა განიხილება სასამართლო წესით.
5. ხელშეკრულება შედგენილია ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ინახება ეროვნული ბანკის საკრედიტო კომიტეტში, ხოლო მეორე – კომერციულ ბანკში და ორივეს თანაბარი იურიდიული ძალა აქვს.
6. მხარეთა იურიდიული მისამართები
საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკის დასახელება
380005, თბილისი, ლეონიძის 3/5 –––––––––––––––––––––––––––––––––
საქართველოს ეროვნული ბანკის
პრეზიდენტი (ვიცე-პრეზიდენტი) კომერციული ბანკის ხელმძღვანელი
–––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––
დანართი №2
გარიგება-განაცხადი
საქართველოს ეროვნული ბანკისაგან ერთდღიანი კრედიტის მიღების თაობაზე
“––––“ –––––––––––––––– 200– წ.
კომერციული ბანკის დასახელება–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
საკორესპონდენტო ანგარიში № –––––––––––––––––––––––––
მისაღები კრედიტის ოდენობა ––––––––––––––––––– ლარი (თანხა ციფრებით და სიტყვებით)
მისაღები კრედიტის საპროცენტო განაკვეთი –––––––––––––––––– (წლიური %)
ეროვნული ბანკისაგან მისაღები კრედიტის საკორესპონდენტო ანგარიშზე ჩარიცხვის თარიღი “–––––––” –––––––––––––200– წ.
მიღებული კრედიტისა და მასზე დარიცხული პროცენტის გადახდის თარიღი “––” –––––200– წ.
კრედიტის უზრუნველყოფა: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სავალუტო საკ. ანგარიშზე რიცხული თანხა, ფასიანი ქაღალდები
ვადასტურებ, რომ კომერციული ბანკი–––––––––––––– თანახმაა „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის ერთდღიანი კრედიტების გაცემის შესახებ“ დებულების პირობებზე. საკრედიტო ოპერაციის განხორციელებისას ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომერციული ბანკი ––––––––––––– თანახმაა უპირობო წესით მოხდეს კრედიტის უზრუნველყოფის რეალიზაცია (მე-3 მუხლის მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად) მისი დავალიანების დასაფარავად.
კომერციული ბანკის ხელმძღვანელი ––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ხელმოწერა, გვარი, სახელი)
ბ.ა.
საკრედიტო ოპერაციაში მონაწილეობის შედეგი
(ივსება ეროვნული ბანკის საკრედიტო კომიტეტის მიერ)
გარიგება-განაცხადის სარეგისტრაციო ნომერი № –––
გარიგება-განაცხადის შემოსვლის თარიღი “––” –––––– 200– წელი
ეროვნული ბანკის მიერ კრედიტის გაცემის თარიღი “––” –––––– 200– წელი
კრედიტის დაბრუნებისა და მასზე დარიცხული პროცენტის გადახდის თარიღი “––” ––––200– წ.
გაცემული კრედიტის ოდენობა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ლარი
(თანხა ციფრებით და სიტყვებით)
გაცემული კრედიტის საპროცენტო განაკვეთი –––––––––– (წლიური %)
საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკი
––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ხელმოწერა, გვარი, სახელი) (ხელმოწერა, გვარი, სახელი)
ბ.ა. ბ.ა.
დანართი №3
საქართველოს ეროვნული ბანკის
შეტყობინება №
საკრედიტო ოპერაციების შესახებ
– –––––––– 200 –– წელი
200 –– წლის –– ––––––-დან საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს –––––– ლარის კრედიტების გაცემას ერთი დღის ვადით, წლიური ––– საპროცენტო განაკვეთით.
დაინტერესებულ ბანკებს შეუძლიათ გარიგება-განაცხადი დადგენილი ფორმით წარმოუდგინონ ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო ოპერაციების სამმართველოს არა უგვიანეს 200– წლის – –––––––––-დან ყოველი დღის (შაბათ-კვირის) 15.00 საათამდე.
კომერციული ბანკები გაცნობილი უნდა იყვნენ „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის ერთდღიანი კრედიტების გაცემის შესახებ” დებულებას და აღიარებდნენ მის სავალდებულო შესრულებას.
განაცხადის ფორმის მიღება შეიძლება ეროვნულ ბანკში.
საქართველოს ეროვნული ბანკის
საკრედიტო კომიტეტი
საქართველოს ეროვნული ბანკის
ფულად-საკრედიტო ოპერაციების სამმართველო
380005, თბილისი, ლეონიძის ქ. 3/5. ტ.: 93-44-41
დანართი №4
ფასიანი ქაღალდების მეორადი ბაზრის ჩამოყალიბებამდე საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრის მეთოდიკა
მეორადი ბაზრის ჩამოყალიბებამდე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება შემდეგი ფორმულით:
d - D1
1) i = i1 + ------------- * (i2 - i1) თუ i2 ³ i1 და D1 £ d ³ D2 .
D2 - D1
2) i = i1 თუ i2 £ i1 ან D1> d;
სადაც:
i არის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი;
d – დღეების რაოდენობა კრედიტის უზრუნველყოფისათვის გამოსაყენებელი სახაზინო ვალდებულებების დაფარვამდე;
D1 და D2 არის ემიტენტის მიერ პირველად აუქციონებზე ემიტირებული სახაზინო ვალდებულებების ვადიანობა, რომლებიც ყველაზე ახლოსაა d -თან (ამასთან D1 და D2 აკმაყოფილებს შემდეგ პირობას: D1 £ d £ D2);
i1 - D1 – ვადიანობის ბოლო სახაზინო ვალდებულებების პირველად აუქციონზე დაფიქსირებული საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი.
i2 - D2 – ვადიანობის ბოლო სახაზინო ვალდებულებების პირველად აუქციონზე დაფიქსირებული საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი.
მაგალითი:
ემიტენტის მიერ პირველად აუქციონზე ემიტირებული სახაზინო ვალდებულებების დაფარვის ვადებია 28, 91, 182 დღე, აუქციონებზე დაფიქსირებული საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები კი – შესაბამისად 10%, 20%, 18%.
თუ:
1) საკრედიტო ოპერაციების შესასრულებლად გამოსაყენებელი სახაზინო ვალდებულებების დაფარვის ვადა შეესაბამება (d) 20 დღეს, მაშინ დაკმაყოფილდება შემდეგი პირობა 28= D1> d = 20 და საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება მე-2 ფორმულით,
ე.ი. i = i1 = 10%
2) საკრედიტო რესურსების შესაძენად გამოსაყენებელი სახაზინო ვალდებულებების დაფარვის ვადა შეესაბამება (d) 70 დღეს, მაშინ დაკმაყოფილდება შემდეგი პირობები: 1) D1 (28) £ d (70) £ D2 (91); 2) i2 =20 ³ i1=10. შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება 1-ლი ფორმულით:
70 - 28
1) i = 10% + --------------- * (20%-10%).
91 - 28
3) საკრედიტო რესურსების შესაძენად გამოსაყენებელი სახაზინო ვალდებულებების დაფარვის ვადა შეესაბამება (d) 110 დღეს, მაშინ დაკმაყოფილდება შემდეგი პირობები: D1(91)£ d (110) £ D2 (182) და i2 =18 £ i1=20%. შესაბამისად საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება მე-2 ფორმულით:
ე.ი. i = i1 = 20%