„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მარტის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 |
|
2022 წლის 29 ივლისი ქ. ნინოწმინდა |
ა) დადგენილების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის, რომლის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან / და იურიდიული პირი:
ა) ახალასაშენებელი ობიექტის ან ობიექტის რეკონსტრუქციისათვის პროექტით გათვალისწინებული ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის განისაზღვროს 1.00 ლარი, რომლის გადახდა უნდა მოხდეს მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს;
ბ) ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიცენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის განისაზღვროს 2 (ორი) ლარი;
გ) იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ახალ ასაშენებელი და სარეაბილიტაციო წყალსადენებისა და წყალარინების მშენებლობის ასევე საკაბელო(ტელეფონი, ინტერნეტი, ელექტროსადენი და ა.შ.) თითოეული გრძივი მეტრისათვის განისაზღვროს 0.25 ლარის ოდენობით, რომლის გადახდა უნდა მოხდეს მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს;
დ) განთავისუფლდეს მოსაკრებლის გადახდისაგან სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა.“.
ბ) დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ. იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის 15,00 ლარის ოდენობით ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე, რომლის გადახდა უნდა მოხდეს წლის განმავლობაში, მაგრამ არაუგვიანეს ყოველი წლის 31 დეკემბრამდე.“.
გ) დადგენილების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოსაკრებლის ბიუჯეტში გადახდა უნდა მოხდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
|