საქართველოს საგადასახადო სისტემის მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო სისტემის მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები საქართველოს საგადასახადო სისტემის მარეგულირებელ შემდეგ საკანონმდებლო აქტებში:
1. „საგადასახადო სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის (საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის უწყებები, 1993 წ., №12-13, მუხ. 231):
1.1. მე-11 მუხლი მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) გადასახადის დამალვის ან შემცირების შემთხვევაში, გადამხდელს, ძირითად გადასახადთან ერთად, გადახდება ჯარიმა დამალული ან შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.“.
1.2. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მეორე აბზაცი ამოღებულ იქნეს.
1.3. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში ციფრი „3“ შეიცვალოს ციფრით „1“.
1.4. მე-11 მუხლის მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის პირველ აბზაცში რიცხვი „10“ შეიცვალოს ციფრით „2“, ხოლო მეორე აბზაცი ამოღებულ იქნეს.
1.5. მე-11 მუხლის მეორე პუნქტის „დ" ქვეპუნქტში რიცხვი „0,5" შეიცვალოს რიცხვით "0,1".
1.6. მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის„ბ" ქვეპუნქტის მეორე აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"მოგების (შემოსავლის) ან გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების დიდი ოდენობით დამალვად ჩაითვალოს მოგების (შემოსავლის) ან გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტის დამალვა, რომელთა მიხედვით გადასახადი 25000-დან 50000 ლარამდეა, ხოლო თუ დამალული გადასახადი აღემატება 50000 ლარს, მაშინ მოგების (შემოსავლის) ან გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების დამალვა ითვლება განსაკუთრებით დიდი ოდენობით დამალვად".
2. "საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები,1993 წ., N 12-13; მუხ. 234):
2.1. მე-8 მუხლის მე-9 პუნქტის „ა" ქვეპუნქტის მეორე აბზაცი ამოღებულ იქნეს, ხოლო პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) გადასახადის დამალვის ან შემცირების შემთხვევაში, გადამხდელს, ძირითად გადასახადთან ერთად, გადახდება ჯარიმა დამალული ან შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით".
2.2. მე-8 მუხლის მე-9 პუნქტის„ბ" ქვეპუნქტში ციფრი „3" შეიცვალოს ციფრით „1".
2.3. მე-8 მუხლის მე-9 პუნქტის „გ" ქვეპუნქტში რიცხვი „10" შეიცვალოს ციფრით „2".
2.4. მე-8 მუხლის მე-9 პუნქტის „ე" ქვეპუნქტში რიცხვი „0,5" შეიცვალოს რიცხვით „0,1".
3. „აქციზების შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993 წ., N 12-13 მუხ. 242):
3.1. მე-5 მუხლის „ბ" პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) აქციზური საქონლის რეექსპორტი. საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანისას რეექსპორტისათვის განკუთვნილ საქონელზე გადაიხდევინება აქციზი, საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის მიერ დაიტოვება საბანკო გარანტია ან გარანტიის სახით შესაბამისი ღირებულების შემოტანილი საქონელი, ხოლო საქართველოს ტერიტორიიდან აღნიშნული საქონლის გატანისას უქმდება საბანკო გარანტია, გადამხდელს უბრუნდება გადახდილი აქციზის თანხა ან გარანტიის სახით დატოვებული საქონელი ფაქტიურად გატანილი საქონლის ღირებულების მიხედვით.".
3.2. „აქციზების შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონის დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„აქციზების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის დანართი
აქციზების განაკვეთები ცალკეულ საქონელზე
|
№ |
საქონლის დასახელება |
საქონლის ნომენკლატურის კოდი |
აქციზის განაკვეთი (პროცენტი) |
|
1 |
2 |
3 |
4 |
|
1. |
ყურძნის ღვინოები და ღვინომასალები, შამპანური და ცქრიალა ღვინოების გარდა |
2204 |
15 |
|
2. |
ცქრიალა ღვინოები |
2204 10 |
20 |
|
3. |
ვერმუტი, ხილის ღვინოები და ღვინომასალები, ყველა სახის შუშხუნა ღვინოები, სხვა სასმელები |
2205; 2206 |
50 |
|
4. |
ეთილის სპირტი და სხვა დენატურირებული სპირტიანი სასმელები |
2207 |
100 |
|
5. |
ბრენდი, ბრენდის მასალა, ყურძნის ღვინოდან მიღებული სხვა სპირტიანი სასმელები და არაყი |
2208 |
50 |
|
6. |
კონიაკი, ვისკი, ჯინი, რომი, ბალზამი, და სხვა სასმელები, შამპანური ღვინოები |
2208 |
100 |
|
7. |
ლუდი |
2203.00 |
15 |
|
8. |
უმაღლესი, პირველი და მეორე კლასის თამბაქო და თამბაქოს ნაწარმი, თამბაქოს ნედლეულის გარდა |
2402;2403 |
100 |
|
9. |
მესამე და მეოთხე კლასის თამბაქო და თამბაქოს ნაწარმი, თამბაქოს ნედლეულის გარდა |
2402;2403 |
55 |
|
10. |
საიუველირო ნაწარმი |
7113; 7114; 7116 |
35 |
|
11. |
მსუბუქი ავტომობილები |
8703 |
15 |
|
12. |
მსუბუქი ავტომობილების საბურავები |
4011.10000; 4012 |
15 |
|
13. |
საავტომობილო ბენზინი |
271000330; |
15 |
3.3. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პირს, რომელიც ყიდულობს აქციზურ საქონელს (ნედლეულს) და იყენებს მას სხვა აქციზური საქონლის საწარმოებლად, უფლება აქვს მიიღოს იმ ოდენობის აქციზის საგადასახადო ჩათვლა, რაც გადაიხდება საქონლის (ნედლეულის) შეძენისას ან დაიბრუნოს აქციზის თანხა".
4. „საწარმოთა მოგების (შემოსავლის) გადასახადის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993 წ., N 12-13, მუხ. 233):
4.1. მე-6 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მეორე აბზაცი.
4.2. მე-7 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-2 პუნქტი. ამ მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები შესაბამისად ჩაითვალოს მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებად.
5. „დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993 წ., N 12-13, მუხ. 240): 5.1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის:
„მ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) ფარმაცევტული პროდუქციის მიწოდება და იმპორტი, რომელიც წარმოდგენილია საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 30-ე თავში;"
„ქ" ქვეპუნქტში სიტყვები "ურთიერთობების სასაქონლო სისტემის 84-ე და 85-ე თავების შესაბამისად" შეიცვალოს სიტყვებით „საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 84-ე, 85-ე და 90-ე თავების მიხედვით;"
„ყ" ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
„შ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით"
„შ) საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული და გამოცემული ჟურნალ-გაზეთების ბეჭდვა და მიწოდება“;
„შ", „ჩ" და „ც" ქვეპუნქტები ჩაითვალოს შესაბამისად „ყ", „შ" და „ჩ" ქვეპუნქტებად.
5.2. მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის "ც" , "ძ" და "წ" ქვეპუნქტები:
„ც) ავადმყოფთა, ინვალიდთა და ღრმა მოხუცებულთა მოვლის მომსახურება;
ძ) თეატრის ბილეთების რეალიზაცია;
წ) დიაბეტური პროდუქტები.“.
6. დსთ-ს ქვეყნებიდან ნავთობპროდუქტების იმპორტი იბეგრება დამატებული ღირებულების გადასახადით.
7. დაწესდეს გადასახადის განაკვეთები მოძრავი წყაროებიდან ატმოსფეროში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევისათვის მოხმარებული ბენზინის თითოეულ ლიტრზე ორი თეთრის და მოხმარებული დიზელის საწვავის თითოეულ ლიტრზე ერთი თეთრის ოდენობით.
ამ გადასახადის გადამხდელები არიან იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც მოიხმარენ ბენზინსა და დიზელის საწვავს და ამით ზიანს აყენებენ გარემოს. გადასახადის ამოღება ხდება ბენზინისა და დიზელის საწვავის საცალო სარეალიზაციო ქსელიდან.
8. დაწესდეს სპეციალურ სახელმწიფო ფონდებში გადასახადების შემდეგი განაკვეთები პროცენტობით შრომის ანაზღაურების ფონდის მიმართ:
ა) საქართველოს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში:
იურიდიული პირებისათვის (დამქირავებლებისათვის) - 27 %;
ინვალიდთა და პენსიონერთა საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის, მათი საწარმოებისა და დაწესებულებებისათვის, რომლებშიც 50 % -ზე მეტი ინვალიდი და პენსიონერი მუშაობს - 10 %;
ფიზიკური პირებისათვის - შრომის ანაზღაურების 1%.
ბ) საქართველოს დასაქმების ერთიან სახელმწიფო ფონდში:
იურიდიული პირებისათვის - 1% -ის ოდენობით, ამასთან, საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებები და ორგანიზაციები ამ გადასახადს არ იხდიან;
გ) საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო ფონდში:
იურიდიული პირებისათვის - 3% -ის ოდენობით;
ფიზიკური პირებისათვის - შრომის ანაზღაურების 1%-ის ოდენობით.
შრომის ანაზღაურების ფონდში ითვლება ხელფასი, პრემია, მატერიალური წახალისება, ჯილდო და ყოველგვარი სხვა დახმარება, რომელიც აღემატება ერთი თვის ხელფასს კალენდარული წლის განმავლობაში.
9. „ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993 წ., N12-13, მუხ. 248) მე-5 მუხლში მოცემული ცხრილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
კალენდარული წლის განმავლობაში ერთობლივი დასაბეგრი შემოსავლის ოდენობა |
გადასახადის ოდენობა |
|
200 ლარამდე |
დასაბეგრი შემოსავლის მთლიანი ოდენობის 12% |
|
201-ლარიდან 350 ლარამდე |
24 ლარი + 200 ლარს ზემოთ შემოსავლის 15% |
|
351-დან 600 ლარამდე |
46,5 + 350 ლარს ზემოთ შემოსავლის 17% |
|
601 და მეტი ლარი |
89 ლარი + 600 ლარს ზემოთ შემოსავლის 20% |
10. გათავისუფლებული იქნენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადისაგან ის საკომლო მეურნეობები, რომლებშიც ცხოვრობენ მხოლოდ ინვალიდები და, ან პენსიონერები.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1996 წლის 27 დეკემბერი.