მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.08.2022
გამომცემი ორგანო მარნეულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.159.016501
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/08/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.08.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე | მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 20.11.2017
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის- ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13
2022 წლის 1 აგვისტო
ქ.მარნეული
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 16-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ნ“ პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულება დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2017 წლის 20 ნოემბრის, №45 დადგენილება (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge; გამოქვეყნების თარიღი: 24/11/2017; სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.159.016294).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიორგაძე
დანართი - 1
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სტატუსი
1. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში - სამსახური) წარმოადგენს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში - მერია) სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საჯარო და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის განხორციელებას, ასევე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოსულობების კონტროლის განხორციელებას.
2. სამსახურის მისამართია: საქართველო, ქალაქი მარნეული, რუსთაველის ქუჩა №73.
3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით, მერიის დებულებით, ამ დებულებით, სხვა მოქმედი კანონმდებლობითა და კანონმქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
4. სამსახურს აქვს დებულება, დადგენილი ფორმის ბეჭედი, ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და სხვა საჭირო რეკვიზიტები.
თავი II
სამსახურის საქმიანობა
მუხლი 2🔗. სამსახურის ფუნქციები და უფლებამოსილებები
1. მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელების მიზნით სამსახურის ფუნქციებია:
ა) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამართალდარღვევის პრევენცია, სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენა და გამოვლენილ სამართალდარღვევათა აღკვეთის მიზნით სათანადო ღონისძიების გატარება;
ბ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოებულ სამშენებლო საქმიანობაზე საჯარო ზედამხედველობის განხორციელება, აგრეთვე უნებართვო მშენებლობის ან საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით განხორციელებული მშენებლობის გამოვლენა, მათი არსებული წესით შესაბამისობაში მოყვანა და კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლი;
გ) მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ნარჩენების განთავსების კონტროლი;
დ) საარჩევნო პერიოდში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკანონო ჩამოხსნილი, ჩამოხეული, დაფარული ან/და დაზიანებული საარჩევნო პლაკატებზე გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება;
ე) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით სათანადო ადმინისტრაციული ღონისძიებების განხორციელება და გადაწყვეტილების, მათ შორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;
ვ) ადგილობრივი მოსაკრებლების პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა, შემოსულობების ოპტიმიზაცია, კონტროლი და ამ მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა განვითარების უზრუნველყოფა;
ზ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში;
თ) საკუთრების ხელმყოფი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა;
ი) ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობისა და აღზრდის სფეროში;
კ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარულ-სანიტარულ სფეროში;
ლ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა ტრანსპორტის და საგზაო მეურნეობის დარგში;
მ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა მოქალაქეთა საბინაო უფლებების, საბინაო-კომუნალური მეურნეობისა და კეთილმოწყობის დარგში;
ნ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა ვაჭრობისა და ფინანსების დარგში;
ო) მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ფინანსური ვალდებულებების კონტროლი;
პ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსება, ჩაბარება, წარმოება და აღრიცხვა დადგენილი წესის შესაბამისად;
ჟ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საჯარო ხელისუფლების განხორციელების ეფექტიანობისა და განსახორციელებელ ღონისძიებათა განვითარების მიზნით სათანადო წინადადებების მომზადება.
2. მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელების მიზნით სამსახური უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია და შესაბამისი მონაცემები. საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს მერიის სტრუქტურული და ადმინისტრაციული ერთეულების სპეციალისტები, დაწესებულებებისა და საწარმოს წარმომადგენლები;
ბ) დაუბრკოლებლად შევიდეს სამშენებლო ობიექტზე და შეამოწმოს ის, აგრეთვე მშენებლობისთვის პასუხისმგებელ პირებს მოსთხოვოს სამშენებლო ობიექტთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაცია, მათ შორის, ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
გ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით განახორციელოს შემოწმებები;
დ) მონაწილეობა მიიღოს სამსახურის დებულებით განსაზღვრული საკითხების განხილვაში;
ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და მერის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები;
ვ) კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში უზრუნველყოს სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი დოკუმენტების მომზადება და წარდგენა;
ზ) განიხილოს ფიზიკური და იურიდიულ პირთა განცხადებები და შუამდგომლობები დადგენილ ვადებში;
თ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
3. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს კანონი ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, საქართველოს კანონი ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონი ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“, საქართველოს კანონი ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“, საქართველოს კანონი ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, საქართველოს კანონი ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“, ეს დებულება, მერიის დებულება და სამსახურის მიზნების მისაღწევად აუცილებელი სხვა კანონი და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
თავი III
სამსახურის სტრუქტურა
მუხლი 3🔗. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან ( შემდგომში - განყოფილება).
2. სამსახურის განყოფილებებია:
ა) მუნიციპალური ზედამხედველობის განყოფილება;
ბ) ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილება.
მუხლი 4🔗. მუნიციპალური ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციებია
1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოებული სამშენებლო საქმიანობის კონტროლის მიზნით, საქართველოს კანონის ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ მოთხოვნათა დაცვით, განყოფილებამ უზრუნველყოს:
ა) მითითების გაცემა სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ ან/და დარღვევის გამოსწორების შესახებ, მშენებლობის ორგანიზების პროექტით დადგენილი წესების დარღვევის გამოსწორების შესახებ, ასევე იმ შემთხვევაში თუ სამშენებლო ობიექტზე არსებული სამშენებლო მასალის, ნაკეთობისა და კონსტრუქციის გამოყენების აკრძალვის შესახებ, თუ ისინი ვერ პასუხობენ დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) მიმდინარე მშენებებლობის ან/და დემონტაჟის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერება, თუ ეს არის უნებართვო მშენებლობა ან ის სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარეობს და მისი გამოსწორება შეუძლებელია მშენებლობის შეჩერების გარეშე;
გ) დასაბუთებული ეჭვის შემთხვევაში, დამკვეთის ან სამშენებლო ორგანიზაციის მიმართ დამატებითი ლაბორატორიული გამოცდებისა და გაზომვების ჩატარების მოთხოვნა;
დ) შემოწმების აქტის შედგენა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა - ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ;
ე) მონაწილეობა მიიღოს საგანგებო ეკოლოგიური სიტუაციების აღკვეთის პროფილაქტიკისა და თავიდან აცილების ღონისძიებათა შემუშავება - გატარებაში.
2. გამოავლინოს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 556, 642, 771, 772, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1191, 1341, 1461, 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1512, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები და უზრუნველყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და დამრღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადება, შემდეგი მიმართულებით:
ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევები გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობისა და აღზრდის სფეროში:
ა.ა) მუნიციპალიტეტის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა;
ა.ბ) ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის დაზიანება;
ა.გ) დღის საათებში ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება;
ა.დ) ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენება;
ა.ე) პლასტიკის ან/და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციისას ტექნიკური რეგლამენტის - ,,პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის“ მოთხოვნების დარღვევა.
ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევები სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარულ-სანიტარულ სფეროში:
ბ.ა) ძაღლისა და კატის ყოლის წესების დარღვევა.
გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევები ტრანსპორტის და საგზაო მეურნეობის დარგში:
გ.ა) გზის საფარის დანაგვიანება ან დაზიანება;
გ.ბ) სამუშაოების საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემის გარეშე ან სქემის დარღვევით წარმოება.
დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევები მოქალაქეთა საბინაო უფლებების, საბინაო-კომუნალური მეურნეობისა და კეთილმოწყობის დარგში:
დ.ა) კონსტრუქციების ან/და სამშენებლო მასალების დაყრა;
დ.ბ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევა;
დ.გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და თვითნებური განადგურება;
დ.დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან/და დაცული ტერიტორიის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე (გარდა სახელმწიფო ტყის მიწისა) მწვანე ნარგავის/ნარგავების თვითნებური მოჭრა ან/და გადაბელვა;
ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევები ვაჭრობისა და ფინანსების დარგში:
ე.ა) პიროტექნიკური ნაკეთობის არასრულწლოვნისთვის მიყიდვა;
ე.ბ) აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის ორგანიზატორის, ლოტოს ორგანიზატორის და ბინგოს ორგანიზატორის რეკლამის გავრცელების ან/და აბრის განთავსების წესის დარღვევა.
3. გამოავლინოს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 431, 432, 49-ე, 51-ე, 512, 513, 52-ე, 533, 55-ე, 552,553, 63-ე, 64-ე, 65-ე, 66 – 68 -ე მუხლებით, 71-ე, 73 - 76-ე მუხლებით, 1271-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 145-ე, 148-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით, 150, 1501, 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით, 152-ე, 1534-ე, 159–ე და 1591 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები და უზრუნველყოს სამართალდამრღვევის მიმართ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა შემდეგი მიმართულებით:
ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში:
ა.ა) ტექნიკური რეგლამენტის - საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარული ნორმების შეუსრულებლობა;
ა.ბ) საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განხორციელება ამ საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე;
ბ) საქართველოს ტყის ტერიტორიის ან დაცული ტერიტორიის საზღვრების ფარგლებში მიწის თვითნებური დაკავება;
გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევები გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობისა და აღზრდის სფეროში:
გ.ა) მიწის დაცვის მოთხოვნათა შეუსრულებლობა;
გ.ბ) მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა და გადაადგილება;
გ.გ) სახელმწიფო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების დადგენილი წესით გაუფორმებლობა;
გ.დ) მიწის დაბინძურება, დეგრადაცია ან სხვაგვარი გაუვარგისება;
გ.ე) მიწათმოსარგებლის მიერ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის (ან მისი ნაწილის) არსებული წესის დარღვევით სხვა მიწათმოსარგებლისათვის გადაცემა;
გ.ვ) სამიჯნე ნიშნის მოშლა, დაზიანება ან სასაზღვრო ზოლის თვითნებურად შეცვლა;
გ.ზ) სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა;
გ.თ) მიწის ფონდებზე, მიწების მდგომარეობასა და გამოქვეყნებაზე არასწორი ინფორმაციის მიწოდება, მიწის გამოყოფის თაობაზე განაცხადის, შუამდგომლობის, საჩივრების განხილვის ვადების დარღვევა;
გ.ი) ხეტყის დამზადებისას ტყითსარგებლობის წესების დარღვევა;
გ.კ) სახელმწიფო ტყის მიწაზე ხე-ბუჩქნარისა და ტყის კულტურების მოსპობა ან დაზიანება;
გ.ლ) ტყითსარგებლობის კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და მოთხოვნების დარღვევა;
გ.მ) უკანონო ტყითსარგებლობა, ტყითსარგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევა;
გ.ნ) ტყის დაცვის, აღდგენა-გაშენებისა და მოვლის წესებისა და მოთხოვნების დარღვევა;
გ.ო) სახელმწიფო ტყის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის დაზიანება;
გ.პ) საქართველოს ტყის დანაგვიანება და დაზიანება;
გ.ჟ) სახელმწიფო ტყის მიწაზე არსებული ტყის დასაშრობი თხრილების, სადრენაჟო სისტემებისა და გზების მოსპობა ან დაზიანება;
გ.რ) ტყეში სამიჯნე ნიშნების, ტყის ტერიტორიაზე შესვლისა და გადაადგილების მომწესრიგებელი ნიშნების მოსპობა ან დაზიანება;
გ.ს) ტყის დაცვის განსაკუთრებული რეჟიმის დარღვევა;
გ.ტ) ტყეში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა, ტყის ხანძრისგან დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების მოთხოვნათა ან სახელმწიფო ტყეში ცეცხლის დანთების მოთხოვნათა დარღვევა.
დ) ავტოსადგურის ფუნქციონირება განსაკუთრებული რეგულირების ზონაში მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი წესების დარღვევით;
ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევები მოქალაქეთა საბინაო უფლებების, საბინაო-კომუნალური მეურნეობისა და კეთილმოწყობის დარგში:
ე.ა) აღრიცხვაზე აყვანის და საცხოვრებელ სახლებსა და საცხოვრებელ სადგომებში შესახლების წესების დარღვევა;
ე.ბ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევა;
ე.გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯება;
ე.დ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვებში არსებული ტერიტორიის იერსახის თვითნებური შეცვლა;
ე.ე) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და თვითნებური განადგურება;
ე.ვ) ტერიტორიის დაზიანება სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოების წარმოებისას.
ვ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევები ვაჭრობისა და ფინანსების დარგში:
ვ.ა) გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა და გარე რეკლამის განთავსება შესაბამისი ნებართვის გარეშე;
ვ.ბ) რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის და აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევა;
ვ.გ) არასათანადო რეკლამის განთავსება (გავრცელება).
4. გამოავლინოს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31–ე – 35–ე მუხლებით, 36–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილებით, 39–ე მუხლით, 43–ე მუხლის პირველი ნაწილით და 46–ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები და უზრუნველყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და დამრღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადება.
5. გამოავლინოს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე–80 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა და განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
მუხლი 5🔗. ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილება
1. ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილების ფუნქციებია:
ა) ადგილობრივი მოსაკრებლების პროგრამების შემუშავება;
ბ) ადგილობრივ მოსაკრებელს დაქვემდებარებული ფიზიკური და იურიდიული პირების სრული აღრიცხვა, მონაცემთა ბაზის შექმნა და მოსაკრებლების გადახდის კონტროლი შესაბამისი ნორმატიული აქტის საფუძველზე;
გ) მოსაკრებელს დაქვემდებარებული სუბიექტების აღრიცხვის მიზნით შესაბამისი აქტების შედგენა;
დ) ადგილობრივი მოსაკრებლის გადაუხდელობაზე ან დაგვიანებით გადახდაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ღონისძიებების გატარება;
ე) ადგილობრივ მოსაკრებელთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და მერისათვის წარდგენა;
ვ) მუნიციპალიტეტის მიერ ქონების განკარგვით დაგეგმილი შემოსავლების (ხელშეკრულებების) კონტროლი და სათანადო ღონისძიების განხორციელება.
თავი IV
სამსახურის მართვა
მუხლი 6🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე–60 მუხლის და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე–13 მუხლის შესაბამისად.
3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ – ერთი განყოფილების უფროსს.
მუხლი 7🔗. განყოფილების უფროსი
1. სამსახურის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. განყოფილების უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე–14 მუხლის შესაბამისად.
3. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების მაღალ იერარქიულ რანგში მყოფ სპეციალიტს ან/და ამავე განყოფილების უფროსის წარდგინებით, განყოფილბის სხვა იერარქიულ რანგში მყოფ სპეციალისტს.
თავი V
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 8🔗. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილების შეტანა
სამსახურის დებულება მტკიცდება და ცვლილებები შეიტანება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.