ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ქალაქ ქარელში, თამარ მეფის ქუჩა №18-ში მდებარე შენობა-ნაგებობისთვის ჯანო ბაგრატიონის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 29.07.2022
გამომცემი ორგანო ქარელის მუნიციპალიტეტი
ნომერი №41
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.144.016002
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/08/2022
matsne.gov.ge 702 სიტყვა · ~4 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში მდებარე, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის - №12 ქუჩისათვის საზოგადო მოღვაწის მარიამ გზირიშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 80% 30.07.2024 ქუჩის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 79% 09.03.2018 ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობებისა და I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 79% 31.05.2018 გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 79% 09.08.2024 ქალაქ ქუთაისში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩისა და სულხან–საბას გამზირის შემაერთებელი უსახელო მონაკვეთისა და ამ ტერიტორიაზე არსებული მოედნისათვის დავით ხახალეიშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 79% 29.03.2023

დოკუმენტის ტექსტი

ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ქალაქ ქარელში, თამარ მეფის ქუჩა №18-ში მდებარე შენობა-ნაგებობისთვის ჯანო ბაგრატიონის სახელის მინიჭების შესახებ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს    განკარგულება №41 2022 წლის 29 ივლისი ქარელი ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ქალაქ ქარელში, თამარ მეფის ქუჩა №18-ში მდებარე შენობა-ნაგებობისთვის ჯანო ბაგრატიონის სახელის მინიჭების შესახებ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მომართა ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა ინიციატივით – ქარელის კულტურის ცენტრისთვის ჯანო ბაგრატიონის სახელის მინიჭების თაობაზე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელი ენიჭება სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტს. მე-7 მუხლის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარდგენილი ინიციატივა და შემოსული დოკუმენტაცია, მათ შორის მრჩეველთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეისწავლა ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიამ. საკითხის ადგილზე შესწავლისა და მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ შენობა-ნაგებობა მდებარეობს ქალაქ ქარელში, თამარ მეფის ქუჩა №18-ში, საკადასტრო კოდი 68.10.45.661. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 02 მაისის №882022297960 ამონაწერით დასტურდება, რომ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 4635.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა (№1 საერთო ფართით - 973.23 კვ.მ.) მდებარეობს ქალაქ ქარელში, თამარ მეფის ქუჩა №18-ში, საკადასტრო კოდი 68.10.45.661. აღნიშნული შენობა-ნაგებობა უზუფრუქტის ფორმით გადაცემულია ა(ა)იპ „ქარელის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების დაწესებულებების გაერთიანებაზე (440887649) არსებობის ვადით. მესაკუთრე არის სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტი (240893002).          აღსანიშნავია, რომ ჯანო კონსტანტინეს ძე ბაგრატიონი დაიბადა ქარელის რაიონის სოფელ აბანოში 1909 წლის 15 სექტემბერს. იგი იყო ქართველი მოცეკვავე, ქორეოგრაფი, მუსიკალური მოღვაწე. საქართველოს სახალხო არტისტი (1967წ.), 1933-1946 წლებში იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. ასრულებდა ქართულ ცეკვებს ოპერებში ,,აბესალომ და ეთერი“, ,,დაისი“, ,,ქეთო და კოტე“ და სხვა. გამოდიოდა საბალეტო სპექტაკლებში (ზაალი-ანდრია ბალანჩივაძის ,,მთების გული“, დიტო - შ. თაქთაქიშვილის ,,მალთაყვა“). 1938-1945 და 1956-1970 წლებში იყო საქარველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, 1970-1979 წლებში კი საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მთავარი ქორეოგრაფი. დადგა ცეკვები ,,საქორწილო“, ,,ძველი თბილისის ფრესკები“, ,,ალვანური“ და სხვა. ჯანო ბაგრატიონი იღვწოდა ქართული ხალხური ცეკვების უძველესი ტრადიციების შენარჩუნებისა და განმტკიცებისთვის. 1934-1939 წლებში ერთდროულად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სტუდიაში. 1935-1945 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის (ახლანდელი ტექნიკური უნივერსიტეტი) თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ წრეებს. იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს ერთ-ერთ პირველ ჯაზურ კოლექტივს 1945-1950 წლებში. აფხაზეთის ფილარმონიის საესტრადო ანსამბლს (1950-1953), საქართველოს ფილარმონიის საესტრადო კოლექტივს (1953-1956). ამ კოლექტივებში გემოვნებით ასრულებდა ქართული და ამიერკავკასიის ხალხთა სიმღერებს, განსაკუთრებით აღსანიშნავია მ. ჩირინაშვილის მიერ დამუშავებული ხალხური სიმღერა ,,ყვავილების ქვეყანა“ (ტექსტი ბ. ფერაძის). ჯანო ბაგრატიონმა დიდი ამაგი დასდო ქართული ხალხური ცეკვის საესტრადო სცენაზე შემოტანისა და დამკვიდრების საქმეს.  მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურისა და ხელოვნების გაერთიანებაში, მან ბევრჯერ ასახელა საქართველო ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. იგი გარდაიცვალა 1979 წელს. ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ჩაატარა მოსახლეობის ონლაინ გამოკითხვა, რის შედეგადაც დადგინდა: გამოკითხული 450 რესპოდენტისგან სახელდებას მხარს უჭერს 440 (97,8%) ადამიანი, არ ეთანხმება - 4 (0.9%), პასუხი არ აქვს - 6 (1.6%) პიროვნებას. სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიამ იმსჯელა სახელდებასთან დაკავშირებით და მიზანშეწონილად მიაჩნია, ქალაქ ქარელში, თამარ მეფის ქუჩა №18-ში მდებარე შენობა-ნაგებობა (საკადასტრო კოდი 68.10.45.661) იყოს სახელდებული და ეწოდოს ჯანო ბაგრატიონის სახელი.   მასალები, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე შენობა-ნაგებობის სახელდების შესახებ, მისამართების გეოინფორმაციული პორტალის მეშვეობით, გეოგრაფიული ობიექტების მონიშვნისათვის განსაზღვრული წესის შესაბამისად, რეგისტრაციაში გასატარებლად 2022 წლის 13 მაისს (№105-105221331) გადაეგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო ბიუროს. (განცხადება  დარეგისტრირდა №265932) დოკუმენტები გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ  სამთავრობო კომისიას შესათანხმებლად გადაეგზავნა 2022 წლის 17 მაისს (№105-105221371) განცხადება დარეგისტრირდა  №15052.  სამთავრობო კომისიის 2022 წლის 29 ივნისის №32 სხდომის ოქმით მიღებულია თანხმობა  შენობა-ნაგებობის სახელდების შესახებ.  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს მთავრობის  2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ, ქ. ქარელში, თამარ მეფის ქუჩა №18-ში მდებარე შენობა-ნაგებობას (საკადასტრო კოდი 68.10.45.661) ეწოდოს ჯანო ბაგრატიონის სახელი; 2.  განკარგულება რეაგირებისათვის გადაეგზავნოს ქარელის მუნიციპალიტეტის მერს, ასევე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანის მიზნით; 3.  განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ (www.matsne.gov.ge) ვებგვერდზე გამოსაქვეყნებლად; 4.  განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე; 5.  განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში სარჩელის წარდგენის გზით ხაშურის რაიონულ სასამართლოში  (მისამართი:  ქ. ხაშური, მერაბ კოსტავას ქ. №15). საკრებულოს  თავმჯდომარე                                                     ჯუმბერ შუბითიძე