“საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის 1999 წლის 8 ნოემბრის №263 ბრძანებაში ,,აქციზური მარკების ნომინალური ღირებულების დამტკიცების შეხახებ” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№171
სარეგისტრაციო კოდი
200.250.000.11.117.005.746
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , პარლამენტის უწყებანი, 31, 08/04/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება და ეროვნული კომისიის დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.11.117.005.746

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №171

2003 წლის 3 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის 1999 წლის 8 ნოემბრის №263 ბრძანებაში “აქციზური მარკების ნომინალური ღირებულების დამტკიცების შესახებ” ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგილობრივი თამბაქოს ნაწარმისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების ბეჭდვასა და მიწოდებაზე 2002 წლის 17 დეკემბერს ჩატარებული ტენდერის შედეგად ადგილობრივი თამბაქოს აქციზური მარკების დაბეჭდვის ფასის ცვლილების გამო, ვბრძანებ:

1. საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის 1999 წლის 8 ნოემბრის №263 ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეორე ცხრილი:

 

აქციზური მარკის სახეობა

დაბეჭდვის, ტრანსპორტირებისა და განბაჟების ხარჯები

მიმოქცევასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები

ნომინალური ღირებულება

 

ევროებში

ლარებში

ლარებში

ლარებში

ადგილობრივი თამბაქოს ნაწარმის (ახალი აქციზური მარკა)

3,89

8,577

0,98

9,557

 

2. საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის 1999 წლის 8 ნოემბრის №263 ბრძანების მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კურსის ცვლილების შემთხვევაში (1,95 ლარი – 1 აშშ დოლარი; 2,205 ლარი – 1 ევრო) ნომინალური ღირებულების ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია მყარ ვალუტასთან, გადაანგარიშებული უნდა იქნეს მისი ანგარიშსწორების მომენტისათვის მოქმედი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის კურსის მიხედვით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ”.

3. ზემოთ აღნიშნული ბრძანების პირველი პუნქტის პირველი ცხრილის მეორე გრაფის მოქმედების ვადა განისაზღვროს ძველი ნიმუშის ადგილობრივი თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის სრულ ამოწურვამდე.

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. გოგიაშვილი