1. მერიის შინაგანაწესით განისაზღვრება:
ა) სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული;
ბ) დღის განმავლობაში შესვენების დრო;
გ) დასვენების და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ დაწესებულებაში ყოფნის პირობების და წესი;
დ) სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემულ გადაწყვეტილებათა მოსამსახურეთათვის გაცნობის წესი;
ე) ხელფასის გაცემის დრო, ფორმა და ადგილი;
ვ) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები;
ზ) საოფისე ტექნიკითა და სხვა მუნიციპალური ონებით სარგებლობის წესები;
თ) სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესი.
2. მერიის შინაგანაწესს ამტკიცებს და მისი მოთხოვნების დაცვას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერი.
3. მერი ვალდებულია სამსახურში მიღებისას მოსამსახურეს გააცნოს შინაგანაწესი (ხელწერილის დადებით), აგრეთვე უზრუნველყოს ნებისმიერ დროს მისი გაცნობის შესაძლებლობ